ღვთაებრივი საბაჟო
OMNES PARES ANTE LEGEM - კანონის წინაშე ყველა თანასწორია!... ასე ამბობდნენ რომაელები, კაცობრიობის დიდი იურისტები, ისინი, ვინც ისტორიას, სხვა ბევრი ნოვაციის გარდა, იურისპრუდენცია აჩუქა და დღემდე დიდ რომაელ იურისტთა მიერ შემუშავებული კანონები საფუძვლად უდევს ევროპა-ამერიკის ქვეყნების, კონტინენტალურ-გერმანული (მათ შორის საქართველოს) და ანგლო-საქსური სამართლის სისტემების ძირითად კანონებს.
1. სახელმწიფო რომ კანონებით იმართება, იმედია მეთანხმებით!
2. სახელმწიფოს უმაღლესი კანონი რომ კონსტიტუციაა, ამაშიც მეთანხმებით!
3. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულია კონკორდატი, ანუ კონსტიტუციური შეთანხმება, ესეც ხომ ფაქტია? რა თქმა უნდა ფაქტია!
4. საქართველოს კონსტიტუციით და ასევე კონკორდატით ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია ერთმანეთისგან და ცალ-ცალკე დამოუკიდებელი ინსტიტუტებია, ამაშიც იმედია მეთანხმებით!
5. ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს მიღმაა დგას, კერძოდ ფისკალურ სფეროში სრული ფაქტიურად ''შეუვალობა'' აქვს მიცემული და გადასახადებს არ იხდის, როგორც ამავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები და მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირები, მაგალითად ბაზრის გამყიდველი, პენსიონერი, მუშაკი, მოსამსახურე, უმუშევარი თუ დასაქმებული, ყველა თანაბრად, ამაშიც მეთანხმებით, ხომ ასეა?!
6. საქართველოს კონსტიტუცია რომ არ ანსხვავებს ადმაიანებს კანონთან თანასწორობაში, მათი რელიგიური მრწამსის თუ კანის ფერის, ეთნიკური და სოციალური წარმომავლობის მიხედვით და გადასახადები რომ თანაბრად გადაეხდება ყველა მორწმუნესა და ურწმუნოს, მათ შორის მუსლიმს, იუდეველს, პროტესტანტ-ევანგელისტს, კათოლიკეს და ორთოდოქსსაც, ესეც ფაქტია!
მაგრამ, ისმის კითხვებიც:
1. რამდენად ირღვევა საქართველოს მოქალაქე მუსლიმის, იუდეველის, კათოლიკეს, პროტესტანტის, ბუდისტის და თუნდაც ე.წ. ''მორწმუნე მრევლის'' ლამის კეთროვანებად ცნობილი იეღოვას მოწმე, ათეისტის, დეისტისა და მოკლედ ყველას კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ რწმენის შესახებ, როდესაც სახელმწიფო მუსლიმისგან, კათოლიკესგან, ბუდისტისგან და განსხვავებული რწმენის რელიგიური უმცირესობების ე.წ. ''მრევლისგან'' აკრეფილი გადასახდებისგან ფორმირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონ ლარს ყოველწლიურად აძლევს რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც არც გადასახადებს არ იხდის და თან ფაქტიურად ახელმწიფოს კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლაც დგას? ... ეს იგივეა რაც ფეოდალურ ეპოქაში ისლამურ ქვეყნებში არამუსლიმანს, ანუ უფლებიანი საზოგადოების წევრების მიღმა მდგომს, მაგალითად ქრისტიანს, ნაძალადევად, დაშინებით, ძალადობრივი მეთოდებით ახდევინებდნენ ''ჯიზიას'', ანუ ფაქტიურად გამოსასყიდს, რომ ის არ მოეკლათ ან არ შეეზღუდათ მისი ელემენტარული, მაგალითად მშვიდად ცხოვრების და ყიდვა-გაყიდვის უფლებები.
