ზოდიაქოსოფია. თავი III. ტყუპები - დეპრესიული ბავშვები
ზოდიაქოსოფია
ავტობიოგრაფიული კომიკური პუბლიცისტიკა
შესავალი
აღნიშნული პუბლიკაციების კრებული არის კონკრეტული პერსონაჟების
შესახებ მოკლედ გადმოცემული დახასიათებები, რომლებიც ძალიან სუბიექტური თვალთახედვაა,
გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და შესაბამისად არ გამაჩნია არავითარი პრეტენზია ასტროლოგიის ზუსტ ცოდნაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგიური ალეგორიები უფრო ლიტერატურულ
ხერხადაა გადმოყენებული. უფრო მეტიც,
ასტროლოგიას იმ სახით, რა სახითაც ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება
საზოგადოებაში, ცრუ მეცნიერებად მივიჩნევ. რა თქმა
უნდა არსებობს პლანეტებს შორის უერთიერთზეგავლენის
სრულიად ცხადი კანონზომიერება, ეს აშკარაა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებით
და თუნდაც პირადი ასტროლოგიური რუქებით ადამიანის შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცედ მწამს, ყოველშემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის
შექმნილი.
... ასევე, არ
მაქვს პრეტენზია ლიტერატორობაზე, ამიტომაც აქ ბევრია სლენგი და ჟარგონი. უბრალოდ დრომ
მოიტანა და მინდა რაც სათქმელი მაქვს კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ზოგის მიმართ
დადებითი და ზოგიც უარყოფითი, ვთქვა თავისუფლად და ყოველგვარი ფილოლოგიური ფორმალობების
გარეშე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი გნსაკუთრებული პრეტენზიული ლიტერატურული გემოვნების
მქონე მკითხველს. თავიდან არც ვაპირებდი ეს ყველაფერი რაიმე კანონზომიერი ფორმით შემეკრიბა
და სისტემატიზაცია მიმეცა. ასე გამოვიდა, რომ ერთ სათქმელს მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა
ერთიანი დასახელებაც და სხვადასხვა თავებიც.
კ. კოლხი
კონსერვატორი კუროების შემდეგ ძალიან არაკონსერვატორ ტყუპებზე რა უნდა მოვყვე, მათი ხსენებისას ქარი მახსენდება, რომელსაც არ აქვს სხეული, მხიარულად უშტვენს, ცელქობს, ტლიკინებს, ოცნებობს ისე როგორც სიო J.
ქარი, მშრალი, უსხეულო, ქაოსურ მოვლენა, რომელიც მომთაბარე მონღოლივით დაჰქრის დედამიწის სივრცეებში, არსად და ვერსად დაედგომება. ხანდახან უაზროდ ზუზუნებს. ტყუპების დეპრესიულ აზროვნებას ვერ ვეგუები, რომელსაც ვერ გაუგიათ რა უნდათ, უხარიათ რა სწყინთ.
ბავშვი რომ ტირის, ბუნებრივია ცდილობ დაამშვიდო, დააწყნარო, გაუგო რა სურს, თუ შია, განიშნებს და აჭმევ, თუ სწყურია, განიშნებს და წყალს დაალევინებ, თუ თამაში უნდა, არც ეგაა პრობლემა - ეთამაშები, თუ პამპერსის გამოცვლა უნდა - გამოუცვლი, მაგრამ ... ტყუპებს რა უნდათ, ოღონდაც ეგ გამაგებინა და მზად ვარ, ვაჭამო, ვასვა, ვეთამაშო და თუ საჭიროა პამპერსებსაც გამოვუცვლი, რა პრობლემაა ... მხოლოდ გააჩნია ვის ! J.
ტყუპი კაცებიდან ერთი ჩემი ბიძაშვილია, მეორე ჩემი სიძე, ორივე მიყვარს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემები არიან, არა, უბრალოდ სანდო, ერთგული ხალხია, ხასიათს შეგიწყობენ, მათ კამპანიაში არ მოიწყენ, აზარტულები არიან სპორტში, განსაკუთრებით ფეხბურთში, თუმცა ორივე სულ დავობს იმაზე, რომ არსენალი ჯობია თუ ბარსა ... მე, როგორც ბარსას ე.წ. ფანი, სიძეს ვუბამ ხოლმე მხარს და ამაზე სულ ჯუჯღუნებს ლეონსიტო, ბიძაშვილი, თვითონ არსენალზე და ინგლისურ ფეხბურთზე აბოდებს J ...
