აქა ამბავი ღმერთსა და დალაქზე
აქა ამბავი ღმერთსა და დალაქზე
დიდება შენდა, ღმერთო, რათა გავჩნდი XX საუკუნესა და გადავურჩი ცეცხლსა ინკვიზიციისასა ! J ...
ამას წინათ ერთ საინტერესო იგავს წავაწყდი ინტერნეტში. რომ არ დავწერო,
არ შემიძლია, რადგანაც არსებობს კითხვა და საკითხი, რომლის შესახებაც, დარწმუნებული
ვარ, უამრავი სხვადასხვა აზრია გამოთქმული და არც ერთი არ არის ერთად-ერთი და უდაო
ჭეშმარიტება. თუმცა არც ესაა ჭეშმარიტება, რასაც ახლა ვამბობ და ვფილოსოფოსობ ... ერთი
კი ვიცი, ამ საკითხზე ბევრს უფიქრია და კიდევ ბევრი დაფიქრდება.
ბულგაკოვის ვოლანდი როგორც ამბობს, არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც
ადამიანს მიეგება იმ საწყაულით, რისი რწმენაც მას გააჩნია ... ამიტომაც რწმენასთან
სიფრთხილეა საჭირო. ვინ ვართ ჩვენ ? ადამიანები,
რომლებიც თავად ქმნიან ღმერთებს, თუ ერთი ღმერთის გაბნეული ნაწილაკები, რომელნიც ვერასოდეს
შეერთდებიან ერთ ღმერთად ?! ... ყველა თავად ქმნის საკუთარ თავსაც და ბედსაც, საკუთარ
სამოთხესაც და საკუთარ ჯოჯოხეთსაც, საკუთარივე ფიქრებით, იდეებით, განწყობილებით
...
***
ერთი სიტყვით, იგავი ასეთი იყო:
დალაქთან შევა კლიენტი თმების გასაკრეჭად. საქმეში გართული დალაქი ამოიოხრავს
და ეუბნება კლიენტს, ღმერთი არ არსებობსო. რატომო, დაინტერესდება კლიენტი. აბა შეხედე
რა ხდება ქვეყანაზეო, ამბობს დალაქი, ამდენი გაჭირვებული, ამდენი ომი, უბედურება, ჭირი,
შიმშილი, ბოროტება, სიძულვილი, უსამართლობა ... ნუთუ ყოვლადკეთილი ღმერთი ამას უყურებს
და თანაც ასე მშვიდადო, ღმერთი რომ არსებობდეს, ამ ყველაფერს არ დაუშვებდაო, ოხრავდა
დალაქი.
კლიენტმა აღარ ჩათვალა საჭიროდ საუბრის გაგრძელება, მართალია გულში არ
ეთანხმებოდა, მაგრამ არ აჰყვა მოხუცის ბუტბუტს ... როდესაც საქმეს მორჩა, ფული გადაუხადა
და კარისკენ გაემართა. კარებში ერთი თმაგაწეწილი და წვერგაბუძგვნილი კაცი დახვდა. უცებ,
კლიენტის თავში ნათელმა სხივმა გაანათა და
დალაქის წეღანდელი სიტყვები გაახსენდა. ვეღარ მოითმინა, უკან შემობრუნდა და დალაქს
გამოუცხდა:
– – თქვენ, დალაქები არ არსებობთ
!
– – ეს როგორ ? – გაუკვირდა მოხუცს.
– – როგორ და, ამას ხედავ
? – კარებში ატუზულ ბომჟზე მიუთითა ...
– – ვხედავ ...
– – დალაქები რომ არსებობდნენ,
ამდენი წვერგაბურძგვნილი და მოუწესრიგებელი ადამიანი არ ივლიდა ქუჩებში !
– – კი, მაგრამ, მე სად შემიძლია
ყველას დევნა, ან რატომ უნდა ვსდიო ყველა თმაგაჩეჩილს, ისინი თავად არ მოდიან ჩემთან
...
... და ამ დროს სიჩუმე ჩამოვარდა წამიერად. დალაქი მიხვდა, თუ რატომ ეკამათებოდა
ახალგაზრდა კლიენტი. მიხვდა იმასაც, რომ ღმერთის შესახებ შესაძლოა არასწორად მსჯელობდ,
თავი ჩაღუნა და გაჩუმდა, წამიერად გაირინდა, თვალი გაუშტერდა. გაახსენდა, რომ თავადაც
დიდი ხანია არ ჰქონია სურვილი ღმერთან საუბრის ...