პირადად მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულის გადაცემა სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მდგარი სხვა ორგანიზაციისადმი, ტოლფასია იმისა, რომ სახელწმიფომ უცხო სახელმწიფოს უკანონოდ ''მიაფანტოს'' და აჩუქოს ბიუჯეტი... გამოდის, რომ საკუთარი ორთოდოქსი მრევლის გარდა, საქართველოს ეკლესია სარგებლობს იმ გადასახადებიდან მიღებული თანხით, რომლებსაც სახელმწიფო იძულების წესით ახდევინებს მუსლიმს, ებრაელს თუ მორწმუნე კათოლიკეს, თუმცა რატომღაც არავინ ეკითხება და არ უხსნის ამ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, არაორთოდოქსებს, უნდათ თუ არა მათ ''კონსტიტუციური'' შესაწირი გაიღონ მათი რწმენისთვის მათთვის უცხო რელიგიური ორგანიზაციისთვის, რომლის მოღვაწეობაც მათივე რწმენით უკანონოა და ტყუილ რწმენაზეა აგებული.
ყველა რელიგია განსაკუთრებულობას და უნიკალურობას ჩემულობს, მე ფაქტების კონსტატაციას ვახდენ და შესაბამისად, არ შევდივარ არც ერთი მათგანის თეოლოგიურ ი ნიუანსების განხილვებში.
2. საერთოდ სჭირდება თუ არა ღმერთს ფული, გადასახადები, ბაჟი, ჩეკები, ძვირფასეულობები, ბრილიანტები, მარგალიტები, ოქრო, ვერცხლი და ათასგვარი ბრჭყვიალა ზიზილ-პიპილო საგნები ''ღვთაებრივი მადლის'' სანაცვლოდ? ... ეს კითხვა უფრო მორწმუნე საზოგადოებას ეკუთვნის, ვიდრე იურისტებს ან ეკონომისტებს, ან ჟურნალისტებს, მეცნიერებს და ა.შ.
3. ხომ არ იქნება უმჯობესი, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ ფაქტიურად მის გარეთ მდგომი დამოუკიდებელი და ''სახელმწიფო შეუვალობის'' მქონე ორგანიზაციას მისი მოქალაქეების, მათ შორის არაორთოდოქსების, არამორწმუნეების ფული აძლიოს, შემოღებულ იქნას კანონი ''რელიგიური ორგანიზაციების მორწმუნეთა მიერ ნებაყოფლობითი დაფინანსების შესახებ'' (როგორც მახსოვს, გერმანიაშიც ასეა და დაკმაყილებულია ერიც და ბერიც), რომლის მიხედვით მოქალაქეები საგადასახადო ორგანოებს მიუთეთებენ, რომ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებიდან გარკვეული პროცენტი ჩაერიცხოს მისთვის სასურველ რელიგიურ ორგანიზაციას, იმას, რომლის მრევლად და წევრადაც თვითინ თვლის თავს?
შესაბამისად ამით, პირადი ნებაყოფლობითი აქტით დადასტურეული იქნება ღვთის წინაშე მორწმუნეთა რეალური გულრწფელობაც და არც არავინ დაიწყებს იმისთვის შფოთვას, თუ რატომ ფინანსდება მხოლოდ ერთი ორგანიზაცია ბიუჯეტიდან და არც საქართველოს სხვა მოქალაქეების უფლებები დაირღვევა, როდესაც მისი რწმენა სულაც არ ავალდებულებს მას კონსტიტუციური ან მითუმეტეს არაკონსტიტუციური შესაწირი, ''სარწმუნოების'' ბაჟი გაიღოს იმ ორგანიზაციის დასაფინანსებლად, რომელიც მას და მის რწმენას შეურაცხყოფას აყენებს, აცხადებს რა სექტანტებად, ეშმაკეულად, ''არაქართველად'' და ა.შ., ღმერთმა იცის კიდევ რად...
