Venus Project: 7 მიზეზი, თუ რატომ უნდა გაუქმდეს ფულადი სისტემა







"პროექტი ვენერა" - Venus Project, არის ის იდეა, რასაც შეუძლია გლობალურად, პოზიტიურად შეცვალოს კაცობრიობის და დედამიწის მომავალი განვითარება. ამ პროექტის სულისჩამდგმელი და თანაავტორია ამერიკელი ინჟინერი ჟაკ ფრესკო (Jacque Fresco), რომლის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტშიც შეგიძლიათ მოიძიოთ. ამჟამად "პროექტი ვენერა" საერთაშორისო ორგანიზაციის სახით არსებობს, რომლის მიზანია მშვიდობიანი, მყარი, მუდმივი და სტაბილურად განვითარებადი გლობალური ცივილზიაციის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება დედამიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე, რესურსებზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე და შრომის საყოველთაო ავტომატიზაციაზე. ფაქტიურად ეს ფუტუროლოგიური პროექტია, მომავლის დედამიწის კონცეფციაა, რომელზეც ჩვენს დროში უკვე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა და დისკუსიები მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ფორუმებზე, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ წრეებში და ა.შ., რომლის ერთ-ერთი შემადგენელი კონცეფციაა ფულადი სისტემაზე დაფუძნებული ეკონომიკის გადასვლა რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე (Resource Based Economy - RBE, ან რუსულად: Ресурсо-Ориентированная Экономика - РОЭ) და ამ იდეის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადისკუსიო თემა და შეიძლება ითქვას, მიზანიც არის მთლიანად ფულადი სისტემის გაუქმება. 



აქ მოკლედ წარმოგიდგენთ, პროექტ "ვენერას" არგუმენტებს, 7 მიზეზს, თუ რატომ უნდა გაუქმდეს ფულადი სისტემა.

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ფული გამოგონებულ იქნა ათასეული წლების წინ, როგორც საშუალება (და არა მიზანი!) საქონლის და მომსახურების უფრო მოხერხებული გაცვლისთვის, ვაჭრობისთვის. თუმცა, დღეს ფული უკვე ვეღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ თავდაპირველ ამოცანას, რადგან: 

1. სიღარიბე

დღეს დედამიწაზე არსებული ფულადი, ბუნებრივი და ეკონომიკური რესურსები ძალიან არათანაბრადაა გადანაწილებული, მათი 99% მოქცეულია დედამიწის მოსახლეობის 1%-ის ხელში, ხოლო მილიარდობით ადამიანი ყოველდღიურად ებრძვის სიღატაკეს და იძულებულები არიან იბრძოლონ ფიზიკური გადარჩენისთვის, რაც მიუღებელია მაღალგანვითარებული ცივილიზაციისთვის. სოციალური უთანასწორობა, სიღატაკე ძირითადი გამომწვევი მიზეზია კრიმინალის ზრდის, ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფა-დანაწილების გაღრმავებას და კლასობრივ კონფლიქტებს, ომებს. 


2. მფლანგველობა

ეკონომიკური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ფულზე, მოხმარების და მოსახლეობის მუდმივ ზრდას მოითხოვს. დღესდღეისობით ადამიანებმა დედამიწის რესურსების 70% უკვე მოიხმარეს. მოსახლეობის და მოხმარების ზრდის გამო, დედამიწა ვეღარ ასწრებს გახარჯული რესურსების ბუნებრივ კომპენსირებას და მარაგების განახლებას. ფულად სისტემას კი ეს არ აინტერსებს. იმისათვის, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს, ყოველ მომდევნო წელს უნდა იყოს უფრო მეტი მოხმარება, ვიდრე წინა წელს. რესურსები ფაქტიურად სიცარიელეში იხარჯება, ფაქტიურად ყველა საქონელი ერთჯერადი მოხმარების ან დაბალი ხარისხისაა. მათ ე.წ. წინასწარ "დაგეგმილი ცვეთით" სპეციალურად უშვებენ ისე, რომ განსაზღვრული დროის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდნენ, მაგალითად ნათურას, რომელსაც წინასწარ აქვს განსაზღვრული 1000 საათი მუშაობის რეჟიმი. თუმცა, ტექნოლოგიურად მუდმივი ნათურები გამოგონებულია უკვე 100 წელიწადია და არსებობს, ერთ-ერთი მათგანი დღემდე მუშაობს ქალაქ ლივერმორის (კალიფორნიის შტატი, აშშ) სახანძრო განყოფილებაში. 

