ჩაფარცხული საქართველო


  


16 წლის ორი მოზარდის შემზარავ მკვლელობას, რომელიც თბილისში,  2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა, 51-ე და 1-ლი ექპერიმენტული სკოლების მოსწავლეების თანამონაწილებით, ღრმა სოციალური და ისტორიული ფესვებიც აქვს. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო სათქმელი და დანარჩენი მკითველმა შეაფასოს.
ეთიკა, ზნეობა, წესიერება ან არსებობს, ან არარსებობს. ყველაფერი დანარჩენი რაც შინაგანად ყარს, უზნეობაა, არაეთიკურია, უწესოა. მაგალითად, არარსებობს აყროლებული ზნეობა, რადგან ზნეობა არ შეიძლება ყარდეს მისი წესიერების გამო. 
თქვენ რა გგონიათ, ილია ჭავჭავაძე ერთმა გაუნათლებელმა და წერა-კითხვის უცოდინარმა ბერბიჭაშვილმა იმიტომ მოკლა, რომ ილიას "ბედნიერი ერი" არ მოეწონა? არა, ილია მთელი ქვეყნის აყროლებულმა შინაგანმა კოლქტიურმა უზნეობამ მოკლა, რომლისთვისაც ილია კრიალა სარკე იყო, რომელშიც საკუთარ სიმახინჯეს ხედავდა. აყროლებულმა საზოგადოებამაც, რომელსაც მაშინაც და დღესაც სიმართლე სძულს და სიცრუის წუმპეში ნებივრობს, ნაცვლად საკუთარი ჭუჭყის ჩამორეცხვისა, მონურ და შემგუებლურ სტილში, ჩვეული რეფლექსი გამოავლინა და სარკე ჩაამსხვრია, მხოლოდ კოლექტიური "ბერბიჭაშვილების" ხელით.  
ან კიდევ, ამას წინათ, პარლამენტარის ტრაგიკულად დაღუპული 21 წლის შვილი ვინ მოკლა? გგონიათ "შემთხვევითი" ტრაგედია მოხდა? ... არა, მეგობრებო, ყველაფერს, უწვრილეს დეტალებსაც კი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს. ეს მახინჯი მექანიზმი როგორ მუშაობს იცით? მშობელი რყვნის შვილს, უსპობს მას პასუხისმგებლობის გრძნობას, აჩვევს უშრომელ და უსწავლელ კეთილდღეობას, ყიდულობს ძვირადღირებულ ავტომობილს,  დაუმსახურებლად, მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონვე აიწიოს პრესტიჟის და "კაცობის" დონე თავისნაირი ცრუ-ზნეობით, ცრუ-ფასეულობებით მცხოვრები, უფრო სწორად აყროლებულ უზნეობაში მყოფ სოციალურ წრეში და საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ კაცად შედგა და ასეთივე "კაცობის" ესტაფეტა შვილს გადასცა... 
ნებისმიერი მშობელი კლავს საკუთარ შვილს იმ დროს, როცა მას პასუხისმგებლობის გრძნობას და დამოუკიდებლად წესიერი ცხოვრების საშუალებას უსპობს დაუმსახურებელი საჩუქრებით!
მშობელთა კოლექტიურმა უზნეობამ მოკლა თაობები, რომელთა ინტელექტის მწვერვალი ხაშლამის და ელარჯის იქეთ ვეღარ მიდის და ეთიკის აპოგეოსი კი - უსინდისო, პირუტყვი მამაოს ნაკურთხი ფუფუნების საგნად აღქმული მეტალის ჟესტია! ...რატომ პირუტყვი მამაო? იმიტომ, რომ ამ ე.წ. მამაოებს, რომლებიც იოანე ნათლიმსცემელივით სიმართლის მღაღადებლები უნდა იყვნენ და სიმართლისთვის სიკვდილზეც მიდიოდნენ, ეშმაკმა დალახვროს, ერთხელ არ უჩნდებათ კითხვა, პირ-უტყვივით სდუმან და ერთხელ არ იკითხავენ, საიდან აქვს 18-21 წლის ლაწირაკს იმდენი კაპიტალი დაგროვილი საკუთარი პატიოსანი შრომით, რომ ძვირფას მანქანას ყიდულობს და ე.წ. მისი შენაძენის "ღვთაებრივი ლეგიტიმაციისათვის" ეკლესიაში მიაქვს?! ... 
ჰოდა, ზუსტად! შვილებს კლავს უზნეო მშობელი და უზნეობის გამმართლებელი საზოგადოება ვითომდა სულიერების სადარაჯოზე მდგარი ე.წ. სასულიერო იერარქების მთელი არმიით!
ამ პრობლემის სათავე უახლეს ისტორიაშიც უნდა ეძიოთ. მაგალითად:
დაასვენეთ მკვლელი და ყაჩაღი კოლექტიური "ჯაბა-ჯუბები" საპატიო პანთეონებში და კიდევ უარეს მკვლელობებს მიიღებთ სკოლებში და ბოლოს გეტირებათ ყოფა, როგორც ისტორიაში ვერშემდგარ ბიომასას!
აპატიეთ საჯარო მოხელეებს წელიწადში 40-50 დანამატი და პრემია თქვენი, ე.ი. ხალხის, ე.ი. ბიუჯეტის ფულის ჭამა (დაკანინებული მექრთამეობა!) და კიდევ ბევრის შვილი მიებარება მიწას!
გასიებულ-ჩაგოდრებულ ქონიან, ქალაჩუნა, თავზე შავყუთიან ბანჯგვლიან მღვდლებს და ე.წ. მეუფეებს ლუქს კლასის ჯიპებიდან გადმოყოფილი კოტიტა ხელები უკოცნეთ და კიდევ მეტ ნაპატიებ მკვლელს შეეგუებით პირუტყვი მონებივით! ... როგორც შეეგუეთ იმავე ცრუ-სულიერი იერარქების მიერ ნაკურთხ ძმათამკვლელ ომს, კაცის მკვლელებს, ყაჩაღებს 90-იან წლებში და ხალხის ძარცვა-რბევას, ქუჩაში და სახლებში დახვრეტებს! ..... როგორც შეეგუეთ და ეგუებით დღემდე ხალხის მიზანმიმართულ გაღატაკებას ერთეულების უსაშველოდ გამდიდრების ხარჯზე! კოცნეთ შეშლილი კაცის მიწიდან ამოთხრილ, თუ ინდოეთიდან ქირით ჩამოტანილი ძვლები და ის ძვლები "გამოასწორებს" თქვენი შვილების მკვლელებს, ელოდეთ! .... ააშენეთ ბევრი "მახათა" და არ ააშენოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და ბოლოს, როცა ვიღაც თქვენს შვილს შეიწირავს, იყარეთ წუწუნით და ტირილით მახათი ერთ ადგილას!
ხმა არ ამოიღოთ უთანასწორობაზე, ჩაწყობით კეთილდღეობის მოპოვებაზე, 100 ათასობით და მილიონობით გაუბედურებულების ხარჯზე!


