დრო ფერისცვალების!


ვინ შობს საქართველოს ? – ფერისცვალება !





მალე ფერისცვალება მოვა  ...

ფერისცვალობას მუდამ იმერეთში ვხვდებოდი, კოლხეთის დაბლობზე, რიონისა და ცხენისწყლის შესართავთან. მაქეთ ფერისცვალებას ,,ფერცვალობას,, ეძახიან. საკურთხს ამზადებდნენ, საკმეველს აკმევდნენ და მანამდე არ დასხდებოდნენ სუფრაზე, სანამ მჭადზე დამაგრებული სანთელი არ ჩაიწვებოდა ...


დალოცვილი და მადლიანია ქართული მიწა. მისი ყველა ნაგლეჯს თაფლივით ტკბილი მირონი სდის და რატომ თუ იცით ? იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე ქართველი კაცი ამ მიწას ეფერებოდა, ზედ ევლებოდა და ლოცვებს უმღეროდა, მტრის სისხლითაც უხვად რწყავდა. მიწის მოვლა წმინდა რიტუალია, მიწამაც უხვად შეიწოვა ამდენი ლოცვა და სუფთა გულიდან ამოთქმულმა ჰიმნებმა ეს ადგილი ჯადოსნურ საქართველოდ აქცია. ხანდახან ბალახებზე უნდა წამოწვე და გიჟი იორამასავით ყური დაუგდო, რა მოდის, ვისი ნაბიჯების ხმა ისმის ... იქნებ რა ხდება ?! ... ეს დალოცვილი საქართველო როდემდე უნდა იყოს ყურბანჯგვლიანი ციციკორეების საჯიჯგნი ? ... ამ ბოლო დროს ქართველს მიწა შეაძულეს. ასეა მუდამ, თუკი ადამიანს შეაძულებ იმას, რაც მას აქამდე აცოცხლებდა, ძალას აძლევდა და რაც მას ყველაზე მეტად უყვარდა, თავად ადამიანიც გაქრება უმალ, სამყაროში აღარ დარჩება მისი ადგილი, რადგან მასში აღარ იქნება სიყვარული. ქართველი ერიც პირველქმნილი ადამივით მიწიდან შეიქმნა და მიწისგან ქართველის განშორება მისი სიკვდილის ტოლფასია ! ...

კითხვები მებადება, უნდათ თუ არა ქართველებს საერთოდ სახელმწიფო ? ღირსება თუ შერჩათ საერთოდ? თუ ღირსება კერპებს მიჰყიდეს უკვე? ... თუ არც ღირსება აქვთ და არც თავისუფალი, მდიდარი სახელმწიფო უნდათ, მაშინ დაანებონ თავი ამდენ ტრაბახს და  მიბრძანდნენ საძოვარზე ...

თურქეთში ვიყავი ერთხელ და მის მერე იქ წასვლის სურვილი დიდი ხანია აღარ გამჩენია, იცით რატომ ? საითაც გავიხედე , ყველგან ქართველი მეძავები დაფუსფუსებდნენ ბაჯგვლიან, სუნიან, მურთხ ულვაშა სელჩუკ-ოსმალების ლაჯებ ქვეშ ლაგამამოდებულნი ... თან ქალები იყვნენ ისეთები, საქართველოში მორცხვად მომღიმარები რომ დაიარებიან და ოჯახის ბურჯი ,,მანდილოსნები,, რომ ჰქვიათ. ერთმა თურქმა მკითხა მაღაზიაში, გურჯი ხარო და არა მეთქი, შემრცხვა ... ვიცრუე. თქვენ გგონიათ, ვინმე აძალებს ასეთ ცხოვრებას? არავინ... თავად ირჩევენ ...

ევროპაში ვცხოვრობ და აქ კაცების გამო მრცხვენია: ქურდი, ნარკომანი, გამომძალველი, - ესაა სამი თიკუნი ე.წ. გასაბრწყინებელი, ღვთისმშობლის წილხვედრი, 3000 წლოვანი ისტორიის მქონე ამაყი, ხალხისა, რომელსაც ერთ დროს ,,ქართველი ერის,, ღირსეული სახელი ერქვა... ოდესღაც, XII საუკუნეში ალბათ. 

ასეთი ანდაზაც კი დადის ევროპაში – ,,ერიდე ქართველს !’’.
ან ასეთი შინაარსის განცხადება თუ გაგიგიათ – ,,მაღაზიაში ძაღლის და ქართველის შესვლა აკრძალულია !’’...

