ზოდიაქოსოფია. თავი IV. კირჩხიბი და მთვარე




ზოდიაქოსოფია

ავტობიოგრაფიული კომიკური პუბლიცისტიკა


შესავალი
აღნიშნული პუბლიკაციების კრებული არის კონკრეტული პერსონაჟების შესახებ მოკლედ გადმოცემული დახასიათებები, რომლებიც ძალიან სუბიექტური თვალთახედვაა, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და შესაბამისად არ გააჩნია არავითარი პრეტენზია ასტროლოგიის ზუსტ ცოდნაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგიური ალეგორიები უფრო ლიტერატურულ ხერხადაა გადმოყენებული. უფრო მეტიც, ასტროლოგიას იმ სახით, რა სახითაც ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება საზოგადოებაში, ცრუ მეცნიერებად მიიჩნევ. რა თქმა უნდა არსებობს პლანეტებს შორის უერთიერთზეგავლენის სრულიად ცხადი კანონზომიერება, ეს აშკარაა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებით და თუნდაც პირადი ასტროლოგიური რუქებით ადმიანის შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცედ წამს, ყოველშემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.
... ასევე, არ მაქვს პრეტენზია ლიტერატორობაზე, ამიტომაც აქ ბევრია სლენგი და ჟარგონი. უბრალოდ დრომ მოიტანა და მინდა რაც სათქმელი მაქვს კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ზოგის მიმართ დადებითი და ზოგიც უარყოფითი, ვთქვა თავისუფლად და ყოველგვარი ფილოლოგიური ფორმალობების გარეშე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი გნსაკუთრებული პრეტენზიული ლიტერატურული გემოვნების მქონე მკითხველს. თავიდან არც ვაპირებდი ეს ყველაფერი რაიმე კანონზომიერი ფორმით შემეკრიბა და სისტემატიზაცია მიმეცა. ასე გამოვიდა, რომ ერთ სათქმელს მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა ერთიანი დასახელებაც და სხვადასხვა თავებიც. 

კ. კოლხი









ზოდიაქოსოფია. თავი IV. კირჩხიბი და მთვარე




ერთი პერიოდი, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, 80-იან წლების საქართველოში მხატვრული და დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმების პროდუქციამ პიკს მიაღწია. ქართული ფილმი ძალიან პოპულარული იყო მთელს სსრკ-ში. ერთი ფილმი მახსენდება, უფრო სწორად ერთი ეპიზოდი ერთი ფილმიდან,  სადაც გალეწილი მთვრალი კახელი სახლის წინ, ზაფხულის მშვენიერ ღამით, ცაში იყურება და ამოუცნობი მოტივაციის ფრაზას წარმოთქვქმს: ,,მთვარეე ... მთვარეე ... მთვარეეეე ... ! ,,.






რას უნდა ნიშნავდეს ეს ეპიზოდი ? არც არაფერს, უბრალოდ ბანალურად სასაცილოა და სენტიმენტალურიც კი  J . მთვარე კირჩხიბების პლანეტაა ...

ამ ეპიზოდთან ერთად მახსენდება ერთი ძალიან ქართულად ,,დაგრუზული,, მინორულ-სენტიმენტალური სიმღერა, ერთ დროს თბილისის მეტროს სადგურების პოპულარული ჰიტი - ,,დავლევ, აბა რას ვიზამ,, ... კირჩხიბების ჰიმნს ვეძახი ამას  J .

მეორეს მხრივ, მთვარე მისტიციზმის, მომხიბვლელი ვამპირების და მაქციების გარეშე წარმოუდგენელია. ყველაფერი რაც ადამიანის ქვეცნობიერებას უკავშირდება, მის დამალულ მხარეებს, ეს ყველაფერი კირჩხიბებს ახასიათებს. რა თქმა უნდა არავის არ ვიცნობ კირჩხიბს, რომელიც ღამ-ღამობით ვაპირად იქცევა ან მაქციად, მაგრამ ეს ალეგორიაა, რომელიც ხშირად შემხვედრია ჩემს ნაცნობ კირჩხიბებში.

ემოციური სენტიმენტალიზმი, ოჯახური ინტიმის სიყვარული, ესტეთიკა და სილამაზისადმი მსახურება - კირჩხიბის სფეროა. გამოკვეთილი მგრძნობიარე სული ახასიათებს ამ მეტად ღრმად მოაზროვნე ნატურებს. ძალიან ნიჭიერები და პოპულარულები არიან, დახელოვნებული საყვარლების რეპუტაციით სარგებლობენ. ტრადიციების ერთგული ხალხია და ვერ იტანენ უზნეო საქციელებს. თუმცა კირჩხიბების აქილევსის ქუსლია ალკოჰოლი ! თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ არ იციან ზომა და ადვილად ვარდებიან უკიდურესობებში, რაც შემდეგ ტრაგიკულად მთავრდება ხოლმე.

ის გალეშილი კახელიც შემთხვევით არ გამხსენებია, მთვარეს რომ ეთაყვანებოდა ერთ ქართულ კომედიურ ფილმში. ეს კაცი, ფილმის გმირი, სიმბოლოა დეგრადირებული კირჩხიბის, რომელსაც არ აქვს ღვინის მოხმარების კულტურა და რომელსაც ცოლთან მუდმივი კონფლიქტი აქვს მისი ალკოჰოლიზმის გამო.

ერთი ადამიანი იყო კირჩხიბი, ჩემთვის ძალიან ახლობელი, ნათესავი ... ვინც პირადად იცნობდა მას, მიხვდება ვისზედაც ვსაუბრობ. უნიჭიერესი ბიჭი იყო, ტვინის მაგივრად თავში ენციკლოპედია ჰქონდა, მაგრამ საუბედუროდ ერთი სუსტი თვისება ახასიათებდა. ისიც, სხვა კირჩხიბების მსგავსად ადვილად ემორჩილებოდა საკუთარ ჰედონისტურ მიდრეკილებებს, განსაკუთრებით ალკოჰოლური სიამოვნებებს, რაც მისი ტრაგიკული დაღუპვის მიზეზიც გახდა.

