შინმოუსვლელად "პოლიტიკაში წასულების" და ძუძუთა დეფილეს შესახებ....




უცებ გაპოლიტიკოსებულ ოპერის მომღერალზე მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა. 

საერთოდ, არ მჯერა თავის საქმეში პროფესიონალების, გასაკუთრებით ხელოვნების დარგში მოღვაწეების უცებ გაპოლიტიკოსების, გარდა ძალიან ერთეული და მართლა ბუნებისგან გამორჩეული შემთხვევებისა, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ყოფილა, იგივე რეიგანი მაგალითად. რეიგანზე შეიძლება ითქვას, ის თავიდანვე პოლიტიკოსი იყო და დროებით მსახიობად მუშაობდა. მაგრამ პირიქით რომ ხდება ხოლმე, თან მსოფლიოს ისეთ პროვინციულ და უმცირეს სცენაზე, როგორიც საქართველოა, არ მჯერა ასეთი ფერისცვალების და ადამიანის პოლიტიკაში უცებ გამობრძმედის.
ძალიან მეცინება ტერმინებზე "პოლიტიკაში მოსვლა", "პოლიტიკაში მიდის" და ა.შ. რადგან ძალიან კომიკურად ყალბ ელფერს ატარებს, რაღაც სასაცილოდ კარიკატურულს, კომიქსად გადაკეთებულ ბიბლიურს და ეპიკურს, თითქოს ვინმე უწყინარი მეცხვარე იყო ძველი აღქმის დავითივით და უცებ ღმერთმა გამოარჩია ქვეყნის მხსნელად.  ყველას ასე სწამს, "პოლიტიკაში მიდის" ნიშნავს იმას, რომ არა ეს, რა ეშველობოდან ისედაც პიტალო იდიოტებით დამძიმებულ ქართულ პოლიტიკურ სცენას და მის გონებაში უმალ იხარშება თვითკმაყოფილი ამპარტავნის ფიქრები, მხოლოდ მას, ზეციურ "მესიას" შეუძლია საქართველოს გადარჩენა....აი, ისე, ჰოლივუდის ეპიკურ ფილმებში რომ არის ხოლმე, ფილმის შესავალში აჩვენებენ რაღაც აპოკალიპტურ სცენებს, რომ რომელიღაც ქვეყანა იტანჯება, ხალხი გმინავს და უცებ ქვეყნიერებას მოევლინება მხსნელი ... სახარებისეულ იგავებს გავს, ქრისტეს დაბადებაზე. მერე ეს "მხსნელი" გაიზრდება და ხალხის მჩაგვრელ ბოროტებს სულ დედას უტირებს, ხალხიც აღტაცებული რჩება ფილმის ბოლოს და ა.შ. ...დააახლოებით ასე წარმოუდგენია ყველა ავანტიურისტ და ტოტალურად უმეცარ ბოქსიორს, მკლავჭიდელს, მსახიობს, მომღერალს, პროფესიონალ წაკლას, იაფფასიან თუ ელიტარულ მეძავს, ბოზს, ჩამშვებს, მწერალს, "ტაბურეტკამომარჯვებულ" ლატენტურ ჰომოქსექსუალს, აგრესიულ ლესბოსელს, შავკაბიან წვეროსან მღვდელკრუიზერ მაფიოზს, ე.წ. "ჟურნალისტს" (ბრჭყალებში იმიტომ, რომ ნამდვილი ჟურნალისტიკა ჩვენთან არ არსებობს) თუ ვიღაც ტელეწამყვანს თავისი თავის "პოლიტიკაში წასვლა" .... 

ახლა, როგორ ხდება ხოლმე ეს ყბადაღებული "პოლიტიკაში წასვლა". ყველას ერთი სცენარი აქვს, ერთი კლასიკური გზაა გასავლელი, როგორც დაშტამპულ ჰოლივუდურ ფილმებში. მაგალითად ვიღაც ტიპს (ან ქალს) რაღაც საზოგადოებრივი კაპიტალი აქვს დაგროვილი, ან უბრალოდ ცნობადი სახე გახდა, მაგალითად თავისი ძუძუს ტელეკამერების წინ საჯაროდ გადმოგდებით,  ან უბრალოდ ოპერის არიების შესანიშნავად შესრულებით მსოფლიო საოპერო სცენებზე. .... ძუძუს ამოგდებასა და ოპერის არიების შესრულებას შორის, საქართველოში ცნობადობის მისაღწევად, თითქმის არანაირი სხვაობა არ არის ეთიკის ან პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, რადგან ყველანაირად დამშეული ქართული ცნობიერების ვაკუუმი ორივე შემთხვევას თანაბრად ეწაფება, როგორც არსებობისთვის სასიცოცხლო წყაროს. 

