ზოდიაქოსოფია. თავი X. თხის რქა - ფენომენი.


შესავალი

აღნიშნული პუბლიკაციების კრებული არის კონკრეტული პერსონაჟების შესახებ მოკლედ გადმოცემული დახასიათებები, რომლებიც ძალიან სუბიექტური თვალთახედვაა, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და შესაბამისად არ გამაჩნია არავითარი პრეტენზია ასტროლოგიის ზუსტ ცოდნაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგიური ალეგორიები უფრო ლიტერატურულ ხერხადაა გადმოყენებული. უფრო მეტიც, ასტროლოგიას იმ სახით, რა სახითაც ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება საზოგადოებაში, ცრუ მეცნიერებად მივიჩნევ. რა თქმა უნდა არსებობს პლანეტებს შორის უერთიერთზეგავლენის სრულიად ცხადი კანონზომიერება, ეს აშკარაა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებით და თუნდაც პირადი ასტროლოგიური რუქებით ადამიანის შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცედ მწამს, ყოველშემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.
... ასევე, არ მაქვს პრეტენზია ლიტერატორობაზე, ამიტომაც აქ ბევრია სლენგი და ჟარგონი. უბრალოდ დრომ მოიტანა და მინდა რაც სათქმელი მაქვს კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ზოგის მიმართ დადებითი და ზოგიც უარყოფითი, ვთქვა თავისუფლად და ყოველგვარი ფილოლოგიური ფორმალობების გარეშე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი გნსაკუთრებული პრეტენზიული ლიტერატურული გემოვნების მქონე მკითხველს. თავიდან არც ვაპირებდი ეს ყველაფერი რაიმე კანონზომიერი ფორმით შემეკრიბა და სისტემატიზაცია მიმეცა. ასე გამოვიდა, რომ ერთ სათქმელს მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა ერთიანი დასახელებაც და სხვადასხვა თავებიც. 

კ. კოლხი



თავი X. თხის რქ - ფენომენი






რასაც ვწერვწერ სპონტანურადვწერ იმასრისი განწყობაც მაქვს , რომ ვთქვა და გავთავისუფლდე ... დღეს საკუთარ ზოდიაქოზე ვისაუბრებ – თხის რქაზე და სხვა სასაუბრო ეგზემპლარი ვინ უნდა მყავდეს, თუ არა საკუთარი თავი, რომელსაც, ბუნებრივია, ყველაზე უკეთ ვიცნობ.
...

თავად თხის რქის ნიშანი უცნაური, მითიური არსებაა, თხა, რომელსაც თევზის კუდი აქვს.




ერთი ბავშვობის მეგობარი მყავს მორიელი და ის ამბობდა ადრე, ორი რამის სიმბოლოაო ეს, რქებით წინ აწვება, ხოლო თევზის კუდი ბარიერების აცილებისთვის სჭირდებაო ... მიწასაც აკონტროლებს და წყალსაც, ორ სტიქიას, რომელიც ერთბლიობაში ნაყოფიერებას ქმნისო.

...

სტალინს დავემსგავსე. ერთი კიტელით დადიოდა ის და ჩიბუხისა და საკუთარი პიჟამოს მეტი არაფერი ეკუთვნოდა ამხელა იმპერიის იმპერატორს, არც ჰქონდა ამის ინტერესი. ახლა დავაკვირდი ჩემს თავს და ასე ვარ მეც. 