კირჩხიბებს ფორტუნის საყვარლბსაც ეძახიან ხანდახან, პოპულარობა თან სდევს მათ სალონურ ცხოვრებას. მსოფლიოს სილამაზე რომ გადაარჩენს, ამაზე ჯერ კიდევ დოსტოევსკი ( მორიელი ) წერდა. მე კი დავუმატებ, რომ მსოფლიოს  კირჩხიბები გადაარჩენენ, რადგან ამდენი სილამაზის მსახური, რამდენიც კირჩხიბის ზოდიაქომ მსოფლიოს აჩუქა, სხვა ზოდიაქოს ნიშნებს არ ყავთ. პოპულარული მოდის დიდი მაგისტრები - ჟან კოკტო, პიერ კარდენი, ჯორჯო არმანი ! ... ეს სახელები საკმარისი იქნებოდა, რომ შევჩერებულიყავი, მაგრამ როგორ დავივიწყო ფრანგულ-არაბული სილამაზის ისეთი დიდი ქურუმი, როგორიცაა იზაბელ აჯანი, რომლის მიერ შესრულებული დედოფალი მარგო განუმეორებელია თავისი ნაკვერჩხლისებური სექსუალურობით. საერთოდ იზაბელი ითვლებოდა 80-იანი წლების საფრანგეთის ერთ-ერთ სიმბოლოდ სხვა მეგა ვარსკვლავებთან ერთად.

ბავშვობაში, მაშინ როდესაც ჩვენ წითელ კონცლაგერში - სსრკ-ში ვცხოვრობდით, ერთი ფილმი გვიყვარდა ყველას, მეც და ჩემს ბევრ თანატოლს, ეს იყო ,,შესანიშნავი შვიდეული,, და ამერიკის ველური დასავლეთის გმირი, ქარიზმატული კოვბოი კრისი, რომლის როლი შეასრულა იულ ბრინერმა. იგი შვეიცარული წარმოშობის ფრანგი ჟიულ ბრინერის შთამომავალი იყო, თუმცა მისი მშობლები უკვე გარუსებულები იყვნენ. ბრინერი  დაიბადა 1920 წლის 11 ივლისს ვლადივოსტოკში. საინტერესო ისაა, რომ ეს შვეიცარიელი ჟიულ ბრინერი, ანუ ჩვენი იულის დიდი ბაბუა ვლადივოსტოკში დაქორწინდა ვინმე ნატალია კურკუტოვაზე, რომელზეც ამბობენ, რომ ჩინგიზ ხანის შთამომავალი იყოო. მოკლედ იულ ბრინერის მიერ შესრულებულმა კრისმა, რეიგანის ღიმილთან ერთად ხელი შეუწყო ბევრი წითელი კონცლაგერერის შეგნებაში თავად ამ კონცლაგერის ნგრევის პროცესს !

იულ ბრინერის გარდა, მახსენდება ასევე ლინო ვენტურა და მის მიერ განსახიერებული ვიტო ჯენოვეზე ფილმში ,,ვალაჩის ქაღალდი,, ... ამხელა დონის მსახიობი იყო ეს კაცი, იტალიელი, რომელიც იტალიურს ფრანგული აქცენტით ლაპარაკობდა, 60-70-იანი წლების ფრანგული კინოს მეგა ვარსკვლავი, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება საფრანგეთში გაატარა, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონიც გახდა და პარადოქსალური ფრანგული ჩამყაყებული ბიუროკრატიზმი ისაა, რომ ლინო ვენტურას ვერა და ვერ ეღირსა საფრანგეთის მოქალაქეობა ! ... რაღა უნდა ვილაპარაკო ?! ... ნერვებზე მოიშლება კაცი ! ... და ამ დროს, ნეტა განახათ ვის აძლევენ მოქალაქეობას - მთელი ცხოვრება ე.წ. სოციალზე მჯდარ ვიღაც ჯუნგლებიდან გამოქცეული ტომის ბელადების მუქთახორა შვილიშვილებს, რომლებმაც ,,მომეცის,, და ,,მაჭამეს,, გარდა სხვა სიტყვა არ იციან და მათთვის უცხოა სიტყვა ,,ვიშრომებ,, ... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ! ... ლინო ვენტურამ, ამ მართლა კაცურმა კაცმა, 1966 წელს დაარსა ინვალიდების დასახმარებელი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და  ,,მადლიერმა,, საფრანგეთის ბიუროკრატიამ ბოლოს, როგორც იქნა, თუ არ ვცდები მისი სიკვდილის შემდეგ, რომელიღაც ქალაქში ერთ-ერთ უმიშვნელო მოედანს ვენტურას სახელი დაარქვა !

ა, ესაა ფრანგული ალოგიკური აზროვნება. უცნაური ლოგიკა არ არსებობს, ლოგიკა ან არის, ან არ არის ! ფრანგებს არავითარი ლოგიკა არ აქვთ. სილამაზის მექამ - საფრანგეთმა, სილამაზისა და ხელოვნების მსახურ იტალიელ ლინო ვენტურას მოქალაქეობა არ მიანიჭა ! ... ასეთი სამარცხვინო ფაქტები საფრანგეთის ვითომ დემოკრატიულ ისტორიაში უამრავია, რაზედაც სხვა დროს ვისაუბრებ.

სხვათა შორის ლინოს ხასიათი და მისი გარეგნობაც კი, რაღაცით წააგავს ერთ ჩემთვის ძალიან საპატივცემულო და საყვარელ კაცს, რომელიც ასევე კირჩხიბია და ჩემი შვილების პაპაა. კაცი, რომელსაც უყვარს ადამიანი და განსაკუთრებით სტუმარი ! ყველასთვის საყვარელი და ცნობილი, კოლორიტული თამადა. კაცი - ჰუმანიზმის განსახიერება, რომელშიც გაერთიანებულია ლინო ვენტურას არტისტიზმი, სპორტული ჟინი და  ჰემინგუეის მგრძნობიარე, სიკეთით აღსავსე ადამიანური მსოფლმხედველობა.

