გამოცოცხებული ბოროტება





წლებია უკვე, საქართველოში მორალური გაუპატიურება მიმდინარეობს ხალხის მასსების, ეკონომიკური და სოციალური კუთხით, ხოლო ის რაც ვიხილეთ გუშინ და დღეს ეს იყო უბრალოდ ამ ამორალური სიცრუის საინფორმაციო სისტემის, ანუ იგივე მორალური გაუპატიურების ფიზიკური გამოვლინება, მათი წამხალისებლების,  ტაშის დამკვრელების, იდეოლოგებისა და შემსრულებლების ამაზრზენი ყოველდღიური ყოფის ერთ-ერთი სურათი ! ...   

მე მძულს ყოველგვარი ავაზაკობა და მითუმეტეს ე.წ. ქურდული გაგება, რუსული ბოლშევიზმისა და ებრაული სიონიზმის ბოროტი თანამშრომლობის მახინჯი გამოგონება, რომელმაც XX საუკუნეში გახრწნა წმინდა, დიდი სისუფთავის მქონე , ვაზის კულტურაზე დაფუძნებული ეროვნული, ქართული შეგნება, ზნეობა, სიქველე და ვაჟკაცობაც კი, რომელიც ანგარებისა და გამომძალველობის დეგრადირებულ ცნებამდე დაიყვანა. ე.წ. ქურდები, რომელთა ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტალინის სისხლიანი, ჯალათური რეჟიმის ჩამოყალიბებულია განსხვავებულად მოაზროვნე ხალხის მასსებისა თუ იგივე ჩვეულებრივი კრიმანელების, პატიმრების საკონცენტრაციო ბანაკების საკონტროლოდ და რომლებიც საკუთარი ცხოვრების წესით, არანაკლებ სისასტიკეს სჩადიოდნენ საბჭოთა კონცლაგერებში, პირდაპირ მამათმავლობის პროპაგანდას ეწეოდნენ და ახალისებდნენ ამ სიბინძურეს, ციხეში სხვა პატიმრების მიმართ, რასაც არც მალავდნენ და ამაყად საჯაროდ ტრაბახობდნენ კიდეც, მაგრამ როდესაც იგივე დანაშაულს სჩადის სისტემა, პოლიტიკური რეჟიმი, მთავრობა, ხელისუფალი, როდესაც მთავრობა თუნდაც იგივე ქურდებს მათსავე მეთოდებით ეპყრობა, თავად იქცევა ბინძური ქურდული და ავადმყოფური მენტალიტეტის მქონე, მორალურად გახრწნილ და იურიდიულად ლეგიტიმაცია გამოცლილ საზოგადოების ხორცმეტად, რომელიც უშლის ხელს ერის, ადამიანის, პატიოსანი და მშრომელი ოჯახების, ჯერ კიდევ გაურყვნელი ბავშვების  მშვიდობიან მომავალსა და განვითარებას ...

ამ წუთას გამახსენდა ერთი გერმანული ფილმი ,,ბუნკერი,, , რომლის ფინალშიც მოხუცებული გერმანელი ქალბატონი, რომელიც მუშაობდა ჰიტლერის მბეჭდავ-მემანქანედ და რომელიც პირადად შეესწრო ფიურერის თვითმკვლელობას, გაოცებული თვალებს აცეცებს და ჩიფჩიფებს, რომ თურმე არ იცოდა რას სჩადიოდა სს-ის დივიზიები, რას სჩადიოდა ჰიმლერის უწყება, რა იდეოლოგიურ საფუძველს უქმნიდა ჰიტლერისა და გებელსის მანიაკალური გამოსვლები გერმანელ ჯარისკაცებს იმ საზარელი მოქმედებებისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში და ა.შ. ... ნიურბერგის პროცესზე ეს გოგონა გაამართლეს, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის ბრმა მიმდევარი ... 

... თურმე არ იცოდა ... არაუშავს, სამაგიეროდ ხალხმა ხომ იცის, რომ ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცის და ზოგიერთის მამა აბრამის ბატკნისეული თვალების ფახული და ენაბლუყუნი იურიდიული და მორალური სასჯელისგან ვერ იხსნის დამნაშავეს, ვერც ქურდს და ვერც ვერც მითუმეტეს ჩინოვნიკს , რომელიც ჩვეულებრივი დაქირავებული მუშაა და მეტი არაფერი.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს ადამიანმა, რომელსაც თავისუფალ, სამართლიან, მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში უნდა ცხოვრება, რომ ჩინოვნიკი დღეს, XXI საუკუნეში არის მოქალაქეების მიერ დაქირავებული მუშა, რომელმაც დღე და ღამ უნდა იზრუნოს  მისი დამქირავებლის, ხალხის კეთილდღეობის ამაღლებაზე და არა მისი ცოცხით გაუპატიურებაზე ! 