მართალია სტალინი მშვილდოსანი იყო და იმპერიის იმპერატორობის არც პრეტენზია მაქვს და არც სურვილი, მაგრამ ამხელა დედამიწაზე არაფერი გამაჩნია მატერიალური, არც სახლი, არც მანქანა, არც რაიმე ძვირფასი ნივთი. ჩემს სახელზე არანაირი  საკუთრება არ არსებობს, არც იურიდიულად და არც ფაქტობრივად. მაქვს რამდენიმე ხელი ტანსაცმელი, ლეპტოპი, ტელეფონი და გამოცდილება, პროფესიული ცოდნა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მყავს ოჯახი, მეგობრები, საახლობლო წრე, პროფესიულ ასპარეზზეც ასე თუ ისე მიცნობენ, არის ხალხი, ნაცნობი და სრულიად უცნობები, ვინც რჩევებს მეკითხება, ვისაც მე ვჭირდები და ვისაც ჩემი იმედი აქვს ... ეს ყოველივე ჩემთვის ბედნიერებაა. მეტი არც არაფერი არ მინდა, ესაა ჩემი სიმდიდრე. მე თვითონ ვარ ჩემი თავის იმპერიაც და იმპერატორიც. მთავარია, რომ მე ვარ მე და დანარჩენი, ფული, მატერია თავისთავად მოვა და მოდის, სამყარო მამარაგებს იმდენით, რამდენიც მესაჭიროება.

მოხეტიალე ფილოსოფოსსა და ტრუბადურ ურსუსს დავემსგავსე ჰიუგოს უკვდავი ნაწარმოებიდან, მაგრამ ურსუსისგან განსხვავებით მწამს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა აუცილებელია სამყაროს განსაწმენდად ბოროტებისგან და ასევე  მწამს მირონცხებული მეფის მოსვლის აუცილებლობის ! ... ერთმა ასაკოვანმა ,,მორიელმა,, მითხრა – ,,კახაჯან, ხომ ვამბობდით მე და შენ, მეფობა სულიერი მდგომარეობაა და არა პოლიტიკური გემოვნებაო ...’’ ... მართალია ეს კაცი, ასე ვარ დღემდე. ბავშვურად მჯერა კეთილი მეფის, რომელსაც ყოველი ადამიანის კეთილშობილური იდეების კრებით ცნებად მივიჩნევ, ლამაზი და კეთილი ადამიანებისა და ლამაზი სოფლის, სადაც სიყვარული დაა ცოდნა ფასდება, სადაც ცხოვრობენ თავისუფალი პიროვნებები ... ვიმეორებ სადაც სიყვარული და ცოდნა ფასდება და არა მლიქვნელობა, კომფორმიზმი, უცოდინრობა და უნიჭობა და რაც მთავარია, საშინლად ვღიზიანდები ქვითა და ჯოხით შეიარაღებული პაპუასების დანახვაზე, რომლებიც მზად არიან უმალ ნაცარტუტად აქციონ ყოველგვარი ადამიანური, თავად ეთაყვანებიან კერპებს და სხვებსაც აიძულებენ კერპთთაყვანისმცემლობას.

საშინელი განცდა და მოთხოვნილება მაქვს თავისუფლების და ვერ ვიტან, როდესაც ვიღაც ცდილობს თუნდაც ,,ოდნავ სხვანაირი’’ ტონით დამავალოს რაღაცის გაკეთება. აი, ასეთი მოკრძალებულად პატივმოყვარე ვარ, სამაგიეროდ ძალიან შემოქმედებითად ვმუშაობ თავისუფალ, მეგობრულ გარემოში, ნიჭიერ, საქმის მცოდნე ადამიანებთან, რომლებმაც იციან შრომის, ერთგულებისა და მეგობრობი ფასი. თუმცა ე.წ. ,,ტრუდოგოლიკი’’ ნამდვილად არ ვარ და მიმაჩნია, რომ ადამიანის ნაყოფიერი მუშაობისათვის სასიცოცხლოდ საჭიროა ასევე საკმარისი დრო ნაყოფიერი დასვენებისთვისაც. სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან, საქართველოში, შრომის ისეთი პირობებია შექმნილი, რომ დიდად არ განსხვავდება მონაფლობელური შრომის ტრადიციებისგან, დასვენებას ვინღა ჩივის. ამ საკითხზე სხვა დროს ვისაუბრებ უფრო ვრცლად ...

