ზოდიაქოსოფია. თავი XI. მერწყული – თავისუფლების მედროშე


შესავალი

აღნიშნული პუბლიკაციების კრებული არის კონკრეტული პერსონაჟების შესახებ მოკლედ გადმოცემული დახასიათებები, რომლებიც ძალიან სუბიექტური თვალთახედვაა, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და შესაბამისად არ გამაჩნია არავითარი პრეტენზია ასტროლოგიის ზუსტ ცოდნაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგიური ალეგორიები უფრო ლიტერატურულ ხერხადაა გადმოყენებული. უფრო მეტიც, ასტროლოგიას იმ სახით, რა სახითაც ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება საზოგადოებაში, ცრუ მეცნიერებად მივიჩნევ. რა თქმა უნდა არსებობს პლანეტებს შორის უერთიერთზეგავლენის სრულიად ცხადი კანონზომიერება, ეს აშკარაა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებით და თუნდაც პირადი ასტროლოგიური რუქებით ადამიანის შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცედ მწამს, ყოველშემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.
... ასევე, არ მაქვს პრეტენზია ლიტერატორობაზე, ამიტომაც აქ ბევრია სლენგი და ჟარგონი. უბრალოდ დრომ მოიტანა და მინდა რაც სათქმელი მაქვს კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ზოგის მიმართ დადებითი და ზოგიც უარყოფითი, ვთქვა თავისუფლად და ყოველგვარი ფილოლოგიური ფორმალობების გარეშე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი გნსაკუთრებული პრეტენზიული ლიტერატურული გემოვნების მქონე მკითხველს. თავიდან არც ვაპირებდი ეს ყველაფერი რაიმე კანონზომიერი ფორმით შემეკრიბა და სისტემატიზაცია მიმეცა. ასე გამოვიდა, რომ ერთ სათქმელს მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა ერთიანი დასახელებაც და სხვადასხვა თავებიც. 

კ. კოლხი


თავი XI. მერწყული – თავისუფლების მედროშე



პირველი დიდი, სქელტანიანი  წიგნი 6 წლის ასაკში წავიკითხე, სამი თვე ვკითხულობდი ამ წიგნს და როგორც ადამიანს პირველი სიყვარული არ ავიწყდება, ასევე არასოდეს დამავიწყდება ის დრო, როდესაც  2  თვეში დავასრულე ჟულ ვერნის ,,საიდუმლო კუნძულის’’ კითხვა. ამას მოჰყვა ამ დიდებული ავტორის სხვა ნაწარმოებების გაცნობა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჟულ ვერნი იყო ადამიანი, რომელმაც ჩამომიყალიბა პირველადი მსოფლმხედველობა და რომელმაც მითხრა, რომ დედამიწა, სამყარო ერთიანია, გლობალისტურია და ის ყველას გვეკუთვნის, განურჩევლად რასისა და რელიგიური მრწამსისა. ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ყოფს.

ჟულ ვერნი, ეს დიდი გენიოსი მერწყული იყო ... არ ვიცი, შემთხვევითია თუ არა, მაგრამ ჩემი მთავრე და მერკურიც მერწყულშია განლაგებული და ჩემი სამყაროს გაცნობაც დიდი მერწყულის ნაწარმოებებით დაიწყო.

შემდგომში ბევრი რამ წავიკითხე და ბიოგრაფიებიდან ძალიან მიყვარდა ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ბიოგრაფია. ლინკოლნი, კაცი, რომელმაც გადაარჩინა ამერიკული ერთიანი ფედერაცია და რომელმაც იარაღით ხელში და დიდი სისხლის ფასად დაიცვა ადამიანის თავისუფლების იდეალები, გაილაშქრა მონათმფლობელობის წინააღმდეგ და რომელმაც თავი გასწირა თავისუფლების იდეის გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა, ყოველ კეთილშობილურ იდეას და წამოწყებას მოსდევს მტრულად განწყობილ ძალთა რეაქციებიც და ვერც ლინკოლნი ასცდა ტრაგედიას ... ლინკოლნიც ერთ-ერთი უდიდესი მერწყული იყო, რომელიც დედამიწაზე შობილა.

