Posts

Showing posts from January, 2014

კაცობრიობის ქართული საგანძური

Image
კაცობრიობის ქართული საგანძური Trésors humains géorgiennes


დღეს ჩემს საყვარელ მცხეთს მივაშურე. ხუთი წლის შესვენების შემდეგ, სასამართლოში პროცესზე გახლდით და ცოტა აზარტშიც ჩავარდი. ასტროლოგების შეფასებით, მოგეხსენებათ, რომ როცა იუპიტერი ვერძშია და თან VII სახლში ''მეფობს'', სასამართლომ, სამართალმა და ორატორული ინტელექტის შეჯიბრმა აზარტის მოძალება იცის. თან, მცხეთას ისეთი მისტიური ელფერი ჰქონდა, ერთბაშად კოსმიური განჭვრეტის გუნებაზე დაგაყენებდა კაცს. ზედაზნის მთებზე ჩამოწოლილი ნისლებში, გეგონებოდა, თვით მეხთამტყორცნელი ზევსი, პრომეთესთან ბრძოლით გათანგული, ჩამომჯდარა და საქართველოს ღვთაებრივი ბუნებით დამტკბარი ყალიონს აბოლებდა.

ზამთრის მზე - Soleil d'Hiver

Image
ზამთრის მზე - Soleil d'Hiver




ელი, ელი! ლამა საბაქთანი !... 

რა სიწყნარე და სიმყუდროვეა... ვფიქრობ, სიყვარულიც დაფშვიტინებს ქუჩაში:))... ზიხარ ამ, ქვეყნიერებისგან დავიწყებულ ადგილას, ღმერთის და საკუთარი თავის პირისპირ, ყოველგვარი სიძულვილისგან, ფაშიზმისგან, რასისმიზგან, უკიდეგანო ტრაბახისგან და ''ღვთის რჩეულობისგან'' დასვენებულ სამყაროში და ნება-ნება შრომობ, ხალხი შეძლებული ცხოვრობს და შენც ამ უწყვეტ ეკონომიკურ ჯაჭვიდან იღებ იმდენს, რომ საღი და ჯანმრთელი ფიქრებისთვის მოიცალო. მე მაინც ზარმაცი ვარ, მაინც ნება-ნება საქმიანობა მირჩევნია, მერე ვინღა ''იფილასოფოსებს''?! :) ...მერედა, ასეთი ნება-ნებაობით დრო ბევრი დაგრჩება, რომ საღამოს სახლში მიხვიდე და ბუხრის პირას ზღაპრები დაწერო ბავშვებისვის. ბავშვები თუ არა, ისე ვინ გაიგებს შენს ნთქვამს?!... ბავშვის პირი თუ ჭეშმარიტებას ღაღადებს, ალბათ ბავშვის ყური უკეთ გრძნობს, რა არის სიმართლე და რა არის მოგონილი, ხელოვნური, არარსებული ამოტრიალებული მრუდე სიმართლე, რომელსაც სიცრუე ჰქვია. 
ზამთრის მზე ანათებს უსასრულო კო…