გაამართლეთ 17-18-20-21 წლის უშრომელი და დაუმსახურებელი ლაწირაკებისთვის ფულიანი მამიკოსგან მკვლელი BMW-ების და "თესლი" პიპიების "გრევები და უფრო მეტ მოკლულ შვილს მიიღებთ გზებზე! უყიდეთ შვილებს ბევრი ავტოიარაღი და იამაყეთ რამდენ კაცს გაიტანს! ... "მოუყვანეთ ცოლი", რომელსაც ცხვირი "ცოტა იმნაირი'' არ ექნება, რომ შვილიშვილებთან ურთიერთობაში კეთილ პაპა-ბებიებად გამოჩნდეთ და  თქვენი ახალგაზრდობის ცოდვებსაც ყველა დაივიწყებს, რადგან ამ ქვეყანაში ხომ კანონი არ არსებობს, ხოლო კონსტიტუცია იმაზე ძვირი არ ღირს, რაც ტუალეტის ქაღალდი! ...
ხმა არ ამოიღოთ სოფლის სკოლებში ბავშვებისთვის ბოსლის პირობებში მყოფი უტუალეტო სკოლების არსებობაზე და ბოლოს შვილები სკოლის უკან ამოთხრილ ორმოებში ფეკალურ მასებში ჩამხრჩვალი რომ დაგხვდებათ, გვიანი იქნება თქვენი გამწარებული ღრიალი და ხროტინი!... იმიტომ, რომ კრეტინიზმი და დანაშაულია  ბოროტებაზე მდუმარება და ბავშვის ხარჯზე ქვეყნის ვითომ "აშენება" და ვიღაცეების პირადი კეთილდღეობის მოწყობა!
გაამართლეთ ყოველი ცნობილი სპორტსმენი, მოჭიდავე თუ რაგბისტი, თუნდაც მანქანის გიჟური რბოლით მთელი ქალაქი გადათელოს მოდაში შემოსული ავტოტერორისტივით და უფრო მეტ გათახსირებულ თაობებს მიიღებთ ამაზრზენი მკვლელობის გამართლების მაგალითით აღტკინებულს, რომლებიც ისევ თქვენ შვილებს ჩახოცავს!
აპატიეთ და აირჩიეთ პოლიტიკაში მკვლელები, თაღლითები, მექრთამეები და იმბეცილები და ასჯერ მეტ მკვლელ მოზარდს მიიღებთ და ათასჯერ მეტ გამწარებულ მშობელს! აძლიეთ ხელფასი ათას ფსიქიურად და გობევრივად ავადმყოფ პერსონას პარლამენტში, სხვადასხვა სტრუქტურებში, ადგილობრივ მერიებსა და გამგეობებში და მთავრობაში, მათ ცოლებს და ცოლის დაქალებს და თქვენ შვილებს სკოლაში კი არა, პირდაპირ თქვენივე საძინებლებში მოგიკლავენ დაუსჯელობით გათავხედებული კრიმინალები!
გაარჩიეთ ტელევიზიებში სხვისი საცვლის სურნელის არომატები, ყარაულად დაუდექით სხვის უკანალებს, სხვის ვაგინებს და სხვის საძინებლებს და საკუთარის გამოფენაც არ დაგავიწყდეთ ბარემ, საერთო უზნეობის კოლაჟისთვის!... მოაწყვეთ ე.წ. "ოჯახის სიწიმინდის დაცვის დღეები" და ე.წ. "ქართული მარშები", უწლოვანი, "ცოლებად" მოტაცებული მოზარდი გოგონების  და ციხეებსა თუ პოლიციის ჯურღმულებში პატიმრების გამაუპატიურებელო, ბედნიერო ერო და ამითაც მოუსპეთ შვილებს ბედნიერი ქვეყნის მომავალი შანსი! 
1 სულ მოსახლეზე 10 ქურდი რომ გყავს და მსოფლიოში ამით ხარ #1 და სხვა არაფრით, გიკვირთ შვილმოკლული მამის ღრიალი სისხლისგან დაცლილი შვილის გამო?!... სხვა ერები ერთმანეთს ეჯიბრებიან მეცნიერების და პროფესინალების აკადემიური ცოდნის ხარისხით,  ეკონომიკის და სახელმწიფოების განვითარების დონეებით და ქართველი მშობლების დიდი ნაწილი კი ამ დროს, მსოფლიოში ერთადერთი "ქუჩის აკადემიის" არსებობით ამაყობს... 