თუმცა, ზოგიერთ კირჩხიბს ფულისადმი მანიაკალური დამოკიდებულებაც აქვს.

მე ვიცნობ ერთ ადვოკატს, კირჩხიბს, უფრო სწორქდ კიბოს, რომელიც თბილისში საადვოკატო წრეებში ასე თუ ისე ცნობილი პიორვნებაა ( განსაკუთრებით ძველი, კომუნისტური თაობის ადვოკატ-მოსამართლეებში ) და რომელიც ერთ დროს ჩემი უშუალო უფროსიც იყო ერთ-ერთი ენერგეტიკული კომპანიის იურიდიულ განყოფილებაში. ეს ტიპი, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არავის უყვარდა სამსახურში, ჩემის ჩათვლით. ყველას მოაბეზრა თავი თავისი ინტრიგებით და ჭორიკანა ხასიათით. პროფესინალი მაბეზღარის რეპუტაციით სარგებლობდა. ეს კაცი ტიპიური და კლასიკური ნიმუში იყო არა მარტო ე.წ. ანტიკირჩხიბისა, არამედ ანტიადამიანობისაც, რომელიც გახვეული იყო ასეულ ათასობით თანხებთან დაკავშირებულ სკანდალებში, თაღლითობებში. ყველას და ყველაფერს უჩიოდა, განსაკუთრებით გამორჩეული კონფლიქტი ჰქონდა მის უშუალო შეფთან, 70 წელს მიღწეულ კაცთან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სიბუნჩულის განსახიერებასთან ... ეს ანტიკირჩხიბი თაღლითი იყო და ის ბუნჩულა შეფი პირიქით, პატიოსნების სიმბოლო ! ... მე არ ვიცი, ეს ბუჩულა კაცი, ახალგაზრდობაში, როდესაც პროკურორად მუშაობდა, კორუმპირებული იყო თუ არა, მაგრამ მე რაც ვნახე, ამ ხნიერ ასაკში, ნამდვილად ვის რა საპრეტენზიო უნდა ეთქვა მისთვის, გარდა ვიღაც ავადმყოფისა. იმდენად აუტანელი გახდა ამ ანტიკირჩხიბ-ანტიადამიანის ქცევები ბუნჩულა მოხუცის მიმართ, რომ თავი ავარიდე მასთან მუშაობას. ერთხელ ისე გამომიყვანა მწყობრიდან, რომ ორი ვარიანტი მქონდა - ან მწარე ხულიგნობა უნდა ჩამედინა და დამელურჯებინა ეს ჯუჯა კიბო, რომელიც შემდეგ მიჩივლებდა მაშინდელ კორუმპირებულ პოლიციაში, ან უნდა გავრიდებოდი სიტუაციას და წამოვსულიყავი სამსახურიდან. ბუნებრივია, მეორე ვარიანტი ვარჩიე, თანაც იმ სამსახურში მარტო მე არ ვმუშაობდი ჩემი ოჯახიდან. ასე, რომ ჩემი აგრესივი დედაჩემის რეპუტაციაზეც აისახებოდა და საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ასეც მოვიქეცი.

მართალია, ეს თავშეკავება და ჩემი მარსის ჩაკეტვა დიდი ნერვებისა და კბილების კრაჭუნის ფასად დამიჯდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ასე სჯობდა მაშინ J ის საწყალი ბუნჩულა მოხუცი იურისტების შეფი კი, შევატოვე ავადმყოფ, ჯუჯა, რიჟა კირჩხიბს. ახლა არც ვიცი, მოხუცი შეფი ცოცხალია თუ არა, რადგან იმ პერიოდში მახსოვს, რომ რამდენჯერმე ინფარქტი დამართა ჯუჯა ვირმა.

შემდგომში, როგორც გავიგე, ეს ჯუჯა სამსახურიდან გაუგდიათ, მაგრამ სხვა დაწესებულებას შესჩვევია და იქაც განმეორდა თაღლითობის და კომპანიაზე ვითომდა საადვოკატო მომსახურებაში ფანტასტიკური ოდენობის თანხების ,,დაწერვის,, მცდელობები !

მერე კი ხალხს უკვირს, ამისთანა თაღლითს რომ დაიჭერენ, გამოხტებიან უმალ დიდი ჰუმანისტები, თავის დროზე ქრთამებზე გაზრდილი თაობა და ატეხავენ ჟრიამულს - ხელისუფლება ადამიანის უფლებებს არღვევსო ... თუმცა ეს სხვა თემაა.

სწორედ ასეთია დეგრადირებული კირჩხიბის ტიპი:  ფულის მიმართ ხარბი, მეწვრილმანე, ჭორიკანა, მაბეზღარა, ინტრიგანი და ქალური თვისებებით უხვად დახუნძლული. ჩია მოხუცებთან დიდი გულის პატრონი, ძლიერთან კურდღელივით მშიშარა და განსაკუთრებული მოღალატეობის ნიჭით გამორჩეული, ანუ ზოგიერთისათვის უფრო ნათლად რომ ვთქვათ ,,პოდლი,, და ახვარი, რომელიც ჩასაფრებული პოზიციიდან ადვილად გაიმეტებს საკუთარ მეგობარსაც კი !   J  ...

მეორე და უფრო ადრინდელი ისტორია, რომელიც მე გადამხდა კირჩხიბთან დაკავშირებით, იყო ის, რისგანაც ერთი დასკვნა გავაკეთე, რომ კირჩხიბი იმდენად დამორჩილებულია ემოციებს, რომ შეყვარებულობის პერიოდში შეუძლია საკუთარი მეგობარიც კი გაყიდოს, ოღონდაც მისთვის საყვარელი ადამიანის - მაგალითად ქალის გული მოიგოს.

