Posts

Showing posts from May, 2017

კომენტარები ახალი კონსტიტუციის პროექტზე

Image
ნაწილი I. სასწრაფო სამართლებრივი ქირურგია
2017 წლის 21 აპრილს პრესაში გამოქვეყნდა საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც გარკვეული კარგი სიახლეებიც აქვს და ასევე, სასწრაფოდ გამოსასწორებელი ხარვეზები, რომელთა შეუცვლელობა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, თითოეული საქართველოს მოქალაქის პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში. ამჟამად, როცა ბლოგზე ამ პოსტს ვაქვეყნებ, მიმდინარეობს
კონსტიტუციის საერთო სახალო განხილვის პროცესი, რომელიც ჩემი აზრით, როგორც თავად კონსტიტუციის ახლებური ტექსტის მომზადების პროცესი, ფორმალურ და ზერელე ხასიათს ატარებს, თითქოს გარკვეული ჯგუფი ფორმალურ ვალდებულებას იხდის  საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების უზრუნველსაყოფად.
გადავწყვიტე ახალი კონსტიტუციის პროექტზე, კერძოდ მის ზოგიერთ თავზე და მუხლზე გავაკეთო კომენტარი. თუმცა არ მაქვს დიდი იმედი, რომ ჩემს კომენტარებს ვინმე გაიზიარებს, მაგრამ მაინც, აუდიტორიამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე და როგორი სახის სახელმწიფოში მოუწევთ ცხოვრება უახლოესი ათი წლის მანძილზე მაინც, თუკი არ შეიცვლება არს…