აქვე გამახსენდა ერთი ჩვენებური კრეტინიც, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ, რომელიც ამართლებდა სტალინის ანარაკლები სისხლიანი რეჟიმის  მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, მილიონობით დახვრეტილ და გადასახლებული ხალხის ჯალათების, ე.წ. ,,ტროიკების,, მოქმედებებს და თავის ჭკუაში მიმტკიცებდა, რომ სტალინს ბევრ რამეს აბრალებენო ... მერე ბოლოს საკუთარ იდიოტიზმში რომ აიხლართებოდა, ასეთ საცოდავ არგუმენტს ისროდა ხოლმე: აბა რა ექნა, სხვანაირად როგორ უნდა აეშენებინა სახელმწიფოო, ომის მერე 2 წელიწადში ეკონომიკა აღადგინა, პური კაპიკები ღირდა და კრიმინალი, ქურდობა ხომ მოსპო და ხალხს, რაც მთავარია, შიში ჰქონდაო ... 

კი, მაგრამ, მერედა რა მოიგო სტალინის მიერ დათესილმა შიშმა ? ... მოკვდა თუ არა სტალინი, ქურდული მენტალიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდა, ამ ანგარებიანმა ნაძირლებმა, ბაცაცებმა გაბედეს და რაინდობის მანტიაც კი მოისხეს, შრომა გახდა სამარცხვინო, ხოლო ,,ლევად,, ფულის შოვნა საპატიო და სანაქებო. ერთი სიტყვით შიშითა და ძრწოლით დათესილი ე.წ. წესრიგი აყროლებულ სოფლის ტუალეტს დაემსგავსა, სადაც ყველა ისაქმებდა იმას, რასაც სჭამდა და არავინ ზრუნავდა საკუთარ ელემენტარულ ჰიგიენაზე. 

... გაიგეთ ხალხო, XXI საუკუნეში შიშით ვეღარ შენდება პოზიტიური ცივილიზაციები, სახელმწიფო საზოგადოების, ადამიანების სოლიდარობის პრინციპებზე, ზნეობრივი კანონების სამართლებრივ სისტემაზე და მის უპირობო აღსრულებაზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა ,,ნულოვან ტოლერანტობაზე,, ან ქურდულ მენტალიტეტზე ... იძულებით შეკოწიწებული ხუხულა უბრალოდ ისევე ჩქარა ინგრევა, როგორც კოწიწდება ... ეს გარდაუვალი კოსმოგენური ბუნების კანონია, უნდა ეს ვინმეს თუ არა. აღმოსაფხვრელია არა შედეგი, არამედ მიზეზი ბოროტების. 

მიუხედავად ამ გაუგონარი სადიზმისა და სისასტიკისა, რომელმაც ალბათ მილიონობით ნორმალური და ჯანმრთელი ადამიანის გული, სული და გონება სულით ხორცამდე შეძრა, არასწორად მიმაჩნია მოვლენების სპონტანურად წარმართვა და მითუმეტეს დამშავეთა ლინჩის წესით გასამართლება ... არჩევნებზე ქართველ ერს აქვს ისტორიული შანსი დაამტკიცოს, რომ ის ერია და რომ ის ცივილიზებულია ... ან არადა ეს ერი, ერთ დროს მართლაც ბრწყინვალე, გადაშენდება, როგორც გადაშენებულა უზნეობის შემოქმედი ბევრი  ხალხი თუ ტომი დედამიწიდან. 

მიწა ვერ იტანს ავადმყოფ ბაქტერიებს და ისინი უცილობლად ნადგურდებიან.


ვინაიდან ქართველები უკიდურესობების მოყვარული ხალხია, მეშინია უეცრად ეს საზიზღრობა არ გადაიზარდოს კრიმანული სამყაროს გაიდეალებაში და ათასი ჯურის დამშავეებმა წამებულის მანტიის მოსარგებლად არ გამოიყენონ ხალხის ბუნებრივი, ადამიანური და სრულიად ლეგიტიმური პროტესტი. აი, სად გამოჩანდა მანკიერი სისტემის სიბეცე, რომელიც მე, როგორ რიგით ადამიანს სულაც არ მახრებს ! ... მე მინდა, რომ სისტემამ იმუშაოს პატიოსნად, კანონმორჩილად და ზნეობრივ ჩარჩოებში ! ...

ისიც ნურავის დაავიწყდება, რომ იმავე სისტემაში უამრავი მართლაც პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანიც მუშაობს, რომელთა ღირსება არ უნდა შეილახოს ზოგიერთი ავადმყოფის სამარცხვინო მოღვაწეობით.

და მაინც, მიუხედავად დიდი სულიერი ტკივილისა, დღეს იქმნება საქართველოში ერის ისტორიული მომავალი და ერმა მთელს კაცობრიობას უნდა აჩვენოს, რომ ის არის ცივილიზებულ ადამიანთა ერთობა და არა ქურდებისა და ავაზაკების ნახირი, რომელი სახელითაც სამწუხაროდ მას იცნობენ ევროპაში, ყოველდღიურ ყოფაში ჩართული ჩვეულებრივი ევროპელები !

ბუნების კანონებს ვერავინ შეცლის და რაც მთავარია სიმართლე ათავისუფლებს ადამიანებს ! 


კ. კოლხი

19.09.2012 წ.

Comments