კაცობრიობის ქართული საგანძური
კაცობრიობის ქართული საგანძური
Trésors humains géorgiennes
დღეს ჩემს საყვარელ მცხეთს მივაშურე. ხუთი წლის შესვენების შემდეგ, სასამართლოში პროცესზე გახლდით და ცოტა აზარტშიც ჩავარდი. ასტროლოგების შეფასებით, მოგეხსენებათ, რომ როცა იუპიტერი ვერძშია და თან VII სახლში ''მეფობს'', სასამართლომ, სამართალმა და ორატორული ინტელექტის შეჯიბრმა აზარტის მოძალება იცის. თან, მცხეთას ისეთი მისტიური ელფერი ჰქონდა, ერთბაშად კოსმიური განჭვრეტის გუნებაზე დაგაყენებდა კაცს. ზედაზნის მთებზე ჩამოწოლილი ნისლებში, გეგონებოდა, თვით მეხთამტყორცნელი ზევსი, პრომეთესთან ბრძოლით გათანგული, ჩამომჯდარა და საქართველოს ღვთაებრივი ბუნებით დამტკბარი ყალიონს აბოლებდა.
პროცესის შემდგომ, აზრთა ორომტრიალში, ერთი ისიც გამახსენდა, რომ ამას წინათ სადღაც ამოვიკითხე, ქართველებს ისეთი არაფერი შეგვიქმნია კაცობრიობისთვის, რომ ადამიანთა საერთო საგანძურად გამოდგესო. მე, რომელსაც მუდამ სამაგიდო კრედოდ ''ჩვენს ცუდს არ მალავს...'' გამიხდია, კარგის დაკარგვაზედაც გული ამეწვება ხოლმე, როცა მოდაში შემოსულ რადიკალიზმს ვხედავ. მოდაში შემოსულს მეთქი, თორემ კაცია და გუნება, კონსტიტუცია, დემოკრატია, მეტადრე დღევანდელი სიტყვის თავისუფლების ხარისხი, ადამიანს სრულ თავისუფლებას აძლევს, თავისი გუნება-განწყობის მიხედვით შეაფასოს ქართველთა ისტორიული გარჯა. ამ დალოცვილ ქვეყანაზე, მშრალი სამართლის გარდა ადამიანური კანონებიც არსებობს და მეც იგივე გუნება-განწყობილებით, თუმცა კი მშრალი ფაქტების მაგალითით შევეცდები გავაქარწყლო ყოველგგვარი უკიდურესობები, უარყოფისაც და ზედმეტი ქება-დიდებისაც. მე მიყვარს ზომიერება, არც მეტი, არც ნაკლები. ამჯერად კი, მინდა ქართველების და ჩემი აზრით, მთლიანად ადამიანთა ცივილიზაციისთვის საამაყო ერთიორ რამეზედაც ჩამოვაგდო ორიოდ სიტყვა.
ახლახანს ქართული სამართლის ისტორიას, გადავხედე, ივ. ჯავახიშვილის ნაშრომებში... უნიკალური სიმდიდრეა, არა მარტო ჩვენთვის, არამედ კაცობრიობისთვის! დღევანდელი მსოფლიოს პროგრესული მიღწევები სამართალში, ადამიანის უფლებებში, სამართლებრივი აზროვნების ფაქიზი ნიუანსები, ჯერ კიდევ XI საუკუნეში იყო ცნობილი ქართველი სამართალშემოქმედებისთვის, რაც რამდენიმე საუკუნის შემდეგ შემოღებულ იქნა ევროპის სამართალშიც. მაგალითად, დანაშაულში ''თანამონაწილეობის'' ცნება, დანაშაულის ბრალის ხარისხები, ქალთა უფლებების თანასწორობა მამაკაცთა უფლებებთან ერთად და თანაც ეს ქალთა უფლებები გამყარებული იყო რეალური მატერიალური ბაზით, მემკვიდრეობის მიღების თანასწორობის თვალსაზრისით. რაღა შორს მივდივართ, 1918-21 დამოუკიდებლობის წლების, ჩვენი ქვეყნის პირველი კონსტიტუცია უპირობოდ აღიარებდა ქალთა საარჩევნო უფლებებს, მაშინ როცა იგივე საფრანგეთში, ქალთა საარჩევნო უფლება XX საუკუნის 50-ან წლებში იქნა აღიარებული...
