თავი XII. თევზები - ილუზიის დასასრული
შესავალი
აღნიშნული პუბლიკაციების კრებული არის კონკრეტული პერსონაჟების
შესახებ მოკლედ გადმოცემული დახასიათებები, რომლებიც ძალიან სუბიექტური თვალთახედვაა,
გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და შესაბამისად არ გამაჩნია არავითარი პრეტენზია
ასტროლოგიის ზუსტ ცოდნაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგიური ალეგორიები უფრო ლიტერატურულ
ხერხადაა გადმოყენებული. უფრო მეტიც, ასტროლოგიას იმ სახით, რა სახითაც ის მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება საზოგადოებაში, ცრუ მეცნიერებად მივიჩნევ. რა თქმა
უნდა არსებობს პლანეტებს შორის უერთიერთზეგავლენის სრულიად ცხადი კანონზომიერება, ეს
აშკარაა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებით და თუნდაც პირადი ასტროლოგიური რუქებით ადამიანის
შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცედ მწამს, ყოველშემთხვევაში ჩემი
ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.
... ასევე, არ მაქვს პრეტენზია ლიტერატორობაზე, ამიტომაც აქ ბევრია
სლენგი და ჟარგონი. უბრალოდ დრომ მოიტანა და მინდა რაც სათქმელი მაქვს კონკრეტული პიროვნებების
მიმართ, ზოგის მიმართ დადებითი და ზოგიც უარყოფითი, ვთქვა თავისუფლად და ყოველგვარი
ფილოლოგიური ფორმალობების გარეშე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი გნსაკუთრებული პრეტენზიული
ლიტერატურული გემოვნების მქონე მკითხველს. თავიდან არც ვაპირებდი ეს ყველაფერი რაიმე
კანონზომიერი ფორმით შემეკრიბა და სისტემატიზაცია მიმეცა. ასე გამოვიდა, რომ ერთ სათქმელს
მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა ერთიანი დასახელებაც და სხვადასხვა თავებიც.
კ. კოლხი
თავი XII. თევზები - ილუზიის დასასრული
მოვიდა ოქტომბერი, უფლის წყალობითა და ხალხის მონდომებით
გადაგორდა ამა წლის ერთ-ერთი მძიმე და დაძაბული დღე და როგორც ამ პუბლიკაციების წინა
თავში ვახსენე, გველოდა მერწყულისა და მშვილდოსნის დუელი, თანაც მაშინ, როდესაც ლილიტი
ტყუპებში იყო გადასული, ხოლო ამ მშვილდოსნის ,,პირადი,, ლილიტიც ტყუპებში ყოფილა, როგორც
ამბობენ. როგორც ვნახეთ, მერწყულმა აბსოლუტურ წონაში სასტიკად დაამარაცხა გაყოყოჩებული
მშვილდოსანი. ადრეც ვამბობდი და იგივეს გავიმეორებ, მოახლოებულ მერწყულის ეპოქაში,
ვერძის ეპოქაიდან არქაული გადმონაშთების ცეცხლოვანი ფსიქიკით, გამარჯვებას ვერ მიაღწევს
ადუღებული კენტავრი მეთქი და ეგერ, სახეზეა შედეგიც ...
მერწყულის ეპოქის სიახლოვე თანდათან სდევნის თევზების
გრანდიოზულ კვალს კაცობრიობის ისტორიაში. თევზების ეპოქის მიწურულს ქარიზმატულ პოლიტიკოსთა
ხელში ჩაგდებულმა რელიგიის სადავეებმა საკუთარი პირველყოფილი სახე საბოლოოდ დაკარგეს
და კაცთა ხელში მძლავრ იარაღად იქცნენ ადამიანთა გასანადგურებლად.
ნეპტუნის წყალქვეშა სამეფო ჯერ კიდევ გამოუკვლეველია,
კვლავ უამრავ საიდუმლოს ინახავს, თუმცა არა ისეთი ბნელია, რომ ვერაფერი დავინახოთ,
თუ მოვინდომებთ. თევზებთან უამრავი მოგონება მაკავშირებს, კარგიც და კომიკურიც, უფრო
შეიძლება ითქვას კურიოზულიც. ამიტომაც მათი ფსიქიკის სიღრმეები ასე თუ ისე კარგად არის
ჩემთვის ნაცნობი.