ჩემი პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში რამდენიმე ჩემს უფროს კოლეგას გამოვყოფდი, ვისთანაც მე მსიამოვნებდა პროფესიონალური და ადამიანური ურთიერთობა. რასაც გინდა დააბრალეთ, გინდ დამთხვევას, გინდ ასტრომეტაფიზიკას, მაგრამ ესენი იყვნენ – თევზი, მერწყული, კურო, ქალწული, თხის რქა და ლომი, თუმცა ეს რაღაც სხვანაირი ლომი იყო. ამათგან, ნაყოფიერად და რომ იტყვიან, გემრიელად ვიმუშავე, ამიტომაც კარგი მოგონებებისა და პროფესიონალური ცოდნისა და გამოცდილების გარდა არაფერი დამრჩენია, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდი.

ცოდნაში უპირველესად საქმიან უნარ-ჩვევებს ვგულისხმობ, რადგან ადამიანს თავში შეიძლება მთელი ბიბლიოთეკა ედოს, მაგრამ არ ჰქონდეს საჭირო უნარი მისი რეალიზაციის. ყველასთან მეგობრული და უბრალოდ კარგი ადამიანური ურთიერთობა მაკავშირებს. ადამიანური უბრალობა, განსაკუთრებით პროფესიულ ჯგუფებში, მეტად ნაყოფიერად მოქმედებს საერთო საქმის წარმატებაზე. 

საერთოდ თხის რქები მკაცრი მორალური პრინციპების ნიშნად ითვლება. ლიტერატურულ პერსონაჟებიდან თხის რქის ტიპიურ, ძლიერი პიროვნების ნიმუშად ხევისბერ გოჩას, მუშნი ზარანდიასა და მაიკლ კორლეონეს მივიჩნევ. გახსოვთ რას ეუბნება მუშნი პოლკოვნიკ სეხნიევს, ტიპიური თხის რქის სიტყვებია: ,,...ხდება ის, რომ თქვენ ქვეყანა და სახელმწიფო საძვარი გგონიათ, თქვენ მხოლოდ მიგაქვთ და არაფერს იძლევით სანაცვლოდ, არაფერი გწამთ საკუთარი სტომაქის მეტი, სახელმწიფოს კი რწმენა, ფანატიზმამდე აყვანილი რწმენა სჭირდება!’’ ... ვერაფერს იტყვი, მართლაც ძლიერი პიროვნების მორალური სახეა ნაჩვენები ამ ფრაზაში და ბოლოს ზარანდია თხის რქის ტიპიური ავადმყოფობით, მელანქოლიით იღუპება.

რაოდენ სასტიკი და დაუნდობელი იყო მაიკლ კორლეონე, იმდენად უდიდესი მორალისტი და ადამიანურიც იყო. ძმაც კი არ დაინდო და ერთი მორალური შეცდომაც კი არ აპატია. მაიკლისთვის შვილები იყო მთელი ცხოვრების ერთად-ერთი ნათელი და სუფთა ნაწილი, კიდევაც ამბობს, რომ იმ ბოროტებას, რისი გაკეთებაც მას ცხოვრების სისასტიკე აიძულებდა, ოჯახისა და შვილების დასაცავად სჩადიოდა. ბოლოს ისიც მარტოობაში კვდება, ბობოქარი ცხოვრების მოგონებებში ჩაფლული, სიცილიაზე, ძველი მიტოვებული ვილის ეზოში ...

ხევისბერი გოჩა, მორალისა და ტრადიციების მცველ რაინდს მაგონებს, ერთგვარ კეთილ დრაკონს, რომელსაც აბარია ადამიანთა ყველაზე ძვირფასი განძი – პატიოსნება და სიბრძნე. მიუხედავად იმისა, რომ თხის რქებს ფანატიკურად უყვართ შვილები, თვით ამ უდიდეს სიყვარულსაც კი სწირავენ სამშბლოსა და ერის ინტერესებს, რადგან თხის რქამ თუ თავი გადასდო, უმალ იქცევა მკაცრ ასკეტად, რომელსაც უდიდესი ტკივილის ფასად შეუძლია ქვეყნის ცოდვებიც ზიდოს ქრისტესავით.

