ისრაელი - ფენიქსი უდაბნოში
ისრაელი - უდაბნოს ფენიქსი
ერთხელ, უდაბნოში თვალწარმტაცი წალკოტი ვნახე, რომელსაც რუდუნების
კვალი აჩნდა. ამ წალკოტს სიყვარულის სუნი ასდიოდა, მშობლიური აურა ჰქონდა და შემიყვარდა.
ასე მეგონა, ჩემი სული დიდი ხნის უნახავ სახლში მოვიდა და დაისვენა მეთქი. ხომ წარმოგიდგენიათ,
როდესაც დიდი ხნის განშორების შემდეგ, საკუთარ სახლში შეხვალთ და მის განუმეორებელ
ენერგეტიკულ ველს ჩაიყნოსავთ ! საოცარი შეგრძნებაა ... ამდენი ხნის წოწიალის შემდეგ,
შთაბეჭდილებებით გამდიდრებული ბრუნდები საკუთარ სახლში და ყველაფერი მდიდრულად გეჩვენება.
გეჩვენება კი არა, ასეა - საკუთარი სახლი შენი სიმდიდრეა, შენი სულის ეგრეგორია ! ...
ჰო და აი, იმ წალკოტში რომ მიველ, საკუთარ სახლში მიველ, სულმაც დაისვენა
და სხეულიც დაასვენა. ამ მიწას ერთი ბეჯითი და გონიერი ხალხი პატრონობს და პატრონობდა მაშინაც, როდესაც ისინი აქ
არ ცხოვრობდნენ. ესაა მიწა, სადაც შემოქმედი უფლის უამრავ წინასწასრმეტყველს და ბოლოს
იესოს ფეხით შემოუვლია. ხოლო ისრაელელთა გმირული
სული წმინდა მიწის ყოველ ნაგლეჯში იგრძნობა. ისე სათუთად აქვთ მოვლილი თითოეული სანტიმეტრი,
გაოცდება ადამიანი. უდაბნოში ... შუაგულ უდაბნოში, სადაც ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსს სცილდება, ნაძვნარები და ფიჭვნარები აქვთ გაშენებული, გარდა
მაგისა ხეხილის ბაღები, სუბტროპიკული ხილი
და ყურძენიც კი მოჰყავთ ამ გავარვარებულ ნიადაგზე ! ... საოცრად კონტრასტული
ქვეყნაა, წარმოიდგინეთ ხეხილის ბაღები და ირგვლივ იუდეის უდაბნო ...
1948 წლამდე სრულიად ხრიოკი ყოფილა ეს ადგილები, ბედუინ
არაბებს და პალესტინელებს ტყე და ხეები არ უყვართ. თუკი იყენებენ ხეს, მხოლოდ შეშისათვის.
ისრაელის სახელმწიფოს დაარსებიდან დღემდე უდაბნოსთან და უწყლოობასთან ბრძოლა წარმატებით
მიმდინარეობს, რისი შედეგიც სახეზეა. იერუსალიმი სიმწვანეშია ჩაფლული. ერთი გარეუბანი
აქვს იერუსალიმს, ბორჯომის ხეობაში გეგონება თავი, სხვა დგილებში რომ 34 გრადუსი იყო ცელსიუსით, იქ საკმაოდ
გრილოდა. როგორც აგვიხსნეს, ერთად-ერთი სასმელი წყლის რეზერვუარი ტიბერიადის ტბაა,
რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს, სირიის საზღვართან ახლოს. 1967 წელს, ექვს
დღიან ომში, ისრაელმა გოლანის სიმაღლეები დაიკავა, რომელსაც დღემდე აკონტროლებს ( ეს
ის ტბაა ფეხით რომ დადიოდა უფალი ). ეს სიმაღლეები სირიის მხრიდან აკრავს ტიბერიადის
ტბას, ამრიგად აღნიშნული წყლის რეზერვუარი მთლიანად ისრაელის კონტროლქვეშაა. ვიცი,
რომ ბევრი აკრიტიკებს ისრაელის ქმედებებს, მაგრამ ჩემი აზრით ასე უნდა იქცეოდეს ნებისმიერი
ერი, ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო, როდესაც ემუქრებიან მის ეროვნულ უსაფრთხოებას
და მოქალაქეთა ნორმალურ ცხოვრებას !