პირველი რაც თევზებზე მახსენდება, ესაა ზღვის ჯურღმულებგამოვლილი,
ეულად მიტოვებული, ღრმა დეპრესიული მელანქოლია, ასევე შიშნარევი თვალები და სექსუალური
რომანტიკის წყალქვეშა ვულკანი. საერთოდ შიში და ფობია ადამიანის ფსიქიკაში სექსუალურ
ლიბიდოს აღვიძებს საშინლად, რადგან სექსი ფობიაშერეული ფსიქიკის საუკეთესო რელაქსაცია
და შიშის გაფანტვის საუკეთესო საშუალებაა.
სიმართლე რომ გითხრათ, თევზებს ვერ ვენდობი, ემოციურად
ძალიან არამყარი ხალხია, თუმცა კი სიკეთისა და ჰუმანიზმის განსახიერებები არიან. არასოდეს
ბევრს არ საუბრობენ და თუ საუბრობენ, ან ძალიან ღრმა ინტუიციური სიბრძნის დემონსტრირებას
ახდენენ, ან არადა, როგორც იტყვიან, გამოგონილი
ილუზიებით პრუტუნობენ, უცებ ეცვლებათ განწყობილება, ესეც მათი დეპრესიის გამო. რა უნდა
იყოს ამ ყბადაღებული დეპრესიის მიზეზი, თუ არა სამყაროსგან მიუღებელი სათანადო სიყვარული
მათ მიერ უანგაროდ გაცემულ სათნოებაზე.
ხანდახან თევზების ნებელობა საერთოდ ნულის ტოლია, ყველას
ნებას დამორჩილდებიან, უარის თქმა არ შეუძლიათ, მისული უპასუხისმგებლო სიბრიყვემდე
და რწმენამდე, რომ თურმე ქვეყანაზე უსაშინლესი დამნაშავესაც კი, რომელმაც საკუთარი
კერა შეგიგინა, გენოციდი მოაწყო, დაგინგრია ქვეყანა, შეგიძლია აპატიო და მიუტევო.
ყველაზე ნათლად რაც დავინახე მათ ხასიათში, ისაა, რომ
უდიდეს ზეგავლენას განიცდიან ყოველგვარი მისტიკისა თუ მისტიფიცირების, იმდენად ერთგულები
არიან საკუთარი ნატურის, რომ ერთხელ თუ ირწმუნებენ საკუთარ ილუზიას, შეუძლიათ ცხოვრების
ბოლომდე სდიონ მას, თუნდაც მცდარს, გამოგონილს ... ელიოზი ხომ გახსოვთ ფილმიდან ,,ნატვრის
ხე,, , რაღაცით მაგ ტიპაჟს მაგონებს ზოგიერთი თევზის შინაგანი ნატურა, მუდამ ნატვრის
თვალის ძიებაში, ბოლოს ხეზე გაყინულს რომ იპოვნიან საწყლად ...
გულჩვილი და სენტიმენტალური თევზები, მარად მოწყვეტილები
არიან რეალობას, ოცნება ურჩევნიათ სიმართლის თქმას და მართლაც, ვისაც შევხვედრივარ,
ყველა თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს. ზოგის სამყარო ნათელია, ზოგის კი ბნელი,
გოთიკური, სანგინისფერი. მათ შორის არსებობენ მაღალგანვითარებული და დაბალგანვითარებული
ტიპაჟები. ყველაზე პოპულარული და ცნობილი თევზი - აინშატაინი ალბათ მაღალგანვითარებული
იყო, ისევე როგორც სხვები: ვივალდი, შოპენჰაუერი, გეორგ ჰენდელი, რიმსკი-კორსაკოვი,
იური გაგარინი, ოლეგ იანკოვსკი, კურტ რასსელი, ბრუს უილისი, დენიელ კრეიგი, დანიილ
სტახოვი, ვალენტინა ტერეშკოვა, შერონ სტოუნი, ევა ჰერციგოვა, ევა მენდესი, ანა სემიონოვიჩი,
ირინა ალფეროვა, კურტ კობეინი, ჯონ ბონ ჯოვი, ანდრეი მირონოვი, დრიუ ბერიმორი ...