რეალური პერსონაჟებიდან, თზის რქის უდიდესი მორალისტობის განსახიერება იყო დიდი ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს განძი ებარა, თავად შიმშილით კვდებოდა და თითიც არ დაუკარებია ამ სიმდიდრისთის, იმისათვის, რომ თავი გამოეკვება.

ესაა რეალური სული თხის რქების, მათი სიძლიერე მათ სუფთა მორალურ პრინციპებშია.

მთლად ისეც არ წარმოიდგინოთ, რომ თხის რქებისთვის ყოველგვარი მატერიალური უცხოა. ყველა თხის რქამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და ალალად აღიაროს, რომ საკმაოდ ავხორცებიც არიან, უყვართ ... ლოგინში ნებივრობაც J J ... მათი გრძნობები ვულკანს გავს, თუ არ ავლენენ და ასკეტივით ცხოვრობენ, ხომ კარგი და თუ ამოხეთქა ერთ დღესაც, უცებ წმინდანისგან ისეთ ვნებიან საყვარელ არსებად იქცევა, ვეღარ იცნობ, კანიც კი ეცვლებათ, თვალის ფერიც კი ... ქალებზე მაქვს საუბარი J ...

...

მე არ ვარ კლასიკური თხის რქა, ერთი კინკილა მზე მყავს თხის რქაში და დანარჩენი ყველაფერი გაბნეულია მთელს ზოდიაქოს რკალზე. უფრო ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებშია ჩემი პლანეტები განლაგებულნი, ამიტომაც, შეიძლება ბევრი რამ რაც ვთქვი და რის თქმასაც ვაპირებ არ დაემთხვეს სხვა თანაჰოროსკოპელის ხასიათს. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ადამიანი ყოველივე ამაზე მაღლა დგას და ყველა სხვადასხვა ტიპაჟია.

ერთხელ ერთმა უბრალო ადამიანმა გენიალური რამ მითხრა, ბედნიერებისათვის ოთახის ჩუსტებიც კმარაო ... ბედნიერების ან ნიჭი უნდა გქონდეს, ან უნდა ისწავლო, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდამ უბედური იქნები, რაოდენ დიდი ფულადი საშუალებების მფლობელი არ უნდა იყო.

თუ გინდათ ადამიანი დასაჯოთ, მიუსაჯეთ მას მარადიული სიცოცხლე, სიყვარული და ცოდნა, შემდეგ უკვე თავისთავად დაიტანჯება მარტოობისგან ! თხის რქების უმეტესობაც სწორედ მარტოობისგან იტანჯება. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მათგანი დიდი სიბრძნითა და ჭკუით გამოირჩევა, ან დიდი სიყვარულით გარესამყაროსა და ადამიანების მიმართ, მაგრამ ერთი რამ ბევრს მართლაც საერთო აქვს, ფენომენალური უნარი, სწრაფვა და ჟინი წარმატებებისკენ და დიდებისკენ, რაც მათ სახელს მარადიულ ლეგენდებში, მითებში და საბოლოოდ მარადიულ სიცოცხლეში ამყოფებს. ამავდროულად, თხის რქები თუ ცოდნით და სიყვარულით არიან შეიარაღებულნი, მელანქოლია და მარტოსულობა ტანჯავთ, რადგან გარემოსგან ითხოვენ გაგებასა და ყურადღებას, თუმცა სიამაყე, თავდაცვის ინსტიქტი და ხშირად შიშიც კი ხელს უშლის მათ, რომ თავად გაეხსნან სამყაროს, იყვნენ ლაღნი და უფრო მსუბუქად შეხედონ მოვლენებს. ხშირად მათი იდეები წინ უსწრებს სამყაროს განვითარებას.