მცირე სახალისო გადახვევას გავაკეთებ, ასევე XX საუკუნეში იაპონელებს უთქვამთ, თურმე ქალიც ადამიანის მეგობარიაო... რამდენად ''სახალისოა'' მე-20 საუკუნის ეს ანდაზა/გამოთქმა, თავად განსაჯეთ :)....
ქართულ სამართალში თავმოყრილი მსოფლმხედველობა, სამართლებრივი კულტურა, როგორც მთლიანად ერის კულტურა, შეხედულება და წარმოდგენა ადამიანზე - გასაოცარი მოვლენაა სწორედ შუა საუკუნეების ევროპის ისტორიისთვის, რომელიც მთელი საუკუნეებით წინ უსწრებდა მთლიანად ევროპულ წარმოდგენებს სამართალზე, ადამიანის უფლებებზე! მაშინ, როცა ჩვენი სამართლის, თუნდაც ფეოდალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობილების დროს, ამოსავალი საზრუნავი ადამიანი და მისი უფლებებია, ევროპაში და რუსეთში იმავე დროს თხებს, ღორებს და ცხოველებს, ასევე უსულო საგნებსაც კი ასამართლებდნენ ათასგვარი იდიოტური და ფანტასმაგორიული მიზეზებით, ''ეშმაკთან'' კონტაქტისთვის და ''ჯადოქრობისთვის''. ავიღოთ თუნდა ქართული ენის სტრუქტურა, რომელიც ქართველთა ხასიათს გამოხატავს, ფსიქოსომატურ აზროვნებას, სადაც არათუ საშუალო სქესი არ არსებობს, საერთოდ სქესი არ არსებობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქალიც და კაციც, მათი საერო-სამოქალაქო უფლებები ზოგადად ადამიანის უფლებებისგან არ განსხვავდება, არ იყოფა სქესთა დისკრიმინაციული ნიშნით. გარდა მაგისა, რუსთაველის უკვდავი პოემა, რომელიც ცალკე აღებული უკვე მართლაც დიდი საგანძურია კაცობრიობისთვის, ერთი დიდი ჰიმნი და პოეტური კონსტიტუციაა ადამიანის უფლებების, თანასწორობის, კაცთა და ქალთა უფლებრივი გათანაბრების.
დღეს კი, პირიქით, რეალობა შეტრიალდა. ის შუასაუკუნებრივი წარმოდგენები, ის ცრურწმენები, რისთვისაც ევროპას დღეს რცხვენია, დღეს ჩვენ ლამის საამაყო საქმედ გვაქვს, ათასგვარ ცრურწმენებში და ანტიბუნებრივ, ანტიმეცნიერულ პროპაგანდის აქტიური მცდელობა მიმდინარეობს რადიკალი კლერიკალების მიერ და პირიქით, რისთვისაც ევროპა დღეს თავს იწონებს, ადამიანის უფლებებით და ჰუმანურობით, ჯერ კიდევ საამაყო გვქონდა შორეულ ეპოქაში, 800-700 თუ 900 წლის წინ. ნაწილობრივ XIX საუკუნის რუსულმა ცარიზმმა და XX საუკუნის ბოლშევიზმის ეპოქამ უდიდესი დარტყმა მიაყენა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ადამიანის ფსიქიკას, მის ბუნებრივ მსოფლმხედველობას, ცივილურ, ევოლუციურ განვითარებასა და მასთან ერთად ქართულ დამოუკიდებელ სამართალშემოქმედებასაც.

