კომენტარები ახალი კონსტიტუციის პროექტზე
2017 წლის 21 აპრილს პრესაში გამოქვეყნდა საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც გარკვეული კარგი სიახლეებიც აქვს და ასევე, სასწრაფოდ გამოსასწორებელი ხარვეზები, რომელთა შეუცვლელობა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, თითოეული საქართველოს მოქალაქის პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში. ამჟამად, როცა ბლოგზე ამ პოსტს ვაქვეყნებ, მიმდინარეობს
კონსტიტუციის საერთო სახალო განხილვის პროცესი, რომელიც ჩემი აზრით, როგორც თავად კონსტიტუციის ახლებური ტექსტის მომზადების პროცესი, ფორმალურ და ზერელე ხასიათს ატარებს, თითქოს გარკვეული ჯგუფი ფორმალურ ვალდებულებას იხდის საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების უზრუნველსაყოფად.

გადავწყვიტე ახალი კონსტიტუციის პროექტზე, კერძოდ მის ზოგიერთ თავზე და მუხლზე გავაკეთო კომენტარი. თუმცა არ მაქვს დიდი იმედი, რომ ჩემს კომენტარებს ვინმე გაიზიარებს, მაგრამ მაინც, აუდიტორიამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე და როგორი სახის სახელმწიფოში მოუწევთ ცხოვრება უახლოესი ათი წლის მანძილზე მაინც, თუკი არ შეიცვლება არსებული პროექტი. რატომ ათი წლის მანძილზე? იმიტომ, რომ სამწუხარო იდიოტური ტრადიციის თანახმად, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბების აქტიურ ფაზაშია (და რომელიც უნდა შეწყდეს!), ყოველ 10 წლის შუალედში, კონსტიტუციის ხალ-ახალი ცვლილებები, ახალ-ახალი ოდიოზური და უპასუხიმსგებლო პოლიტიკური ჯგუფები ცხვება, რომელთაც ჩემი, თქვენი და ჩვენი შვილების ბედი, საერთოდ საქართველოს ბედი სულაც არ ანაღვლებთ.
ქვემოთ მოვიყვან მუხლებს კონსტიტუციის ახალი პროექტიდან, რომლებიც ჩემი აზრით პირველ რიგში უნდა შეიცვალოს.
მაშ, ასე! დავიწყოთ:
ქვემოთ მოვიყვან მუხლებს კონსტიტუციის ახალი პროექტიდან, რომლებიც ჩემი აზრით პირველ რიგში უნდა შეიცვალოს.
მაშ, ასე! დავიწყოთ:
მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო
"2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და
თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან."
აღნიშნული ფორმულირება საკმაოდ ბუნდოვანია, სადღაც შუაშია გაჭედილი მიუღებლობასა და აღიარებას, უარყოფასა და თანხმობას შორის და პრაქტიკულად უმოქმედო, უიმედო პოზიციას ავლენს სახელმწიფოს მიერ, რაც დაუშვებელი უპრინციპობაა და მეტი არაფერი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კანონმდებელს დაავიწყდა, ან დაეზარა "საყოველთაოდ აღიარებული უფლებების" ჩამოთვლა, ან რომლებიც მომავალში შეიძლება აღიარებულ იქნას ადამიანის საყოველთაო უფლებად საერთაშორისო სამართალში. კანონდებელი მართალია გვამცნობს, რომ კონსტიტუცია "არ უარყოფს", მაგრამ არ ამბობს, რომ სახელმწიფო დაიცავს ადამიანის იმ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, რომელთა მოხსენიება მას გამორჩა კონსტიტუციაში. თუ აღიარებ, მაშინ რატომ არ უნდა დაიცვა, ცოტა არ იყოს გაუგებარი და აბსურდულია.
ამიტომ, ამ პუნქტის ბოლო აბზაცი ჯობია დაიწეროს პოზიტიური მტკიცებით ფორმაში:
"კონსტიტუცია, ასევე აღიარებს, პატივს სცემს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან."