წაიკითხეთ ალექსანდრე თვარაძის ,,საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში’’ და მიხვდებით, თუ რატომ ვწერ ახლა ასე გაღიზიანებული ამ გულისამრევ სიმართლეს. რას იზამ, ადრე, ღრმა შუასაკუნეებში, სპარსები თავზარდაცემულნი გაჰყვიროდნენ ბრძოლის ველზე ,,დურ აზ გურგასარ ! დურ აზ გურგასარ!  – ერიდეთ მგლისთავას ! ... ანუ ერიდეთ მრისხანე ქართველ მეფესო და ახლა კი ... ერიდეთ ქართველს, რათა არ დაგიმახინჯდეთ ცხოვრება ! ...

არც ქალები ჩამოუვარდებიან ,,სასიქადულო ღირსებით’’ კაცებს ... აღარ მინდა ახლა ქალაქები დავასახელო, სადაც ქართველი ქალების უმეტესობა მეძავობით და ქურდბაცაცობით ირჩენს თავს ... პირადად მინახავს ე.წ. პედაგოგი ქალი, ყოფილი ექიმი ქალი, ყოფილი ინჟინერი ქალი, ან თუნდაც ერთ დროს პატიოსანი ოჯახის დიასახლისი, ახლა სრულიად დაცემული, სულიერად გათახსირებული და მაღაზიებში ჭინჭების ან სუნამოების მოსაპარად შესული. იმდენად ზარმაცი და სულიერად გადაგვარებულია ბევრი, რომ ყველაფერი აქვთ, რაც კი ადმიანმა განვითარებულ ქვეყანაში შეიძლება ინატროს: მატერიალური კეთილდღეობა, უფლებები, სოციალური მდგომარეობა, მაგრამ მაინც სულიერად პატარა ქურდბაცაცებად რჩებიან და მაინც ვერ იშლიან შოკოლადის ან საღეჭი რეზინის აწაპვნას, თუნდაც კაპიკები ღირდეს ... სამაგიეროდ ისევ ესენი გაგიხვრიტავენ ყურთასმენას ზე-მატერიალური შინაარსის სადღეგრძელოებით და ცალტვინა დემოგოგიით პატიოსნებაზე, კაცობაზე, მამულიშვილობაზე ...

ესაა ე.წ. ,,კდემამოსილი და რაინდი'' ქართველების სახე დღევანდელ მსოფლიოში. ესე იგი, თვითონ ბოზობა, ქურდობა, ე.წ. სოციალურ დახმარებით მუქთად ცხოვრება და მაღაზიებში შოკოლადების აწაპვნა ურჩევნიათ საკუთარი მირონცხებული მიწის მოფერებას და მერე უკვირთ ეს ირანელები, ბურები და ჩინელები როგორ თუ ბედავენ და ქართულ მიწებს ამუშავებენო. მართლა რა ,,ყანებიც,, იყვნენ, ის ,,ყანები’’ დარჩნენ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ შუაგულ ევროპაში ცხოვრობენ. მაიმუნი რომ დააბა ადამიანებთან, ლამის იმ ბანჯგვლიანმა ისწავლოს ლაპარაკი და შაშის თამაში და ესენი ვინ არიან, რა მასალისგან არიან გამოჩორკნილები, ვერ გაიგებ ...

ბევრ ტვინგახვრეტილს რომ უსმინო, საქართველო, ჯერ ხომ ისედაც მორალიზმის მწვერვალზე იმყოფება და მალე შვეიცარიასაც გაასწრებს განვითარებით, ახლა თურმე ის შემოვიდა მოდაში, რომ თუ მარხვაზე არ არის ადამიანი, უნდა განსაჯო, გაკიცხო, ქართველობა დაუწუნო, არაპატრიოტობა დააბრალო ... და აუცილებლად უნდა გამოაცხადო იეღოველად, აბა ისე როგორ იქნება ?! ... 