... და რა თქმა უნდა დიდი ჰუმანისტი ვიქტორ ჰიუგო, ჩემი
საყვარელი მწერალი. ასევე სტეფან მალარმე, დიდი ფრანგი პოეტი, სიმბოლისტური პოეზიის
თვასაჩინო წარმომადგენელი.
ლედი გაგა, არ ვიცი, მაღალგანვითარებული თევზია თუ პატარა
ლიფსიტა, მაგრამ ფაქტია, რომ პოპულარულია J ... ელიზაბეტ ტეილორს და ორნელა მუტტის ნამდვილად პატარა
ლიფსიტებად ვერ ჩავთვლით, პირველს მე შევადარებდი დედალ ზუთხს, მეორეს უგემრიელეს ზღვის
ორაგულს J ...
აქვე გამახსენდა, თხის რქისა (ჩელენტანო, რაისა გორბაჩოვა)
და თევზების (ორნელა მუტტი, მიხეილ გორბაჩოვი) ურთიერთობა უკიდეგანო რომანტიზმის მწვერვალად
შეიძლება ჩავთვალოთ, თუნდაც პირადი მემუარები რომ მოვიშველიო. თუმცა არავინ იზიდავს
თევზებს ისე, როგორც ღრიანკალი. ღრიანკალი თევზებისთვის თითქმის ყველაფერია, მასში
ხედავს სიძლიერესაც და უსაზღვრო ვნებასაც, უნატიფეს სილამაზესაც და რა თქმა უნდა მისთვის
საყვარელ ილუზიასაც, ასევე უსაზღვრო ტანჯვასაც, რადგან სამი რამ კვებავს თევზების ლიბიდოს
- შიში, ილუზია და ტანჯვა, რომელიც მაზოხისტურ ქცევებში ვლინდება. ამ სამი ფაქტორის
გარეშე თევზი არ იქნება თევზი ! ... თუმცა არავის ისე არ შეუძლია თავის გაწირვა მოყვასისთვის,
როგორც თევზებს, არავის ისე არ შეუძლია სხვას გაუგოს, როგორც თევზებს და სადღაა აქ
მათი ,,ეგო,, ? ... უბრალოდ მისი ადგილი აღარ რჩება და ამიტომაც მე ასეთ ყოფას მაზოხისტურს
ვეძახი.
ილუზია, ფანტასმაგორული სამყარო თევზების სისუსტეა და
არავის ისე არ შეუძლია ილუზიის შექმნა თევზებისთვის, როგორც ღრიანკალს, არც ვერაგ თხის
რქას და არც ცბიერ კუროს ან არტისტულ ლომს. ღრიანკალი ამ ყველა ნიშანს არტოსტობაში
აღემატება და ამით ატყვევებს, ნებელობას ართმევს და აჰიპნოზებს თევზებს, რომელიც საკუთარი
ნებით სიამოვნებით ებმება ღრიანკლის ბადეში.
მე არ მჯერა უბრალო დამთხვევების და უბრალოდ დამთხვევაა
თუ არა, მაგრამ დიდი ილუზიონისტი იგორ კიო თევზებია J ... ანეგდოტად ქცეული, ,,მრისხანე,, ჩაკ ნორისიც თევზია
და ასევე საბჭოეთის ეპოქის ერთ-ერთი პირველი ექსტრავაგანტური და ცოტა ორიენტაციასაეჭვო
ესტრადის მომღერალი ვალერი ლეონტიევი.
თევზების თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან მსოფლიო
ხელოვნების ტიტანები, როგორებიცაა მიქელანჯელო და რენუარი, ვრუბელი, ვასცენოვი ...
ხელოვნების არა, მაგრამ კომპიუტერული ტექნოლოგიების
ტიტანი სტივ ჯობსიც თევზია.