თამარ მეფის დროს, XII-XIII ს.ს.-ში, დანაშაულის გამო ადამიანის მიმართ ძალადობრივი სასჯელები არ გამოყენებულა და მითუმეტეს, სიკვდილით დასჯა არ მომხდარა, იმდენად ჰუმანურ და პროგრესულ ეპოქაში შედიოდა მაშინდელი ქართული, რაც ყოვლად გასაოცარია, ფეოდალური საზოგადოება და ერთად-ერთი, ვინც დაბრმავებით დაუსჯიათ, ვინმე გუზან ტაოსკარელი ყოფილა, ისიც დავით სოსლანის, მეფე-კონსორტის ბრძანებით. სწორედ მაშინ შედიოდა ჩვენი ქვეყანა რენესანსის ეპოქაში, რაც 300 წლის შემდეგ განმეორდა ევროპაში. მაშინდელ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქალაქებში დაგროვილი დიდი და საშუალო კაპიტალის მფლობელების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, შეინიშნებოდა წინარე ბურჟუაზიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც. მაგრამ, როგორც ვიცით, არ დასცალდა ჩვენს სამშობლოს ცივილური ევოლუციის საკუთარი გზით განვითარება, ყველასთვის ნაცნობი ისტორიული მოვლენების გამო, რომელთაც არც თუ ბევრი, დღეს მაღალგანვითარებული, ერი და ხალხი გაუძლებდა. მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, იმ ხალხებსაც დღესდღეისობით საკუთარი გმირობები და ომებიც ეყოფათ არანაკლებ ჩვენზე საამაყოდ...
ლანგ თემურის ამაოხრებელმა შემოსევებმა კი საუკუნეებით წელში გატეხა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, რამაც საბოლოოდ რუსული იმპერიის ხახაში ჩაგვაგდო და დღემდე ვცდილობთ თავის დაღწევას ამ ფსიქომენტალური ჯოჯოხეთიდან.

შეიძლება ითქვას, რომ შედარებით ხარისხში, მაშინდელი შუასაუკუნეების ეპოქისთვის, ქართულ სამართლებრივი აზროვნება, კონკრეტული და ცალკეული სამართლებრივი პრაქტიკა, ზოგიერთი კაზუსი, თავისი ჰუმანური და იმ დროისათვის პროგრესული ხასიათიდან გამომდინარე, ნამდვილად ზოგადსაკაცობრიო საგანძურის ღირსია და სამაგალითოა დღევანდელი ჩვენი სამოსამართლო აზროვნებისთვისაც და ზოგიერთ შემთხვევებში, დღევანდელი სამართლებრივი სისტემის გაკეთილშობილებისთვისაც კი.
ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი შეხედვით, ''ჩაგრული კლასის'' - გლეხობის სასარგებლოდ ყოფილა გადაწყვეტილებები გამოტანილი, მეტადრე სამოქალაქო საქმეებზე. რაც ყველაზე მთავარია, თუკი გადავხედავთ, აქა იქ შემორჩენილ ე.წ. ''მეფეთა ეპოქის'' (X-XVIIIს.ს.) ქართული სასამართლოების, დღეს უკვე ისტორიული მნიშვნელობის, გადაწყვეტილებებს და იურიდიულ დოკუმენტებს, მე პირადად ერთი-ორი სიტყვით შემიძლია დავახასიათო მაშინდელ მოსამართლეთა, მდივანთა, ვექილთა, შუამავალ კაცთა, მომრიგებელთა, ბჭეთა და მსაჯულთა მუშაობა: პირუთვნელობა, ობიექტურობა, კომპეტენტურობა!... სისხლის სამართლის საქმეებზე სასჯელებს ვერავინ გაექცეოდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კანონის უზენაესობა მაშინ ყოფილა სწორედ, დღესაც რომ შესაშურია, სწორედ ისეთი.
სასამართლოს გადაწყვეტილებას მეფე ამტკიცებდა საბოლოოდ, როგორც ფეოდალურ ეპოქაში უკანასნელი და უმაღლესი სასამართლო ძალაუფლების მქონე ინსტანცია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეებზე იღებდა სასამართლო გარჩევებში მონაწილეობას, როგორც უმაღლესი მსაჯული და მოსამართლე, მაგალითად როცა საქმე სახელმწიფო ღალატს ეხებოდა.
ერთი სიტყვით, თუკი მე რამეს გავიმეტებდი კაცობრიობის განძეულის სკივრში შესანახად, ესაა ქართული სამართალის ძეგლები და შემორჩენილი იურიდიული დოკუმენტები, ქართული სამართლებრივი აზროვნების ისტორიული ნიმუშები, თუნდაც ის არ ყოფილიყო ისეთად კოდიფიცირებული და ''დაწყობილ-დალაგებული'' თაროებზე, როგორ რომაული სტატუტები და LEX-ები, ან კიდევ, მთელი ევროპის სამართლის სახელმძღვანელოდ ქცეული, ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსი.