ერთი ტიპს ვიცნობ, კაპრიკორნუსია ჩემსავით. ადრე, სიყმაწვილეში, ძალიან დიდი აგრესია ჰქონდა, ენერგია სად დაეხარჯა არ იცოდა, ძალადობისკენ მიდრეკილება და დიქტატორული თვისებები ახასიათებდა. თუმცა არასოდეს ბოროტი არ ყოფილა, პირიქით ხშირად ძალიან კეთილიც იყო, გაუმართლებლად კეთილი ... უყვარდა ავტორიტარიზმი, არისტიზმი, სხვებზე ზეგავლენის მოხდენა და მილიტარისტული მისწრაფებები აწუხებდა, ჯვაროსნული იდეები. ლიდერის თვისებებით იყო შემკული და დღესაც ასეა. ვმეგობრობთ დღემდე, მაგრამ ვაი ასეთ მეგობრობას, მუდამ კონფლიქტი გვაქვს, როცა მასში რქიანი აზრები იღვიძებს ხოლმე, მუდამ ვკამათობთ. მისთვის გაუგებარია ლმობიერებისა და დემოკრატიულობის, ტოლერანტობისა და სხვების აზრის მოსმენის აუცილებლობა, ჩემი მუდამ უკვირს და ამაზე მოგვდის ხშირი კამათი. ესაა, თხის რქა ან უაღესად დიდი ჰუმანისტი გამოდის, ან სრულიად ამის საპირისპირო.

ისიც, ერთს რომ ამოიჩემებს, ვერ გადაათქმევინებ, აზრი აღარ აქვს. ხანდახან ფიქრობს ხოლმე, რომ ადამიანები არ იმსახურებენ პატიებასა და მოთმინებას, ნება რომ მისცე, შეიძლება მთელი სამყარო ცეცხლში გაახვიოს და მერე იტყვის, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, უბრალოდ მისი აზრით ,,სამართლიან რისხვას’’ ჰქონდა ადგილი დ რა გიკვირსო, მკითხავს. მისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას და რომ გეკითხათ, მუდამ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა. თავისებური მორალური პრინციპები აქვს,  სიკეთის ქმნა სურს, მაგრამ რამდენად სრულყოფილია მისგან გამოსული სიკეთე, ეგაა საკითხავი ... თუმცა ერთი ძლიერი თვისება აქვს – ნათელხილვისა და საგნების არსის წვდომის ნიჭი. ერთ დროს თავს ზე-ადამიანად მიიჩნევდა, ტელეპათიურ და ჰიპნოთიკურ ატარებდა, სანამ ვიღაც მასზე ძლიერმა ძალამ, როგორც იტყვიან, ბუნების განგებამ, ამპარტავნებაში ჩავარდნილს, ის ,,ზე-მაგიური'' ძალები არ გამოაცალა და ამით მისი სული იხსნა კარმის დამძიმებისგან ... 

ჩემი აზრით კი, პირიქით, ყველა საშუალება არაა მისაღები ჩემთვის მიზნის მისაღწევად, რაოდენ ,,კეთილშობილი’’ მიზნებიც არ უნდა მქონდეს, მართებულად არ მიმაჩნია გვამებზე გადავლა, მითუმეტეს როცა შეიძლება იგივე მიზნის მიღწევა, თუნდაც ამისთვის ცოტა მეტი დრო დამჭირდეს.  ვერ ვამართლებ სულსწრაფობასა და ავტორიტარიზმს. ჩემთვის არაფერი ადამიანური უცხო არაა და ნება რომ მომცე, შევქმნიდი ლიბერალურ, ტოლერანტულ საზოგადოებას, ეკონომიკასა და სულიერებაზე ორიენტირებულ საზოგადობას. ადამიანი მუდმივად ვითარდება და მე მწამს ადამიანის გაკეთილშობილებისა. მე საერთოდ გავაუქმებდი ციხეების სისტემას და ახალი დაწესებულებების სისტემას შევქმნიდი, სადაც ადამიანს ადამიანურ სახეს დავუბრუნებდი, მე ვიცი, რომ ეს შემიძლია და ამაზე სხვა თემებში ვისაუბრებ ... ამ სისტემას დავარქმევდი – ადამიანობის სახლებს, სადაც ადამიანს შთაუნერგავდნენ გარესამყაროსადმი სიყვარულს იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ადამიანს დასჭირდებოდა ნეგატიური ენერგიის მოსაცილებლად და გამოსასწორებლად, ისე რომ იგი საშიში არ ყოფილიყო მშვიდობიანი საზოგადოებისათვის.