შემდეგ, ეს ცნობადი სახე იწყებს ქველმოქმედებას, ერთი ორ ეკლესიას თუ ააშენებს და მაფიოზ მღვდელმთავრებთან ერთდ კამერების წინ ხშირად გამოჩნდება თავისი სიგრძე სანთლებით ხელში, ეს უკვე მის ცნობადობას საკრალურ საფეხურზე აიყვანს და მის სახელს ცოტა მშვიდად გამოთქვამს ქართველი აუდიტორია და ცოტა დაფიქრებით, რადგან აი, ის ხომ "მეუფესთან" ერთად გაიჩითა, ტაძარს აშენებს, ე.ი. კარგია, ჩვენიანია, ქართველია და შეიძლება ვენდოთ რამე რომ იყოს. 

ერთი ძალიან მნიშვენლოვანი დეტალია, თუ ვინმეს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ე.წ. "ლეგიტიმაცია" და მომავალში რაიმე სახის წარმატება უნდა, კლასიკური და უკვე გამოცდილი მეთოდის მიხედვით, მინიმუმ ორი პირობა უნდა შეასრულოს:

1. პერიოდულად, ორგანიზაციის (პარტიის) შექმნამდე და შექმნის მერეც, აუცილებლად პატრიარქს უნდა ემთხვიოს ხოლმე ხელზე ან მუხლზე. ეს იმ პატრიაქრს, ჯალათ და სულით ავამდყოფ სტალინზე რომ აბოდებს და კრემლის შეფის სიბრძნე რომ აღაფრთოვანებს ხოლმე.... 

2. აშშ-ს ელჩს შეხვდეს აქ, ს აქართველოში და სასურველია ასევე, რომ ამერიკაში ერთი ვიზიტი მაინც ჰქონდეს თეთრი სახლის ადმინისტრაციაში იმისთვის, რომ მის "პროდასავლურობაში" ვინმემ ეჭვი არ შეიტანოს. 

ამ ორი აუცილებელი პირობის შესრულების შემდეგ, ეს ზეციური ინსპირირებით გარდაუვლად "პოლიტიკაში წამსვლელი" კაცი აფუძნებს ჯერ არასამთავრობო ორგანიაზაციას, ისევ კამერების წინ, საჯაროდ, აუდიტორიის გასაგონად და ვითომ მორცხვად უცხადებს პუბლიკას, რომ აი, რაღაც სახალხო "საფიხვნოსავით" დააფუძნა, სადაც ყველას შეუძლია მივიდეს და ქვეყნის ჭირვარამზე დაიწყოს მსჯელობა. .... თუმცა, "არ გამორიცხავს" (ვითომ თავიდან გამორიცხავდა), რომ ეს ორგანიზაცია ადვილად გადაკეთოს პოლიტიკურ პარტიად, ისევ და ისევ ქვეყნის დიადი საჭიროებიდან გამომდინარე, თორემ თვითონ კი არ უნდა ეს.... 

მერე, ნელ-ნელა ტემპი ემატება ამ ორგანიზაციის საქმიანობას და ვითომ პოლიტიკა კი არ აინტერსებთ, მაგრამ შიგა და შიგ, ზოგჯერ კი მთლიანად მათი საქმიანობა შინაარსით პოლიტიკური ხდება, ამ ორგანიზაციის რაღაც აბსტრაქტული აპოლიტიკური სახელწოდების მიღმა. 

შემდეგ ეს კაცი, ვინც ასეთი სვლები იმთავითვე ჩაიფიქრა და გააკეთა, ყალბი მორცხვობით ახსენებს საზოგადოებას, რომ ჯერ კი არ აპირებს, მაგრამ აი, თუ დაჭირდა ქვეყანას, ის მზადაა პოლიტიკაში ჩაერთოს.... ვითომ არ უნდოდა .... :)) 

