Posts

Showing posts from January, 2015

არნოს დეჟა'ვუ (ნოველის დასაწყისის შავი ვერსია)

Image
ოდესღაც, შეიძლება იმ დროს, როცა დრო საერთოდ არ არსებობდა,  დაეცა სინათლის ბრწყინვალე ანგელოზი საკუთარ ამპარტავნებაში და ამაყი სული დაანაცხა გრატინის კლდეებს.  დაივიწყა რა სიკეთის უკიდეგანო მადლი, აღდგა სიყვარულის წინააღმდეგ და უკუაგდო სიცოცხლის არსი, სამყაროში სიკვდილი შემოიტანა და იქცა მარად დევნილ, მოარულ აჩრდილად. თუმცა, ბედშავი სიკვდილმაც მიატოვა და დარჩა ასე, მარადიულ მარტოობაში, დასჯილი მარადიული სიყვარულით, სამყაროში, სადაც არ არსებობს შეყვარებულის აჩრდილიც კი ...






თავი I.მონ სან-მიშელი

მსუბუქად წვიმდა სექტემბრის მოჟამულ დღეს.
ადრიანი შემოდგომის სიგრილე შეჰპარვოდა ნორმანდიის დაბლობს.
საღამო ხანს, ოკეანიდან მონავარდე სიო ლაღი თავაწყვეტით მიერეკებოდა მზეზე ნაწყენ და მოქუფრულ ღრუბელთა ჯგუფს. მზეც უკვე ჰორიზონტს ემშვიდობებოდა, როდესაც დაბა ავრანშის მიდამოების ტალახიან გზაზე ორი მხედრის სილუეტი გამოჩნდა. ეტყობოდა რომ ცხენები დაღლილები იყვნენ, მსუბუქი პასაჟით მოდიოდნენ.

Thoughtful Virgin/ Vierge Réfléchie

Image
"Thoughtful Virgin/ Vierge Réfléchie"
©Kakha Kolkhi 2015

Lunar Raphsody

Image
"Lunar Raphsody"
©Kakha Kolkhi 2015