***
აი, ეს იყო იგავი. მორალი ამ იგავისა იდეაში, ისაა, რომ მიუხედავად დიდი
სკეპტიციზმისა, ღმერთი არსებობს და რომ ღმერთი კი არა, ადამიანი უნდა მივიდეს ღმერთთან
და შემდეგ ღმერთი დაეხმარება მას ...
ჩემი აზრით კი, არ არის ასე მარტივად საქმე. ცუდი შედარებაა ღმერთსა და
დალაქს შორის. ჯერ ვნახოთ თუ ვინაა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო: ყოვლისშემძლე,
ყოვლადკეთილი, ყოვლადსამართლიანი და ყველგანმყოფი. ... და ვინაა დალაქი ? ერთი უბრალო,
მოხუცი მოკვდავი კაცი, უძლური და ბოლოს და ბოლოს დალაქია რა ...
წარმოიდგინეთ მოსიყვარულე მამა, რომელიც შვილის უბედურებას უყურებს, ესწრება
ამ ფაქტს. თუნდაც ეს უძღები შვილი მამას დასახმარებლად არ მიმართავდეს, ესე იგი სიამაყის
გამო, მამა შვილს არ უნდა დაეხმაროს, ჭაობში ჩავარდნილს ხელი არ უნდა გაუწოდოს და ამაყად
გაიძახოდეს, მთხოვოს და დავეხმარებიო ? ასეთ შემთხვევაში რა გამოდის, რომ ღმერთში ის
სიამაყეა, რამაც ერთ დროს ბრწყინვალე მთავარანგელოზი დასცა და წყვდიადში შთანთქა ?
სიმაყე, აპრატავნება იმისა, რომ მე კი არ გადავდგამ ნაბიჯს, თუნდაც ნაწყენი ვიყო შვილის
უმადურ საქციელზე, არამედ თავად შვილმა გადმოსგას ნაბიჯი, რაღა მე ...
ცოტა არ იყოს, შეგეპარება ეჭვი ასეთი მამის სიყვარულში, არა ? არ ვიცი,
მე სიყვარული სხვანაირი წარმომიდგენია და ისიც, ვინც სიყვარული სამყაროში შემოუშვა
და ვინც თავად სიყვარულია ... ან ღმერთს გვიხატავენ სხვა სახით, ან კიდევ თავად არ
გაეგებათ ვინ არის ღმერთი.
ვიცი, შემეწინააღმდეგებიან და ეს ნორმალურია, მაგრამ ნუთუ ვინმეს მოუვა
თავში და მეტყვის, რომ როდესაც ყოვლისშემძლე მამა ადამიანზე განსაცდელს უშვებს, ამით
მისი გაძლიერება უნდაო ... მკვლელობა განსაცდელია, როგორც მკვლელისთვის, ასევე მსხვეროლისთვის
და საინტერსოა, ამ დროს მამა ვის აძლიერებს, მკვლელის სულს თუ საცოდავ, დაბნეული ცხვარივით
ყელგამოღადრულ მსხვერპლს, რომელიც მოცემულ სიტუაციაში არაფერ შუაშია და უბრალოდ გაუგებრობაში
მოჰყვა მაღაზიაში პურის საყიდლად გასული ? ...
... იმიტომ უშვებს ღმერთი ვინმეს უცაბედ სიკვდილს, რომ კარგები თავისთან
უნდა და ,,იქ’’ მიყავსო ... უკაცრავად და სად იქ ? თავისთვის უნდა რას ნიშნავს ? ესე
იგი ღმერთს, ამ ყოვლისშემძლე და ყოვლადსავსე პიროვნებას, უკვდავ არსებას, ნუთ იმხელა
ვაკუუმი აქვს შექმნილი თავის სამფლობელოში, რომ დედამიწიდან ადამიანი სასწრაფოდ თუ
არ წაიყვანა, არიქა, დაიღუპება და მოიწყენს, მელანქოლიისგან დაიტანჯება ? ... ჩვენ
ხომ ყველა ღმერთის შვილებად ვითვლებით, ჰოდა, მბობენ, რომ მამა იმიტომ უშვებს შვილის
ხელიდან თავისივე ძმის სიკვდილს, რომ იცისო, თუ რა ცოდვებს ჩაიდენდა შვილი მომავალშიო
... კხმმ, ჩავახველებთ აქ ... ესე იგი, გამოდის, რომ ღმერთი საკუთარ თავსა და სიკეთის
მარადიულობას, სიკეთის უცილობელ გამარჯვებას
ბოროტებაზე თავადვე უარყოფს, უშვებს ბოროტების ჩადენი შესაძლებლობას, მაგრამ იქნვე
გამორიცხავს სიკეთის კეთების შანსსაც. საკუთარ ყოვლისშემძლეობასა და ყოვლადსამართლიანობასაც
უარყოფს, სიყვარულს, რწმენასა და იმედსაც თავადვე კლავს და უიმედო, გაყინულ წყვდიადში
მოქცეულ ფატალიზმს ქადაგებს ?! ... კი მაგრამ, ეს დალოცვილი, თუკი იმას უშვებს, რომ
ამ ადამიანმა, ღვთისშვილმა, რომელსაც არავითვის არაფერი არ დაუშავებია და რომ იტყვიან,
ჭიანჭველაც არ გაუსრესია ფეხითო, გამოუსწორებელი ცოდვა უნდა ჩაიდინოს მომავალში, იქნება
და სიკეთეს სჩადის ეს კაცი, იქნებ ისე უტრიალდება გონება, რომ სულაც განეშრება ცოდვას
! მაშ რა გამოდის, რომ ზღაპარია ეს თავისუფალი ნება, სიყვარულის, რწმენისა და იმედის
არსებობა და ეს ყოვლადმოსიყვარულე მამა ფიქრობს, რომ ეს წინასწარ უვარგისადშბილი შვილი
მაინც არ გამოსწორდებაო და ბარემ ახლავე მოკვდესო. ... ამბობენ, ღმერთი კი არ კლავსო,
დაცემული ანგელოზი კლავს ღმერთის დაშვებითო ...