კლასელი მყავდა ერთი, კირჩხიბი, ე.წ. მოდნიკი და პეწენიკა ტიპი იყო, თუმცა ცოტა კომპლექსდებოდა ხოლმე, როდესაც ვინმე ,,კობრას,, დაუძახებდა მისი გარეგნობის გამო, რადგან მუდამ ნანეტი ჰქონდა აჭრილი, გაღუნულ-გაჩხინკული ტორსი, გამხდარი და წაგრძელებული კისრით, პროფილი კი - ოდნავ არწივისებური ცხვირით. ახლოს მემეგობრებოდა, ხუმრობაც უყვარდა, იუმორის გრძნობა გააჩნდა, თუმცა ხანდახან სოციალურად დაბლა მდგომი ადამიანების მიმართ სნობისტური დამოკიდებულება ჰქონდა. თვითონ შეძლებული ოჯახიდან იყო და ძალიან ახლოს ვიყავი მათთან. შესანიშნავი მამა ჰყავს, რომ იტყვიან ქალაქელი კაცური კაციო, სწორედ ასეთი ( სხვათაშორის ვერძი იყო მამამისი ). 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ახლა ეს კირჩხიბი კლასელი რომელიღაც ძალოვანი სტრუქტურის ე.წ. ტყავისპლაშიანი თანამშრომელია და ძალიან ,,ვაჟნი,, ანტურაჟი აქვს თავის ირგვლივ შექმნილი ... იცით რას ნიშნავს ,,ტყავისპლაშიანი,, თანამშრომელი ? ეს ნიშნავს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელს, რომელიც შეიძლება არსაიდან, უცებ შავი ფერის ახალი მოდელის, ჩაბურულმინებიანი ავტომანქანით გაიჩითოს იქ, სადაც მას არ ელიან და ვიღაც-ვიღაცეებს პრობლემები შეუქმნას კანონთან დაკავშირებით. ისე არ მიკვირს, კირჩხიბების ზემოთჩამოთვილი ზოგიერთი თვისება ასეთ სტრუქტურებში პირდაპირ მისწრებაა შავსათვალიანი კარიერისტებისათვის  J  ...

ჰოდა, სანამ ეს კიბო ,,ვაჟნი,, ადგილას ,,გაიჩითებოდა,, , იყო ერთი შემთხვევა, რომელიც შეყვარებული კირჩხიბის საქციელის კლასიკურ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. ეს მოხდა ერთხელ, პირველკურსელობისას ... თუმცა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო თავს შევიკავებ ყველაფრის გახსენებისაგან ... მაგრამ ერთს ავღნიშნავ მხოლოდ, რომ ზოგიერთ უგონოდ შეყვარებულ კირჩხიბს ზურგს უკან უყვარს ხოლმე ე.წ. ,,პერეხვატების,, გაკეთება, თუმცა როგორც წესი ეს ჭორიკნული გამოხტომა და ,,პერეხვატი,, , მისდა სამწუხაროდ ძალიან წარუმატებლად მთავრდება ხოლმე ... განსაკუთრებით, მაშინ როცა ქალთევზებს უყვართ თხის რქა და არა კირჩხიბი ... გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ ;).

ესაა კირჩხიბი, უთავბოლო და უკონტროლო ემოციებით, რომელიც რას არ ჩაადენინებს კაცს, მეგობარსაც კი გაჭორავს, მაგრამ ჭორიკნობით რომ ქალს თავს აყვარებდნენ, ასეთი რამ სამყაროს კოსმოგონიურ ზე-მატერიალურ წესრიგს არ ახსოვს.

მახსოვს, ერთ კურსელ ბიჭზე იძახდნენ, რომ ბევრი ლაპარაკი უყვარსო, განსაკუთრებით დეკანატის კონტროლმეისტერთან კურსელების ყოფაქცევის შესახებო ... ანუ, რბილად რომ ვთქვათ, ნომრიანი ჭორიკანააო რა ... და ჰოი, საოცრებავ - ისიც კირჩხიბი და ისიც ალკოჰოლიკი ! J

... ყველას ვპატიობ, მათ შორის ნომრიან ჭორიკნებსაც  J  !

... მოკლედ, აღარ მინდა ამდენი ნეგატივის გახსენება და ისევ სალონურ განწყობაზე გადავალ.

წეღან იზაბელ აჯანი ვახსენე და მასთან ერთად არ შემიძლია არ ავღნიშნო თანამედროვეობის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი, რომელსაც მე პირადად XX-XXI საუკუნის სექსუალურ ბრილიანტად მივიჩნევ, ესაა - ლივ ტაილერი, თავისი უსაზღვროდ მაგნეტური, ბავშვურად წრფელი ლურჯი თვალებით და სისხლით დაბერილი, ვარდის ფურცლებივით სურნელოვანი და მხურვალე ტუჩებით.

ლივ ტაილერის ორ როლს გამოვყოფდი, რომელშიც მე ვთვლი, რომ ყველაზე კარგად გამოვლინდა კირჩხიბი ქალის თავისებურებანი. პირველი ესაა ,,ბეჭდების მბრძალებელში,, ელფების პრინცესას როლი, რომელიც სიყვარულის გამო დათმობს თავის უკვდავებას  და მეორე  ,,ევგენი ონეგინში,, ტატიანას უფრო ღრმა სახასიათო როლი, სადაც ჩანს, თუ როგორ თმობს თავის პირად, ძველ და მჭრელ სიყვარულს ევგენი ონეგინის ( ჩემის აზრით, ტიპური თხის რქა იყო, თავისი მელანქოლიური მარტოსულობით ) მიმართ, ოჯახისა და მეუღლის სასარგებლოდ. ესაა კირჩხიბი ქალის პარადოსალური თვისება, ერთ შემთხვევაში შეუძლია უკვდავება დათმოს სიყვარულის გამო  და მეორე შემთხვევაში კი პირიქით, სიყვარული დათმოს ოჯახის გამო !

მამაკაცი მსახიობი კირჩხიბები ამერიკული და მსოფლიო კინოს ლეგენდები არიან, მე აღარ მოვყვები მათი ისტორიების დეტალურ აღწერას, უბრალოდ სახელებს დავასახელებ: სილვესტერ სტალონე, ტომ კრუზი, ჰარისონ ფორდი ... ამათგან განსაკუთრებით მომწონს ტომ კრუზის მიერ შესრულებული არისტოკრატი ვამპირის როლი ფილმში ,,ინტერვიუ ვამპირთან,, , შთამბეჭდავი ტიპაჟია.

