ზოდიაქოსოფია. თავი I. ვერძი vs თხის რქა
ზოდიაქოსოფია
ავტობიოგრაფიული კომიკური პუბლიცისტიკა
შესავალი
აღნიშნული პუბლიკაციების კრებული არის კონკრეტული პერსონაჟების
შესახებ მოკლედ გადმოცემული დახასიათებები, რომლებიც ძალიან სუბიექტური თვალთახედვაა,
გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და შესაბამისად არ გამაჩნია არავითარი პრეტენზია ასტროლოგიის ზუსტ ცოდნაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგიური ალეგორიები უფრო ლიტერატურულ
ხერხადაა გადმოყენებული. უფრო მეტიც,
ასტროლოგიას იმ სახით, რა სახითაც ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება
საზოგადოებაში, ცრუ მეცნიერებად მივიჩნევ. რა თქმა
უნდა არსებობს პლანეტებს შორის უერთიერთზეგავლენის
სრულიად ცხადი კანონზომიერება, ეს აშკარაა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებით
და თუნდაც პირადი ასტროლოგიური რუქებით ადამიანის შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცედ მწამს, ყოველშემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის
შექმნილი.
... ასევე, არ
მაქვს პრეტენზია ლიტერატორობაზე, ამიტომაც აქ ბევრია სლენგი და ჟარგონი. უბრალოდ დრომ
მოიტანა და მინდა რაც სათქმელი მაქვს კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ზოგის მიმართ
დადებითი და ზოგიც უარყოფითი, ვთქვა თავისუფლად და ყოველგვარი ფილოლოგიური ფორმალობების
გარეშე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი გნსაკუთრებული პრეტენზიული ლიტერატურული გემოვნების
მქონე მკითხველს. თავიდან არც ვაპირებდი ეს ყველაფერი რაიმე კანონზომიერი ფორმით შემეკრიბა
და სისტემატიზაცია მიმეცა. ასე გამოვიდა, რომ ერთ სათქმელს მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა
ერთიანი დასახელებაც და სხვადასხვა თავებიც.
კ. კოლხი
თავი I. ვერძი vs თხის რქა
ბავშვობიდან ვერ ვიტანდი უსამართლობას, არ მინდოდა პროკურორობა, თუმცა გამოძიება და ადვოკატობა მომწონდა, ერთგვარი აზარტი
იყო ჩემთვის. მიყვარდა ციცერონის ტიპის იურისტები. მიყვარდა ხატვა, არქიტექტურა და
საგნების დიზაინი. მიყვარდა ისტორიაც, ის რაც დროის მიღმა რჩებოდა მეხსიერებაში. დამთავრებული
მაქვს სამხატვრო სკოლა, მინდოდა გამეგრძელებინა ხელოვნების სფეროში განათლება და პროფესიით
ვყოფილიყავი არქიტექტორი, ფერმწერი, გრაფიკოსი, დიზაინერი და რაღაც ამდაგვარი. მაგრამ
90-იან წლებში ისეთმა პერიოდმა მოუსწრო საქართველოს, რომ ხელოვნებით და ზე-მატერიალური
იდეებით პრაქტიკულად ვერ იცხოვრებდი. ავდექი და იურიდიულზე ჩავაბარე. განგებისაგან,
ჩემი ხასიათის გათვალისწინებით, მაინც სხვების დაცვა მომიწია პროფესიულად, რასაც ვერ
ვიტყვი, რომ იდეალურად, მაგრამ საკმაოდ კარგად ვართმევდი თავს. მე არ შეიმიძლია ბრალდება
და სხვების გასამართლება, კაცია და გუნებაო, ნათქვამია.
ყოველთვის ვცდილობდი ადამიანში პოზიტიური მხარე დამენახა,
რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიყალბეზე ან ბოროტებაზე
თვალი უნდა დახუჭოს ადამიანმა და პირში წყალი ჩაიგუბოს. კი, ბევრჯერ მეც გავჩუმებულვარ,
როცა წარმომიდგენია, რომ ჩემი ხმამაღალი განცხადებები ზიანს მიაყენებდა ჩემი შვილების
ყოფა-ცხოვრებას და უსაფრთხოებას, რაც სამწუხაროდ საქართველოს რეალობაში სინამდვილე
იყო და სინამდვილეა დღესაც. მაგრამ თუ სათქმელს ვამბობდი, ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმალურად
შემეკავებინა სარკაზმი, ცინიზმი, აგრესია და ირონია.
ახლა ერთი კომიკურ ცხოვრებისეულ ვირტუალურ სიუჟეტზე
რაღაც იდეები მომივიდა და რომ არ ვთქვა, არ შეიძლება, ჯანმრთელობას დავიზიანებ და რა
ძალაა :))... ის, ვისზედაც უნდა ვისაუბრო, ფსევდონიმითაც კი ჩემი ანტიპოდია, მე კოლხი
მქვია, იმას კი ... თქვენ თვითონ დაასკვენით :) ...
ეს არ არის პიროვნული დაპირისპირება ან ქიშპობა, ღმერთმა
დაგვიფაროს, უბრალოდ კომიკაა, სახალისო და ადამიანური, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში
შეგხვდეს და სამყაროს ყოვლადუნივერსალურ ზე-კანონს თუ გავითვალისწინებთ, შემთხვევით
ორი ამბიციური ფოთოლიც კი ერთურთის გვერდით არ ვარდება ...