3. ეკოლოგია

ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ძლიერად შევცვალეთ კლიმატი. დაირღვა ის ეკოლოგიური ბალანსი, რომელიც არსებობდა მილიონობით წელი და რომელიც საშუალებას აძლევდა კაცობრიობას კომფორტულად ეცხოვრა დედამიწაზე. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ფულად მოგებას, სისტემას არ აინტერსებს გარესამყარო, ეკოლოგია, ტყეები იჩეხება, წყალი და ჰაერი ბინძურდება, ხოლო ნაგვის საყრელები ატვბოლოდ იზრდება და იზრდება. თუკი ჩვენ დღესვე არ ვიზრუნებთ ეკოლოგიაზე, უახლოეს მომავალში დავაყენებთ რეალური გადაშენების საფრთხის ქვეშ ბიოლოგიური სახეობების უმეტესობას, მათ შორის ადამიანსაც. 

4. სამუშაო

იმისათვის, რომ ადამიანების მოთხოვნილებები სრულად იქნას დაკმაყოფილებული, უკვე დღესვე შესაძლებელია ადამიანის 80% შრომითი რესურსის  ჩანაცვლება რობოტებით, რაც ადამიანის დასაქმებას კვირაში მხოლოდ 2 საათით მოითხოვს. მაგრამ მოძველებული სისტემა მოითხოვს სამუშაო ადგილების და ადამიანის დასაქმების გაზრდას, რათა ეკონომიკა იზრდებოდეს. ამიტომ, ადამიანები იძულებულები არიან მუდმივად იშრომონ, ავტომატიზაცია უარყოფით გავლენას ახდენს მოძველებული სისტემის ეკონომიკაზე. სამაგიეროდ, შრომის მაქსიმალური ავტომატიზაცია  და ადამიანების უზრუნველყოფა საჭირო პროდუქციით, გამოათავისუფლებს ადამიანური რესუსრების და დროის უდიდეს ნაწილს და უზრუნველყოფილ ადამიანს სრულად ენება დრო დაკავდეს თვითგანვითარებით, განათლებით, შემოქმედებითი პროცესებით. 


5. პიროვნება

ფულადი სისტემა არ ისახავს მიზნად ადამიანი გახადოს ბედნიერი. ის უბრალოდ ექსპლოატაციას უწევს ადამიანს, გადააქცევს მას პატარა ხრახნად, რომელიც ადვილად შეიძლება შეიცვალოს მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, როცა ის დაბერდება, გაცვთება. ადმიანები იძულებით იღებენ ერთი და იგივე მეთოდით და სისტემით განათლებას, მაგრამ ეს არ უწყობს ხელს ადამიანის მთელი პოტენციალის გამოვლინებას, რაც საბოლოო ჯამში ამსხვრევს ადამიანის ფსიქიკას და გადააქცევს მას მორჩილ რობოტად. რესურსების მოპოვების მუდმივ კონკურენციაში და ყოველდღიურად უინტერესო სამუშაოთი დაკავებით, ადამიანი აშიშვლებს მისი ფსიქიკის ყველაზე ამაზრზენ მხარეებს. დეპრესია, აპათია, ფსიქოზი, ნერვოზი, შიზოფრენია და ფობიები არის პირდაპირი შედეგი არსებული ფულად სისტემაზე დაფუძნებული ეკონომიკის, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრება და არსებობა. 

6. ომები

თუ იწყება ომი, ე.ი. ის ვიღაცას აწყობს. არადა, ჩვენ, კაცობრიობას მიღწეული გვაქვს განვითარების საკმარისი დონისთვის, რათა აღარ იყოს ომები ჩვენს შორის. მაგრამ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, პროპაგანდის ძალით, აგზავნიან ღარიბი და საშუალო კლასის ოჯახების შვილებს საომრად, რითაც თავისთვის კიდევ უფრო ზრდიან ძალაუფლებასა და აგროვებენ წარმოუდგენელ სიმდიდრეს. 