მერწყულებთაგან უამრავ გენიოსს შეხვდებით და ბევრ მდიდარ ადამიანსაც სხვათაშორის. მერწყულები რაფირინებული ინტელიგენტების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ძალიან ჭკვიანები არიან, ინტელექტი და სულიერება, ჰუმანიზმი, მათი დამახასიათებელი თვისებებია.

ალბათ ყველას თუ არა, ბევრს ნანახი აქვს პოპულარული საბჭოთა ფილმი ,,გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება’’, მასში მთავარ როლს, საბჭოთა ლეგენდარულ მზვერავ მაქსიმ ისაევს, იგივე შტირლიცს,  ვიაჩესლავ ტიხონოვი თამაშობს, რომელიც კლასიკური, ჰაეროვანი ქარიზმატული, ოდნავ მელანქოლიური მზერის მერწყულია, დახვეწილი მანერებით, გულში უზარმაზარი სევდით და რწმენით აღსავსე, რაფინირებული ინტელიგენტიც და ამავე დროს უბრალო, ძალიან ადამიანური, ჰუმანური ტიპაჟი და რა თქმა უნდა უკიდეგანოდ ცბიერიც.

მერწყულების ერთ-ერთი საფირმო ნიშანია დემონური, ცბიერი სიჭკვიანე, ჩემი ნაცნობებიდან თითქმის უმრავლესობას ახასიათებს მსგავსი თვისება. ძალიან ლოგიკური აზროვნება აქვთ და გლობალური მოჭადრაკეებივით არიან. ძალიან ბევრ მანდილოსანს ვიცნობ და ვიცნობდი მერწყულს, ძალიან საინტერესო ურთიერთობებიც გვქონდა, უმეტესობა რომანტიკული ელფერით. ასე იყო, მორიელები ორივე სქესისა უხვად მეხვივნენ თავს და მერწყულები მხოლოდ მანდილოსნები ტრიალებდნენ ჩემს ორბიტაზე ... ნუ, რა თქმა უნდა ყველას მოგონება რომ დავიწყო და ჩამოვყვე, თითოეულ ისტორიას ერთი დღე მაინც უნდა მოსაყოლად, ამიტომ მირჩევნია არც ერთი არ გავიხსენო, რომელიმეს გული რომ არ დასწყდეს J ...

ერთი კია, მერწყულების თავისუფალებისადმი მანიაკალური ლტოლვა ხშირად თავაშვებულ უზნეობაში და ალტრუიზმშიც ვლინდება. მე მახსოვს ორი ახალგაზრდა გოგონა, ერთმანეთის დეიდაშვილები, ორივეს ერთი ბიჭი მოსწონდათ, იზიდავდათ და ერთმანეთზე საერთოდ არ ეჭვიანობდნენ. ორივე ზრუნავდა ამ ჭაბუკზე, ყიდულობდნენს მისთვის საჩუქრებს, უვლიდნენ, აცმევდნენ კიდეც და ეგ კი არადა, სასიყვარულო სამკუთხედში თავდავიწყებით გადაშვებული ეს ორივე მერწყული გოგონა ერთად იყოფდნენ სარეცელსაც ამ ყრმაწვილთან. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად ზოგადად გავრცელებული აზრისა, რომ ჰაერის ნიშნები ხშირად ასექსუალობით გამორჩევიან, ეს მცდარია ჩემი აზრით, მერწყულები საკმაოდ მიმზიდველები და ქალურები არიან. ვინც ახლა ვერა ბრეჟნევაზე, სახელგანთქმულ რუს ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვაზე, დენის რიჩარდზე, ან პატარა სექს-ტორნადო შაკირაზე მეტყვის, რომ ამ ქალებს სექსუალობის არაფერი სცხია, თავად ჩავთვლი იმპოტენტად J  ... ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ მე, რა თქმა უნდა არ ვამტკიცებ, რომ ყველა მერწყული მსგავსი მორალური მსოფლმხედველობითა და ტემპერამენტით გამოირჩევა, ყველა ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადად არანაირი მესაკუთრული თვისება არ გააჩნიათ. მერწყულებს ღვთის გენიალურ გლახებს დავარქმევდი. მერწყული თავად მოიკლებს, შეუძლია უკანასკნელი საკუთრება გაიღოს და სხვას დაეხმაროს, ასეთები არიან ისინი. ქველმოქნედება მათ სისხლში აქვთ გამჯდარი. ეს თვისება, ალტრუიზმი თუკი სექსუალურ გამოხატულებამდე მივიდა, მივიღებთ სრულიად ამორალურ მარაზმს, როდესაც ადამიანმა, ქალმა არ იცის ზღვარი, შეუძლია სიკეთის საბაბით ერთდროულად რამდენიმე მამაკაცს გაუყოს საკუთარი სხეული და ასიამოვნოს. ამას მე ალტრუზმს ვეღარ დავარქმევ, ზუსტი ტერმინი თქვენთვის მომინდვია J ...