მე არ მჯერა მესიანისტური ზღაპრების და არც არავის წილხვედრობის თუ ერის ''ღვთიური გამორჩევის'', ეს ყველამ კარგად იცის, ვინც მიცნობს, მაგრამ ზომიერება ყველაზე კარგი იარაღია რეალობის რეალისტურად აღსაქმელად, რათა რეალისტურ მყარ ნიადაგზე აშენდეს ჩვენის სახელმწიფოს მომავალი სიძლიერე. ამიტომაც არ მიყვარს ინფანტილიზმი და ჰიპერემოციური აღტკინება, მცირერიცხოვანი ერებისთვის დამახასიათებელი დაზიანებული და დამარცხებულის სინდრომის ფსიქიკური კომპლექსები, რომ მსოფლიოში ყოველ ცნობილ ბუშსა და ნაბიჭვარზე ვიძახოთ, ქართული ფესვები აქვსო, მაგრამ ის რაც მართლა აღსანიშნი და სამაგალითო გვაქვს, იქნებ დღევანდელობაში, მაგალითად სამართალში გამოვიყენოთ, სამართლებრივი მსოფლმხედველობისა და კულტურის ეთიკურ ნორმებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, მალე ევროპის კარს შევაღებთ და თუკი დღეს, ჩვენ ევროპისგან ბევრი რამ მართლაც გვესწავლება, ნურც ჩვენ მივალთ ''ცარიელი ხელებით'' ევროპულ საზოგადოებაში. ყველაზე დიდი განძი, რაც ჩვენ უნდა შევიტანოთ დღევანდელ კაცობრიობის საგანძურში, ეს უნდა იყოს ჩვენი კულტურა, მეტადრე კი სამართლებრივი ჰუმანიზმი, დაფუძნებული ჩვენს ისტორიულ სამართლებრივ თვალსაწიერზე და ფილოსოფიაზე.
ასე, რომ ისე, როგორც ყველა ერს, ქართველებსაც, როგორც ჩვეულებრივ, წითელსისხლიან ადამიანებს, დღევანდელობაში ბევრ სამარცხვინოსთან ერთად, თუმცა კი მათი წინაპრების დამსახურებით, ბევრი საამაყო საგანძურიც შეუმატებიათ კაცობრიობის ცივილიზაციისთვის. ხოლო ის, თუ დღეს რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ, ამაზე ბევრი დამიწერია და ახლაც გავიმეორებ, რომ კარგი იქნება ნეკროფილიას შევეშვათ, შევეშვათ რელიგიურ ფანატიზმში გადასულ მცონარობას და მესიანისტურ დამღუპველ იდეებს, მკვდრები საფლავებში მოვასვენოთ და რეალურ მეცნიერებას მივჰყოთ ხელი, ნაცვლად ფარისევლურ კერპთთაყვანისცემად გადაქცეული გარეგნული პომპეზური რელიგიური რიტუალებისა, რომელთაც იმ ჩვენი წინაპრების სამყაროს, ადამიანის და სამართლის რეალისტურ აღქმასთან და ასევე ქრისტიანობის არსთანაც კი საერთო არაფერი გააჩნიათ!

კიდევ რა? კიდევ ის, რომ ქართული ანბანი კაცობრიობის საგანძური რომაა, ესეც უდაო ფაქტია, იმ დანარჩენ 13 ორიგინალურ ანბანთან ერთად, ისე, როგორც მრავალხმიანი ქართული ფოლკლორი, ქორეოგრაფია, მხატვრობა და რა თქმა უნდა ქართულ ენაზე შესრულებული ლიტერატურული შედევრები.
ქართული ენა ცალკე ფენომენია და ამ მოკლე წერილში მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ღმერთების ენაა, პრომეთეს ენაა და მომავლის მეცნიერების ენაა, თუკი ჩვნევე არ ''მივჯირყვნით'' მას, ჩვენივე უგუნური სიბრიყვით და მაიმუნებისთვის დამახასიათებელი მიმბაძველობის სენით.