--------------------------------------------------------------------------
მნიშვნელოვანი სიახლე, რაც კონსტიტუციის ახალი ტექსტი გვთავაზობს, ეს არის სახელმწიფოს საქმიანობის სოციალური მიმართულება. ეს კარგია, ზოგადად იგრძნობა, რომ ქართული სახელმწიფო ცდილობს მიუახლოვდეს თანამედროვე, ევროპული ცივილიზაციის სტანდარტებს და არ ჩამორჩეს პროგრესულ სამართლებრივ ტენდენციებს, რასაც მივესალმები, მაგრამ აქაც ვფიქრობ, მეტი დამაჯერებლობის შეტანა არ აწყენდა კონსტიტუციას, რომ მშრალ, ფორმალურ ტექსტად მაინც არ მოგვეჩევენოს.
მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო
მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო
"2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური
თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე."
მხოლოდ სიტყვა "ზრუნვა" ზოგ სახელმწიფო აღმასრულებელ უწყებას ძალიან ზერელედ რომ არ მოეჩვენოს, აქვე, ხომ არ ჯობია უფრო გამოვეთილად მოქმედებითი როლი დავაკისროთ სახელმწიფოს ამ მიმართულების მოღვაწეობაში?! მაგალითად, ასეთი ტექსტით:
"სახელმწიფო ზრუნავს და მტკიცედ იცავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე."
იმავე მუხლის მე-3 პუნქტი ასეთი სახითაა შემოთავაზებული:
იმავე მუხლის მე-3 პუნქტი ასეთი სახითაა შემოთავაზებული:
"3. სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების განსავითარებლად კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს."
ზოგადად, კარგია მაღალმთიან რეგიონებზე ზრუნვა, მაგრამ მიმაჩნია, რომ საერთო ჩამში მზრუნველობითი საქმიანობა მხოლოდ ამ მიმართულებით, ცოტა დისკრიმინაციულიცაა. საერთოდ კი, კონსტიტუციაში "განსაკუთრებული პირობების" ჩაწერა იმისთვის, რაც შეიძლება პრაქტიკული ვითარებიდან შეიცვალოს, არასერიოზულია, როცა შეიძლება იგივე განსაკუთრებული პირობები დროებითი ღონისძიების სახით მიენიჭოს კანონქვემდებარე აქტებით, ბრძანებულებით, კანონითა თუ ორგანული კანონით. დაბლობმა და ვაკე ადგილებმა რა დააშავა? ხვალ-ზეგ, რომ ქვეყნის არა მაღალმთიან, არამედ სხვა რეგიონების განვითარება დადგეს პრიორიტეტული, ამის გამო კონსტიტუციებში მუდმივად ცვლილებები უნდა შევიდეს? ან წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში დასახლებულ მოქალაქეებს მიენიჭათ სოციალური უპირატესობები, მაშინ როგორღა გამოდის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სოციალური "თანაბრობის" უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ?... მთის რაიონებისთვის მინიჭებული უპირატესობების გამო, დაბლობი ადგილები რომ დაიცალოს და ყველამ მთებში მოინდომოს ცხოვრება (თეორიულად მაინც...), შემდეგ კიდევ კონსტიტუციაში უნდა შევიტანოთ ცვლილება, რომ ამოვიღოთ სიტყვა "მაღალმთიანი" და ჩავწეროთ "ვაკე-დაბლობი"? ეს ხომ ძალიან გავს ბავშვურ თამაშს და დროა უკვე ქართული სახელმწიფო ცოტათი გაიზარდოს, დასერიოზულდეს.
შემდეგ, იმავე მუხლის მე-4 პუნქტი:
"4. სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო
მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით."
აქ, ვფიქრობ სახელმწიფოს საარსებო მინიმუმის ცოტა კიდევ დაკონკრეტებაა საჭირო, რადგან გამოირიცხოს სუბიექტური სპეკულაციები და ცინიკური მიდგომები თავად უზრუნველყოფილი და სოციალურად შეძლებული ჩინოვნიკების მხრიდან საარსებო მინიმუმზე "ზრუნვის" საქმიანობაში, როდესაც სახელმწიფო ამ პუნქტის პრაქტიკაში განხორციელებას დაიწყებს.