... თუმცა, ებრაელი ხალხის ჭკუა, სიძლიერე და განსაკუთრებული
პატრიოტიზმი მარტო უდაბნოში წალკოტების გაშენებით არ გამოირჩევა. ამ ხალხმა, დღიდან
მისი სახელმწიფოს დაარსებისა,
რამდენიმე
სრულმასშტაბიანი ომი გადაიტანა
და ყველა ომში გამარჯვებული გამოვიდა. 1967 წელს ეავსდღიან ომში საქართველოზე სამჯერ პატარა ისრაელმა მეზობელი
არაბული ქვეყნების კოალიციას მუსრი გაავლო. ეგვიპტეს მთელი სინაის ნახევარკუნძული წართვა
( თუმცა შემდეგ დაუბრუნა ), სირიას გოლანის სიმაღლეები, პალესტინელებს ღაზა, როგორც
მახსოვს ერაყსაც გადასწვდა და დაბომბა, იორდანიისგან კი - სამი მსოფლიო რელიგიისა და
ებრაელთა ისტორიული დედაქალაქი, წმინდა ქალაქი იერუსალიმი დაიბრუნა !
აღნიშნულ ომს მე ვუწოდებ XX საუკუნის
სამხედრო საოცრებას ! ეს იყო ომი, რომელმაც ისრაელის ძლიერება განამტკიცა არა მხოლოდ
ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. ისრაელმა, როგორც ბიბლიურმა დავითმა, იმ
დროს მასზე გაცილებით დიდი გოლიათი მიწას დაანარცხა და მთელს მსოფლიოს დაანახა, თუ
რას წარმოადგენს ეროვნული კონსოლიდაციის ძალა, ერთობა, ცივილიზებული საზოგადოების თვითორგანიზების
მაღალი ხარისხი, საკუთარი მიწის სიყვარული და ზოგადად სიცოცხლის სიყვარული !
ისრაელს მე ვეძახი უდაბნოს ფენიქსს, რომელიც 2000 წლოვანი სიკვდილის შემდეგ
ხელახლა აღსდგა და დღეს რასაც წარმოადგენს, თვით მისი დაუძინებელი მტრების ჩათვლით,
ყველა კარგად ხედავს.
გარდა ამისა, ებრაელებს საკუთარი სახელმწიფოს შენარჩუნება
და თან მისი განვითარება, ყოველდღიური ბრძოლებით უხდებათ, მაგრამ პარადოქსი ის არის,
რომ ტურისტი ამას ვერ გრძნობს, ქუჩებში ისეთი წესრიგი და სიმშვიდეა, საერთოდ რაიმე
სახის დაძაბულობის ნიშანი არ არის.
ეს არის სახელმწიფო, რომელიც ყველგან არის და ყველგან
აკეთებს საკუთარ საქმეს, სცენაზე თუ სცენის მიღმა, კულისებში. ეს არის სახელმწიფო,
რომელსაც სადღაც ბელგიაში, ანტვერპენში, ოქროს ქუჩაზე, უბრალო, არაფრით გამორჩეული
ებრაელი იუველირის ტვინში სახელმწიფო აპარატის რომელიღაც განყოფილება აქვს გახსნილი
და ნაყოფიერად მუშაობს ! ეს არის სახელმწიფო, რომელიც სადღაც ბრუკლინში, წიგნის მოკრძალებული
ებრაელი გამყიდველის გულში არსებობს ! ისრაელია სახელმწიფო, რომელსაც მთელს მსოფლიოში
მიმობნეული ყველა ებრაელი ემსახურება. ისრაელი არის სახელმწიფო ადამიანში, უფრო სწორად
ადამიანი, ებრაელი არის თავად ისრაელის სახელმწიფო. ამ სახელმწიფოს ყველაზე დიდი და
ყველაზე ძლიერი არმია ყავს მსოფლიოში, დაახლოებით 15 მილიონიანი შემადგენლობით. ამ
არმიაში არა მარტო იარაღიანი ხალხი მსახურობს, არამედ მწერლები, ბანკირები, მეწაღეები,
მკერავები, ფიზიკოსები, ექიმები, ფილოსოფოსები, ნობელის პრემიის ლაურეატები, ცნობილი
მსახიობები და ა.შ.
ისრაელის პრეზიდენტმა თუ პრემიერმა განაცხადა, რომ ისრაელს არ
აქვს ატომური ბომბი, მაგრამ თუ საჭიროა ჩვენ მას გამოვიყენებთო ... :) .