საყოველთაოდ გავრცელებული ზოდიაქოს და ჰოროსკოპების
ინტერპრეტირებების არ მწამს, თუმცა ვაღიარებ რომ პლანეტებს, ნებისმიერ მაგნიტურ მექანიზმს,
დედამიწაზე და ურთიერთზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, რაც გამოვლინდება ენერგეტიკული
არხების ცვლილებებით, მოძრაობით და მიმართულებებით. საბოლოოდ კი ყველაფერი ენერგიამ
შექმნა. შესაბამისად ზოგიერთი პლანეტის ზეგავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე განსაკუთრებულ
დახასიათებას იძენს კონკრეტულ მომენტში და შეუძლებელია ეს ზეგავლენა არ აისახოს ადამიანის
დაბადებისას მის ფსიქონერვოლოგიურ სისტემაზე.
ყველა-ფერი ურთიერთკავშირშია და ეს ყველა-ფერი არის
ღმერთი. ძნელია ზღვარი გაავლო სად არის ღმერთი, რადგან ის ყველა-ფერშია და თავად არის
ყველა-ფერი...
ახლა რასაც დავწერ, ვიცი წინასწარ რას მეტყვის ერთი
პიროვნება, რომელიც ვერძია. შეიძლება ხმამაღლა არც თქვას, მაგრამ ნაღდად ვიცი, რომ
გულზე მოხვდება. წარმართობას, გაუნათლებლობას და კიდევ ათას სისულელეს დამწამებს თავის
გულში. ანუ კეთილად გაფიცხდება, როგორც სჩვევია, სხვანაირად არც შეიძლება, ის ხომ ვერძია.
:)))
იტყვის, რომ ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, რომ
ქრისტეს ვადარებ თავს და ა.შ.
ჰო კიდევ, ახალაკვიატებულ ტერმინი ,,პრავასლავნიკიც,,
( რითაც ხაზს უსავამს, რომ ,,მართლმადიდებლობა,, და ,,რუსოფილია,, ერთი და იგივეა თურმე
) კი მიწოდოს შეიძლება, რომელსაც მე რა თქმა უნდა ფილტვების ხარხარით შევხვდები, რადგან
ჩემთვის სულ ერთია პრავასლავნიკობაც, კათოლიკობაც და ყოველგვარი ,,ისტობა,, ზოგადად,
იმის გამო, რომ უბრალოდ მე თვითონაც კარგად ვესაუბრები ღმერთს რაზეც მინდა, როგორც
მინდა, როდესაც მინდა და ძალიან ხოშიანი ურთიერთგაგებაც გვაქვს, მააშ !
ჰო, ჰო, იცინეთ ... მე კი, ეკლესიებს, უფრო სწორად მაყუთის
სტანოკ ორგანიზაციებს, რომლებიც ბედავენ და ქრისტეს წმინდა ეკელსიებს უწოდებენ თავს,
აქეთაც და იქეთაც, თავიანთი ანაფორიანი ჰედონისტი სადისტებით და რასისტებით, ძალაუფლების
ვერგაყოფის და ადამიანური ფარისევლობის ბუდედ მივიჩნევ. ნუ, ისტორიული სტატისტიკის
მიხედვით ყველაზე დიდი ომები, გენოციდები და კაცის კვლები, რელიგიას ამოფარებული ბოროტება
იყო და მეტი არაფერი.
მე ვიცი, რომ ეკლესია ქრისტესი ერთია, როგორც მისი სხეული
და ამდენი ტახტები და ოფისები რა საჭიროა ? პასუხი მარტივია: აბა მაყუთს ვინ გაიყოფს,
ძმებოოო ... აქ უნდა წაიღიღინოთ ის მელოდია, საქართველოში ციხეში რომ სვავენ მაგის
მაგნაირად წაღიღინებისათვის :). ნუ, თუ არ გზაფრავთ რეფორმირებული პატრული, იღიღინეთ
და იწერეთ პირჯვრები, რა გენაღვლებათ :))).
აღარ მინდა ახლა რელიგიურ თემებზე, აქ ხომ ზდიაქოებზე
ვოხუნჯობთ, როგორც შეგვიძლია ...
ჰო კიდევ, ის მირჩევს ალბათ ტრანკვილიზატორების დალევას
და ბოღმიანიც შეიძლება დამარქვას, სიტყვა ,,ტრანკვილიზატორი,, რომ გავიხსენე. რა თქმა
უნდა ამაზეც ნერვი არ შემიტოკდება. ბოლო-ბოლო მითრიდატე VI ევპატორივით ანტი-ღრიანკალინი
მაქვს ორგანიზმში გარეული და ვიღაც რქიანი ვერძის წიწმატი დამაკლებს რამეეს ... აა
? :)).
ერთ რამეში კი ვხალისობ, ორივე გულს ვიფხანთ ხოლმე გრძელ-გრძელი
ლოზუნგებით, რეალურად კი არაფრის მაქნისია არც ის და არც მე ! დავემსგავსეთ სამწვადე
ბასტურმას ორივე და საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, არც ისაა ადგილიდან დამძვრელი ერთი ადგილის
და არც მე, რადგან ისე მივეჩვიეთ ვირტუალურ სივრცეში ცხოვრებას, რომ დარწმუნებული ვარ,
სუფრაზე რომ მოვხდეთ ერთად, მაგრად ვიღადავებთ, ვიქეიფებთ და გავერთობით, იმიტომ რომ
რაც არ უნდა იყოს ის, კეთილი ტიპია მაინც, ბოროტი არაა .... ჩემსავით :)).
