Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2013

ილიჩის ნათურა

ილიჩისნათურა
მხატვრულ-დოკუმენტალური ფობიოგრაფია

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა, სადაც ,,...ყველაზე ჰუმანური კანონები იწერებოდა და ყველაზე კეთილშობილი ხალხი ცხოვრობდა მთელს დედამიწის ზურგზე’’ ...
ასე გვასწავლიდნენ ბავშობაში... მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის დე-ფაქტო რელიგია ნეკროფილური ნეკრომანტია იყო და სახელმწიფოს მთელი პროპაგანდაც ერთი აყროლებული გვამის სწორებაზე იყო აგებული. დიადი ლენინისა და სტალინის სიბრძნით განათებულ გზაზე საბჭოთა ბავშვს სხვა არაფერი დარჩენოდა, რომ საფუძვლიანად ერწმუნა მისი  ცხოვრების ვარდისფერი მომავალის.

თავი II. წმინდა თაგვი

იქ, სადაც ახლოსაა ღმერთი სურეალისტური საუბრების კრებული
ნაწილი I.  რწმენა და რელიგია ------------------------------------------------------------------------------------------------------------
თავი II. წმინდა თაგვი







საზოგადოების ფსკერზე, იქ, სადაც ადამიანის ექსტრემალური ფსიქიკა ნისლიან მოჩვენებად გარდაიქმნება, სადაც ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ ჯოჯოხეთს და ისე ძალუმად ეშინია სინათლის, როგორც სისხლმოწყურებულ ვამპირს, ცოცხლობს მანამდე ჩემთვის უცნობი ერთი ,,სასწაულის’’ ისტორია, სულიერი ისტერიისა და რელიგიური ექსტაზის ნაყოფი. ნებისნიერი ისტერია კი რეაქტიული დესტრუქტივიზმისა და ობსკურანტიზმის დედაცაა, მამაც და დეიდა-ბიცოლაც.