ამ ფრაზის გაგონებაზე, პირველი რეაქცია მქონდა გაღიმება, მერე კი ძალიან
,,დავიგრუზე,, ... იცით რატომ ? ... შემშურდა და იმიტომ ! გინდა თეთრი შური დაარქვით,
გინდა შავი, ფაქტია, რომ შემშურდა და თან აღტაცებით შემშურდა.
ერთმა ებრაელმა ქალმა მომიყვა ადრე, ჩვენ, ებრაელებს ასწლეულების და ათასწლეულის
მანძილზე ტოტებს გვაჭრიდნენ, მაგრამ ფესვი საგულდაგულოდ გადავმალეთო. როდესაც უფალმა
კვლავ შანსი მოგვცა ჩვენს სამშობლოში დაბრუნების, ეს ფესვი ისრაელის მიწაზე დავრგეთ
და ახლა რასაც უყურებთ, ამ ფესვის ნაყოფიაო.
ნამდვილად შთამბეჭდავი ნაყოფი კი გაზრდილა იმ ფესვიდან !
ერთხელ იერუსალიმში ელეონის მთაზე ვდგავართ, საიდანაც მოსჩანს არაჩვეულბერივი
პანორამა ძველი იერუსალიმის გალავნით, ომარის მეჩეთით, კედრონის ხეობით და უცებ ერთი
მეტიჩარა ქართველი, იქნებოდა ასე 25-26 წლის, აშკარად უმწიფარი ტყემალივით გამწვანებული
სახის ტიპი, სრული სერიოზულობით ამბობს - ,,მაგარი ბანძი ქალაქია, ამას გორი თუ არ
ჯობდესო ... ,, .... ნერვები მომეშალა, არა იმიტომ, რომ ამ კაცს თავისებური გემოვნება
ჰქონდა არქიტექტურაზე, არამედ მის ე.წ. უკუდო ამპარტავნობაზე, რომელიც იკვებება იმ
სტერეოტიპით, რომ თურმე რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. იქვე დაიტრაბახა, რომ მსოფლიოს
ბევრ ქალაქშია ნამყოფი. ... რაღა გორს ადარებ, შე დალოცვილო, შეგედარებინა რომისთვის,
პრაღისთვის, ვენეციისთვის, პარიზისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გორს არ იყო გაცილებული
... ჰოდა რაღაც მოდიოდი, შე დალოცვილო, დარჩენილიყავი გორში, სტალინის ძეგლი მოგელოცა,
არ ჯობდა მეთქი ! ... ეწყინა ამ მუდრეგს J ... გორი მიყვარს, რადგან საქართველოს ქალაქია, მაგრამ არ მომწონს. რა
აქვს გორს მოსაწონი ვერ ვხდები, ერთი გორის ციხე ? ... არ მიყვარს ეს ვიწრო ეგოისტურ
ჩარჩოებში ჩაკეტილი ინცესტური აზროვნება და ქმედებები, რომლებიც უცილობლად მუტანტურ
,, урод ,,-ებს შობს ბუნებაში.
მეორე კურიოზი ის იყო, რომ როდესაც იერუსალიმის ქუჩებში დადიხარ, საოცარი
სიმშვიდეა, ისე, როგორც ევროპაში. ერთმა ქალმა ვერ მოითმინა და უკმაყოფილო ხმით, აბზუებული
ცხვირით და მედიდური სახით წარმოთქვა - ,,რა უბედურებაა, არსად არ არის ჩხუბი, არც
ძაღლები ჩანან ქუჩაში ... რა არის ეს ? რა ქალაქია ... ესაა ამათი კაი ცხოვრება, უф
... ,, - თან თვალების გადმოკარკვლით მომოიხედა
ირგვლივ, ალბათ ბომჟებს ეძებდა და სახეზე ეწერა ტიპიური გრუზინული კლიშე ,, თქვენ,
გენაცვალეე, იცით მე ვინა ვაარ ?? ... მე კუკიკოს ცოლი ვარ, სახლში ჩეხური ლუსტრა მაქვს
და მადონას სერვიზიიი , ოოოф .... ,, ...