ნუ, ყოველშემთხვევაში ასე ჩანს ვირტუალობაში და რა ვიცი
... ცოტა ოცნებებიც უყვარს და ოცნება ვისაც უყვარს ( კეთილ ოცნებებს ვგულისხმობ ),
შეუძლებელია ბოროტი იყოს. თან არ აქვს მაინცდამაინც ბოროტი ოცნებები სხვა ვერძივით
:) ... ხან მეფეზე ოცნებობდა, ხან მართლმადიდებლურ თეოკრატიაზე, ხან ანტი-მიშისტი იყო
და მე, რომელსაც ყოველგვარი ,,ისტური,, იდეები სულ ერთ ადგილას მახატია, რომ იტყვიან,
ხან მიშმაკაკას მეძახდა ფორუმებზე, ხან ჩამორჩენილს, ხან კომფორმისტს და რა ვიცი კიდევ
რას. ესე იგი, მაშინ მე ვხედავდი ქვეყნის პროგრესს და ეგ პირიქით, მიშას ვირტუალური
რევოლუციებითაც კი ემუქრებოდა, რისი მოწმეც უამრავი ხალხია. კურიოზია, მაგრამ ასეა,
ჯიქტი ფაუტია !
ახლა ეგ ,,განათლდა,, , ,,გაბუდდა,, თავის ჭკუაში, დაინახა
პროგრესი, განსაკუთრებით სხვა ქალაქების მოპარული სურათებით დაანოსნებულ ლაზიკაში,
უკუაგდო თავისი ,,ბნელი,, წარსული სავლესავით და მე...მე ისევ მახატია ის რაც უწინ
მეხატა, როგორც იტყვიან ,,მე იგივე ვარ, მარად და მარად...,,.
...კი, კი, იყო ეგეთი დროც ასე 7-6 წლის უკან და რა
ვიცი ხვალ-ზეგ რა დაარტყავს თავში, ვერძია რა :))) ...
...ხან ლაზიკაში სახლდება და ხან კიდევ ,,გალასვეგასებულ,,
სტვეტცკი-მოდნი ბათუმში, თუმცა თავს იტყუებს. არსაც დამსახლებელი აღარაა, რადგან საქართველო
მისთვის და მისნაირ მდგომარეობაში ევროპაში მყოფთათვის, მათ შორის ჩემთვისაც, შორიდანაა
საკალელი და გულისამაჩუყებელი, როცა იცი, რომ რამე რომ არ დაგევასოს და გაგიტყდეს,
უკან წამოსასვლელი გზა ხსნილი გაქვს.
ევროპაში მე ჯერ ნაწვალები და მერე დალაგებული საღი
ჭკუის კაცი უკან დაბრუნებული არ მინახავს და რა ვიცი, ეგება ვცდები ... ჯვარს მაცვით
ახლა ჰო, აბა თქვენ იცით .... :).
... ის ახლა პავლე-2 -ად პერესტროიკის პროცესშია და
ხვალ შეიძლება თავის რელიგიაც შექმნას, თუმცა ვერძები ახალი რელიგიის შექმნაში ვერ
არიან გაწაფულები, თხის რქებს უფრო გამოსდით ხოლმე ეზოთერიკულ-კონფესიური წიაღსვლები
( ქრისტე და მუჰამედი მაგალითად, ან თუნდაც გიორგი გურჯიევი, რომელიც სხვათა შორის
ჩემს რიცხვშია დაბადებული)...
საერთოდ ცეცხლოვანი ნიშნები დალაგებული თეო-ეზოთერიკული
აზროვნებისაგან შორს დგანან. მაგალითად მადამ ე. ბლავატცკაია ( ლომი ), რომელმაც ძველი
მითების საფუძველზე დაწერა რარაც ამორფული, აბსტრაქტული აბდა-უბდა ატლანტიდაზე და ე.წ.
7 რასაზე, მერე ერთმა, ასევე ცეცხლოვანმა ავსტრიელმა გიჟმა აიტაცა და სულ ცეცხლში გაახვია
მსოფლიო ... ჯერ მაგის გამოსვლები ხომ გაქვთ ნანახი, გიჟმაჟური მოვლენებისაგან რომ
იკრუნჩხება და ოფლად რომ იღვრება ... ვერძი ! ტიპიური ვერძი იყო ...
...მოკლედ დღეს რაღაც ,,ფარისევლობის,, დევნის ხასიათზე
ვარ, მოემზადეთ !:)... მიაქციეთ ყურადღება - ,,ფარისევლობის,, და არა ვინმე კონკრეტული
,,ფარისეველის,, . არავის ფარისევლობას არ ვწამებ, პირიქით ჩემს თავშიც ვებრძვი ზოგადად
ამ მოვლენას, რისი თვალნათელი ნიმუშია ეს წერილიც, როგორც ჰაილალად ნათქვამი იმაზე,
რასაც ვფიქრობ. მოგეხსენებათ ჰაილალობა და ფარისევლობა ერთმანეთს გამორიცხავს.
ხომ არავის ვატყუებ, ზურგს უკან ხომ არ ვიძახი და პირში
ვუღიმი, ჰოდა შეირგეთ წამალივით რაღა, ვახ ეს ინჩა ფოღემ ჩკა, ტოო...
ხედავთ რამდენ ,,სმაილიკს,, ვხმარობ ? ეგება ცოტა მოვარბილო
სათქმელი, რომ არ იფიქროთ, რომ ბოროტი განზრახვით ვწერ :)))))) !
ახლა მოდი ცოტა წავუეზოთერიკოთ, გავერთოთ და ალეგორიულად
შევხედოთ ზოგიერთ კონკრეტულ მოვლენას.