რადგან მსახიობებზე ჩამოვარდა საუბარი, ერთს დავამატებ კიდევ. მე იმ თეორიის მომხრე ვარ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაზე უკეთ ვინმეს განსახიერება იმას შეუძლია, ვის ფსიქიკაშიც ესა თუ ის როლი სადღაც შენახულია და საჭირო მომენტში მისი გაცოცხლება ხდება ქვეცნობიერი ინსტიქტებით. როგორც უკვე ავღნიშნე, კირჩხიბები ძალიან მგრძნობიარე და ხანდახან გულჩათხრობილი არსებებია, თუმცა ზოგჯერ მათი სწრაფვა ფუფუნებისაკენ მათი ტრაგიკული დეგრადირებით სრულდება ხოლმე. მოგეხსენებათ, კირჩხიბები მისი საპირისპირო კარდინალური ნიშნისაგან, თხის რქისაგან განსხვავებით, სპარტანული ამტანობით ნამდვილად არ გამოირჩევიან და შესაბამისად ძალიან იტანჯებიან, როდესაც გარშემო კომფორტი არ აქვთ. ხოლო კომფორტის შესაქმნელად და სიმდიდრის საშოვნელად, ხშირად შეიძლება დანაშაულებრივ გზასაც დაადგნენ.

საბჭოთა კინოს ერთ-ერთი შედევრი - ,,12 სკამი,, , რომელშიც ოსტაპის როლს გენიალურად ასრულებს ქართველი მსახიობი არჩილ გომიაშვილი. აქვე არ დამავიწყდეს და ოსტაპ ბენდერის პროტოტიპი იყო ებრაული წარმოშობის ოსიპ ბენიამინის ძე შორი, დაბადებული 1899 წ. 30 მაისს ( ტყუპები ), ქ. ნიკოპოლში ( უკრაინა ) და გაზრდილი ოდესაში. პროფესიით ოსიპა იყო კრიმინალური სამძებრო სამმართველოს ინსპექტორი. ოსიპ შორი მიუნჰაუზენური ტიპის პიროვნება იყო და ათასგვარ ამბებს იგონებდა, ძირითადად ავანტიურისტულ სტილში, რომელსაც უყვებოდა მაშინ ცნობილ მწერალ ვალენტინ კატაევს, რომელმაც თავის მხრიდან ეს ისტორიები გაუზიარა ილია ილფსა და ევგენი პეტროვს, რომლებმაც შემდეგ დაწერეს რომანი ,,12 სკამი,, და მისი გაგრძელება ,,ოქროს ხბო,, , სადაც ოსტაპ ბენდერის დაუვიწყარი ტიპაჟი შექმნეს.

,,12 სკამის,, მეორე გენიალური ტიპაჟია კისა ( იგივე იპოლიტ მატვეის ძე ) ვორობიანინოვი, რომელსაც უხვად ახასიათებს კირჩხიბური ,,ზამაშკები,, J ... და რომლის როლსაც ასევე გენიალური მსახიობი სერგეი ფილიპოვი ასრულებს, ესეც კირჩხიბი ! ... ფილმის ბოლო სცენაში, ამდენი ხეტიალისგან გასავათებული კისა, როგორც იქნა ოსტაპისგან გაიგებს სანატრელ ამბავს, რომ ნაპოვნია უკანასკნელი, მე-12 სკამი, სადაც კისას სიდედრის დანატოვარი ბრილიანტებია ჩამალული და ამ დროს იფეთქებს სწორედ კისას ქვეცნობიერში შავი მთვარე ... კისას სიძუნწე დასძლევს და იფიქრებს, რაღა ოსტაპას გავუყო განძიო, ადგება და შუაღამისას, როცა ბენდერი ბედნიერ ძილშია ჩაფლული, დანას ყელზე გადაუსვამს მოსაკლავად ... მაგრამ კურიოზი ისაა, რაც ფინალში ხდება. კისა მიაგნებს სკამს, იმავე დანით დასერავს, დაშლის და ... რა თქმა უნდა ბრილიანტები იქ აღარ აღმოჩნდება. აი, აქ კი კისა სიმწრისაგან ყმუილს იწყებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს თეორიას, რომ კირჩხიბები ზურგს უკან დანის ჩარტყმით წარმატებას მაინც ვერ აღწევენ და თავად ნადგურდებიან მორალურად J.

მომღერალი კირჩხიბები ყველასათვის საყვარელი ესტრადის გმირები არიან, რომელთა სიმღერებში იგრძნობა რომანტიკა, ემოცია, სენტიმენტალიზმი. ბავშვობაში საფრანეგთის გახსენებაზე ერთ-ერთი ასოციაცია, რომელიც წითელ კონცლაგერის მცხოვრებლებს უჩნდებოდათ, ეს იყო ნამდვილი ფრანგული შარმის მქონე მირეი მატ'იე, ფრანგული ესტრადის მეგავარსკვლავი, საპატიო ლეგიონის კავალერი (!), რომელმაც ფრანგული შანსონის დაუვიწყარი ეპოქა შექმნა.

ვახტანგ კიკაბიძეზე, ამ გულიან და ჯიგარ ქართველ კირჩხიბზე რაღა უნდა დავწერო, ყველა კარგად იცნობს !

... ალბათ ბევრს მოსწონს, ან მოსწონდა ყოველშემთხვევაში, ჯო დასენი და მისი სიმღერები ... არა, ჯო დასენი კირჩხიბი არაა, ის მორიელია, მაგრამ მისი პოპულარული რეპერტუარის უმეტესი ნაწილი ცნობილი იტალიელი კირჩხიბის - ტოტო კუტუნიოს შექმნილია  J .

ვალერი მელაძის სიმღერები, მე პირადად არ მომწონს და ვისაც მოსწონს, მოსწონდეს, გემოვნებაზე არ დაობენ ... თან მელაძეც კირჩხიბია J.