ამ ვითარებაში, მოითმინეთ ფეკალური მასებით გამოტენილი მინისტრები, რომელთა ტვინის 98% მის მიერ მიღებული პროდუქტების ურიცხვი რაოდეობის გადამუშავებაზე უფრო მუშაობს, ვიდრე განათლების სისტემის გადარჩენაზე და პერანგის საყელოები რომ აღარ ეკვრებათ (განათლების ყოფილ მინისტრი მაგალითად, პატივცემული "ჯეჯე"...) და ისეთივე ტვინჩაოხრებულ და ბოსლის არომატებით გატენილ სკოლის შენობებს და მთლიანად სისტემას მიიღებთ თავისი იმბეცილი, თვითონ უსწავლელი და ღატაკი მასწავლებლებით, რომლებსაც თქვენი შვილების საყარაულოდ და აღსაზრდელად საფიქრელი დრო იმიტომ არ აქვთ, რომ საკუთარი შვილები ყავთ გადასარჩენი შიმშილისგან, გესმით?!.. თვენ ხომ "ჯეჯე" მოითმინეთ, რომელიც ათსგვარი იდიოტიზმის გარდა, იმასაც აცხადებდა, რომ  თურმე მასწავლებელს, რომელსაც მაღალი ხელფასი ექნება, მას მოსწავლე ისე არ ეყვარება, როგორც ღატაკ და სულგამძვრალს... ასეთი კრეტინები ითმინეთ და შედეგად ის ბარდაგი გაქვთ განათლებაში, რაც გაქვთ, რომელიც არათუ კონკურენტულ განათლებას ვერ აძლევს თქვენს შვილებს, არამედ ვერც იცავს კიდეც ფიზიკურად! .... 51-ე და 1-ლი ექპერიმენტული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები მაგალითად, ახლა სამსახურიდან საკუთრი ფეხით წასულები უნდა იყვნენ მარტო იმიტომ იმიტომ, კი არა, რომ ვერ უზრუნველყვეს ბავშვების დაცვა და უსაფრთოება, არამედ რომ ვერ გაზარდეს ბავშვები, იმიტომ! 
ააშენეთ ბევრი, სიმართლისგან, სიყვარულისგან და წესიერებისგან დაცლილი ე.წ. ტაძარი", ცარიელი ქვის შენობები, მილიონები დაახარჯეთ აუშენებელი სკოლების და ელემენტარული მსოფლიოში კონკურენტული განათლების ცენტრების არარსებობის ხარჯზე და გეყოლებათ ტოტალურად კიდევ მეტად დებილი თაობები, რომლებიც ამ მახინჯი სისტემის მკვებავ ბიომასად სჭირდებათ, ნუთუ ვერ ხვდებით!?
მოითმინეთ ისეთი "წესიერების მცველები", კოლექტიური კორკოტები, რადიკალი ცრუ-მღვდლები, რომლებიც პოლიციელს ყურის აწევით ემუქრებიან, სახელმწიფოს და კანონს ემუქრებიან, კანონის მიღმა დგანან და თქვენი შვილების მკვლელების საქმის "ჩაფარცხვა" გარანტირებული გექნებათ! დასხედით მერე მშვიდად ტელევიზორთან და "ჩაფარცხული" მკვლელების მიერ მორალის კითხვაზე დაიხეთქეთ გულები!
2016 წელს 581 ადამიანი დაიღუპა გზებზე ავტოავარიების შედეგად, ვიღაცის მამა, ვიღაცის შვილი, ვიღაცის ძმა, და, ცოლი, დედა და ა.შ. ... და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მთავრობამ ბლუყუნი ავტოსაგზაო რეფორმის აუცილებლობაზე.... ჩემო ბედნიერო ერო, შენ შენი შვილები მაშინ გახსენდება, როცა ისინი კვდებიან და მანამდე შორს ხარ მათგან, ვითომ ახლოს, მაგრამ რეალურად კი ძალიან შორს, რადგან ითმენ და არ სთხოვ პასუხს მთავრობას აუცილებელი რეფორმის დროული გაუტარებლობისთვის, რომლის გულგრილობაც სხვისას კლავს და მაშინ გახსენდება მთავრობა, მაშინ ბღავიხარ სიმწრისგან, როცა შენ გიკვდება შვილი ვიღაც ვატოტერორისტისგან, რომელიც იმიტომ დაეთრევა ქუჩებში, რომ სახელწიფო წესიერად არ ფუნქციონირებს, რომელიც მას მართვის უფლებას აძლევს, როდესაც პატრული პრევენციას არ აკეთებს, როდესაც ყველა თვალს ხუჭავს მკვლელის წინაშე და სხვის შვილებს აღარ იცავენ! 