ვიცნობდი ერთ ასეთ გოგონასაც, ერთდროულად ორ მამაკაცთან დადიოდა, ორ მეგობარ მამაკაცთან და ეს მისთვის იყო ჩვეულებრივი მომენტი, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე და რომ გეკითხათ, რატომ არ ხართ ერთგული ან ერთის ან მეორისო, გაკვირვებული მზერით გიპასუხებთან, რომ ამაში უჩვეულო და უცნაური არაფერი იყო.
ჰო, კიდევ არ დამავიწყდეს, მერწყულის ყველაზე დიდი სისუტე ასევე  ცნობისმოყვარეობაცაა. რომელი თვისება უფრო სჭარბობს მერწყულებში, ალტრუზმი თუ ცნობისმოყვარეობა ? მე ვიტყოდი, რომ ცნობისმოყვარეობა, რადგან მათი ქცევის მოტივატორი გლობალური ინტერესებია, ვიდრე სათნოება.

მსოფლიოს უდიდესი გენიოსების უმრავლესობა მერწყულები არიან, რომელთა ტვინი ძალიან მასშტაბურად აზროვნებს და რაც მთავარია არაპრიმიტიულად, მათი აზროვნება არ არის მიჯაჭვული მდაბალ ისნტიქტურ მოთხოვნილებებს და ესაა მათი უპირატესობა და სიძლიერე. მითუმეტეს თუკი მერწყულში მიწის ნიშანთა თვისებებიც გარეულია, მათგან გლობალური პროცესების ბრწყინვალე ორგანიზატორები გამოდიან. ძალიან ნიჭიერები არიან და რომ იტყვიან ,,ჰაერში’’ იჭერენ აზრებს, იდეებს და ინფორმაციებს.  აღნიშნულის ნათელი მაგალითია დიდი მეცნიერი, ასტრონომი გალილეო გალილეი, რომელმაც იმდროინდელ და მომავალ თაობებს გზა გაუხსნა ახალ-ახალი აღმოჩენებისკენ ასტრონომიაში. დიმიტრი მენდელეევმა კი ქიმიაში რაც მოახდინა, ესეც კარგად იცით, განვრცობას აღარ დავიწყებ, ხოლო დარვინზე აღარაფერს ვამბობ, ესეც მერწყული ყოფილა, თუმცა მისი თეორიას მე არ ვეთანხმები.

ფეხბურთის მოყვარულებმა იციან თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ჟოზე მოურინო მერწყულია. ვინმე მას გენიალურს უწოდებს, მე კი უბრალოდ კარგი, ჭკვიანი მწრთვნელად მიმაჩნია, რომელსაც არც ისე დიდი მწვერვალები აქვს დაპყრობილი თავის კარიერაში გენიალური მწრთვნელობის კვალობაზე და სამაგიეროდ საკმაოდ კარგად აქვს გაკეთებული საკუთარი პიარი.