მხატვრობას რაც შეეხება, კირჩხიბებმა მხატვრობაში ისეთი კვალი დატოვეს, რომ დღემდე მათ მიერ შექმნილი შედევრები ამოუხსნელი გენიის საიდუმლოდ რჩება. ჯერ მარტო რემბრანდტის ნამუშევრებს რომ შეხედო, მე მაგალითად მთვარის შუქ-ჩრდილი მახსენდება. მისი ფერებიც არაა მზიანი, მასში უფრო სევდიანი და იდუმალი მთვარე იგრძნობა, ვიდრე მზიური სიხალისე.

პიტერ პაულ რუბესი ხომ გახსოვთ ? რავარი სავსე ქალები ყვარებია მაგ დალოცვილს J ... არ ვიცი, ზოგადად კირჩხიბები სისავსისადმი როგორ არიან, მაგრამ მე პირადად რუბენსის ქალებში კომფორტისა და ფუფუნების მანიაკალური სიყვარულის ანარეკლს ვხედავ. ნებისმიერი ნახატი, ისევე როგორც შვილი, მხატვრის, მშობლის სულის ანარეკლია და რუბენსის ქალებშიც კარგად სჩანს კირჩხიბისეული ლტოლვა სისავსისა და კომფორტისადმი J .

ბარსელონაში ერთი საოცარი შენობაა, საოცარი არქიტექტურით, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშაა და რომელსაც წმინდა ოჯახის კათედრალს ეძახიან. ამ ტაძრის ფანტასმაგორული, ნეოგოთიკური და მოდერნისტული არქიტექტურა ზუსტი გამოხატულებაა მისი შემქნელის, ცნობილი კირჩხიბი არქიტექტორის სულისა და ქვეცნობიერი მთვარისებრი სამყაროსი. ამ გენიალურ არქიტექტორს ერქვა - ანტონიო გაუდი !

კირჩხიბების ჰუმანისტური ბუნება ძალიან კარგად და ნათლად გამოვლინდა ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატის, მწერალ ერნეტს ჰემინგუეის ნაწარმოებებში - ,,მშვიდობით, იარაღო !,, , ,,მოხუცი და ზღვა,, ... ეს უკანასკნელი სავსეა ინტუიციური მსოფლმხედველობით, როდესაც სამყაროს და მოვლენებს აღიქვამ არა ცივი ლოგიკით, არამედ ემოციებით, ინტუიციურად.

სპორტში კიბოებს ასევე დიდი მეგავარსკვლავები ყავთ. დღევანდელობის უდიდესი ფეხბურთელი ლიონელ მესი, ასევე რაულ გონსალესი და რა თქმა უნდა ... ყველასთვის საყვარელი და არა მარტო ფეხბურთელი, არამედ ნაღდი კაცური კაცი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობას 2006 წელს, ფინალურ მატჩში იტალიის ნაკრებთან, პირადი და ოჯახის ღირსების დაცვა ამჯობინა და პროვოკატორ იტალიელ აფერისტს, მარკო მატერაცის ( ლომი ) ცხვირში თავი ხია, რასაც იმსახურებდა კიდეც ეს პიჟონი ლომი J ... და ვინ იყო ეს თავტვლიპინა ვაჟკაცი, თუ არა ზიზუ, იგივე ზინედინ ზიდანი, რომლის თავმა და ასევე ფეხებმაც 1998 წელს საფრანგეთს მსოფლიო ჩემიონობა მოუტანა, ხოლო 2000 წელს ევროპისა ! ... 2006 წელს კი - მთელი მსოფლიოს დასანახად, მის ოჯახს ღირსების დაცვა ! ... ბევრი ვერ ჩაიდენდა ასეთ საქციელს და საკუთარ ეგოისტურ ვნებებს შესწირავდა დედისა თუ დის შეურაცყოფას, ზიზუმ კი ყველა, მთელი მსოფლიო დაიკიდა და მატერაცი მიბეგვა ... ჯერ მარტო ამიტომ არის საპატივცემულო ზიდანი, ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ.

რკინის მაიკს ხომ ყველა იცნობთ, იგივე მაიკ ტაისონს ... მოკლედ მე არ ვიცი, სად კირჩხიბი და სად რკინის მაიკი, მაგრამ ასეა, კიბოა ეს შავი ბულტერიერი J.
...
კირჩხიბები და ძველი კეთილი ოჯახური ტრადიციები ახლო ცნებებია, როგორც ავღნიშნე.

დღევანდელი მსოფლიოს უძლიერესი ზე-სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობაც შემთხვევით არაა 4 ივლისს, კირჩხიბების პერიოდში გამოცხადებული. არის აქ ერთგვარი სიმბოლიკა, რადგან ამერიკის სიძლიერე უპირველესად მის ფინანსურ სიძლიერეზე დგას და სწორედ ამ კომფორტის შენარჩუნების გამო, ხშირად ამერიკა, ყოველგვარი ზნეობისა და კანონების უგულვებელყოფის ფასად, მაგრამ მაინც, სისხლიან ტერორებს აწყობს მსოფლიო მასშტაბით. ამერიკა, შეიძლება ბევრს უცნაურადაც მოეჩვენოს, მაგრამ საკმაოდ ტრადიციული ქვეყანაა, მართალია ის ახალგაზრდა სახელმწიფოა, მაგრამ ოჯახურ-სენტიმენტალურ ტრადიციები საკმაოდ ფესვგამდგარია.

ამერიკული ოცნება, კირჩხიბი, ფინანსები, მთვარე, ტამპლიერების განძი, ყოვლისმხედველი თვალი და ძალაუფლების მასონური პირამიდა - ასოციაციურად ერთი და იგივე ჯაჭვია.

სულ ახლახანს ამერიკელმა ტეხასელმა კირჩხიბმა, ჯორჯ ბუშმა ( უმცროსმა ), მესოპოტამიის ,,სამადავოლნი,, კუროს, სადამ ჰუსეინს, ნავთობის და ფუფუნების გამო რა ტერორიც მოუწყო, მთელმა მსოფლიომ ნახა.