შენ, ბედნიერო ერო, სისხლიანი გაქვს ხელები, რადგან სიმართლეს ჯვარს აცვავ ქრისტესავით, "ილიებს" და "ქრისტეებს" კი სიმართლის გამო კლავ ...ჰოდა, ცხოვრობ ამ აყროლებულ, ტალახში არეულ სისხლიან წუმპეში და მოელი რაღაც "გაბრწყინებას'', უკეთეს მომავალს, რომელიც არ გექნება, სანამ დასაბანი ხარ და სანამ საკუთარ თავს არ "დასჯი" პირუტყვობის გამო შრომით, ბრძლით, განათლებით, დისციპლინით, წესიერებით, პუნქტუალობით! ... რადგან ეს ცხოვრება, საქართველოში, ომია, ომი! საქართველო ომშია, არა მხოლოდ გარეგან, არამედ შინაგან ომში, სადაც ერთმანეთს ებრძვის ძველი და ახალი, სადაც ძველი იხრწნება და ყარს და ტრაგედია ისაა, რომ ამ ხრწნას ეწირება რეალურად ადამიანების სიცოცხლეები, შვილები! 

ილოცეთ, დაიჭრეთ თქვენსიგრძე სანთლები ხელში და ელოდეთ, რომ 100 ათასი წმინდანი დაგიხნავთ მინდორ-ველებს და აგიშენებთ ქვეყანას, სადაც თქვენ და თქვენი შვილები ფეხიფეხ გადადებულები ისხდებით და ფოსტით მოგართმევენ წილებს, მარტო ჭამა-სმა-მონელებაში რომ დახარჯავთ!... მოუთმენლად დაელოდებით ხოლმე გასტრონომიული ცრუ-მარხვის დასრულებას, რომ ღამის 00:01 საათზე ხინკლით გაიქონოთ ნაწლავები!... აი, მაშინ კლავთ საკუთარ და სხვის შვილებს, როცა გასტრონომიამდე და "მამაოს კურთხევით მარხვამდე'' დაგყავთ შვილებთან მთელი აღმზრდელობითი კი არა, ზოგადად მშობლის და შვილის ურთიერთობა!
ყველაფერი აპატიეთ ცნობილებს, "დაკრიშულებს" და მალე გეტირება ყოფა, ჩემო ბედნიერო, პეროგაყრილო ერო, თუ ხვდები რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი ეს, რაც ჩამოვთვალე და რაც არ ჩამოვთვალე, ურთიერთკავშირშია!