ქართველო ერო! ვაი, რომ აღარ გაქვს  ,,ერის’’ საპატიო წოდება და ნახირის ინსტიქტებამდე დაეცი, მენახირე კი ... მაშინ გარბის პარანოიდული შიშისაგან სახედამაჭული და ჩასვრილი ქვედა საცვლებში, როდესაც ამ ბედშავ, საზარბაზნე ხორცად განწირულ ნახირს სამაგალითო გმირობის, სიმამაცის და სიბრძნის მაგალითები სჭირდება. ნაპოლეონმა თქვა  – ,,ცხვრების ფარა, რომელსაც ლომი მეთაურობს, სჯობს ლომების ჯოგს, რომელსაც ცხვარი მეთაურობს’’... და რამდენი ლომი გამოესალმა წუთისოფელს ამ მართლა უნამუსო ცხვრების უკუდო, იწილო-ბიწილო ამპარტავნობის გამო?!  ... დღეს ხომ ისედაც დეფიციტია ქართველებში ლომები და რაინდები და ვინც არიან, რატომ უნდა შეაწყდნენ შეშინებული და გაბღენძილი კურდღლების ავადმყოფურ ხუშტურებს, მარტო იმიტომ, რომ მერე ამ კურდღლებმა მშვიდად განაგრძონ სტაფილოს ლოღვნა, ფეშენებელურ ევროკურორტებზე, ღამის კლუბებში თუხთუხი, კაზინოებში გრიალი და ბოსტნის გაჩანაგება?! ... შუა საუკუნეებში ერთი წესი ჰქონდათ, მსგავს ანტისხეულებსა და ხორცმეტებს ან ძელებზე სვავდნენ, ან ომში მტრის ისრების დასაცლელად წინ გარეკავდნენ ხოლმე ...


ერთმა ებრაელმა ქალმა თქვა, 2000 წელი ჩვენ, ებრაელებს გვაჭრიდნენ ყლორტებს, ტოტებს და ნაყოფს, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენს ფესვს ყოველთვის ვინარჩუნებდითო და 1948 წელს დადგა დრო, როდესაც ამ ფესვზე აღმოცენდაო ახალი, ძლიერი ისრაელის სახელმწიფო ! ... 

არის კი ქართული ფესვი შენარჩუნებული? თუ მაგ ფესვსაც იგივე შიზოიდური ავადმყოფობა შეუჩნდა, რაც საზარბაზნედ გამზადებული ნახირის ჩაფსმულ მენახირეებს ტანჯავს? .... მართალია, მიმაჩნია, რომ 1924 წლიდან მოყოლებული აღარ არსებობს ამაყი ქართველი ერი, ბოლშევიზმის სატანურმა სიბნელემ და ნეო-ბოლშევიკურმა თანამედროვე მონათფლებელობამ შთანთქა ერთ დროს ბრწყინვალე ,,ვეფხისტყაოსნის,, და რუსთაველის მშობელი ერი, ფიზიკურად მოსპო და სულიერად დაშრიტა ... მაგრამ მაინც მწამს, რომ ქართული ფესვი შენარჩუნებულია და გამოღვიძებას ელოდება. მე მწამს, რომ ძალიან მალე ქართული ფესვი ქართულ ნაყოფს მოისხამს, თუ არადა, იგი გაქრება, როგორც ერი და ცივილიზაცია, როგორც უღირსი ხორცმეტი კაცობრიობის სხეულზე !

დღეს მთელი ქართველი ერი ერთ გმირად უნდა გარდაიქმნას, ერთ დიდ მონოლითურ ღირსებად და ერთ დიდ თავის-უფალ პიროვნებად ! ...


... ვინ შობს ''ახალ საქართველოს''?! ... მართლაც ბრწყინვალე ვარსკვლავები უშვია ოდესღაც განათლებულსა და პატიოსნებით, რაინდობით მსოფლიოში სახელგანთქმულ დიდ ქართველი ერს, რომელსაც ევროპელი და მუსლიმი ავტორები მძლავრ და მეომარ ქრისტიან ხალხად მოიხსენიებდა, რომელთა ძლიერების წინაშე კანკალებდა მთელი ახლო აღმოსავლეთი. ახლა სად გაჰქრნენ ეს რაინდები, სად ჩაიფერფლენ, სად გადაგვარდნენ ?! ... რა წამალი და შხამი გასვეს ამისთანა, ჩემო გემრიელო ქართველო კაცო, რა გჭირს, დალოცვილო ?! ... გაიღვიძე, დღეს აღარაა ძილის დრო, აღარაა შიშის დრო, დღეს აღარაა დრო უღირსობის, აღარაა დრო მონობის ! ... ახლა დროა ტიტანების შობის, ახლა დროა თავისუფლების, დროა ამაღლების ...

დროა ფერისცვალების ! ...


კ. კოლხი
06.08.2012 წ.
ნორმანდია

Comments