ამ ჩემს ტყუპებს უყვართ ნადირობა, თევზაობა და სხვა ბავშვური გართობები. სხარტი აზროვნების ხალხია, კომუნკაბელურები და ენამოსწრებული, თან ერთი იმერელია, მეორე გურული და რა თქმა უნდა, ორმაგად ტყუპები არიან, რადგან ტყუპები და ქართლელი, ან კახელი ვერ წარმომიდგენია. ტყუპები უნდა იყოს გურული, ზე-სწრაფი ჰერმესის ღირსეული შვილი !
გამზრდელი ბიძა მყავდა ტყუპები, დიდი ინტელექტით დაჯილდოებული ადამიანი, ნაკითხი და განთლებული კაცი. მუსიკალური ნიჭიც უხვად ჰქონდა ბუნებისგან ნაბოძები. მისი ხასიათის ერთ-ერთი თვისება იყო სისხარტე და სიფიცხე. რუსები რომ იტყვიან ,, шустрый,, - აი, ასეთი იყო. მუდამ მიჩიჩხინებდა, რომ ცოტა ,,გამეღვიძა,, ... ნუ, ახლა ჩემი რაჭულ-თხისრქული სიდინჯე იმერელ აზნაურისშვილის და თანაც ტყუპების სიშუსტრესთან რა მოსატანია J.
ზაფხულობით, პირველივე დღეს რომ დამითხოვდნენ სკოლიდან, 31 აგვისტომდე სოფელში ვიყავი, იმერეთისა და სამეგრელოს საზღვარზე, თხმელარში, რომელსაც ადრე საჭილაო ერქვა, ახლა კი დაყოფილია ცალკე სოფლებად: მარანი, თხმელარი, გაუწყინარი, ქვიშანჭალა, კუტაეწერი, ტყვირი, პირველი მაისი (რით ვერ გადაარქვეს, ვერ გამიგია) და იმერეთის ბოლო სოფელი - ქოლობანი. ადმინისტრაციულად აბაშის რაიონში შედის ყველა ეს დასახლება, თუმცა ეთნოკულტურულად აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები სამტრედიელებად მიიჩნევენ თავს.
... იქ იყო ჩემი ეგრეგორი და დღემდე იქაა. რიონისა და ცხენისწყილს ჭალებიდან და კოლხეთის ველებიდან მოსჩანდა გურიის მთები და დასავლეთის ცივილიზაციის მენტალური პორტალი - შავი ზღვა. ჩემს თვალწინ ცოცხლდებოდა ძველი ქართული და ელინური მითები. ერთი რამ მყარად ჩამომიყალიბდა იმ პერიოდში, რომ ჩვენი, კოლხები და იბერები, წარსული და მომავალი დასავლეთის კულტურაა, ევროპული ცივილიზაციის ნაშთებია აზიაში შეჭრილ ევროპული კლანჭივით გაწოლილ, ამ დალოცვილ და მადლიან მიწაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია !
დღე და ღამ სოფლის ბიბლიოთეკაში ვიჯექი, მე ვიყავი ალბათ ამ ბიბლიოთეკის ერთად-ერთი კლიენტი. მაშინ კომპიუტერისა და ინტერნეტ კაფის ფუნქციებს ბიბლიოთეკები და წიგნები ასრულებდა. ბიძაჩემის სულ მიკვირდა რას მიხურებს ეს კაცი, რა უნდა ჩემგან მეთქი. თვითონ განათლებული კაცს ნეტა რა უკვირს ჩემი და ბიბლიოთეკის სიყვარული მეთქი.
ახლა როგორც ვხდები, ბიძაჩემს ეშინოდა ჩემს ნამეტან გატაცებას ლიტერატურით ჩემი დაშტერება და იმერულად რომ ვთქვათ, გამოპენტერაბა არ გამოეწვია J.
დაახლოებით 10-11 წლის ვიქნებოდი და ერთხელ მეუბნება, შენგან პირველი მეთოხე უნდა დავაყენო სოფელშიო და ცივმა ოფლმა დამასხა, მე და თოხი ისე შორს ვიყავით ერთმანეთისგან, როგორც ცა და მიწა. მაგრამ ბიძაჩემი, პეტრე I-ვით, ვერ იტანდა უსაქმურობას, რომაელებს ჰგავდა აზროვნებით და დროის ფლანგვა არ უყვარდა უაზროდ. პრინციპში მართალიც იყო. ჰოდა, ჩემი და ბიბლიოთეკის რომანტიკული ურთიერთობა ალბათ უსაქმური და ,,სირისტიანი,, ქალაქელის მავნე ჩვევაში არ უნდოდა რომ გადაზრდილიყო და ამიტომაც დამემუქრა თოხით, ფიზიკური შრომით, რათა მცოდნოდა მიწაზე შრომის ფასი და სხვისი შრომის დაფასება.