არ შეიძლება არ ავღნიშნო მსოლფიოს ზესახელმწიფოს, ამერიკის
შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი თევზი მსოფლიო
ისტორიაში - ჯორჯ ვაშინგტონი.
თუმცა არვის ეგონოს, რომ თევზები გაყვითლებული მელანქოლიის
შემოდგომის ფურცელს ჰგვანან. ჩემს მეხსიერებაში მათ უფრო გაზაფხულს შევადარებდი, მოუსვენარ
და მარად განახლებად არსებებს, უზარმაზარი შინაგანი ენერგია აქვთ, ღრმა ინტუიცია და
ნატიფი მსოფლმხედველობა. თუმცა ერთია ის, რომ მუდამ წუწუნებენ, რომ მათი წარუმატებლობის
მიზეზი ვიღაც სხვაა, ვინც მათი ნდობა ბოროტად გამოიყენა. არადა სიმართლე რომ ვთქვა,
თევზებს არა და არ უნდათ სიმართლეს გაუსწორონ მზერა და თამამად მიიღონ რეალობა, ესაა
მათი წარუმატებლბის მიზეზიც. თევზს მატერიალური და სულიერი კომფორტის გარეშე არ შეულძლია,
ძალიან დამოკიდებულია გარესამყარო პირობებსა და გავლენიან პიროვნებებზე. პროზაული გარემო
მისთვის ციხეა, რეალობა მისთვის ჯალათია და ამიტომაც, ძალიან დიდი მიდრეკილება აქვთ
ნარკოტიკისა და ალკოჰოლისადმი. ბევრი მინახავს დეპრესიისგან განარკომანებული ან გალოთებული
თევზი. სუსტი ნერვების პატრონები არიან, უბრალო სიოს წამობერვაზე მაშინვე ღელვას იწყებენ.
მატყუარა თევზებიც მინახავს და შანტაჟისტებიც, ტირილი
და ცრემლი მათი იარაღია J
... აღარ დავკონკრეტდები და არ გავიხსენებ, მაგრამ ფაქტია, ასეთებიც მინახავს. ფანატიზმის
,,მამები,, არიან და ხშირად ეზარებათ მუშაობა, სიკეთესა და სიბოროტეს შორის ვერ არჩევენ
ზღვარს და რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, ესაა მათი თვალახვეული კომფორმიზმი. ურჩევნიათ
რეალურ ბოროტებაზე თვალი დახუჭონ, საკუთარი ტვინის მედიტაციით ახალი ილუზია გამოიგონონ
და შემდეგ იწამონ, იცხოვრონ ამ ილუზიით, რათა მათი ფაქიზი გული არ დაისეროს მწარე რეალობის
შავბნელი ფერებითა და ირგვლივ არსებული ბოროტების აშკარა აღვირახსნილობით.
რეალობასთან ისინი უსუსური არსებები არიან, რაც მათი
ფსიქოლოგიური არამდგრადობით არის განპირობებული, ამიტომაც ადვილად ექცევიანს ხვისი
მანიპულაციების ქვეშ. თევზებს არ აქვთ ინდივიდის ნებელობა, ისინი უფრო ბრბოს, მასსას
მაგონებენ, ერთ დღეს უფალს ,,ოსანას,, რომ უმღერის და პალმის რტოებს ფეხქვეშ უგებს,
მეორე დღეს კი ჯვარს რომ აცვავს. ამიტომაც, თევზების ფსიქოლოგია მასობრივია და არა
ინდივიდუალური.
უამრავი ფობია, შიშები, უკიდურესი სენსიტიურობა, ემოციური
არამდგრადობა და უეცარი ვულკანური აფეთქებები უმიზნო შედეგით, თვალცრემლიანი სენტიმენტალიზმი
და ამავე დროს რომანტიკა, ასევე უკიდეგანო სიკეთე, სილამაზე, იდუმალება, ღრმა ინტუიცია
და მისტიციზმამდე აყვანილი მსოფლმხედველობა, სათნოება, კაცთმოყვარეობა, სასოება, თავგანწირვა,
ქველმოქმედება და ისეთივე ფანატიკური სიყვარული, როგორც ფანატიზმით გამოკვებილი სიძულვილი
... ყველაფერი ეს თევზებს ახასიათებს.