იმის თქმა მინდა, რომ ჩემში მარსის ენერგია იმდენად
ძლიერია ხანდახან, რომ აგრესიას ვერ ვიკავებ ხოლმე. შესაბამისად სათქმელიც მწარედ გამომდის,
თუმცა სიყალბე და ტყუილი არსოდეს მიყვარდა და პირველი მტერი ვარ ყოველგვარი ფარისევლობის
( ქრისტე , ძე კაცისა - თხის რქა, თევზების ეპოქა VS ფარისევლები, ვერძის ნიშნის ეპოქის
დოგმატიკოსები... ამაზე სხვა დროს ).
ზოდიაქოთი თხის რქა ვარ და ძალიან ვერ ვეწყობი ვერძებს.
მათი მმართველი პლანეტაც მარსია, ჩემთვის მარსი მეორე პლანეტაა, მათთვის პირველი. ვერძების აგრესია ნგრევისკენ არის მიმართული, რაც
კარგად გამოსდით და ისტორიაში ისინი რაღაც სისტემების ნგრევისათვის არიან მოვლენილნი,
ხოლო თხის რქების მარსი შენებისათვის ახმარს თავის მებრძოლ ენერგიას. ორივე ,,რქიანი,,
ზოდიაქოა. ვერძის სიმბოლო მამა-პაპური, ტიპიური ვერძია, რომელსაც არც რაიმე ფანტაზია
აქვს, რქები ეფხანება და რას და როდის დაეტაკოს არ კითხულობს, რადგან ეფხანება და რა
ქნას, მერე რქებს იტეხავს და ღნავის საწყალობლად ... ხოლო თხის რქის სიმბოლო უფრო სხვაა,
ვიდრე მამა-პაპური ვაცი, ესაა თევზის კუდიანი თხა-არისტოკრატი, ზევსის გამზრდელი, რომელიც
მიწაზეც ცხოვრობს და წყალში ცურვაც იცის, მანევრირების მეტი საშუალება გააჩნია, ვიდრე
ვერძს, რომ სადმე უადგილო ადგილას რქები ტყუილად არ წაიტეხოს, როგორც ვერძმა !
უუჰ, რა ვაცივით ამოვისუნთქე ! :))...
ისტორიულ პიროვნებებს თუ ავიღებთ მაგალითად, აქაც თვალნათელია
ვერძების და თხის რქების განსხვავებული დანიშნულება კაცობრიობის განვითარებისათვის.
ჰიტლერი ვერძი იყო და რა ნგრევა და სიძულვილი ამოანთხია,
სახეზეა და ყველამ ვიცით. თუმცა მასაც უყვარდა ოცნება. ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია,
მაგრამ ეს კაცი - ადოლფი, ფაქტიურად საკუთარმა ოცნებამ მოკლა და გაანადგურა. თუმცა
მაგ წერტილამდე სანამ მივიდოდა მისი ფატალური ბედი, მანამდე რამდენი ადამიანის სიცოხლე
მოსცელა, ვინ მოსთვლის. რაზე ოცნებობდა ჰიტლერი ? ელემენტარულად სხვების განადგურებაზე,
რადგან ეს მიაჩნდა მას რაღაც წარმოსახვითი სივრცის განწმენდის საშუალებად, სივრცის,
სადაც მშვიდად იცხოვრებდა წმინდა, სუფთა, აღმატებული ხარისხის ზე-ადამიანთა რასსა.
აღარ დავიწყებ ახლა ნაცისტების მიერ ევგენიკური ცდების ისტორიის გამოკვლევას. მოკლედ
ვერძმა ჰიტლერმა რაც შეეძლო დაანგრია, ბოლოს თავის თავიც მიაყოლა და წავიდა ისტორიის
ასპარეზიდან.
ჰო, არ დაგვავიწყდეს რომ ორივე, ვერძიც და თხის რქაც
კარდინალური ნიშნებია, მათ წილად ხვდებათ რაიმე ძირითადი პროცესების პრაქტიკულ ასპექტში
წამოწყება და ასე ვთქვათ მიწისძვრების მოწყობა, ხოლო დანარჩენ საქმეს მუდმივი ნიშნები
ასრულებენ და ხვეწენ ხოლმე ( კურო, ლომი, ღრიანკალი, მერწყული )
თანამედროვე ქართულ რეალობაში ცნობილი ვერძი იყო ზვიად
გამსახურდია, ე.წ. ,,იდეინნი რაინდი,, , რომელსაც ისტორიამ საქართველოში ბოლშევიკური
პოლიტიკური სისტემის ნგრევის საქმე დაავალა. გამსახურდიამ დაანგრია ერთი სისტემა, თუმცა
ვერ ააშენა მეორე, ახალი სისტემა. შეასრულა თავის საქმე და განგებისაგან თავის ბედს
ეწია. ვერძებს არ შეუძლიათ შენება, არიან იმნფანტილურები თხის რქებისაგან განსხვავებით.
ბავშვის ფსიქიკის ვერძებთან შედარებით, თხის რქა ცხოვრებაგავლილ ბერიკაცს გაქვს.
დააკვირდით რა გააკეთა გამსახურდიამ, სსრკ-ს ბლოკადა
გამოუცხადა. ინფანტილური გადაწყვეტილება იყო, რამაც რა თქმა უნდა ისევ საქართველოს
ეკონომიკა დაანგრია და არა სსრკ. ვერძი რა ენერგიასაც თესავს მის გარშემო, რა აგრესიასაც
თესავს, იმავე აგრესიით იღუპება მერე. ასე მოუვიდა გამსახურდიასაც. არ შეეძლო დიალოგი,
არ შეეძლო მანევრირება და წააგო.