"4. სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო
მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ღირსეული ცხოვრების მოთხოვნებსა და განვითარებული ეკონომიკის მოწინავე, თანამედროვე სტანდარტებს. საარსებო მინიმუმის ოდენობა განისაზღვრება კანონით."
---------------------------------------------------------------------
ახლა კი, კონსტიტუციის ცვლილებების ტექსტის ყველაზე არადემოკრატიულ, ყველაზე უსამართლო და ყველაზე სასწრაფოდ შესაცვლელ მუხლს მივადექით, რომელიც რატომღაც არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ აწუხებს, არც "გონებრივი მოწინავეობის" პრეტენზიის მქონე ნაცმოძრაობას, არც "ევროპულ საქართველოს", არც მუდმივად "ინტელექტუალური მსაჯულების" მანტიამოსხმულ NGO-ებს და მითუმეტეს, "ქ/ოცნებას" საერთოდ არ შეაწუხებს, მათი არქაული მსოფლმხედველობიდან თუ განსაკუთრებული რელიგიური ზეგავლენის ქვეშ მყოფობიდან გამომდინარე, რაც აშკარად სახეზე გვაქვს პოლიტიკური ფიგურების გამოსვლებითა და მოწოდებებით.
რეალურად კი, პოლიტიკურ ალიაქოთში სცენაზე მდგომ პოლიტიკურ აქტორებს აღრეული აქვთ პრიორიტეტები კონსტიტუციის ტექსტის დახვეწის და გააზრების საკითხებში. ეს არის მუხლი, რომელიც წესით, თანამედროვე, განვითარებული სამართლის მქონე ქვეყანაში ურყევად უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფოსა და რელიგიის განცალკევებას, მათი არსისა და დანიშნულების სამართლებრივ გაყოფას. მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმაა, საქართველოში ხომ ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას მუდამ ეჭვის თვალით უყურებდნენ. იმ ქვეყანაში, რომელმაც 200 წლოვანი საშინელი კოლონიზატორული პოლიტიკის, მავნე იდეოლოგიური პროპაგანდისა და საბჭოთა-ბოლშევიკური მარწუხების პერიოდი გამოირა, სადაც ადამიანთა თაობები იზრდებოდა და ყალიბდებოდა დამორჩილებულ ნაცრისფერ მასსად, სადაც მუდმივად იდევნებოდა და იდევნება დღესაც თავისუფალი პიროვნული არჩევანი, პირადი ცხოვრების თავისუფლება და ხელშეუხებლობა მუდმივი ძალადობის და საფრთხის ქვეშაა, ძალიან საშიშია ასეთი მუხლის არსებობა კონსტიტუციაში, სადაც პრაქტიკულად დამტკიცებულია ერთ კონკრეტული რელიგიური ელფერის მქონე ორგანიზაციის "შეუვალობა" (როგორც შუა საუკუნეებში იტყოდნენ!) და მას შეფარული ინკვიზიტორის სტატუსსაც კი აძლევს მოქალაქეთა პირად ცხოვრებასა და პოლიტიკურ-რელიგიური გავლენებით ვაჭრობის ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის. აღნიშნული მუხლის შინაარსში საგრძნობლად ჩანს რუსული პოლიტიკურ-რელიგიური ჰიბრიდული, ავტორიტარული და დიქტატორული სახელმწიფო იდეოლოგიის გავლენა. ნახეთ რა წერია შემოთავაზებულ პროექტში:

მუხლი 8. სახელმწიფოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა
"რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს."
სამწუხაროა, რომ თავად ეკლესიას არ აწუხებს ტექსტის ასეთი ფორმულირება, რომელიც პირდაპირ მის სასულიერო რეპუტაციას უნდა ვნებდეს ყოველგვარი სულიერი ეთიკის თანახმად. ეს მუხლი იმდენად ამოვარდნილია ყველანაირი ეთიკური ნორმიდან, რეალობიდან, თანამედროვეობიდან, სამართლებრივი სახელწმიფოს პრინციპებიდან, რომ თვით ამ ახალი კონსტიტუციის ტექსტსაც ეწინააღმდეგება.