ახლა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მაშინ თოხი და ჩემი ტანჯვა ერთი იყო. ერთხელ ბაბუაჩემმა და ბიძაჩემმა დამავალეს ყანაში სიმინდისთვის ბალახების გამოთოხვნა. დიდი ბუზღუნით და წარბების შეჭმუხვნით მოვკიდე თოხს ხელი და გავემართე ყანაში. იქვე, სახლის უკან ერთ ჰექტარზე დათესილი იყო სიმინდი, ჯერ ბოლომდე არ იყო გაზრდილი, წელამდე მწვდებოდა. ორი კვალი უნდა გათოხნოო, ასე ბრძანეს ქალაქელი სირისტიანობის მოძულე სპარტანელებმა და დავიწყე თოხნა. მოკლედ, როგორც ბალი არ დაემყნობა კაკალზე, ისე ჩემგან მეთოხე რომ ვერ დადგებოდა, ეგ კი ვიცოდი, მაგრამ იმ დღეს თოხისგან მიღებულმა შოკმა სულ გამაცოფა. ავდექი და ბალახების მაგივრად სიმინდები დავჭერი, წარმოვიდგინე, ვითომც გიორგი სააკაძე ვიყავი ტაშისკარის ომში და თათრებს ერთი დარტყმით ვანადგურებდი და ... მიდიიიი, ავოეეე ! JJ ... ბაბუაჩემის სიმინდის ყანის ორი კვალი პირნათლად მოვცელე ! გამოვედი ამაყი სახით, მოვრჩი მეთქი. გადმოვიდა ბიძაჩემი სამუშაოს შესამოწმებლად და იქვე ჩაიქნია ხელი ჩემი პირველ მეთოხეობაზე J ...
ასეთი იყო ბიძაჩემი, ტყუპები, ენამოსწრებული, სუფრისა და მხიარულობის მოყვარული, პოეზიისა და მუსიკის მეხოტბე კაცი.
საქართველოს მგოსანი, დიდი აკაკიც ტყუპები იყო და მისი პოეზიაც ანკარა წყაროსავით გამჭვირვალეა, სხარტია, მუსიკალურია და ოცნებებით აღსავსე.
ქალსაც ბევრს ვიცნობ ტყუპებს. ქალები ძალიან მიდრეკილნი არიან თავისუფლებისაკენ, კონსერვატორული ცხოვრება ღლით, დეპრესიაში აგდებთ, რომელიც ხშირად უკიდურეს შედეგებამდე მიდის ხოლმე, მაგალითად მერლინ მონროს აღსასრული შედეგი იყო მისი შინაგანი პროტესტისა ირგვლივ გამეფებული მოძველებული სტერეოტიპული საზოგადოების მიმართ.
ერთი კი ნამდვილია, მსუბუქი და ერთი შეხედვით უდარდელი ტყუპების უკან ღრმა პიროვნული ტრაგედია შეიძლება იმალებოდეს. ძალიან მგრძნობიარეები არიან და ცხოვრების სასტიკ დარტყმებს უაღრესად მტკივნებულად განიცდიან, ამ ტკივილის კომპენსაციას კი მხიარული ნიღბით ახერხებენ, რომ მთლად არ დაიშალონ, როგორც ფაიფური, ეს მათი თავდაცვის ინსტიქტის რეაქციაა. ამ შემთხვევაში ტყუპები და თევზები ჰგვანან ერთმანეთს.
ტყუპების ემოცია თევზებისაგან განსხვავებით უფრო ზედაპირულია და მოკლე პერიოდებში ვლინდება. ტყუპი კაცები ადვილად ექცევიან ქალის გავლენის ქვეშ. ბევრი დადებითი თვისებების მიუხედავად, ტყუპების უპრინციპობა და საკუთარი მყარი ფასეულობების არ ქონა ძალიან მაღიაზიანებს. ზედმეტად დამთმობები არიან, ხშირად საკუთარი ნების სრულ უგულვებელყოფამდე. აქედან გამომდინარე ტყუპები ხშირად ხვდებიან ინტრიგების მსხვერპლნი, ადვილად შეიძლება მათი ეჭვიანობის და მრისხანების გამოწვევა. ეს თვისებები ტყუპებს უსამართლო ტირანებადაც კი აქცევს, თუკი მათ ხელში ძალაუფლება აღმოჩნდება. მაგალითად რუსეთის იმპერატორი პეტრე I , რეფორმატორი მონარქი, უყვარდა მეცნიერება და ახალ-ახალი, მოდერნისტული იდეების ხორცშესხმა, თუმცა ამავე დროს გამოირჩეოდა უსამართლო ტირანულ-ეჭვიანი ხასიათით.