ნუ, რა უნდა ელაპრაკო ახლა ასეთ ავადმყოფ ტვინებს ?! ესაა ტიპიურ ბოლშევიკურ
კონცლაგერში გამოზრდილი შინაური ფრინველების დაავადებული ტვინის საცოდაობა. დაახლოებით
იმ რეაქციას გავს მათი საქციელი, წლობით ბნელ ჯურღმულში რომ ამყოფებ ტყვეს და მერე
უცებ გაათავისუფლებ, სინათლზე გამოიყვან და ისიც, ამდენი ხნის მზის შუქის უნახავი,
თვალებზე ხელს რომ აიფარებს, რათა სიბნელეს მიჩვეული თვალები ერთბაშად არ დაეწვას.
ქართველები ... კი, ერად ვითვლებოდით, ოდესღაც, რომელიღაც ეპოქებში
... ახლა ? რა ვიცი, ვითვლებით კი ?!
რამდენი მინახია ევროპაში უპატრონო ქართველი, რომელისთვისაც ისევ ქართველს
უმუხთლია. ბოლი ლუკმა აუწაპნია, მოუტყუბია, გაჭირვებულზე წიხლი დაუჭერია, მიის უმწეობით
უსარგებლია და საკუთარი მუცელი გამოუგლესავს, როგორც ღორს სალაფავით დინგი ! ... ისიც
მინახია, რომ თბილისელ იეზიდს ქართველისაგან ქუჩაში გამოძევებული ქართველი შეუფარებია
თვეობით და ლუკმა გაუყვია მისთვის !
ისიც მინახია, როდესაც საავადმყოფოების სკამებზე ღამის მათევარ ქართველს
საქართველოში დაურეკავს და იქ ვიღაც მოუტყუებია, რომ რა მაგრად ,,გაიჩითა,, ევროპაში,
საკაიფო სამსახურიც იშოვა თურმე და მოკლედ გულაობს ცხოვრებით ( და ამ დროს საკუთარი
დაჭმუჭნული ბალიში რომ ენატრება თავის დასადებად ). მერე საქართველოშიც მორიგი მეოცნებე
ტყუვდება, ყიდის რაც გააჩნია და მიდის ,,ვარდისფერ,, ევროპაში ... და მერე იმასაც დაჭმუჭნილი
ბალიში ენატრება ... ან ვარკეთილ-ვაზისუბნის უცებ დამტკბარი ჰავა.
შევეშვათ ამ სატირალ სიტუაციებს, ამაზე სხვა დროს მოვყვები.
ჰო და, რას ვამბობდი ისრაელზე ...
წარმოგიდგენიათ, რომ ხალხს, რომელსაც 2000 წელი სახელმწიფო არ ჰქონიათ,
იმხელა თვითორგანიზების უნარი და ნიჭი აღმოაჩნდათ, რომ უდაბნოში, ფაქტიურად 20 წელიწადში,
გააშენეს ბირთვული სახელმწიფო მსოფლიოში წამყვანი აგრო-კულტურული მეურნეობით, მაღალი
ტექნოლოგიებით და ა.შ. ... ჩვენ კი, ქართველებს გვიყვარს ტრაბახი ისტორიაზე, კულტურაზე
და ყველაფერზე, ყველა სფეროში. გვიხარია, როდესაც ვიღაც გადამთიელი გვიღიმის და ერთ-ორ
სიტყვას იტყვის ქართულად, ყანწიც თუ გამოსცალა, მაშინ ხომ საერთოდ აღტაცებაში ვვარდებით
და ასე გვგონია ეს ვიღაც პირდაუბანელი ევროპელი თუ ამერიკელი გააბრწყინებს ივერიას
!
არავინ არავის კერას არ აბრწყინებს. ქვეყანას თავისუფალ პიროვნებათა, ხაზს
ვუსვამ, თავისუფალ პიროვნებათა და არა მშიერი მასსების, სოლიდარული, თითოეულ მის წევრზე
პასუხისმგებელი საზოგადოება აშენებს. თუკი
საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს არ აქვს პასუხისმგებლობა ჩვენს თანამემამულეებზე, რომელთაც
დღეს შია, ჩვენ ვერასოდეს ავაშენებთ არათუ სახელმწიფოს, არამედ ელემენტარულ ხუხულას.
სახელმწიფოს ცნებაში არ ვგულისხმობ უუფლებო და ღატაკ მასსებზე საბატონო ინსტრუმენტს,
რომელიც ე.წ. ელიტის ვიწრო ოჯახურ ინტერესებს ემსახურება.