მოკლედ ვერძი დიპლომატიისათვის არაა გაჩენილი. აი, თუნდაც
პეტრე მოციქული, ზოდიაქალურ-ალეგორიული ახსნით, იგი იყო თორმეტთაგან პირველი მოციქული
და დანარჩენების თავი, როგორც ზოდიაქოს წრეშია, სწორედ ისე. ანუ პეტრე ტიპიური განსახირებაა
ვერძის, იყო ხისტი, იმპულსური, ბუზღუნა, ჯიუტი, თუმცა მშიშარაც და არც დიდი ინტელექტით
გამოირჩეოდა. ნუ, მთლად ზოდიაქოებით ნუ განვსჯით, რადგან ის კაცი მოციქული იყო ბოლოს
და ბოლოს და თავად ეს ისტორია არსებითად სცდება ვიწრო ზოდიაქალურ სტერეოტიპულ აზროვნებას.
ცოტა მსუბუქად გავერთოთ, ვისაუბროთ იგავ-არაკებით...
...პეტრემ თავის მშიშრული უარყოფა ქრისტესი, თავადვე
მოინანია და ქრისტესათვის ეწამა კიდეც. დააკვირდით, ორმა მოციქულმა უარყო ქრისტე. პირველმა
იუდამ, რომელმაც გაყიდა იგი და მეორე პეტრემ, ე.წ. ,,კლდემ,, , როემელზეც უნდა აშენებულიყო
ქრიისტეს ეკელსია ... აშენდა კი ? ეგეც საკითხავია... ალბათ აშენდა, მაგრამ დღეს ეს
ისაა, რაც ქრისტეს და მის მოციქულებს ჰქონდათ ჩაფიქრებული ?
აი, ასეთები არიან ვერძები, ჯიუტები, იმპულსურები, ინფანტილურები,
უყვართ სადიზმი, რადგან ზოგადად სადიზმს სადიზმად კი არ თვლიან, არამედ ჩვეულებრივ
ხერხად, რომლითაც შეიძლება რაღაც სიკეთე გააკეთო მათი აზრით. როგორც ბავშვებში, მათ
ხელში საშიშია ასანთით თამაში, უყვართ ცეცხლი და რა ქნან.
ზოდიაქოს სამ ნიშანში დომინირებს მარსი: ვერძში, ღრიანკალში
და თხის რქაში. ყველგან განსხვავებულად. ამათგან, ყველაზე სრულყოფილად ღრიანკალში მოქმედებს,
რადგან ღრიანკალი არც ვერძივით ინფანტილურია და არც თხის რქასავით ფრთხილი.
,,სიკეთე მსურს და ბოროტება კი გამომდისო,, - ვისი ნათქვამია
? თქვენ გაიხსენებთ...
ისევ გერმანია და ისევ ვერძისა და თხის რქის მაგალითი
მინდა გავიხსენო. ესე იგი ვიღაც დაკომპლექსებულმა და მხატვარ-შემოქმედად ვერ შემდგარმა
ვერძმა ჰიტლერმა გერმანია გაანადგურა და ნანგრევად აქცია მისი ქალაქები, ხოლო ომის
შემდეგ გერმანიას განგებამ კანცლერად მოუვლინა კონრად ადენაუერი ! ახალი დროის გერმანიის
სახელმწიფო სისტემის ფუძემდებელი და ნანგრევებიდან მისი აღმშენებელი, რომელმაც 10 წელიწადში
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ისევ უპირველეს სახელმწიფოდ აქცია ევროპაში, თავისი
ძლიერი ეკონომიკით. ვინ იყო ადენაუერი ? რა თქმა უნდა ... თხის რქა ! :))
ხედავთ და რწმუნდებით, რომ ორი ამბიციური ფოთოლი ერთმანეთის
გვერდით შემთხვევით არ ვარდება ?
მოკლედ, ბევრი იფიქრებს, რა მაგრად იქებს თავს კოლხიო
და ასეცაა, აბა ჩემს თავს მე ხომ არ გავლანძღავ, სხვებს როგორ წავართმევ ამის სიამოვნებას
?!:).
გარდა ამისა, რაც სიმართლეა იმას ვამბობ უბრალოდ -
,, статистика и факты, вещь упрямая ! ,,.
..... ეეჰ, არც ასეა მთლად საქმე და მაინცდამაინც ნურც
მე მენდობით, ნურც კაკულიასა და ნურც მიშა ცაგარელის ჰიპერფანტასტიკურ ნათელხილვებს,
რადგან იმდენ ფაქტს მოგიტანთ და ამასვე უკუღმა დაგიმტკიცებთ, რომ საერთოდ ყვენაიარ
სამკითხაო წიგნს ჭიაკოკონას ცეცხლს გაატანთ. ესაა სწორედ სოფისტიკის ხელოვნება ! საწინააღმდეგოს
დამტკიცება საწინააღმდეგოთი ! ... მივიჩნევ, რომ სოფისტიკის ხელოვნებას აუცილებლად
უნდა ფლობდეს ყოველი ადვოკატი.
ადვოკატმა თავად უნდა წაიყვანოს პროცესები სხდომაზე
და არა სხვა პერსონამ, თუ უნდა რომ საქმე მოიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი
ლეღვობაა და მეტი არაფერი, გამოვლენ ხოლმე ამხელა ხალხი და უთავმოყვარეოდ ბჟუტურობენ,
რომ თურმე სამართალმა პური ვერ სჭამა და მოსამართლემ მიკერძოებული გადაწყვეტილება გამოიტანაო.