გარდა მაგისა, მსოფლიოში ორი წესი არსებობს ღვინის დაყენების, ქართული და დასავლეთევროპული, ანუ ფრანგული. მსოფლიოში არსებული ხორბლის ენდემური ჯიშებიდან, ლამის 2/3 ქართულია, ქართულ მიწაზე ქართველის მადლიანი მარჯვენით მიმობნეული პურის მარცვლებია. ჩვენ ფაქტიურად, პურის და ღვინის ქვეყანა ვართ!... თუ ვიყავით. აკი ვთქვი, დღეს დღევანდელობაზე აღარ მაქვს საუბარი, მხოლოდ ისტორიას მცირედიდთ გადავხედავ.
მიტომაც იყო, თემურლენგი, ომით და სისხლით გაუტეხელ ქართველების ფსიქოლოგიურ გატეხვას რომ ცდილობდა, მტარვალი ჩვენი ვენახების ამოძირკვას და პურის ყანების მოსპობას შეუდგა. ომის დროს მოწინააღმდეგის საკვების მარაგების განადგურება ჩვეულებრივი სამხედრო ხერხი იყო მაშინაც და ახლაც, მაგრამ ქართველისთვის ვენახი სულ სხვაა, ვენახი ქართვლის სულია, ომის ქარცეცხლშიც რომ დააზავებს და დააყვავებს ქართვლის ბუნებას და პირველი რასაც დაიცავს ქართველი, ვაზი იქნება, ისე, როგორც ეს გენიალურ ფილმში - ''ჯარისკაცის მამა''-ში ჩანს, ომით დაღლილი ხნიერი ქართველი ჯარისკაცის მამა, გლეხური ღიღინით რომ მოწყდება ირგვლივ გამეფებულ სიკვდილის ქარცეცხლს და მტვერში, ნაცარში, ცეცხლში, ადამიანის გვამებით გაჟღენთილ მიწაზე აღმოცენებულ სიცოცხლის სიმბოლოს ფერებას დაუწყებს... ამაზე მეტი და დიდი საგანძური რაღა უნდა იყოს კაცობრიობის აზროვნების დიდ სალაროში მოსათავსებელი, რასაც ქართველის სიცოცხლისადმი ტრფობა და სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული, ჰუმანური ქართული ფილოსოფიაა!
ჩვენ არ დავივიწყოთ, რომ ''ვეფხის და მოყმის'' დამწერი ერი ვართ, მტერზედაც ვგლოვობთ, მტრის დედაზეც!... ქრისტიანული ზნეობა და ეთიკა, რომელიც დღეს, XXI საუკუნეში, ამდენი ომების, გამოსვლების, რევოლუციების, სიხლისა და დაპირისპირებების შემდეგ, მსოფლიოს პროგრესული ნაწილის, ევროპის სამართლებრივ ფილოსოფიაში დევს, ჩვენში ჯერ კიდევ უხსოვარ დროს იყო ცნობილი და მიღებული! არავის ვეჯიბრები, მაგრამ აბა მომიძებნეთ, ამ ლექსის დროინდელი, შუასაუკუნეების თუ ადრეფეოდალური, ბნელი ეპოქის, ევროპულ და შემდეგ ველური რუსეთის სამართალში, პოეზიაში თუ სადმე სხვაგან, მსგავსი ჰუმანიზმი!

მეტალურგიის, მეცნიერების, ასტროლოგიის, ასტრონომიის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და მედიცინის ისტორიულ საფუძვლებთანაც გვქონია მჭიდრო კავშირი და შეხება, ჩვენ, ქართველებს, დაწყებული პეტრე იბერიდან, თანამედროვე მსოფლიო მეცნიერების მეტრის - გიორგი დვალით დამთავრებული.
არქიტექტურა? არქიტექტურა და საინჟინრო საქმე რომი-ბიზანტიის დამსახურებაა კაცობრიობის წინაშე, მაგრამ ქართული ხასიათის ესთეტიკურმა თავისებურებებმა რომაულ-ბიზანტიური საამშენებლო წესების საფუძვლებზე, ქართულ რელიგიურ შენობებს, ტაძრებს, მონასტრებს და კათედრალებს, განუმეორებელი, უნიკალური ესთეტიური ელფერი შესძინა. თუკი ვინმე მანახებს მსოფლიოში ნიკორწმინდის, იშხნის, ოშკის, ბაგრატის, სვეტიცხოვლის, სამთავისის, იკორთის, ფიტარეთის, მანგლისის, ბეთანიის, უბისის კედლის მხატვრობის, ატენის სიონის ანგელოზების, ალავერდის აქრიტექტურულ ასლებს, უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს და დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ქართული აქრიტექტურა აინუნშიაც ჩასაგდები არ არის მსოფლიოს ისეთ აქრიტექტურულ საგანძურებთან ერთად, როგორიცაა შარტრის, რეიმსის, რუანის, კელნის კათედრალები, ალჰაბრა თუ ვესტმინსტერის სააბატო და ა.შ.
