Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2017

ბიორელის პარკი - Le parc de Bihorel

ბიორელი (Bihorel) ქალაქ რუანის (Rouen, FRANCE) ერთ-ერთი კვარტალია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჯობია ვიდეო ნახოთ და ქ. თბილისის ახლადარჩეულ მთავრობას და მერს მინდა ვთხოვო, ასეთი უბნები გააშენონ, რაც შეიძლება ბევრი სიმწვანით! 














ჩაფარცხული საქართველო

16 წლის ორი მოზარდის შემზარავ მკვლელობას, რომელიც თბილისში,  2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა, 51-ე და 1-ლი ექპერიმენტული სკოლების მოსწავლეების თანამონაწილებით, ღრმა სოციალური და ისტორიული ფესვებიც აქვს. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო სათქმელი და დანარჩენი მკითველმა შეაფასოს. ეთიკა, ზნეობა, წესიერება ან არსებობს, ან არარსებობს. ყველაფერი დანარჩენი რაც შინაგანად ყარს, უზნეობაა, არაეთიკურია, უწესოა. მაგალითად, არარსებობს აყროლებული ზნეობა, რადგან ზნეობა არ შეიძლება ყარდეს მისი წესიერების გამო.  თქვენ რა გგონიათ, ილია ჭავჭავაძე ერთმა გაუნათლებელმა და წერა-კითხვის უცოდინარმა ბერბიჭაშვილმა იმიტომ მოკლა, რომ ილიას "ბედნიერი ერი" არ მოეწონა? არა, ილია მთელი ქვეყნის აყროლებულმა შინაგანმა კოლქტიურმა უზნეობამ მოკლა, რომლისთვისაც ილია კრიალა სარკე იყო, რომელშიც საკუთარ სიმახინჯეს ხედავდა. აყროლებულმა საზოგადოებამაც, რომელსაც მაშინაც და დღესაც სიმართლე სძულს და სიცრუის წუმპეში ნებივრობს, ნაცვლად საკუთარი ჭუჭყის ჩამორეცხვისა, მონურ და შემგუებლურ სტილში, ჩვეული რეფლექსი გამოავლინა და სარკე ჩაა…