ამ დროს თვითონ ბაიყუშებივით თავის კანტურის მეტს არაფერს აკეთებენ, რა როდის თქვან
არ იციან და თან უკვირთ, რატომ წავაგე საქმეო.
მე სამოქალაქო სამართალწარმოებაში ვიძახი, სისხლის პროცესში
რა ხდება ნაღდად არ ვიცი. რამდენჯერ შემხვედრია პროცესზე გაბღენძილი ადვოკატები, საკუთარ
წაგებას, რომ მოსართლის არაკომპეტენტურობას აბრალებენ, თვითონ კი....
მახსოვს ერთმა ქალმა ადვოკატმა წიგნიც კი მესროლა გამწარებულმა,
თან შალიკიას ადვოკატი იყო, იმისა, დიქტეიტე შალიკიასი... მაგარი ხოხმა იყო, მერე აუცილებლად
მოგიყვებით, რადგან მინდა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, რადგან სიმართლე გაგათავისუფლებთ
!
ეუჰ, სად ერეკლე და სად ჩემი ... ისაო, რომ იტყვიან.
სად ზოდიაქო და სად სასამართლო. ნუ, რას იზავ, ლირიულად გადავუვხვევთ ხოლმე, ძალიან
რომ არ დავიძაბოთ რქების ჭახა-ჭუხით :).
ჰო, რას ვიძახდი ? საწინააღმდეგოს დამტკიცებაზე, ჰო
? ... კი ბატონო. ისეთი თხის რქებიც არსებობდნენ, სრულიად ქრისტეს საწინააღმდეგო იდეოლოგიით,
ქრისტესავით თავი შესწირეს კი არა, იქეთ შეიწირეს საკუთარი ტახტისათვის ხალხი. მაგალითად
რამდენიმე ოდიოზური დიქტატორი იყო თხის რქა; ავიღოთ თუნდაც ფრანცისკო კაუდილიო ფრაკო
ესპანეთში, რომელმაც იდიქტატორა, თავის როლი შეასრულა, ესპანეთის მომავალი მეფე ხუან
კარლოს I ( ასევე თხის რქა და ასევე ჩემს რიცხვში დაბადებული ) ფაქტიურად მან მოამზადა
და ქვეყანაც ჩააბარა, იმიტომ, რომ ფიქრობდა, ასე უკეთესი იყო. დრომ გვიჩვენა, რომ მართლაც
უკეთესი ყოფილა ფრაკოს არჩევანი.
კუბელი დიქტატორი ბატისტა, მასზე ნაკლები ვიცი, მხოლოდ
ის, რომ კუბაზე ყველაფერი თუ თითქმის ყველაფერი მიჰყიდა ამერიკელებს, დაამხო ლომმა
- ფიდომ , კასტრუსამ :)).
ლომებზე და სხვა ნიშნებზე შემდეგ თავებში. თანმიმდევრობას
მივყვეთ, დავიწყეთ ვერძით, დავამთავრებთ თევზებით.
კიდევ ვინ... მაო ძედუნი, გედონისტი სისხლიანი მაო
! პატარა ნაშოჩკები უყვარდა თურმე...კაი კაცო ! არ ეყვარებოდა მაგას, ეგ ხომ ბელადი
იყო ... ბელადებს უყვართ თუ უყვართ, თორემ უბრალო ბოგანოს სად აქვს სიყვარულის ნერვი
?!
მოკლედ, მეგობრებო, ნეგატიურიც და პოზოტიურიც ბევრი
შეიძლება ითქვას და უსასრულოდ ვერ გავაგრძელებ. ვერძების პოზიტიურობაზე კი იმდენ მაგალითს
მოვიყვან... რა ვიცი, ძალიან ბევრს.
მაგალითად ჩემი საყვარელი მსახიობი მარლონ ბრანდო, რომელსაც
მე ვთვლი მამაკაცური როლების უბადლო შემსრულებლად, ვერძი იყო. ჯერ მარტო მისი დონ კორლეონე
რად ღირს ! ვერძებს აშკარად კარგად გამოსდით მსახიობობა, ქარიზმა აქვთ, ტაში-ტუში ტემპერამენტი
ხელს უწყობთ და დაანებეთ ამ პოლიტიკოსობას თავი, ვერ ხვდებით ? ხალხსაც ღუპავთ და თავსაც
:)))...
ვერძებიდან გამოდიან ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენებიც,
მაგალითად ... ბევრი ფეხბურთელი :))))
უი, რა გამახსენდა, ციცერონისა და ანტონიუსის ცნობილი
დაპირისპირების შესახებ იცით ალბათ. ციცერონი ჩემსავით რომ ბევრს ტლიკინებდა, იტლიკინა,
იტლიკინა, აქაოდა რესპუბლიკის მამა ვარ და სიმართლე უნდა ითქვასო და ბოლოს ... ბასტა,
ხელები დააჭრეს და სენატის კარებზე ააჭედეს, ანტონიუსის ბრძანებით !
და ვინ იყო ციცერონი და ვინ იყო ანტონიუსი, აბა გამოიცანით
! :) . . . ორივე თხის რქა ! - ესე იგი ჯერ
ერთმა თხის რქამ, ანტონიუსმა მეორე თხის რქას რქები სულ ძირში წაამტვრია ( ციცერონის
დედა ვერძი იყოო და იმიტომაც აკლდა სიფრთხილე მაგ საცოდავს :)) ) და მერე, დიდმა და
ცბიერმა სასწორმა - ოქტავიანე ავგუსტუსმა ანტონიუსი
გააცამტვერა, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის თვითმკვლელობა ( რა უქნია მაგ შობელძაღლ
ოქტავიკოს, ხედავ ? რა დააჩმორა ასეთი ?! )...