ვინც ზნეობას, ეთიკას, წესიერებას უნდა იცავდეს და სიკეთის მაგალითს უნდა იძლეოდეს, ის ხალხი ყარს საჯარო სივრცეში და შენ ამას სიამოვნებით არათუ ყნოსავ, აფინანსებ კიდეც... აბა, სად არიან ის ჯიპებზე ამხედრებული "პატიოსნების" ბურჯები, რატომ ხმას არ იღებენ და რატომ არ გმობენ კაენის მოდგმას? იმიტომ, რომ მათ ჩირად არ უღირთ არავინ, საკუთარი პირადი კეთილდღეობის გარდა და მხოლოდ მაშინ იშმუშნებიან და იღებენ ხმას, როცა მათ პირად კეთილდღეობას ემუქრება რამე. 

მომავალში სხვისი და ყველას შვილების გადასარჩენად, მათი მშვიდობიანად, თანამედროვე ცოდნის და ეპოქის შესაბამისად განვითარებისთვის, დროა ძველი კოლონიალური და მონური 200 წლოვანი სისტემა ტოტალურად, ძირფესვიანად დაინგრეს, თავისი ე.წ. ავტორიტეტებით და მინობაში გამოზრდილი ელიტებით და სუფთა ადგილას აშენდეს ახალი ცივილიზაცია, სადაც ავტორიტეტი იქნება წესიერი კანონი და მისი აღმსრულებელი სახელმწიფო და არა ვიღაც აფერისტი ციციკორეები, გადაცმულები ანაფორებსა თუ პიერ-კარდენის შარვალ-კოსტუმებში, სადაც მკვლელები და ქურდები საპატიო ადგილებზე კი არა, ისტორიის სანაგვეზე იქნებიან მოსროლილი და იქ, სადაც მათ წესიერების და ბუნების ყველა კანონით ეკუთვნით ყოფნა ... ახალი, წესიერი, სუფთა ცივილიზაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება მომავალზე და არა წარსულზე და სადაც ადამიანებს მშვიდობიანი, განათლებული განვითარება უზრუნველყოფილი იქნება!

P.S. სათაურში ჯერ თავიდან "ჩაფარცხული ბოსელი" მეწერა, ვიფიქრე  "საქართველო", როგორც საკრალური იდეა ამ რეალობას არ იმსახურებდა, როგორსაც ავღწერ, მაგრამ ესაა რაცაა, ესაა საქართველო დღეს, ბოსელია თუ რაცაა, რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, იქნებ შემდეგ მკურნალობაც სოწრი მიმართულებით წავიდეს. 


კ. კოლხი
03.12.2017






Comments