თხის რქის მისწრაფებას ყველაფრის კონტროლისადმი საუკეთესო გამოვლინება ედგარ გუვერის პიროვნებაში, რომელმაც ამერიკის თანამედროვე უსაფრთხოება შექმნა ფგბ-ს სახით.

...  

მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი ვარ ერთი-ორი სიტყვით და ერთადერთ ნათელ წერტილად ადამიანის ცხოვრებაში შვილებს მივიჩნევ, მშობლობისა და შვილობის განცდას, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია. ასევე, ადამიანის სულიერი განვითარებისათვის აუცილებელია მიწასთან კონტაქტი, თუნდაც უმცირესი ბაღი უნდა მქონდეს, სადაც ჩემი ხელით მოვუვლი მცენარეებს, დავრგავ  ვენახს, რადგან მიყვარს ყურძენი და ღვინო, რომელსაც წამლად აღვიქვამ და არა დასათრობ საშუალებად.

ამიტომაც ვიძახი, თხის რქების ენერგია თუ დადებითი კუთხით განვითარდა, მაშინ სინათლის ქურუმებს, კაცობრიობის გურუს, მასწავლებელს, მესიას, მხსნელსა და პრომეთეს მივიღებთ. ხოლო უარყოფითად განვითარებული თხის რქები ასევე წარმატებული კრიმინალები და დიქტატორები ხდებიან, ისევე როგორც სიკეთის მოციქულები.  ქრისტე, მუჰამედი, ფრანსისკო ფრანკო, მაო ძედუნი, ხუან-კარლოს I (ესპანეთის ახლანდელი მეფე), ბატისტა, რიჩარდ ნიქსონი, კონრად ადენაუერი, ციცერონი, მარკუს ანტონიუსი, ჟანა დ’არკი ... საკმაოდ ჭრელი სიაა, არა ? ამ პიროვნებებს თხის რქის პოტენციალი დაამადლა პლანეტებმა, ვინ საით განვითარდა, თავად ხედავთ.