ერთი კურსელი მყავდა ვერძი, კოლორიტული რქები ჰქონდა , თან სვანი ... ეს ნიშნავს ტურბულენტულ ვერძს ზე-კვადრატ აღმატებულ მეასე ხარისხში. რაღა უნდა დავამატო მეტი, სვანი და თანაც ვერძი გყავდეს კურსელი, ეხუმრები შენ ? მამა ყავდა ხევსური, თანაც ცნობილი პოეტი, ხოლო დედით იყო სვანი და გაზრდილი სვანეთში, აქცენტი ჰქონდა სვანური, აი ისეთი, ნუ ხო იცით რა :)... გვარს და სახელს აღარ დავასახელებ, ძაან ტეხავს :)). არადა გულით ჯიგარი ტიპი იყო, ძმობა იცოდა, დახმარებაც, მაგრამ თან სვანს და თან ვერძს აწუხებდა თავისებური აზრები, ხო ხვდებით. ძალიან სხვანაირად უყურებდა მოვლენებს, საგნებს, სამყაროს. მეოცნებე ტიპი იყო და შეიძლება ითქვას რომანტიკულიც კი, მაგრააამ ... სახეზე რომ შეგეხედათ, ოსვენციმის გაზის კამერის სს-ელი ბრიგადირს გავდა, აი ისეთს, ადამიანს ბუხარში რომ შეაგდებს დასაწვავად, თვითონ წინ რომ წამოიშხლართება კრესლოზე, პირში სიგარას გაირჭობს, ხელში კონიაკს და რომანტიკული მზერით რომ ტკბება ამ სანახაობაზე. აი, ეგეთი ტიპი იყო. მისთვის სისასტიკე, ძლადობა იყო ჩვეულებრივი მოვლენა, სხვებისთვის ყოველდღიური ყავის სმის ცერემონიალის ტოლფასი, არც მეტი და არც ნაკლები.
ერთხელ, სამართალში ვემზადებოდით ერთად, სანამ კურსელები გავხდებოდით მე და ეს სვანი ვერძი, ერთი გოგო დადიოდა ჩვენთან, მშვილდოსანი იყო, მაღალი, სულ იცინოდა, უაზროდ, აზრიანად ... ჰოდა მაშინ თბილისში მაგარი ბნელი ეპოქა იდგა. ხალხს დღისიტაც ეშინოდა ქუჩაში სიარული, არათუ ღამით. ზამთარი იდგა და ემ გოგოს ტყავის ქურქიანი ქურთუი ეცვა მუქი კაკაოსფერი, მაშინ მოდაში იყო. ძალიან მეგობრულად ვიყავით ყველა იმ ჯგუფში. ორი გოგო იყო და სამი ბიჭი ვიყავით. აქედან სამნი გავხდით იმ წელს კურსელები, მე, სვანი და ერთი გოგო. სხვათაშორის იმ ჯგუფიდან ის გოგონა დღეს ცნობილი მოსამართლეა. ჰოდა, ერთხელაც ეს სვანი მოვიდა ჩემთან და ყურში ჩუმად მეუბნება: ,,ბიჯო, წამო დავხვდეთ ( იმ მარალ მშვილდოსანსო ), გავხადოთ ის კურტკა, რათ უნდა რომ აცვიაააა ( წაუსვანურა ბოლოში აქცენტით ),, ...
რა თქმა უნდა არავის არავისთვის არაფერი არ გაუხდია, მაგრამ ეს იყო სვანი ვერძის მთელი აზროვნება. იცინოდა, ხუმრობდა, შეიძლება შენთან ერთად ყანწებიც შეესვა და ძმობა ეფიცა, მაგრამ მაინც დაუნი იყო რა საბოლოოდ. უბრალოდ ვერასოდეს მიხვდებოდა თუ რას აშავებდა. არ ესმის ვერძს და თან სვანს სხვა ენა, ძალადობის გარდა. მაგის გარდა ეს ძლადობრივი გამოხტომები უმაღლესი მეობრობის გამოხატულება იყო. მიდი და ელაპარაკე ახლა ამას ფაქიზ სუბსტანციებზე, რელიგიაზე და ქრისტიანულ შემწყნარებლობაზე...
ერთი კურსელი მყავდა ვერძი, კოლორიტული რქები ჰქონდა , თან სვანი ... ეს ნიშნავს ტურბულენტულ ვერძს ზე-კვადრატ აღმატებულ მეასე ხარისხში. რაღა უნდა დავამატო მეტი, სვანი და თანაც ვერძი გყავდეს კურსელი, ეხუმრები შენ ? მამა ყავდა ხევსური, თანაც ცნობილი პოეტი, ხოლო დედით იყო სვანი და გაზრდილი სვანეთში, აქცენტი ჰქონდა სვანური, აი ისეთი, ნუ ხო იცით რა :)... გვარს და სახელს აღარ დავასახელებ, ძაან ტეხავს :)). არადა გულით ჯიგარი ტიპი იყო, ძმობა იცოდა, დახმარებაც, მაგრამ თან სვანს და თან ვერძს აწუხებდა თავისებური აზრები, ხო ხვდებით. ძალიან სხვანაირად უყურებდა მოვლენებს, საგნებს, სამყაროს. მეოცნებე ტიპი იყო და შეიძლება ითქვას რომანტიკულიც კი, მაგრააამ ... სახეზე რომ შეგეხედათ, ოსვენციმის გაზის კამერის სს-ელი ბრიგადირს გავდა, აი ისეთს, ადამიანს ბუხარში რომ შეაგდებს დასაწვავად, თვითონ წინ რომ წამოიშხლართება კრესლოზე, პირში სიგარას გაირჭობს, ხელში კონიაკს და რომანტიკული მზერით რომ ტკბება ამ სანახაობაზე. აი, ეგეთი ტიპი იყო. მისთვის სისასტიკე, ძლადობა იყო ჩვეულებრივი მოვლენა, სხვებისთვის ყოველდღიური ყავის სმის ცერემონიალის ტოლფასი, არც მეტი და არც ნაკლები.