სისხლით ''ქართველის'' და ''მართლმადიდებლის'' ცნებების გაიგივების მცდელობა და მეტად საშიში და ჯერ-ჯერობით ლოკალური სამოქალაქო დაპირისპირებების მაპროვოცირებელი პროპაგანდა, კიდევ ცალკე საკითხია, რომელზეც შეიძლება ცალკე განსახილველი თემა მიეძღვნას. მე, ამ სრულიად პათოლოგიას, ფანატიკურ აზრებს და ქმედებებს ვაფასებ, როგორც რელიგიურ-შოვინისტური ფაშიზმს, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს არც უფალ ღმერთთან, არც სახელმწიფოს კანონებთან და არც ადამიანის კეთილდღეობასთან.
სისხლით ''ქართველის'' და ''მართლმადიდებლის'' ცნებების გაიგივების მცდელობა და მეტად საშიში და ჯერ-ჯერობით ლოკალური სამოქალაქო დაპირისპირებების მაპროვოცირებელი პროპაგანდა, კიდევ ცალკე საკითხია, რომელზეც შეიძლება ცალკე განსახილველი თემა მიეძღვნას. მე, ამ სრულიად პათოლოგიას, ფანატიკურ აზრებს და ქმედებებს ვაფასებ, როგორც რელიგიურ-შოვინისტური ფაშიზმს, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს არც უფალ ღმერთთან, არც სახელმწიფოს კანონებთან და არც ადამიანის კეთილდღეობასთან.
ერთი სიტყვით, თუკი ზემოაღნიშნული კანონი, ცნობილი პრინციპით - ''კეესარსა კეისრის და ღვთისა ღმერთს'' (და არა - ''ეკელსიას კეისრისაც და ღვთისაც''), თუკი მიღებული იქნება, ერიც და ბერიც კმაყოფილი უნდა იყოს ასეთი კომპრომისით, ჩემი აზრით, იურიდიულად სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებით. დღეს კი, როგორც ჩანს ის, ვინც წესით ღვთისგან უნდა იყოს და ღვთისკენ, კეისრის წილ გადასახადებშიც საკუთარ ''ღვთაებრივ'' საწილოს ითხოვენ, კეისრობსაც ლამობენ და მარტო ''ღვთისა ღმერთს'' პრინციპით მიღებული შესაწირავებით არ კმაყოფილდებიან... რას იზამ, ''ოჯახი'' ხრამია, ისევე როგორც კაცის მადა.
არსებობს ერთი მარტივი ფსიქოლოგიური მექანიზმი, მიეცით ტავისუფალ ადამიანს უფლება და ის თავისი ნებით შეასრულებს მოვალეობასაც. თანამედროვე სახელმწიფოს არსებობის გამართლების ამოსავალი წერტილი ადამიანი, მისი თავისუფლება, უფლებები და კეთილდღეობაა. თუკი ადამიანი , მოქალაქე არ იქნება სახელმწიფოს ზრუნვის საგანი, მაშინ ამ სახელმწიფოს არსებობასაც აზრი ეკარგება თანამედროვე სამყაროში.
თუკი ეს პროცესი დღესვე სამართლიანად და სამართლებრივად არ დარეგულირდა, როგორც თანამედროვე, საერო (სეკულარულ), დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება, სრულიად ადვილი წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე მივიღოთ კიდევ ერთი სახელმწიფო საერო სახელმწიფოს სუვერენული ტეროტორიის შიგნითვე, რომის საყდრის მსგავსი თეოკრატიული არჩევითი მონარქია, თავის მკაცრად შემოსაზღვრული ტერიორიით, შეიძლება ჯარითაც, ცენზურით, თეოკრატიული ''ქრისტიანული შარიათის'' კანონებით, თავის მოდერნიზებული ინკვიზიით, ჯალათებით, მედილეეგებით, თეოკრატიული ''საღვთო'' პოლიციით, მებაჟეებით და ა.შ.
არსებობს ერთი მარტივი ფსიქოლოგიური მექანიზმი, მიეცით ტავისუფალ ადამიანს უფლება და ის თავისი ნებით შეასრულებს მოვალეობასაც. თანამედროვე სახელმწიფოს არსებობის გამართლების ამოსავალი წერტილი ადამიანი, მისი თავისუფლება, უფლებები და კეთილდღეობაა. თუკი ადამიანი , მოქალაქე არ იქნება სახელმწიფოს ზრუნვის საგანი, მაშინ ამ სახელმწიფოს არსებობასაც აზრი ეკარგება თანამედროვე სამყაროში.
