Posts

Showing posts from October, 2014

ქალთა უფლებებზე საქართველოში

Image
"მარიტა / Marita " ©Kakha Kolkhi

ამ ბოლო დროს, საქართველოში, ქალთა უფლებების დარღვევის, ქალებზე ძალადობის და დისკრიმინაციის შესახებ აქტიური და საჯარო დებატები მიმდინარეობს. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში, როგორც ევროპის უძველეს ქვეყანაში, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, ღრმა ფეოდალიზმის ეპოქაშიც კი, იმ ეპოქასთან ადაპტირებული კანონმდებლობის პირობებშიც კი დაცული იყო თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებებში. ევროპულ და ქრისტიანულ სამყაროში, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფო, სადაც სახელმწიფოს უმაღლესი მონარქიული ძალაუფლება მემკვიდრეობითობით ერგო ქალს - მეფე თამარს. XII საუკუნის შ. რუსთაველის დიდებული ქმნილება "ვეფხისტყაოსანი" სხვა არაფერია, თუ არა ოდა სიყვარულის, თანასწორობის, ძმობის და ერთობის, იმ იდეალების, რომლებზეც დღეს ევროკავშირი და მსოფლიოს დემოკრატიული სამყარო დგას და არსებობს. სხვადასხვა ენებში  და კულტურებში, ქალ მონარქს, თუნდაც დამოუკიდებელს, დედოფალს უწოდებენ, საქართველოში კი პირიქით, ქალისა და კაც…

მარიტა / Marita

Image
"მარიტა / Marita "  ©Kakha Kolkhi


ნახატის ახსნა:
ძველი ნახატია, მინდოდა ამ სურათის დამთავრება, მაგრამ კონკრეტული  მიზეზების გამო, ჯობია ასე დარჩეს, ნახევრად დახატული. ამ დღეებში კულმინაციას მიაღწია ქალთა მკვლელობის შემზარავმა ფაქტებმა, ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა. ალბათ ასეთი კულმინაციები, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი და სულაც არ შემოიფარგლება რომელიმე ერის და ქვეყნის საზღვრებით, ადამიანის უნიკალური ერთბუნებრიობის მიზეზით.