*დავამატებ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა იქნას მიღებული კანონის ნორმა, რომლითაც აიკრძალება ადამიანის იძულება სხვა ადამიანის მკვლელობაზე და ომში მონაწილეობაზე. ეს შეიძლება ბევრს უტოპიურ იდეალიზმად მოეჩვენოს, მაგრამ თუ კაცობრიობას სურს გამოვიდეს გამოქვაბულის ველური ინსტიქტების ცხოვრებიდან და ააშენოს მაღალგანვითარებული ჰუმანური ცივილიზაცია, მაშინ კაცის კვლისთვის არ შეიძლება აჯილდოებდნენ ადამიანს. უნდა თუ არა ეს ვინმეს, ომი არის ომი, ის არის კაცის კვლა და თავის მოტყუება პროპაგანდისტული "ჭრელი კანფეტებით", უბრალოდ გულუბრყვილობა და მაქსიმუმ ბოროტებაა, ჩემი აზრით. პირველ ეტაპზე, ევოლუციის გზით უნდა მოხდეს საზოგადოების საფეხურებრივი განვითარება დაკანონებული კაცის კვლის საფეხურიდან, ამ ბოროტებაში სხვისი იძულების მოშლის საფეხურზე და შემდგომ, ალბათ მრავალი საფეხურის გავლის შემდეგ, ადამიანთა საზოგადოებაში საერთოდ ომების გაქრობამდე უნდა მივიდეს.  ამ ეტაპზე კი, თუ მაინც ომის აუცილებლობა არსებობს, პრაქტიკულად რომ შევხედოთ საკითხს, ომში მონაწილეობა ნებაყოფლობითობით, ომებს უფრო ეფექტურად და ნაკლები მსხვერპლით წარმართავს. 
უცებ რომ წარმოვიდგინოთ, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა იმაზე, რომ ნაციოანლური ქვეყნების შიგნით, მათმა პარლამენტებმა მიიღეს კანონი, რომ ომში მონაწილება იყოს ნებაყოფლობითი და არა იძულებითი, ეფექტი ასეთი გლობალური ცვლილებისა იქნება გრანდიოზულად წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი დედამიწაზე მშვიდობის დასამყარებლად. იქნებიან ქვეყნები, რომლებიც არ გაატარებენ ასეთ ცვილებებს თავის საზღვრებს შიგნით, მაგრამ ზოგადსაკაცობრიო ფორუმზე მიღებულ ცვლილებების იმპლემენტაციისთვის შეიძლება პირველ ეტაპზე გამოყენებულ იქნას იძულებითი მექანიზმებიც ასეთი ქვეყნების წინააღმდეგ. ასე, რომ მშვიდობისთვის ღირს ბრძოლა. 

7. დამნაშავეობა

ფულადი სისტემა აგებულია ურთიერთგამომრიცხავ წესებზე, რომელთა დარღვევა გარდაუვალია. დანაშაულითა 90% ჩადენილია ანგარების საფუძველზე. ხელოვნურად შექმნილი პროდუქციის დეფიციტის წყალობით ადამიანები, გამდიდრების მიზნით, წამსვლელები არიან მკვლელობაზეც. მოაშორეთ ეკონომიკურ სისტემას ფული და ადამიანებს აღარ ექნებათ მიზეზი ქრთამის აღების (*თუმცა ქრთამი შეიძლება სხვა სახითაც აიღონ - კ.კ.), ქურდობის და მკვლელობის. სიმპტომებთან ბრძოლა უშედეგოა, ბრძოლა უნდა გამოცხადებულ იქნას მიზეზებთან. 

აი, ეს არის ის 7 მიზეზი, რის გამოც, პროექტ ვენერას ავტორები ფიქრობენ, რომ ფულადი სისტემაზე დაფუძნებული ეკონომიკა უნდა შეიცვალოს რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე დაფუძნებულ ეკონომიკით. 

აქვე მინდა ბოდიში მოვიხადო სახელდახელო თარგმანისთვის და ამის გარდა, აღნიშნულ პროექტს კიდევ ბევრი საინტერესო ინოვაციური მიდგომები აქვს მომავლის ადამიანთა საზოგადოების შესახებ. სტატიები, სადისკუსიო თემები და სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა, შევეცდები პერიოდულად მოგაწოდოთ თარგმანის სახით. 

რომ არ განვმეორდე, საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით, შეგიძლიათ უყუროთ ამ ვიდერგოლს რუსულ ენაზე:




კ.კოლხი
23.05.2015წ.


Comments

  1. Важным элементом финансов служит категория рассредотачивания ресурсов. Данная категория является древней и существует ещё со лет рассвета людского общества dividend-center. Например, в варварском обществе охотники забили мамонта, но поделились с оставшимся племенем (женщинами, стариками, детьми), которые именно в охоте участия не воспринимали — такая система отношений, базирующаяся на распределении ресурсов, способствовала формированию человеческого социума, без чего невероятно было бы зарождение цивилизации и системы государственности. В современном государстве делятся уже финансовыми ресурсами, а во главе угла по-прежнему стоит система их распределения. Распределение не непременно подразумевает безвозмездный нрав получения финансовых ресурсов — напротив, под рассредотачиванием понимается как бы мена, обмен разнородных ресурсов. Например, пенсионер дал свой долголетний труд и создавал отчисления в социальные фонды государства, а государство по достижению уроженцем определённого возраста распределяет уже новые поступления грядущих людей и оплачивает их реальным пенсионного. Многие исторические функционеры спекулировали на понятии рассредотачивания во связи с этими категориями как справедливость, равенство либо, наоборот, неравенство следствии чего сформировалось количество трактовок термина распределения ресурсов в доктрине финансов.

    ReplyDelete
  2. Respect and I have a nifty give: Who Repairs House Siding house renovation experts

    ReplyDelete

Post a Comment