შეიძლება ბევრმა უტოპისტური კომუნისტობა დამწამოს, მაგრამ XXI საუკუნეში
რაღა დროს ელიტებზე და პრივილეგირებულ ფენებზეა საუბარი, თავისუფლების ეპოქაა დამდგარი,
მაღალი სულიერი მატერიების ხანგრძლივი ეპოქა მოდის და ადამიანიც ადამიანურად უნდა იქცეოდეს,
არათუ ერთუჯრედიანი ცხოველივით ... დროა უკვე, დრო!
მე, არ ვარ კომუნისტი და მითუმეტეს უტოპიურ იდეებზე მეცინება, მე ვარ სულით
ხელოვანი და პროფესიით იურისტი, ჰაერში არასოდეს დავფრინავ და ვხედავ იმას, რაც მიწიერი,
ხელშესახები სავსებით რეალურია შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში.
მე, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვისაც უნდა, რომ იცხოვროს სოლიდარულ საზოგადოებაში,
სადაც ადამიანები არ დაიყოფიან მოქალაქეებად და არამოქალაექებად, სადაც ყველას ექნება
შრომის უფლება და მიცემული თავისუფლება, რომ იშრომოს საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით,
სადაც ადამიანები არ დაიყოფიან ქალაქელებად და სოფლელებად, სადაც იქნება რელიგიური
შემწყნარებლობის იშვიათი მაგალითები, სადაც აღარ დავინახავ ადამიანების შრომით დისკრიმინაციას
და სადაც შრომითი კანონმდებლობა იქნება მიმართული იქითკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ
აღმოიფხვრას თანამედროვე მონათმფლობელობა. მე მინდა ვიცხოვრო იქ, სადაც დავინახავ,
რომ როდესაც ქვეყანაში თუნდაც ერთ ბავშვს არ აქვს ნორმალური საცხოვრებელი პირობები
ნორმალური განვითარებისათვის, სანამ აკლია ჭერი, წამალი, ჩასაცმელი და საკვები, განათლება
და ელემენტარული ადამიანური ყურადღება, საზოგადოება
არ მიეცემა უდარდელ ლხინს, მანამ სანამ ამ ბავშვს არ ექნება ყველა ის მატერიალური საფუძველი,
რაც მას თავისუფალ, მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბებაში ხელს შეუწყობს. მე მინდა ვიცხოვრო
საზოგადოებაში, სადაც 80 წლის მოხუცებსაც კი უხარიათ სიცოხლე და სადაც 40 წლის ადამიანს
არ აქვს დამთავრებული ცხოვრება ! მე მინდა ვიცხოვრო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებაში.
სულ ეს არის. ასეთია დღეს ისრაელი, ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნებიც.
მე, მინდა ჩემმა შვილებმა იცხოვრონ, იქ სადაც სახელმწიფო მიმართული იქნება
პირველ რიგში იქითკენ, რომ ხელი შეუწყოს მოაზროვნე პიროვნებათა საზოგადოების შექმნას
და არა წინასწარგანზრახვით ღატაკი, გაუნათლებელი ან მარტივი განათლების მქონე მასსების
ჩამოყალიბებას, რომლებიც მცირერიცხოვანი, კანონს მიღმა მდგარი ე.წ. ელიტისათვის ადვილი
სამართავია.
მინდა ჩემმა შვილებმა იცხოვრონ იქ, სადაც ადამიანი, იმისათვის რომ ბოლომდე
გამოავლინოს საკუთარი პოზიტიური პოტენციალი, არ იქნება დამოკიდებული რაღაც ქაღალდებზე
და დისკრიმინაციულ ბიუროკრატიაზე.
200 წელიწადია ქართველებს წართმეული ჰქონდათ დამოუკიდებლობა და იმდენად
დაჩლუნგდა ქართველის ტვინი, რომ დღეს მიმდინარე ბევრი არაპოპულარული რეფორმა მტრულ
ნაბიჯად ეჩვენება. თან ამავდროულად ევროპული სტანდარტებით უნდა ცხოვრება, მაგრამ ევროპულად
ლიბერალური აზროვნება არ უნდა. თუმცა, ლიბერალობა ან ლიბერტანელობა, არც იმას ნიშნავს,
რომ ჯიშიან ფაშატზე ნილოსის ყანჩა დაემყნოს და საბოლოოდ გენეტიკური სიმახინჯე გამოვიდეს.