ხოლო საქართველოში იყო ერთი მართლა ახვარი კაცი, რომელმაც საკუთარი კომფორტისა და ძალაუფლების გამო ხელი აღმართა ისეთ წმინდა ცნებაზე, როგორიცაა სახელმწიფოს ერთიანობა და დამოუკიდებლობა. ის იყო ტიპიური შუასაუკუნეების ფეოდალური და წითელი საბჭოთა კონცლაგერული, მახინჯი მენტალიტეტის მქონე ჩია კაცუნა, რომელსაც იმხელა განდიდების მანია სჭირდა, რომ თავი პატარა რეგიონის მეფუკად კი არა, ალბათ იმპერატორად მიაჩნდა, თუმცა როგორც ყოველთვის ავღნიშნავ, კირჩხიბებს არ გამოსდით ,,პოდლობით,, წარმატების მიღწევა და ამ კაცის შემთხვევაშიც ასე იყო. ასლან აბაშიძემ ( აჭარისა და სრულიად საქართველოს ერთ-ერთმა კიბომ ) საკუთარ სამშობლო საქართველოს ღიად და აშკარად ,,უპოდლა,, ჩრდილოელ მონღოლ-სლავთა ორკების ბელადებთან, რაც მისი სამარცხვინო გაქცევით დასრულდა კიდეც. რომ გეკითხათ ვიღაც-ვიღაცეებისათვის, მას ,,აჭარის ლომს,, ეძახდნენ ... სად ლომი და სად გაიძვერა კიბო, მაგრამ ფაქტია, რომ ისე იყო, როგორც ვთქვი - ასლანამ ,,იპოდლა,, და ბოლოს მოკურცხლა ! საქართველოს ისტორიაშიც ერთ-ერთი ,,პოდლის,, სახელით შევა ... არადა რამდენია, ერთ დროს ასლანას მზეს რომ ლოცულობდნენ და ახლა მიშას ,,ეპადხალიმებიან,, ... ა, ესაა ტიპიური უპრინციპობა, უზნეობა და მდაბალი, კუჭისებრი ინსტიქტებზე აწყობილი ცხოვრების სურვილი. ჩემთვის მათი ე.წ. მსოფლმხედველობა ჩინურივით გაუგებარია და რა ვიცი.

... მოკლედ, აქ კირჩხიბებზე ვსაუბრობ და ისევ ერთი-ორი ვერძი მინდა გავიხსენო.
ლაჩარი კირჩხიბისა და კლავიატურის ,,ვაჟკაცი,, ვერძის ამბავი გინდათ მოგიყვეთ ?

ერთ-ერთი, პირველ თავში რომ ვიგულისხმე, ერთ დროს პატრიარქს ხმალამოღებული იცავდა და მიშას ვირტუალურ რევოლუციებს უწყობდა თავის ჭკუაში. მახსოვს, ვინმე რომ საპირისპირო აზრს იტყოდა, მეც მათ შორის და ისე გამოვიდოდა, თითქოს მიშას ვიცავდით, უტაქტოდ იფურთხებოდა აქლემივით და ერთი-ორ შეურაცხმყოფელ სიტყვასაც წამოროშავდა ხოლმე, ,,მიშმაკაკებს,, გვეძახდა J ... აქაოდა კლავიატურის რაინდი ვარო, შორსა ვარ, შოტლანდიაში და აქ მაინც ვერ მომწვდებიანო. რამდენჯერ მითქვამს ჩვენი საერთო ნაცნობისათვის ( მორიელია ის კაცი, რომელიც ამ ვერძს რუსეთუმე აგენტს ეძახდა, ახლა კი კაი სიყრმის ძმაკაცივით ეჭუკჭუკება ), ეს თავგასიებული ვინი-პუხი მომცა აქვე, სუფრასთან, გავამიშმაკაკებდი მეთქი J ... გავიდა დრო და ეს ვერძი კათოლიკე გახდა, ახლა პატრიარქს აფურთხებს და ლანძღავს. გეგონება თვითონ ნეტარი ავგუსტინე იყოს, ყველას ჭკუას არიგებს, რაღაც წვეტიანი აზრები აწუხებს და რაც მთავარია გიჟი მიშისტი გახდა ! J ... რისი ბრალია მისი ასეთი ტრანსფორმაცია, არ ვიცი, მაგრამ ესაა უპრინციპობის და უზნეობის კლასიკური ნიმუში. დიალოგი მაგან არ იცის, როგორც აქლემივით იფურთხებოდა შუა საუბარში, ისევ ისე იფურთხება, ელემენტარულ განსხვავებულ აზრს ვერ იტანს და რა აზრი ჰქონდა მაგის გაკათოლიკებას, ვირს გინდა ჩოხა ჩააცვი, გინდაც ჯვალო, მაინც ვირად რჩება ... არადა ადრე მიშას სიძულვილით მზად იყო, მოსკოვში გაქცეული კიბო ასლანა უკან დაეპატიჟა, რომ იქნება მიშა მოშორებულიყო საქართველოს.

ახლაც, ეს რომ წაიკითხოს, ვიცი ისევ ფურთხებას დაიწყებს და შეიძლება იქვე ვინმე სუსტი არსებაც შემოელახოს ( აბა ძლიერებთან პამპერსების საჭიროება აწუხებს ხოლმე ).

მეორე ვერძუკა, საფრანგეთში ცხოვრობს, ადრე ასლანას ჯარში მსახურობდა და რატომღაც ახლა მიშას ეფერება და აბოდებს მიშაზე J ... არა რა, ეს მიშა აშკარად რაღაც ოკულტურ ძალებს ფლობს, შორიდან კუზავს ხალხს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ზნეობასთან და ფასეულობებთან პრობლემები აქვთ !

ისევ კირჩხიბებს მივხედავ ...