ქალი ტყუპებს თავისებური შარმი აქვთ, გულღია და ხანდახან ზედმეტად კომუნიკაბელური ხალხია, ადვილად იჯერებენ ტყუილებს და ხშირად ფანტაზიებით ცხოვრობენ, მოგონილი სამყარო აქვთ, სადაც თვითონ ფიფქიას როლი თამაშობენ, რომელსაც დასდევს ბოროტი დედინაცვალი - ცხოვრება, რომელიც ცდილობს მის მოწამვლას.
ბევრი ცნობილი ფოტომოდელი ტყუპია, მაგალითად ძალიან პოპულარული ბრაზილიელი ტოპ-მოდელი ადრიანა ლიმა, ასევე შავი მარგალიტი - ნაომი კემპბელი.
ტყუპების გაორებული ხასიათი მათ მოსვენებას არ აძლევს და ხშირად ისეთ წვრილმანებს განიცდიან, რაც მართლა სანერვიულო არაა. უბრალოდ ტყუპებს ძალიან ეშინიათ წაგების !
ახლა გამახსენდა ბულგაკოვის მისტიკური
ნაწარმოები - ,,ოსტატი და მარგარიტა,, . მასში ერთი გმირია, რომელსაც ჰქვია
კაროვიევი, ვოლანდის ამალიდან, რომლის როლს ასრულებს ალექსანდრ აბდულოვი, ტიპიური
ტყუპია - ნიჭიერი, ,,შუსტრი,, ხასიათის, კომუნიკაბელური, მუსიკალური და პოეტური.
თვითონ კაროვიევის ტიპაჟიც წააგავს ტყუპებს. ერთხელ ვოლანდი ამბობს, რომ კაროვიევი
ერთ დროს რაინდი იყო, რომელმაც ძალიან უშნოდ იხუმრა, ბნელსა და ნათელზე კალამბური
დაწერაო და მის მერე ჩემთან ვალშია, რომელსაც დღეს გადაიხდის და ვათავისუფლებო.
მოგეხსენებათ, რომ ვოლანდი არის სატანა, რომელიც მოსკოვში ჩადის შაბაშის, ანუ
საზეიმო ბალის მოსაწყობად და ამალად ახლავს კაროვიევი ( იგივე ფაგოტი ), კატა-ბეჰემოტი და დემონი
აზაზელო. კაროვიევი სულია, რომელიც ყველგან დაჰქრის ჰერმესივით და მისი შეფის,
ვოლანდის დავალებებს ასრულებს, ადამიანთა დარწმუნების ნიჭით გამოირჩევა, რაც მის
ინტელექტსა და მჭერმეტყველებას, მოსწრებულ სიტყვა-პასუხს ხაზს უსვამს. პრინციპში
ტყუპებს სწორედ რომ ე.წ. კალამბურული აზროვნება აქვთ.
ვიქტორ ცოი, პერესტროიკის
ეპოქის გმირი, საბჭოთა როკის ჩე გევარა - ტყუპები იყო !
ნიკოლ კიდმანი, ანჯელინა
ჯოლი, მაქსიმ გალკინი, ფრენკ ლამპარდი, სტივენ ჯერარდი ... სპორტსმენების და
ტოპმოდელების სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
ტყუპებს კარგად გამისდით
ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარება, რისი ნათელი მაგალითია ცნობილი რუსი
მსახიობი ლარისა გუზეევა, რომელსაც რუსეთში პოპულარული გადაცემა ,,მოდი
დავქორწინდეთ,, მიჰყავს. ტყუპია ლარისა და ამიტომაც შემთხვევით არ უძღვება ასეთ
კომუნიკაბელურ გადაცემას J.
აქვე მინდა ავღნიშნო ერთი
დაუცხრომელი და მეოცნებე კაცი, რომელიც ოცნებობდა მთელს მსოფლიოში სამართლიანობისა
და თანასწორობის დამყარებაზე.