... რაღა გავაგრძელო. თხის რქასა და თევზებზე მქონდა
საუბარი ზემოთ და მართლაც ამ ორ მისტიკოსს, ორ უსაზღვროდ რომანტიკოსს შეუძლიათ იდეალური
კავშირი შექმნან, ერთად შეიცნონ სამყაროს იდუმალი არსი, თუმცა ცხოვრება მოულოდნელობითაა
სავსე ... სამწუხაროდ ერთ ადამიანს, ოქროსფერთმიან და ცისფერთვალება პატარა თევზუკას
გული ვატკინე ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ და დაუმსახურებლად, უფრო სწორად ახსნა-განმარტებას
ნამდვილად იმსახურებდა ჩემგან. ახლა გულწრფელად ვნანობ ჩემს სიტყვის უთქმელად გაქრობას ...
კ. კოლხი
12.10.2012წ.
ეპილოგი
მაშ ასე, მეგობრებო, როგორც იქნა დასასრულს მივაღწიე.
ძალიან კი გამიგრძელდა. ჰოდა, რეზიუმეს გავაკეთებ და მოვრჩები ამით.
ბევრი გამომრჩა გასახსენებელი, უფრო სწორად ყველას შესახებ
რომ დამეწერა, არ მეყოფოდა არც დრო და არც მოთმინება.
მაპატიეთ, თუკი ვინმეს სიმართლე ვუთხარი, სიმართლე მწარე
და მჭახე ფორმებში, ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი, თუმცა სიმართლის თქმისთვის მგონია,
რომ მადლობას უფრო ვიმსახურებ, ვიდრე შეჩვენებას J ...
... როგორც დავაკვირდი, ჩემს ნაწერებში ბევრმა საკუთარი
ხასიათი შეიცნო ... არადა ფაქტი ისაა, რომ
ეს ყველაფერი ეს არის სოფისტიკა და ილუზიაა ! ... მაგალითად, თუკი ვინმე დარწმუნებულია,
რომ მის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ სხვა ზოდიქოს არ ვახასიათებდი, მაშინ ღმერთმა შეარგოს
ეს სიმართლეც და ეს ილუზიაც J.
ფაქტი ისაა, რომ არ არსებობს ძლიერი და სუსტი, ბოროტი
და კეთილი, ცუდი და კარგი ზოდიაქოს ნიშნები, არსებობენ სუსტი და ძლიერი, ბოროტი და
კეთილი, ცუდი და კარგი ადამიანები.
რა არის სოფისტიკა ? ... მარტივად ვიტყვი: ადვოკატებს
აქვთ ერთი ჩვევა, შეუძლიათ კანონის ორმაგი ინეტპრეტაცია გააკეთონ და მოკლედ რომ ვთქვათ,
დოქს საიდანაც უნდა იქედან მიაბამს სახელურს და ასევე ატრიალებს სამყაროსაც, მითუმეტეს
ისეთ სამყაროს, რომლის უმთავრესი კანონი თვიშთაგონება ან სხვების შთაგონებაა. მანიპულაციაა
ეს ყველაფერი და მენტალური თვითჰიპნოზი, თუმცა ასტროლოგია ამავდროულად ისეთივე რწმენის
საკითხია, როგორც რელიგია. დიახ, მასში არის კანონები, ურყევი, რომელთა შეცვლა ადამიანს
არ შეუძლია, მაგრამ ადამიანს შეუძლია შეცვალოს მისი ზეგავლენა აიცილოს და ფეხი გადადგას
იქ, სადაც სადაც არ თავზე არ აწვიმს, მითუმეტეს, მაშინ როცა ინფორმირებული იყო იმის
შესხებ, რომ მოსალოდნელი იყო წვიმა.