საბჭოთა ლეგენდარული ბარდი, საავტორო მუსიკის უდიდესი შემსრულებელი და ფაქტიურად საბჭოთა დისიდენტი ვლადიმერ ვისოცკიც მერწყული იყო. კაცი, რომელმაც შექმნა ეპოქა და წითელ კონცლაგერის მობინადრენი მიაჩვია განსხვავებულ აზროვნებას, განსხვავებულ ხედვებს, რამაც საბოლოოდ თავისი შედეგი ამ კონცლაგერის დანგრევაში ჰპოვა.

მსახიობი მერწყულებიდან გამოვყოფდი კლარკ გეიბლსა და პოლ ნიუმანს. ასევე უბადლო კომედიანტ ლესლი ნილსონს და ამერიკული კინოს ახალგაზრდობაშივე ქცეულ ლეგენდას, უდროო ასაკში ტრაგიკულად დაღუპულ ჯეიმს დინს. 

თუმცა ყველაზე დიდი ვარსკვლავები მერწყულებს შორის პოლიტიკაში ვლინდება. ადრე მითქვამს, რომ არის დავა დავით აღმაშენებელი მერწყული იყო თუ ქალწულიო, მე ქალწულად მიმაჩნია უფრო. სამგიეროდ მერწყულები რომ არ დავჩაგროთ, ვიტყვი, რომ XX საუკუნის მეორე ნახევარი გამოირჩევა ოდიოზური და გავლენიანი პოლიტიკოსი მერწყულებით, როგორებიცაა ნიკოლა სარკოზი, ბორის ელცინი, ედუარდ შევარდნაძე. რა კვალი დაამჩნია ელცინმა რუსეთს და შევარდნაძემ საქართველოს, ყველამ კარგად ვიცით, ხოლო სარკოზი კი ფრანგების უმეტესობის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ემიგრანტის კომპლექსით დაჯილდოებული პატარა, მაგრამ დიდ მეოცნებე კაცუნად, თუმცა უდავოდ ნიჭიერ და რა თქმა უნდა ცბიერ პოლიტიკოსად, რომელმაც ელისეის სასახლის პატრონობა საპირისპირო ნიშანს, ლომს, იგივე ფრანსუა ჰოლანდს გადაულოცა.
საერთოდ მერწყულების ეპოქა შემოდის ახლა, თუ შემოსული არაა უკვე და გლობალურ ასპექტში, როგორც ასტროლოგები ამბობენ ეს იქნება მშვიდობისა და მეცნიერების ეპოქა. ასეთები არიან მერწყულები, მშვიდობის მტრედები, უბადლო ინტელექტუალები და რა თქმა უნდა კეთილები, საოცრად სათნო და გულუხვი ხალხი ... სხვათაშორის ნათლია მერწყული მყავს და არასოდეს ჩემი დაბადების დღე არ დავიწყებია.

მოკლედ ასე იყო მერწყულებზე. კიდევ ვიმეორებ, დასაწერს და გასახსენებელს რა დალევს, მაგრამ ჯობია ახლა შევისვენოთ, სანამ თევზებით და მცირე ეპილოგით დავასრულებდე ამ სრულიად გაუთვალისწინებელ წამოწყებას, რომელსაც ,,ზოდიაქოსოფია,, დავარქვი.

იმედია ამ მოკლე ხანში, ცნობილი მერწყულისა და ცნობილი მშვილდოსნის დაპირისპირება დაგვაცლის მშვიდობიან შემოქმედებით მუშაობას.
მშვიდობა იყოს თქვენდა,

კ. კოლხი
10.09.2012 წ.
მზიანი საქართველო

Comments

  1. darvinze sadgac cavikitxe, rom turme sicocxlis bolo clebshi GMERTI agiarao da tavisi teoria uaryoo

    ReplyDelete

Post a Comment