მშიერი ადამიანს არ აქვს თავისუფალი ნება, ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია
საკუთრება, ის არ არის თავისუფალი და თუ სახელმწიფო, რომელიც ართმევს ხალხს საკუთრებას,
აქცევს რა მათ ლუმპერპროლეტარად, უქონელად და ბოგანოდ, როგორ გგონიათ, ასეთ მშიერ ცხოველს
გაუჩნდება სურვილი დაიცვას ე.წ. ეფემერული წარმოსახვა, რასაც ქვია სახელმწიფო ? - დაიცვას
ის ინსტრუმენტი, რომლითაც კანონზე მაღლა მდგომმა კასტამ მას არსებობის წყარო გადაუკეტა
და ცხოველად აქცია ? ვიღაცეები გამოხტებიან ახლა და დაიწყებენ ღნავილს მაღალ მატერიებზე,
ქრისტიქნულ მორალზე და პატრიოტიზმზე, რომელთა სიტყვები შაურადაც არ ღირს, რომლითაც
მშიერ და შვილების ტრაგედიით სასოწარკვეთილ ადამიანს პარლამენტის წინ ცეცხლში დასაწველად
ასანთის კოლოფის საყიდლად სჭირდება!
გაფუებული გოდრები, დაიწყებენ რა პრუტუნს შიშველ პატრიოტიზმზე, ამაყად
ისევ ისრაელის მაგალითს მოიყვანენ და მეტყვიან - ,,აბა როგორ, ისრაელში ქალი და კაცი,
ყველა იარაღით ხელში იცავს მის ძლიერებასო ! ,, .... ჰმ, ბრიყვებო ! ისრაელს მშიერი
და უქონელი მონები არ იცავენ ! მაძღარი, კეთილდღეობაუზრუნველყოფილი, სოციალურად დაცული
თავისუფალი პიროვნებები იცავენ ისრაელსაც, მთელს ევროპასაც და ყველა თავმოყვარე სახელმწიფოს.
ისინი იცავენ ამ სახელმწიფოს ფასეულობებს, რომელმაც მათი შვილები თავისუფალ პიროვნებებად
ჩამოაყალიბა, ამ სახელმწიფოს სამართლიან სასამართლოს, რომელმაც ისინი ვიღაც სახელმწიფო
მოხელის თავნებობისაგან დაიცვა, ამ სახელმწიფოს პოლიციასაც იცავენ, რომელმაც რეაგირება
მოახდინა და ის სახელმწიფო მოხელე დაიჭირა, რომელმაც მოქალაქეს საჯაროდ, ქუჩაში სახეში
გაარტყა, ამ სახელმწიფოს მთავრობასაც იცავენ, რომელიც არ არის მხოლოდ ვიწროპარტიული
ელიტის მსახური და რომელიც ნაკლებად ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში. პირველ რიგში
კი, ყველა ეს მაძღარი ადამიანი საკუთარ შვილების მომავალს იცავს, რომელმაც კიდევ უნდა
გააუმჯობესოს ის სიკეთე, რაც უკვე მათ უკვე აქვთ !
ერთი ღატაკი ადამიანი ეკალია საზოგადოებისთვის, ღატაკთა მასსა კი უკვე
ატომური ბომბია იმ ერისათვის, რომელსაც ჰგონია, რომ სახელმწიფო აქვს და ვითარდება.
ამიხსნას ვინმემ, შიმშილი სიკეთეა ? უქონელობა სიკეთეა ? უწამლობით სიკვდილი
სიკეთეა ? უსამართლობით და შეკერილი საქმეებით ციხეში მოხვედრა სიკეთეა ? მასობრივად
სახელმწიფო თანამდებობაზე და განსაკუთრებით მოსამართლედ უპასუხისმგებლო და საკუთარი
ზნეობრივ პრინციპების არ მქონე, ცხოვრებაუნახავი ღლაპების დანიშვნა სიკეთეა ? ვიღაც
გასიებული ჩინოვნიკი სახლდაკარგულ დევნილს
რომ წიხლს ჩასცემს მუცელში და მერე ამ პიროვნებას სახელმწიფო, დასჯის მაგივრად რომ
აწინაურებს, სიკეთეა ? ... თუ არა, მაშინ ის მითხარით, რა სიკეთე უნდა დაიცვას ისევ
მშიერმა, უმუშევარმა და ხვალ სიკვდილის პირას მდგომმა, ბოგანოდ ქცეულმა ხალხის მასსამ,
რომელსაც ერთი სული აქვს ცხელ ხორციან წვნიანს როდის შეჭამს და გაიქცევა სადმე უცხოეთში
!