როგორც ვიღაცამ დაინახა, რომ ჩემს მიერ აღწერილი მერწყულის,
თხის რქის, მორიელის ან ტყუპების თვისებები მას ახასიათებდა, იმავე მონდომებით დავარწმუნებ
მტკიცების საპირისპირო პოზიციაში, რომ მერწყულის კი არა, არამედ სასწორის თვისებები
უფრო ახასიათებს, ან რა დარწმუნებულია მკითხველი, რომ მერწყულის თვისებები აღვწერე
მერწყულების თავში და არა კირჩხიბის ?! J ...
ცოდნის ფლობა აბსოლუტურ ზეგავლენას და ძალაუფლებას ნიშნავს,
ესეც გასათვალისწინებელია.
სიბრიყვე იქნებოდა იმის მტკიცება, რომ არ არსებობს ციური
სხეულების ურთიერთზეგავლენა. დააკვირდით სინათლის პრიზმას, სინათლე, რომელიც ერთი შეხედვით
ერთფეროვანი ჩანს, სინამდვილეში ფერების მთელი სპექტრისგან შედგება. ერთი პრიზმის მოქმედების
ზეგავლენა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადამიანებს ამ რეალობისთვის ერწმუნათ და თუ
პრიზმა ახდენს გავლენას ადამიანის მსოფლმხედველობაზე, ბუნებრივია სამყაროში ყველა-ფერი
ყველა-ფერზე ახდენს გავლენას და ყველა-ფერი ერთად კი ადამიანის ფსიქიკაზე. ხოლო ადამიანის
ფსიქიკა კი - ყველა დანარჩენზე. ცოტა უცნაური წარმოსადგენია, მაგრამ თუ დაფიქრდებით,
მიხვდებით, რომ თქვენივე სამყარო თქვენივე ფიქრებში იბადება, ვითარდება და კვდება
... ან უსასრულოდ აგრძელებს სიცოცხლეს. ასევეა სიკვდილისა და სიცოცხლის ციკლიც. სიკვდილი,
ხორცის მოძველება და გახდა ყველაზე დიდი ილუზიაა იმისა, რომ ყველაფერი მთავრდება.
სიცოცხლის არსებობის ლოგიკური არსის გამართლება უკვე
გამორიცხავს სიკვდილით მის დასასრულს ! ... ან კიდევ, როგორ შეიძლება ყველა-ფერი დასრულდეს
ხორცის სიკვდილით, როდესაც ეს ყველა-ფერი არის ყველა-ფერი და თავდ ღმერთი, აბსოლუტური
ძალა, რომელიც მუდამ არის, რომელსაც არ გააჩნია დრო, რომელის ნაწილაკებიც ვართ ვენ
ადამიანები ?! ... ღმერთმა შიშით დათრგუნა ადამიანი და შემოიღო მის სხეულში დროის ცნება,
თორემ თავისსავე ნაწილს, ადამიანის უკვდავ სულს ბუნებრივია ვერ დაუწესებდა დროის ათვლას
...
ადამიანის თავისუფალი ნება ყველაზე მაღლა დგას, არათუ
ამ ილუზორულ, პუბლიცისტურ კრებულში ნაბოდიალებ სოფისტიკაზე, არამედ ყველანაირ ზოდიაქო-ასტროლოგიაზე,
ყველნაირ რელიგიურ დოგმატიკაზე, რადგან ადამიანია უსასრულო ღმერთის ნაწილაკი და მისი
ხატება. ადამიანმა რომ მოინდომოს მთელს ეკლექტიკას, ალუმინის სინივით თითზე დაიხვევს
... უბრალოდ რწმენა და სიყვარულია საჭირო.
ირგვლივ ჰაერი სავსეა სიხალისით, უდიდესი პოზიტიური
მუხტით. ყველაფერი შეიქმნა სიტყვით და ყველაფერი დაიწყო სიტყვით, ასევე სიტყვით მთავრდება
ზოდიაქოსოფიაც.
გისურვებთ ევროკავშირში მალე შეცუნცულებას, განურჩევლად
ყველა ზოდიაქოს ! J
...
მომავალ შეხვედრამდე,
კ. კოლხი
12.10.2012 წ.
საოცრად დემოკრატიული თბილისი
Comments
Post a Comment