გაგიჟდება კაცი, შეკრული მაფიაა, დაუნდობელი კლანი, ესე იგი ღმერთი თმაჭაღარა
დონია, ზნედაცემული ყოფილი ანგელოზი კი მისი კონსელიერი და კაპორეჟიმე, ხოლო ჭინკები
უბრალოდ ,,ისპალნიტელები’’ არიან ?! ... კაპორეჟიმე ამოიჩემებს ვიღაც საწყალს, რაღაც მიზეზს მოუძებნის და მერე ღმერთი ჩუმად თავს
უქნევს და თვალს ხუჭავს მკვლელობაზე ... ,,სლადკაია პაროჩკა’’ მოკლედ ...
ტაშიიი ! რა მაგარია არა ? ... მოსიყვარულე მამა ასე კლავს შვილებს, რომ
გააძლიეროს და თავისთან წაიყვანოს, იმის მაგივრად, რომ ბოროტება მოსპოს, რომელიც ამ
შვილებს აფუჭებს. ეს იგივე თეორიაა, რომ მშობელმა დაინახოს სამზარეულოს მაგიდაზე დადებული
მოწამლული, ჭიანი და უვარგისი კამფეტი, მაგრამ კი არ გადააგდოს, არამედ დატოვოს და
იფიქროს, მოდი იქნებ ჩემმა შვილმა შეჭამოს, მაინც მომავალში ცოდვა უნდა ჩაიდინოს და
ბარემ ახლავე მოკვდესო ... თუ გადარჩება და ხომ გაძლიერდება მაინცო ... რა დავარქვათ
ასეთ საქციელს ? ... რაღა უნდ დავამატო, აღარ მინდა გაგრძელება, ისედაც ბევრის უფლებას
ვაძლევ თავს, ბევრი ისედაც ცინიკოსს მეძახის და ალბათ ახლა ახალ-ახალ ტალახის გუნდებს
გაამზადებენ ჩემსკენ სასროლად J ... მაგრამ ივიწყებენ,
რომ სიმართლე გაგათავისუფლებთ ! ...
კი, მართალია, სიმართლე ყოველთვის ცინიკური
და უხეშია, რაოდენ რბილად არ იყოს ნათქვამი, ხოლო გონების სფეროში, სადაც
არ აქვს საზღვრები ადამიანის წარმოსახვას, ყველაფრის დამტკიცება და უარყოფა შეიძლება.
თუმცა, რაღაც არ მგონია ღმერთს მსგავსი აზრები მოსდიოდეს, როგორც ზემოთ ავღწერე. აბსოლუტური,
ყოვლისშემძლე და მარადიული სიყვარული შეუძლებელია იყოს იმავდროულად სასტიკი პროკურორიც
...
ღმერთი რომ არსებობს, ეს ფაქტია და აბსურდია ათეისტური მტკიცებები ღმერთის,
ანუ აბსოლუტური ძალის, სამყაროს არქიტექტორის არ არსებობის შესახებ, მაგრამ არ გეჩვენებათ,
რომ აქ, დაბლა, ცოდვიან დედამიწაზე, თეისტების მხარესაც რაღაც აფერისტობასა და თაღლითობას აქვს ადგილი ღმერთის სამართალთან
დაკავშირებით ? ...
კ. კოლხი
21.08.2012 წ.
Comments
Post a Comment