Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2013

თავი III. აქლემი ნემსის ყუნწში

იქ, სადაც ახლოსაა ღმერთისურეალისტური საუბრების კრებული
ნაწილი I.  რწმენა და რელიგია ------------------------------------------------------------------------------------------------------------
თავი III. აქლემი ნემსის ყუნწში


კვირის პალიტრაში გამოქვეყნდა მამა ილიას მცირე ინტერვიუ, რომელზედაც ცოტა ვრცელი კომენტარი გამომივიდა და ბარემ სტატიის სახით დავდებ, საჯაროდ. ემოციურობისთვის და რადიკალური ფრაზეოლოგიისთვის საზოგადოებას წინასწარ ბოდიშს ვუხდი. ნუ მიაქცევენ ყუდაღებას ტერმინებს, შინაარსი იკითხონ ჯობია, თუ არადა სულ ნუ წაიკითავენ და დაითხრიან ნერვებს.
ერტი სიტყვით, მინდა პასუხი გავცე ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხები აინტერსებს და ვისაც ჩემს მიმართ საყვედურები გასჩენია, ან მომავალში გაუჩნდება ამ სტატიის შემდეგ.

ღვთაებრივი საბაჟო

OMNES PARES ANTE LEGEM - კანონის წინაშე ყველა თანასწორია!... ასე ამბობდნენ რომაელები, კაცობრიობის დიდი იურისტები, ისინი, ვინც ისტორიას, სხვა ბევრი ნოვაციის გარდა, იურისპრუდენცია აჩუქა და დღემდე დიდ რომაელ იურისტთა მიერ შემუშავებული კანონები საფუძვლად უდევს ევროპა-ამერიკის ქვეყნების, კონტინენტალურ-გერმანული (მათ შორის საქართველოს) და ანგლო-საქსური სამართლის სისტემების ძირითად კანონებს.