მიეცით ადამიანებს საკუთრება, შემოსავლის წყარო და ის თავად დაიცავს იმ
ადგილს, რომელიც მას უკანასკნელ ლუკმას არ ართმევს ... წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ე.წ.
ხუხულას, რომელსაც რატომღაც ,,სახელმწიფო,, ჰქვია, რომელსაც ფუნდამენტი პლასტელინის
აქვს, ხოლო ჭერი ჭრელად შეღებილი, საკუთარი ბოგანოები გამოღრღნიან თავისი ბოგანობით,
ძალას აღარ დაუტოვებენ, რომ წინ აღუდგეს ისეთ შტორმს, რასაც ჩრდილოელ ბარბაროსთა რეიდი
ჰქვია და სამწუხარო რეზულტატი იქნება ის, რომ ასეთი ხუხულა მალე შეერევა ნეშომპალას,
როგორც ძველი რომი და სხვადასხვა ქვეყნები, ერები და ხალხები.
რატომ გადავედი ისრაელიდან რაღაც ალეგორიულ მსჯელობაზე ?! ... იმიტომ,
რომ რა პროგნოზიც გავაკეთე, არ მინდა, რომ ერთ დროს მართლა ღირსების მქონე ერი, რომელმაც
თემურლენგს სისხლი გაუშრო, ხოლო შაჰ აბას I-ს სიკვდილის წინ ათქმევინა, რომ ,,...ორი
რამ დარჩა დაუმარცხებელი - სიკვდილი და ქართველი ერი,,-ო , რომელიც საუკუნეების მანძილზე
იგივე წმინდა იერუსალიმში საერთაშორისო პრივილეგიებით სარგებლობდა, რომლის საპარლამენტო
აზროვნების ისტორია ჯერ კიდევ XII საუკუნეში იღებს სათავეს, სამუზეუმო ექსპონატად იქცეს.
რაღა უნდა ვთქვა ...
... გასრულდა შუაღამე და მე ისევ ის ზეციური პორტალი მახსენდება, რომელსაც
ისრაელის მიწა ჰქვია, რომლის მიწიდან ამომავალმა მადლმა ჩემი მსოფლმხედველობა დიდწილად
შეცვალა.
,,... იერუსალიმ, იერუსალიმ, თუკი დაგივიწყო შენ .... ! ,, ... აფსუს რა
დრო იყო, როცა რუსთაველი ჯვრის მონასტერში ჩავიდა ცოდვების მოსანანიებლად ! ... რატომ
მაშინ არ დავიბადე ?! ... თუმცა არც ახლაა გვიან აღსარებისათვის J.
ასეა, ჩემო მეგობრებო,
დღეს XXI საუკუნეში ჩემთვის, ებრაელი ერი არის ეტალონი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს
ცივილიზებული საზოგადოება, რომელიც საკუთარ ძმებს, დებს, დედებს, შვილებს და მამებს
ადამიანად აცხოვრებს, ხოლო უდაბნოში კი წალკოტს აშენებს საკუთარი შრომითა და სიყვარულით.
თუ გინდა სიონისტური ეძახე, თუ გინდა ჩუჩმეკური, ისრაელი ცოცხლობს და იღწვის ისრაელისთვის
და არა ჭიათურისთვის, სახელმწიფოა და იმიტომ ! ... როგორც მამლუქი მაჰმუდ-ბეგი იტყოდა
,, ის კაცი გვეუბნება, ბიჭი ვარ და მოვდივარო, ბიჭები ხართ და დამხვდითო ! ,, ... ასეა,
ისრაელს განადგურებით ემუქრებოდნენ და დღემდე ემუქრებიან, მაგრამ ბიჭია და დახვდება
! ... და თუ საჭიროა - ბიჭია და იქეთ დააპანჩურებს კიდეც !
ეს იყო, რისი თქმაც ამჯერად
მინდოდა.
ბოდიშით, თავი მოგაბეზრეთ, სიკეთეს გისურვებთ !
კ. კოლხი
12.06.2012
ფრანჯისტანი,
რბილი ღამე ...
ვიკინგების ზეცა ისვენებს ტირილისგან.
Comments
Post a Comment