თუკი ეს პროცესი დღესვე სამართლიანად და სამართლებრივად არ დარეგულირდა, როგორც თანამედროვე, საერო (სეკულარულ), დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება, სრულიად ადვილი წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე მივიღოთ კიდევ ერთი სახელმწიფო საერო სახელმწიფოს სუვერენული ტეროტორიის შიგნითვე, რომის საყდრის მსგავსი თეოკრატიული არჩევითი მონარქია, თავის მკაცრად შემოსაზღვრული ტერიორიით, შეიძლება ჯარითაც, ცენზურით, თეოკრატიული ''ქრისტიანული შარიათის'' კანონებით, თავის მოდერნიზებული ინკვიზიით, ჯალათებით, მედილეეგებით, თეოკრატიული ''საღვთო'' პოლიციით, მებაჟეებით და ა.შ.
აქვე, ორიოდ სიტყვით შევეხები ეკლესიის ''საგადასახადო შეუვალობას''. ფეოდალურ ეპოქაში, როდესაც რელიგიური ორგანიზაციები, საერო ხელისუფლებებზე ძალაუფლების ''ღვთაებრივობის საწყისის'' სარფიანად გაყიდვის, გაუნათლებელი პლებსის შანტაჟითა და მუქარით, დიდ ფეოდალურ კორპორაციებად ჩამოყალიბდა, თავისი დასჯის და იძულების მექანიზმებით, რომელიც აჟანტაჟებდა არათუ ნხევრად უუფლებო ან სრულად უუფლებო პლებსს, არამედ საერო ძალაუფოლების უმაღლეს ხელისუფალსაც (მეფეს, მთავარს ან იმპერატორს) არ ეპუებოდა ხშირად და მუდმივად ითხოვდა ''შეუვალობის'' სიგელებს, პირობებს, შეთანხმებებს და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზულუქებული სასულიერო ფეოდალები (ღვთის მადლით მოვაჭრეთა ფაბრიკის ჩინოვნიკები) აქტიურ კავშირებს აბამდნენ, როგორც სამეფოს შიდა სეპარატისტულ ძალებთან, ასევე უცხო ქვეყნების ხელისუფლებასთანაც, მეფის ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების და დათრგუნვის მიზნით...
თუმცა, ხშირად საერო და სასულიერო ხელისუფლება ურთიერთხელსაყრელ ალიანსს კრავდნენ ერთმანეთის იურიდიული ლეგიტიმაციის მიზნით, რაც ასე თუ ისე აცხრობდა ხალხის პროტესტანტულ განწყობებს უსამართლობისა და სოციალური უთანასწორობის გამო და მათი ალიანსი, ფაქტიურად ყველაზე დიდი სოციალურ-პოლიტიკური შეთქმულება იყო კაცობრიობის ისტორიაში ადამიანთა მცირერიცხოვანი, მაგრამ გავლენიანი ჯგუფებისა სხვა ადამიანების ფართო ფენების მიმართ, ადამიანის უფლებების, თავისუფალი ნების, კანონისა და ღმერთის წინაშე თანასწორობის საწინააღმდეგოდ.
აღნიშნული უკანონო და უსამართლო ''შეთქმულებისა'' და ურთიერთხელსაყრელი პოლიტიკური-სოციალური ალიანსის ეპოქა, საერო და სასულიერო ხელისუფალთა შორის, ათეული საუკუნეები გაგრძელდა და სამწუხაროდ, ჩვენი პლანეტის ადამიანთა მიერ დასახლებულ, გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში, დღესაც გრძელდება.
სულ ეს მინდოდა მეთქვა. მაინტერსებს საზოგადოების აზრი და განსაკუთრებით იურისტების...
პატივისცემით,
კ.კოლხი
10.12.2013წ.
Comments
Post a Comment