თხის რქები მოწოდებულნი არიან ახალი სამყაროების შესაქმნელად და ამა თუ იმ სფეროში გვევლინებიან კაშკაშა ვარსკვლავებად, რომელთა გარეშეც არ არსებობს ესა თუ ის მოვლენა, ესა თუ ის სფერო ადამიანის ცხოვრებაში. მაგალითად ფიზიკა და ისააკ ნიუტონის სახელი განუყოფელია, ასტროფიზიკა და სერგეი კოროლიოვი, ნათელხილვა, მიშელ დე ნოსტრადამუსი და ვანგა იდენტურ ცნებებად იქცა. მისტიკა და გიორგი გურჯიევი წარმოგიდგენიათ უერთმანეთოდ ? J ... ან კიდევ – ოლიმპიური თამაშები და პიერ დე კუბერტენი ... საფრანგეთის ისტორია და ჟანა დ’არკი, იტალია და ჩელენტანო, დიმა ბილანი და რუსული ესტრადა, ელვის პრესლი და როკ’ნ როლი, ორლანდო ბლუმი და ,,ბეჭდების მბრძანებელი’’,  მუჰამედ ალი და ბოქსი ან ჯო ფრეზერი და მუჰამედ ალი, ეუსებიო და პორტუგალიური ფეხბურთი, ლეო ბოკერია და გულის ოპერაცია, ლორენცო მედიჩი და ფლორენციული რენესანსი, როდრიგო ბორჯია, იგივე რომის პაპი ალექსნადრე VI და ვატიკანის ისტორია, მელ გიბსონი და უილიამ უოლესი, მიხაელ შუმახერი და ავტოსპორტი, ლარა ფაბიანი, დევიდ ბოუი, რიკი მარტინი და თანამედროვე ესტრადა, პაველ ტრეტიაკოვი და ნახატების გალერეა, ლოიდ ჯორჯი და ბრიტანეთის იმპერია, კონრად ადენაური და თანამედროვე გერმანია? J ... სხვათაშორის, როდრიგო ბორჯიას მიუძღვნა მარიო პიუზომ რომანი ,,პირველი დონი'', როგორც ისტორიაში პირველი მაფიოზური კლანის შემქმნელს ... ალ კაპონეც ვარსკვლავი იყო, მერე რა რომ კრიმინალური, მაგრამ მაინც ვარკვლავი. მასე, ჩემი აზრით, სტალინიც კრიმინალი იყო და უფრო საშიში, ვიდრე ალ კაპონე.

ტაძრელების რიგით მეორე დიდი მაგისტრი რობერ კრაონიც თიხს რქა იყო.

ეს ჩვენი მეზობელი, აზერბაიჯანის ნათება და ნავთობის ბრწყინვალე პრინცი – ილჰამ ალიევიც თხის რქა ყოფილა ... გადახედეთ ბაქოს, ეტყობა თხის რქის აღმშენებელი ხელი თუ არა ? J...

ნათელი სურათია, ყველა სფეროში, რაც არ უნდა იყოს, მესაათეობითა და მეწაღეობით დაწყებული, დიდ პოლიტიკოსობამდე დამთავრებული, თხის რქები უმაღლეს მწვერვალებს აღწევენ და ლეგენდებად რჩებიან თავიანთ ასპარეზზე.

რედიარდ კიპლინგი, ჯოან როულინგი, ჯონ ტოლკინი ... მარტო ამათი სახელებიც კმარა, იმისთვის რომ ვთქვათ, ფანტასტიკურ და საბავშვო ლიტერატურაში თხის რქებმა ნამდვილ სასწაულები მოახდინეს. მარტო ტოლკინმა იმხელა, უზარმაზარი სამყარო შექმნა, თავის რასსებით, ენებით, დამწერლობებით, ხანდახან რომ ვუფიქრდები, ასე მგონია, რომ ეს სამყარო სადაღაც გვერდით არსებობს, ტელეპორტის კარს გააღებ და უცებ აღმოჩნდები უკვდავი ელფების გარემოცვაში, სადაც ულამაზესი რასსის არსებები გასწავლიან, თუ როგორ უნდა გიყვარდეს გარესამყარო ...

პროზაში მართლაც ბრწყინავენ თხის რქები, მაგალითად: ა. ჩეხოვი, ალ. ყაზბეგი, ე.ალან პო, ალექსეი ტოლსტოი ... პოეზიაში მოიკოჭლებენ ცოტა, თუ არ ჩავთვლით ლადო ასათიანსა და ადამ მიცკევიჩს ...

რა ვიცი, აღნიშნული სია, სადაც უხვად შეგხვდებათ ლეგენდარული პიროვნებები აბსოლუტურად ყველა სფეროში,  უსასრულოდ შეიძლება გაიწელოს, დაწყებული მიხეილ და ლელა მესხებით, ემანუელ ლასკერითა და მაია ჩიბურდანიძეთი დამთავრებული.