კონსტრასტული ტიპი იყო. კაცი, რომელიც ოცნებობდა ფერად და უტოპიურ მომავალს,
სიყვარულის და ჰუმანიზმის აპოგეაზე, ამ დროს არ ერიდებოდა ძალადობას. სხვანაირად
არც შეიძლებოდა, რადგან ეს კაცი პროფესიონალი რევოლუციონერი იყო. საუბარი მაქვს
ჩვენს თანამედროვე მსოფლიოში, მეამბოხე სულის ახალგაზრდებში და ძირითადად
სტუდენტებში ეგზომ პოპულარულ პიროვნებაზე, რომელიც ტყუპები იყო - ერნესტო ჩე
გევარაზე!
კომანდანტე ,,ჩე,, ყველაზე
პოპულარული ტყუპებია, რომლის ბრენდი - მისი რევოლუციურად მომზირალი პორტრეტი
ამშვენებს თანამედროვე წარმოების ნაწარმებს - მაისურებს, დროშებს, სააგიტაციო
პლაკატებს და ა.შ.
ახლახანს ტრაგიკულად
დაღუპული, დეპრესიის მსხვერპლი, მომღერალი უიტნი ჰიუსტონიც ტყუპები იყო, არადა
რამხელა ნიჭი დაიღუპა, ნარკოტიკებში ჩაიფერფლა ?! აი, ესაა ტყუპების დეპრესიის
კლასიკური შედეგი !
საერთოდ ბევრ ტყუპს
ტრაგიკული და მოულოდნელი აღსასრული აქვს. იგივე თუფაქ შაკური თუნდაც, მერილინ
მონრო, უიტნი ჰიუსტონი ...
მუამარ კადაფი, ტყუპები, რომლის ტრაგიკული
არსასრული ახლახანს, ჩვენს თვალწინ მოხდა. არადა, ამ ცოტა ხნის წინათ ეს ჩრდილოაფრიკელი
მუმია დადიოდა, მოძრაობდა და ლაპარაკობდა კიდეც ... სამწუხაროდ მუმიის შესაფერისად
დაასრულა თავისი დიქტატორული კარიერა, თუმცა არ მგონია ლენინის მსგავსად ხალხმა მას
მავზოლეუმი აღირსოს.
ცხონებული ბიძაჩემიც ასე
მოულოდნელად და ტრაგიკულად აღესრულამ რომლის სიკვდილმა დღემდე უდიდესი შრამი
დამიტოვა მეხსიერებაში და გამოცანად დარჩა მისი ბედი ...
ტყუპების მაღალი
ინტელექტის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ანატოლი კარპოვი, ცნობილი შახმატისტი და
მსოფლიო ჩემპოინი.
გამოჩენილი დიზაინერი
გუჩიო გუჩიც ტყპები იყო, მე პირადად მომწონს გუჩის სტილი.
ამერიკის პრეზიდენტებიდან,
რომელსაც მე უდიდეს პატივს ვცემ მისი მსოფლმხედველობის გამო, ესაა ჯონ ფ. კენედი,
რომლის ზოდიაქოც ტყუპები იყო. ისიც ტრაგიკულად აღესრულა !
რა არის ეს ? უბრალო
დამთხვევები ? ... რაღაც არ მგონია ... ალბათ აქ არის რაღაც კოსმიური
კანონზომიერება, რომელიც ბევრისათვის გამოცანად რჩება.
არ მინდა ასე მინორულ და
მელანქოლიურ ნოტაზე დავამთავრო ტყუპებზე მოგონებები, ამიტომ გავიხსენებ უდიდეს
გერმანელ კომპოზიტორს - რიჰარდ სტრაუსს, თავისი განუმეორებელი მუსიკალური ნაწარმოებით
,,ასე ამბობდა ზარასტუსტრა,, , რომელიც შთამაგონებს ესე ამბავის კეთილად
დასრულებას, ანუ happy end -ს !
ნუ, ახლა სტრაუსის
,,ცისფერ დუნაი,,-ს მისტიკურ ჰარმონიაზე აღარაფერს ვამბობ ... უბრალოდ უსმინეთ და
თქვენ დაინახავთ ტყპების კეთილ, ლამაზ სულს, რომელიც სავსეა ბავშვური სიცელქით და
ჰუმანიზმით !
კარგად ბრძანდებოდეთ,
მომავალი მოგონებების იმედით კირჩხიბებზე J.
ა ბიან ტო' !
კ.კოლხი
24.05.2012 წ.
ფრანჯისტანი, მზიანი დილა
Comments
Post a Comment