აქ ნათქვამია, რომ მართალია ეკლესია კი არის სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი, ხელშეუხებელი და "შეუვალი" (თანაც ისე, რომ 5 თეთრიან წყლიან პლასტმასის ბოთლს 30 თეთრად ყიდის და გადასახებსაც არ იხდის ამისთვის....) მაგრამ არაფერია ნათქვამი თვით სახელმწიფოს დამოუკიდებლობაზე ეკლესიისგან და განსაკუთრებით მისი ოდიოზური იერარქების გავლენისგან.
ერთის მხრივ, პროექტის პრეამბულაში ვამბობთ, რომ ეს კონსტიტუცია საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის "ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით" იქმნება და მეორეს მხრივ, საერთოდ უგულვებელყოფთ თვით 1921 წლის კონსტიტუციას, რომლისმე-16 თავში მყარად და ნათლად არის ჩამოყალიბებული და გაყოფილი სახელმწიფოს და ეკლესიის როლები.
აი, რა წერია 1921 წლის კონსტიტუციის მე-16 თავში:
"თ ა ვ ი 16.
ამიტომ, მთლიანად შესაცვლელია აღნიშნული მუხლი და უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით, თუ გვინდა რომ შუასაკუნებრივ ბნელ ეპოქას დავაღწიოთ თავი და ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაადგეს თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურყევ გზას:

სახელმწიფო და ეკლესია
მუხლი 142.
სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოკიდებულნი არიან.
მუხლი 143.
არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა.
მუხლი 144.
ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ
თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის
აკრძალულია."
სულ ეს არის... ძალიან გენიალურად, ძალიან თავაზიანად გაიყო ერთმანეთისგან სახელწმიფო აპარატი და ეკლესია, სადაც ყველა თავის სფეროს უბრუნდება, სახელმწიფო აპარატი ვერ და არ ჩაერევა ადამიანის რელიგიური შეხედულებების ფორმირებაში და ვერ ეკლესია ჩაერევა სახელმწიფო აპარატისა და ადმინისტრაციის მუშაობის პროცესებში პირდაპირ თუ ირიბად. მითუმეტეს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადგენილი საზღვარი ფინანსურ წყაროებზე გაევლო, სადაც ნათლად ჩანს თვით ქრისტეს მიერ დადგენილი პრინციპი: "კეისარსა კეისრისა და ღმერთისა ღმერთს"...
ამიტომ, მთლიანად შესაცვლელია აღნიშნული მუხლი და უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით, თუ გვინდა რომ შუასაკუნებრივ ბნელ ეპოქას დავაღწიოთ თავი და ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაადგეს თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურყევ გზას:
მუხლი 8. სახელმწიფო და რელიგია
1. საქართველო არის საერო სახელმწიფო.
2. სახელმწიფო და რელიგიური ორგანიზაციები განცალკევებულები და დამოუკიდებლები არიან ერთმანეთისგან. სახელმწიფო არ ერევა რელიგიური ორგანიზაციის სარწმუნოებრივ საქმიანობაში. ასევე, რელიგიური ორგანიზაციები არ ერევიან სახელმწიფოს საქმიანობასა და მოქალაქეთა პოლიტიკურ ცხოვრებაში.
3. რელიგიური ორგანიზაციები, თავისი უფლებებითა და მოვალეობებით, თანასწორნი არიან კანონისა და სახელმწიფოს წინაშე, არც ერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა. რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდება კანონით.
4. ხარჯის გაღება რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ან სახელმწიფოს სხვა ფინანსური სახსრებიდან, აკრძალულია.
5. სახელმწიფო საერო სკოლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მთლიანად განათლების სისტემას მკაცრად იცავს ნებისმიერი რელიგიური გავლენისგან.
6. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, რომელთა შორის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს (ან: "სრულად შეესაბამება") ამ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს."
