თავი III. აქლემი ნემსის ყუნწში


იქ, სადაც ახლოსაა ღმერთი

სურეალისტური საუბრების კრებული

ნაწილი I.  რწმენა და რელიგია

------------------------------------------------------------------------------------------------------------

თავი III. აქლემი ნემსის ყუნწში




კვირის პალიტრაში გამოქვეყნდა მამა ილიას მცირე ინტერვიუ, რომელზედაც ცოტა ვრცელი კომენტარი გამომივიდა და ბარემ სტატიის სახით დავდებ, საჯაროდ. ემოციურობისთვის და რადიკალური ფრაზეოლოგიისთვის საზოგადოებას წინასწარ ბოდიშს ვუხდი. ნუ მიაქცევენ ყუდაღებას ტერმინებს, შინაარსი იკითხონ ჯობია, თუ არადა სულ ნუ წაიკითავენ და დაითხრიან ნერვებს.

ერტი სიტყვით, მინდა პასუხი გავცე ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხები აინტერსებს და ვისაც ჩემს მიმართ საყვედურები გასჩენია, ან მომავალში გაუჩნდება ამ სტატიის შემდეგ. 



ვისაც ყური აქვს, ისმინოს:

არავინ არავის არაფერს არ ამადლის, მითუმეტეს მკურნალობას! 
ნუ გადადგილდება ზაპოროჟეცით, მითუმეტეს პატრიარქი და საერთოდ პატრიარქზე ამ მხრივ არავინ პრეტენზიას არ გამოთქვამს (მე ყოველშემთხვევაში) და ძალიანაც მესმის, რომ პატრიარქი უპოვარია....  მე პრეტენზია მაქვს პატრიარქის გარშემო მდგარ XXI საუკუნეში უადგილოდ შემორჩენილ საეკელსიო ფეოდალების მიმართ. 

ერთმა მამაომ  (თუ არ ვცდები მამა ილიამ, ანუ ზემოაღნიშნულმა ინტერვიუერმა) მართლად თქვა: ნუ დახარჯავენ ფულს მაინცდამაინც 50 000-100 000-ან ჯიპებში და დაკმაყოფილდნენ 10 000-ით, დანარჩენი გაჭირვებულებს მოახმარონ. 

ძნელია ეს ოხერი სიმდიდრეზე შელევა? სადააა ქრისტიანული თავმდაბლობა და სისადავე? თავშეკავება და ზომიერება? სად ჯანდაბაში გააქრეთ და ჩაყლაპეთ სიმამაცე ქრისტეს და ადამიანების ნადმვილი მსახურების? ასე ''დაგაჩმორათ'' სატანამ და ბელზებელმა, ქრისტეს მხედრობაზე ფიცდადებულებო? მერე რა პასუხს გასცემთ ქრისტეს, რომელიც მდიდარს საკუთარი სიმდიდრის გაყიდვისკენ და ღარიბებისთვის დარიგებისკენ მოუწოდებს უფლის მსახურების სანაცვლოდ? რას ეტყვით, რომ იცი, რა უფალო, 10 000-ნი მანქანით არ მეკადრებოდა სიარულიო? 

მკრეხელობა არ ვიცი, მაგრამ გონებრივი დეგრადაცია ზუსტად ისაა, რომ იქ სადაც სამკურნალოდ დადიან ამხელა იერარქები (ღმერთმა შეარგოთ), დიდ ფეოდალებად ქცეული ეპისკოპოსები, დიდი და მცირე მღვდლები თუ დეკანოზები, გამოდიან და ევროპას ეძახიან ეშმაკეულს, სამაგიეროდ გახრწნილ, სისხლიან ჭაობზე მდგარ მონღოლურ-სლავურ იმპერიას ''ერთმორწმუნე'' ძმებს და მის მანიაკ იმპერატორ პუტინს ბრძენს და კეთილგანწყობილს ეძახიან ქართველების მიმართ, რომელიც თურმე ''ნაკურთხ'' ბობმებს იმიტომ გვიშენს, რომ ჩვენი გადარჩენა უნდა ეშმაკეული ევროპისგან...

უბრალოდ გული მტკივა და რატომ უკვირთ ჩემი ემოციურობა ჩემს მეგობრებს?... 

ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ მყიფეა საერო სახელმწიფოებრიობა, ადამიანის დაცულობა, განათლება და წინსვლა ისტორიის და მინდა რომ პოზიტივი ხდებოდეს, ერი შრომობდეს, ნათლდებოდეს, მსოფლიო პროგრესის კვალდაკვალ მიდიოდეს, რათა გადარჩეს და განვითარდეს მომავალ თაობებში. ... ამ დროს კი, ვხედავ რეტროგრადულ ფუნდამენტალიზმს, საქართველოს მტერზე სასოებით შემყურე სუკ-სა თუ კუდ-ის სავარაუდო აგენტებით გაძეძგილ ქრისტეს ეკლესიას, სადაც უნდა სუფევდეს სიყვარული და თანამედროვე ცოდნის პროგრესისადმი ავანგარდული დამოკიდებულება და ამის საპირისპიროდ, ვხედავ სრულ უმეცრებას, შიშებს, ფობიებს, შუასაკუნეების სტილში ალქაჯებზე ნადირობასა და ინკვიზიციის რეალურ პერსპექტივებს XXI საუკუნის საქართველოში... იმ საქართველოში, სადაც 12-ე საუკუნეში შეიქმნა კაცობრიობის ერთ-ერთი ჰიმნი სიყვარულისა, კულტურის, თანაგრძნობის, განათლების, ერთგულების და რა ვიცი, ალბათ ყველა ადამიანური სიკეთისა, რაც კი ადამიანს ახასიათებს - ''ვეფხისტყაოსანი'' ... ეს უმეცრება ხდება საქართველში, რომელსაც ყავს დიდი ვაჟა-ფშაველა, გურამიშვილი, ილია და რამდენი ერთი ჩამოვთვალო სულგანათლებული და გონებაგაბრწყინებული მეცნიერი, მამულიშვილი? ნუთუ თქვენ, უმეცრების და რეტროგრადობის მამებო, თავს ამ ბრწყინვალე საქართველოს ნაწილად მიიჩნევთ? არა! მე თქვენ საქართველოდ არ გთვლით, ისევე როგორც არ გაღიარებთ ქრისტიანებად! თქვენი იდენტობა ქრისტესადმი იმდენია, რამდენიც მაო ძედუნის ქართული წარმომავლობა. თქვენ სლავოფილური კლუბის, ნებსით თუ უნებლიედ, დაჟანგული ტროას ცხენები ხართ მრავალტანჯულ და კვლავ აღდგომა-განვითარების მსურველ, XXI საუკუნის ქართული სახელმწიფოს სხეულზე. 

...ვხედავ ფაშიზსა და რასიზმს, სიყვარულის და თანაგრძნობის ნაცვლად, შეუწყნარებლობას, კატეგორიულობას, თავისუფალ პიროვნებებზე თავდასხმებს, თავისუფალი არჩევანის ჩაკვლას, თეოკრატიული ტოტალიტარიზმის რეალურ საფრთხეს, ქართველების გათიშვის და დაპირისპირების გაღვივების რეაქტიულ მცდელობებს მათი აღმსარებლობის განსხვავებულობის გამო... ვხედავ ძალადობას, მუქარას, შანტაჟსა და აბსურდული ზღაპრებით, ისედაც თანამედროვე განათლებას ჩამორჩენილი, ხალხის კიდევ მეტად გამოკვებას, რათა მეტი და მეტი დაზომბირდეს, რომ მერე ''ქრისტეს სახელით'' და ''მამაოს კურთხევით'' თავი გაუჩეჩქვოს ვინმე არასასურველ ახალ ''ჯორდანო ბრუნოს'' თუ ''ნიკოლაი კოპერნიკს'', ან ჩემნაირ ჯიუტ ადამიანებს, რომლებსაც გაჩუმება არ შეუძლიათ ათასგვარ სისაძაგლეზე და იდიოტიზმების ფეირვერკებზე... და სად ვიპოვოთ  ამ ყოველდღიური ფაქტების მერე სინათლის ტაძარი? ვინ იქნება ის, ვინც ერს დაპირისპირების ნაცვლად სულის სიმშვიდეს და სათნოების ნავსაყუდელს მიანიჭებს თავის პატიოსან წიაღში? ნაცვლად ღია საუბრისა და საჯარო, გულრწფელი მხილებისა იმ სატკივარების, რაც ჩვენს საზოგადოებასა და რელიგიურ სფეროს აწუხებს, ავირჩიოთ გაჩუმება, პირის ამოკერვა, სირაქლემასავით სილაში თავის ჩარგვა და ასე გაგრძელდეს სულიერი გარყვნილების ბორბლის ტრიალი უსასრულოდ ჩვენს ქვეყანაში?... ასე გაგრძელდეს სიძულვილის ენით საუბარი წმინდა ამბიონებიდან? ასე გაგრძელდეს მუქარა და წყევლა-კრულვა წმინდა ალაგებიდან, რომელიც უკვე დიდი ხანია შებილწეს მუქთახორა და ტოტალური სიცრუის კერპებმა?...

ნუთუ ქრისტე გვეუბნება თვალთდაბნელებას? ღმერთი გვიქადაგებს ბოროტებაზე ხმის გაკმენდას? გრცხვენოდეთ! ან ახლავე აირჩევთ ღმერთს, სინათლეს, სიმამაცეს, თავისუფლებასა და სიკეთეს, ან არადა თქვენივე ბნელეთის მოციქეულებთან ერთად გადაეშვებით სამარადჟამო დავიწყების უფსკრულში, სადაც თქვენს სულებს ოხრად დარჩენილი ოქრო-ვერცხლი ვეღარ უშველის!... თუ თქვენ გგონიათ, რომ ღვთის ''რჩეული'' აქლემები ხართ, რომლებიც ნემსის ყუნწში გაძვრობას ცდილობენ ქრისტეს სიტყვების საწინააღმდეგოდ?

.... და ამის მერე, კიდევ მე ''ვაფრენ'' და მე უნდა მოვიდე ''აზრზე''?... აზრზე მოსაყვანი თუ ვინმეა, აგერ შეხედეთ სიხარბით სავსე, ვირთხებით გავსებულ, ავაზაკთა ბუნაგად ქცეულ უფლის სახლს, რომელსაც პატრონი არ ყავს, როგორც ჩანს.

თქვენ თუ არ გამოიღვიძებთ, დრო გამოგაღვიძებთ, რომელიც უკვე მოსულია სამკალად და ცელის მოსასმელად!


პატივისცემით,

კ.კოლხი
13.12.2013წ.


Comments