ანდრეი გრომიკო გახსოვთ ? საბჭოთა დიპლომატიის მეტრი - კირჩხიბი იყო ... ნელსონ მანდელა და ანგელა მერკელიც კირჩხიბებია. მერკელს დააკვირდით, აბა მაგის ნდობა შეიძლება ? J ... გაზის და ფულის გულისთვის მთელს ევროპას გაყიდის, ოღონდაც თვითონ იყოს თბილად ჩაფუმფულებულ გერმანიაში. სხვათაშორის მერკელზე ამბობდნენ შტაზის თანამშრომელი იყოო და არც გამიკვირდება, რადგან შტაზი, მოსადი, კგბ და ც.რ.უ. , ის სამყაროა, სადაც კირჩხიბი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში ... საიდუმლო და კირჩხიბი ხომ განუყოფელი ცნებებია, თანაც კიბოებს ზოგჯერ ამ საიდუმლოებების გაყიდვაც უწევთ, ხოლმე, როცა მათ კომფორტს საფრთხე ემუქრება.



მსოფლიო ისტორიის ცოდნაში უდიდესი პროფანი უნდა იყო, რომ დაგავიწყდეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი კირჩხიბი. მე პირადად არც ერთი პოლიტიკოსი არ მიყვარს, რადგან თავად პოლიტიკა არ მიყვარს, მაგრამ ამ კაცს პოლიტიკოსთა და მხედართმთავართა შორის ყველაზე დიდ პატივს ვცემ. რომ არა ღალატით მკვლელობა, ამ აკცის ენერგია კიდევ უდიდეს საქმეებს გააკეთებდა, რომელიც მანამდე ჰქონდა გაკეთებული თავის სამშობლოსა და ხალხისათვის.  ესაა რომაელტა შორის უდიდესი რომაელი, მსოფლიო მმართველთა შორის დღემდე უდიდესი - იულიუს კეისარი ! ... რაღა აღარაა კეისრის სახელთან დაკავშირებული. ეს იყო კაცი, გენიალური პოლიტიკოსის კლასიკური მაგალითი და ცბიერების მწვერვალი, უშიშარი და დიდი სტრატეგოსი, სამხედრო ტაქტიკის გენია. ფაქტიურად მისი შემდგომი ევროპის პოლიტიკური ისტორია კეისრის ,,დაქოქილია,, და დღემდე ამ ინერციით განაგრძობს მუშაობას. თუკი ქრისტემ კაცობრიობის სულიერ სფეროში მოახდინა მარადიული რევოლუცია, კეისარი შეიძლება ჩაითვალოს ქრისტედ და მესიად კაცობრიობის პოლიტიკაში !

პეტრე ბაგრატიონი და იმამ შამილიც, ორივე კირჩხიბია ... შამილზე ამბობენ, ალექსანდრე ბატონიშვილის, ერეკლე II-ის ძის, უკანონო შვილი იყოო, თუმცა დადასტურებული არაა. შამილი გულმხურვალე პატრიოტი კაცი იყო, რომელიც მარტოდ-მარტო დაუპირისპირდა მსოფლიოს უდიდეს იმპერიას. ერთი საგულისხმო ფაქტია შამილის ბიოგრაფიიდან, როდესაც ის შეიპყრეს და ეტაპით მიჰყავდათ რუსეთის იმპერატორთან, რამდენიმე დღე მოანდომეს თურმე მგზავრობას ჩრდილო კავკასიიდან  პეტერბურგამდე. ბოლოს, როცა ჩავიდნენ, შამილს უთქვამს იმპერატორისთვის, ამდენი დრო მოვანდომეთ შენამდე მოღწევას და ამხელა უზარმაზარი მიწების პატრონს, რა გინდა, რას მებრძვი, ჩემთვის ჩემი სამშობლოს ერთი პატარა გოჯი მიწა არ გემეტებაო ...

ზოგადად მართლა კარგი ხალხია კირჩხიბები, დადებითი  და უარყოფითი კი ყველას ახასიათებს. კიბოებს უფრო მეტი დადებითი აქვთ, ვიდრე უარყოფითი. მეც შევეცადე სიმართლე მეთქვა და რამდენად გამომივიდა, თავად იმსჯელეთ.



გამოგონების დარგში, გერმანიამ მსოფლიოს აჩუქა ისეთი ცნობილი კიბო, როგორიცაა პეტერ პაულ მაუზერი. რა თქმა უნდა ყველას ეცნო ეს გვარი, რომლის სახელობისაცაა სახელგანთქმული მაუზერის და ზიგ-ზაგის ( და არა ,,ზიგ-ზაუერი,, ) პისტოლეტ-რევოლვერები. 

და ბოლოს, მთვარით დავიწყე და მთვარით დავასრულებ, რადგან კოსმიური განგება ისეთია, რომ შემთხვევით მართლა არაფერი ხდება  J. კირჩხიბების პლანეტა ხომ მთვარეა და თუ იცით ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა ?! ... უცნაურობისაგან გაოცებული ღიმილი მოეფინება თქვენს სახეს, როდესაც გაიგებთ, რომ ნილ ამსტრონგი, არ ყოფილა კირჩხიბი, არამედ ლომი იყო :) ... ლომმა, მორიელმა და თხის რქამ შედგეს პირველად ფეხი მთვარზე, ჰოდა ლომებზე შემდეგ თავში ვისაუბრებ !
ზოგადად მართლა კარგი ხალხია კირჩხიბები, დადებითი  და უარყოფითი კი ყველას ახასიათებს. კიბოებს უფრო მეტი დადებითი აქვთ, ვიდრე უარყოფითი. მეც შევეცადე სიმართლე მეთქვა და რამდენად გამომივიდა, თავად იმსჯელეთ.

ახლა კი ...

იძინეთ ტკბილად, მთვარის შუქზე და ვარდის ფურცლებში ! J


კ. კოლხი
05.06.2012 წ.
ისევ ფრანჯისტანი, ღრუბლიანი საღამო. 

Comments

  1. wordpress-ze gadmodi. da lomebis shemdeg morielebzec dawere :P nica

    ReplyDelete
    Replies
    1. ok :) magram , manamde qalculze da sascorze unda davcero. morielebze ki dzalian bevri mavs dasaceri !

      Delete

Post a Comment