აქვე ავღნიშნავ, რომ შემოთავაზებული მუხლის ტექსტის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუკი მას ოდესმე, სასწაული მოხდა და გაიზიარებენ, აუცილებლად დადგება კონსტიტუციური შეთანხმების გადახედვის საკითხი და ბოლო მოეღება ეკლესიის მხრიდან სახელმწიფო (ე.ი. ხალხის) ქონების წაგლეჯვის და დაგროვების აგრესიულ, ქაოსურ პროცესს, დაუბეგრავ ბიზნესს და ეს პროცესი მოექცევა მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და საკანონმდებლო ჩარჩოებში. ... მაგრამ უკეთესი იქნება, საერთოდ თუ გაუქმდება კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს ეკლესიასთან, ხოლო თუ ეკლესიას რაიმე ქონებრივი პრეტენზია აქვს საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მიყენებული ზიანის გამო, შეუძლია საბჭოთა კავშირის ოფიციაულურ მემკვიდრეს - რუსეთის ფედერაციას და კრემლს ედაოს, მას მოსთხოვოს ფინანსური თი ქონებრივი კომპენსაცია და არა ისედაც გაღატაკებულ, ეკონომიკურად სუსტ და საერთოდ არაფრის შუაში მყოფ, ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ხალხს, რომელიც უფრო მეტად დაზარალდა საბჭოთა ოკუპაციის დროს, ვიდრე თავად ეკლესიის მესვეურები.
------------------------------------------------------------------------
მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება
------------------------------------------------------------------------
მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება
"5. ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს."
9 თვე ძალიან ბევრია წინასწარი პატიმრობისთვის და ვფიქრობ, მავნე პრაქტიკა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, როდესაც ჯერ ადამიანს აპატიმრებენ და შემდეგ ეძებენ მტკიცებულებებს, უნდა შეიცვალოს. ამიტომ, ამ მუხლის აღნიშნული პუნქტი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
"5. ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს."
ტექსტის ასეთი ფორმულირების პირობებში, გამოძიება ეცდება ჯერ მყარი მტკიცებულებები შეაგროვოს და შემდეგ მოკიდოს ხელი ბრადლების საქმეს, რითაც გამყარდება მოქალაქეთა ნდობა თვით გამოძიების და მართლმსაჯულების მიმართ. ასევე, ბოროტად არ იქნება გამოყენებული წინასწარი პატიმრობის ღონისძიება.
------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------
შემდეგი სასწრაფოდ გასარკვევი საკითხი:
მუხლი 27. განათლების უფლება
"1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
2. სკოლამდელი აღზრდა უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება."
შემოთავაზებული ვარიანტი კარგია, მაგრამ ამ მუხლს აუცილებლად უნდა დაემატოს შემდეგი პუნქტიც:
"3. სახელმიწფო მტკიცედ იცავს საერო განათლების სისტემის თავისუფლებას ნებისმიერი სახის პოლიტიკური და რელიგიური იდეოლოგიის ზეგავლენისგან.
-----------------------------------------------------------------------
მოკლედ, ამ ეტაპზე, აღნიშნული თემის პირველი ნაწილისთვის საკმარისია რაც დავწერე. აქ მოცემულია ის მუხლები, განსაკუთრებით მე-8, მე-13 და 27-ე მუხლები, რომლებიც სასწრაფოდ გადახედვას და "სამართლებრივ ქირურგიულ ჩარევას" საჭიროებს.
თემის მეორე ნაწილში ახალი კონსტიტუციის სხვა თავებსაც შევეხები. დროებით...
P.S. ჰო, მართლა, როგორც ევროპული ცივილიზაციისკენ სწრაფი სვლით მავალი ქვეყანის შვილებს, გილოცავთ ევროპაში XX საუკუნის ფაშიზმთან გამარჯვების დღეს. დღეს ხომ 8 მაისია და არა "საბჭოთა" გამყოფი იდეოლოგიის 9 მაისი ... და გისურვებთ, ევროპულ, ე.ი. ქართულ და არა მორიგ საბჭოთა კონსტიტუციას.
კახა კოლხი
08.05.2017
Comments
Post a Comment