კინემატოგრაფში უდიდესი არტისტები ყველა ჟანრში თხის რქები არიან, იგივე – ენტონი ჰოპკინსი, მილა იოვოვიჩი, კევინ კოსტნერი, მიშელ მერსიე, რობერ ოსეინი, ანა სამოხინა, კონსტანტინ ხაბენსკი, ჰამფრი ბოგარტი, ავა გარდნერი, მარლენ დიტრიხი, ჯუდ ლოუ, ჟერარ დეპარდიე, როუენ ეტკინსონი (მისტერ ბინი), ჯიმ ქერი და იპოლიტე ხვიჩიაც კი, ეს იმათთვის, ვინც თვლის რომ თხის რქებს ღიმილი არ შეუძლიათ და გული არ გააჩნიათ J ... 

ფაქტი ერთია, რომ ძირითადად თხის რქები შემოქმედი ხალხია, კი არ ანგრევენ, ზოგიერთი მათი მსგავსი ზოდიაქოსგან განსხვავებით, არამედ აშენებენ და ძალიან კარგადაც, მთავარია არ ჩაიკეტოს მათი ენერგია და საქმიანობაში მიეცეს სრული თავისუფლება ! ...  

ნეგატიური ასპექტებიც უხვად აქვთ – დიქტატორობისკენ მიდრეკილება, სიამაყე გადასული ამპარტავნებაში, მიუტევებლობა, შურისმძიებლობა, ჩაკეტილობა, ინერტულობა, უგრძნობლობა, ცხოველური ინსტიქტები და ა.შ.

თუმცა ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ თხის რქა იქნება თუ მორიელი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველა თავისებურად ინდივიდია, ადამიანია და ბუნებრივია არაფერი ადამიანური ადამიანებისთვის უცხო არ არის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველანი მოკვდავები ვართ და ვემორჩილებით სიტყვის ძალას. თუკი მორიელებისგან უდიდესი წმინდანები გამოდიან, თხის რქები მსოფლიო რელიგიებს აფუძნებენ. ამ ორი ნიშნის სულიერ ძალებშ ბევრი საერთოა, მაგრამ ბევრი სხვაობაც. საერთოდ მიმაჩნია, რომ ვერძებისა და მშვილდოსნების ცანცარული და ზედაპირული ეპოქა ვერ ამართლებს ქვეყნის მართვაში. სახელმწიფო უნდა ჩააბარო თხის რქასა და მორიელს, შედეგები გაცილებით ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება ხალხისთვის. ვერძისა და მშვილდოსნისგან განსხვავებით, თხის რქა და მორიელი საფუძვლიანად აშენებენ სახლსა და შესაბალისად სახელმწიფოს, ხოლო ახლად წამოჩიტულ სახელმწიფოებს დამანგრეველი ენერგიის ცეცხლის ნიშნები ნადვილად არ სჭირდება, პირიქით, შემოქმედებითი და აღმშენებლობითი ენერგიის თხის რქასა ან მორიელს უფრო ვანდობდი ხალხის ბედს, რეალისტურად მოაზროვნე პრაგმატულ ხალხს.

ასეა, მეგობრებო, საქმე – ,,არა მხოლოდ პურითა ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყუითა ღვთის ...’’ და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ,,სიმართლე გაგათავისუფლებთ ...’’ J ...

ღამეც მიიწურა, მთვარე არ სჩანს არსად, ალბათ მემალება შეშინებული J ...

საკმარისად ვისაუბრე თევზისკუდიან თხებზე, ასე რომ გემშვიდობებით მერწყულებამდე ...

ჰო, მართლა ... დღეს დიდგორობაა და ასევე ცოტნე დადიანის ხსენების დღე, გილოცავთ ყველას, უფალმა გაგძლიეროთ, ამინ !



კ. კოლხი
12.8.2012 წ.

ფრანჯისტანი ...
ნორმანდიის უმთვარო ზეცა ...




Comments