ერთხელ, სამართალში ვემზადებოდით ერთად, სანამ კურსელები გავხდებოდით მე და ეს სვანი ვერძი, ერთი გოგო დადიოდა ჩვენთან, მშვილდოსანი იყო, მაღალი, სულ იცინოდა, უაზროდ, აზრიანად ... ჰოდა მაშინ თბილისში მაგარი ბნელი ეპოქა იდგა. ხალხს დღისიტაც ეშინოდა ქუჩაში სიარული, არათუ ღამით. ზამთარი იდგა და ემ გოგოს ტყავის ქურქიანი ქურთუი ეცვა მუქი კაკაოსფერი, მაშინ მოდაში იყო. ძალიან მეგობრულად ვიყავით ყველა იმ ჯგუფში. ორი გოგო იყო და სამი ბიჭი ვიყავით. აქედან სამნი გავხდით იმ წელს კურსელები, მე, სვანი და ერთი გოგო. სხვათაშორის იმ ჯგუფიდან ის გოგონა დღეს ცნობილი მოსამართლეა. ჰოდა, ერთხელაც ეს სვანი მოვიდა ჩემთან და ყურში ჩუმად მეუბნება: ,,ბიჯო, წამო დავხვდეთ ( იმ მარალ მშვილდოსანსო ), გავხადოთ ის კურტკა, რათ უნდა რომ აცვიაააა ( წაუსვანურა ბოლოში აქცენტით ),, ...
რა თქმა უნდა არავის არავისთვის არაფერი არ გაუხდია, მაგრამ ეს იყო სვანი ვერძის მთელი აზროვნება. იცინოდა, ხუმრობდა, შეიძლება შენთან ერთად ყანწებიც შეესვა და ძმობა ეფიცა, მაგრამ მაინც დაუნი იყო რა საბოლოოდ. უბრალოდ ვერასოდეს მიხვდებოდა თუ რას აშავებდა. არ ესმის ვერძს და თან სვანს სხვა ენა, ძალადობის გარდა. მაგის გარდა ეს ძლადობრივი გამოხტომები უმაღლესი მეობრობის გამოხატულება იყო. მიდი და ელაპარაკე ახლა ამას ფაქიზ სუბსტანციებზე, რელიგიაზე და ქრისტიანულ შემწყნარებლობაზე...
ვიღაც დამიწყებს ახლა დავას, რომ რას გადაეკიდე ამ ვერძებსო. არავის გადავკიდებივარ.
იყო ერთი, რომელიც ცოტა უტაქტოდ შემოიჭრა იქ, სადაც არ უნდა შემოჭრილიყო. მის სასიქადულოდ
მინდა ვთქვა, რომ შეუძლია იამაყოს იმით, რომ სატანის ეკლეიის დამაარსებელი ანტონ შანდორ
ლა-ვეიც ვერძი იყო. სატანის ეკლესიის პრინციპებიც ვერძულ სისასტიკეზე აგებულია ცნებებია
და მე მას დავარქმევდი ტიპიური ცხოველური აზროვნების ნაყოფს, მეტს ვერაფერს. თუ გაინტერსებთ,
რას ქადაქებდა ა.შ. ლა-ვეი, დაგუგლეთ და აღმოაჩენთ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება.
ვერძმა სატანის ეკლესია დაარსა, თხის რქამ კი - სიყვარულისა, რომელსაც ქრისტეს ეკელსია
ჰქვია დღესაც და ,,ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ძლევენ მას,, !
მოკლედ, ესეც ასე, გავედით დამკაში, ამით მოვრჩეთ ვერძებზე.
მივმართავ ბაზალეთის ტბის ძირიდან ამომავალ ივერიის
მხსნელ ,,ოქროსხუჭუჭა,, ყმას, ვისიც არ ითქმის სახელი:) :
... ბოდიში მომითხოვია, ჩემო ძვირფასო მეგობარო ვერძო,
ფეხბურთელი ვერძები რომ ვერ გავიხსენე. აი, შენ რომ დაწერ ვერძების მადიდებელ წიგნს,
იქ დაწერე ბანძი თხის რქებიც და უკეთილშობილი ვერძებიც. მანამდე კი დატკბი იმით, რომ
ჩემს წიგნში პატივი დავდე შენს საყვარელ პიროვნებას. :))))
მაგრამ გული არ დაგწყდეს, ძმობილო, სამაგიეროდ დიადი
ბახიც ვერძი იყო ! რა მუსიკა დაგვიტოვა ? ღვთაებრივი !
ასე რომ, ოღუაღ, კუროებამდე ! :)
კ. კოლხი,
08.05.2012 წ.
ფრანჯისტანი, რომელიღაც ვილაიეთი.
momecona ,vixalise :) velodebi sxva nishnebis daxasiatebas )
ReplyDelete