ცალკე მინდა შევეხო, ქართულ მრავალხმიან სიმღერებს.
გია დვალის სამყაროს შემქნის თეორიის შესახებ ჩატარებულ ლექციაზე გაჟღერდა, რომ სამყარო ჰარმონიული მუსიკით შეიქმნა. გია დვალს მე თანამედროვე ქართველ პრომეთეს ვუწოდებდი, რატომ და როგორ ეს სხვა თემაა, მაგრამ მე პირადად კორსიკულ პოლიფონიას რომ ვუსმენ, ასე ვამბობ:
ეს ხალხი, კორსიკელები, ჩვენგან, კავკასიონის კალთებზე შეფენილი აღმოსავლელი ქართ-კოლხებისგან განსხვავებით, ბედნიერი და ნამდვილი ევროპელი ქართველები არიან, მტრებშიც კი გაუმართლათ ჩვენგან განსხვავებით, გადაურჩნენ აზიიდან ზვავივით დაძრული ურდოების ცხენთა ფლოქვებსა და ტრანსფორმირებული სლავურ-მონღოლოიდური იმპერიის წუმპიდან კავკასიონს გადმობიჯებული რუსული ჩექმის სიმყრალეს. ისინი მღერიან ისე, როგორც ქართველები, თითქოს სიკცდილთან წილნაყარნი, სიცოცხლის უკანასკნელი სუნთქვით, ჯგუფურად, მრავალხმიანად და მაინც, ამ ბედნიერ კორსიკელებს, დიდი ნაპოლეონის გამომზრდელ ხალხს, ერთი გამოთქმა აქვთ:
პოლიფონიურ მუსიკაში ჩვენ, კორსიკელები მეოთხე ადგილზე ვართ მსოფლიოში, ქართველები პირველზე დგანან, ხოლო მეორე და მესამე ადგილი უბრალოდ არ არსებობსო...
აი, სწორედ ამიტომაც მენანება და ბრაზი მივლის ხოლმე ჩვენს დღევანდელობაზე, ჩვენს ყოფაზე, რომელიც ნამდვილად შეიძლება უკეთესი იყოს, ნამდვილად შეიძლება საქართველო ძლიერად მიმოაბიჯებდეს დედამიწაზე და მსოფლიო პროგრესის მეწინავე ბურჯი იყოს!... არ მინდა ეს საგანძური , რაც ჩვენს ჩვენი სუფრული ტრაბახით მოუსვენარ და გულგაწყალებულ წინაპრებს დაუტოვიათ, ოდესღაც ნამყოფი მტვერივით წარვატანოთ ჩვენეული სენით მონაბერ ჟამის ქარს... ამიტომაც ვბრაზობ და ხშირად ძალიან მჭექარე სიხისტითაც.
ჩვენ რომ დაგვცლოდა, შინაურ და გარეულ მტრებს მოვესვენეთ და შურიანი ვირთხებივით ერთიანად არ დაგვსეოდნენ, ჩვენ ერთი ლამაზი, მოვლილი, წყნარი, მშვიდი, მდიდარი და ძლიერი, ტიპიური, კლასიკური ევროპული ქვეყანა ვიქნებოდით, თავისი მაღალმეცნიერული მიღწევებით, სამართლით, ესთეტიკის თანამედროვე და ისტორიული ნიმუშებით... მხოლოდ, ჩვენ რომ დაგვცლოდა!... თუმცა ახლა ხომ გვცალია, ახლაც შეიძლება ვიყოთ, ახლა რაღა გვიშლის ხელს?...
P.S.
სიმღერები კი მართლაც ღვთაებრივია!...
კ.კოლხი
22.01.2014

Comments
Post a Comment