და ბოლოს, როგორც იტყვიან დგება ხოლმე "სიმართლის მომენტი", ძირითადად მოახლებული არჩევნების პერიოდში. გამოდის ეს კაცი, იწვევს პრესკონფერენციას და წინასწარ დაწერილ სადღეგრძელოს კითხულობს, საგანგებო (მიაქციეთ ყურადღება ტერმინს "საგანგებოს"!) განცხადების სახით, თითქოს არავინ იცის, რა უნდა თქვას და ვითომ რამე "სიახლეს" ელის ყველა.... პრესაშიც ჩნდება მყვირალა და ეპიკური სათაურები: ის "პოლიტიკაში მიდის" ან "მოდის" და ა.შ. და ამათ პაწაწინა გონების წარმოსახვებშიც საქართველო მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ცენტრი ხდება, დიდების წუთები დგება და ეს "პოლიტიკაში უცაბედად წასული" კაცი ტრიბუნიდან კითხულობს ლოზუნგებს, რომ რა ცუდია ყველაფერი, როგორ დაიქცა ცა და მიწა (ხომ ვთქვი, როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია მეთქი...) და მხოლოდ ის და მისი პროფესიონალების გუნდი თუ უშველის საქმეს! პირდაპირ "შესანშნავი შვიდეულია", ეს ლიდერი არის კრისი და დანარჩენი 6 კაცი გუნდიდან, მისი "პადმოგა", ასე რომ ვთქვათ... ბოლოს კი ისევ ყალბ თავმდაბლობას იჩენს და აუცილებლად, ამ ლოზუნგ-სადღეგრძელოს, რომელსაც პოლიტიკურ სიტყვას არქმევს, უმატებს შემდეგ ფრაზას, რომ აი, მას კი არ უნდოდა ეს ყველაფერი, არამედ განგებამ მის მხრებზე იმხელა ზოგადსაკაცობრიო ტვირთი აჰკიდა, რომ იძულებულია თავისი უზენაესი მისია აღასრულოს, მიატოვოს თავისი წარმატებული კარიერა და ემსახუროს, როგორც "რიგითი ჯარისკაცი", ხალხს და ქვეყანას. მაგალითად, ოპერის მომღერალს რომ თავი დავანებოთ, ძუძუს დეფილატორ ტელეწამყვანსაც იგივე შეუძლია სევდიანად თქვას, რომ ძუძუს ამოგდებას იძულებულია შეეშვას .... რაც კიდევ ჟანრის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, გამომსვლელის პოლიტიკურ სიტყვაში არ არის არანაირი კონკრეტიკა არც მიზნის, არც მისი მიღწევის მეთოდების.

აი, ამ "სიმართლის მონეტში" ყველა პოლიტიკაში წასული კაცი რომ უცებ "რიგითი" ხდება, ეგ განსაკუთრებით სასაცილოდ საცოდაობაა! ვითომ არ უნდა არავითარი ძალაუფლება, არავითარი თანამდებობა, არავითარი ხელისუფლება და მზადაა, რომ იატაკი ხეხოს, "თუ სამშობლოს დასჭირდა". პატრიოტული ტუალეტი ქვია ამას სიმართლის ენაზე... 

მაშ, ვინღა უნდა იყოს გენერალი, იკითხავს პუბლიკა და ისევ გათამაშდება ყალბი მორცხვობის და უგონო კერპთაყვანისცემის სცენა, პუბლიკა ითხოვს, კი არ ითხოვს, უბრძანებს ამ ზეციურ ახლადმოვლენილ მესიას, რომ სასწრაფოდ შეეშვას რიგით ჯარისკაცობას და ყოჩი ბელადივით გაუძღვეს წინ საქართველოს ზეციური და ამქვეყნიური გაბრწყინებისკენ. :) .... 

როგორც ხედავთ, საქართველოს პოლიტიკური სცენა საბავშვო ბაღია, სადაც ბავშვები "ვითომ-ვითომ" დიდობანას თამაშობენ, წინასწარ შეთანხებული სცენით და სიყალბით, სადაც მსახიობიც და მისი პუბლიკაც თავის როლებს მშვენივრად ირგებენ. 

რეზიუმე: 

იმ ცნობილ საოპერო მომღერალზე ამას ვერ ვიტყვი, რადგან თავის საქმეში შემდგარი პიროვნებაა, მაგრამ ზოგადად, უმეტეს შემთხვევაში დღეს საქართველოში ხელმოცარული ადამიანების მთელ არმიას ორი არჩევანი აქვს საკუთარი არსებობის გადასარჩენად და საკუთარი თავის ასე თუ ისე რეალიზებისთვის (ყოველშემთხვევაში ბევრი თვითონ ასე ფიქრობს), ან შავი ანაფორა ჩაიცვას, წვერი მოუშვას და პარაზიტულ სოციალურ ცხოვრებას მიჰყოს ხელი, რელიგიური ბოდვების გავრცელების და შემოსავლის გამცემების მოტყუების ხარჯზე, ან რამე ეპატაჟური ჩაიდინოს და მერე ტრიპაჩული ბაქი-ბუქის ფონზე "პოლიტიკაში წავიდეს".

სინამდვილეში კი, პროფესიონალს არსად წასვლა არ სჭირდება პოლიტიკის საკეთებლად. უბრალოდ, ქართველ ხალხს ვერ გაუთავისებია, რომ ყველა თავის საქმეში თუ ძლიერია, ეს უკვე იმ კონკრეტულ ადგილას ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლასაც ნიშნავს. პროფესიონალები ისედაც პოლიტიკაში არიან და თუ ხელისუფლების სიბრტყეზე რომელიმე მათგანი რაღაც გადანაცვლებას აკეთებს, ეს ყოველგვარი წინასწარი ფარსის და სპექტაკლების გარეშე ხდება, ბუნებრივად, დიდი აჟიოტაჟის და ხმამაღალი მითქმა-მოთქმის გარეშეც.

კონკრეტულად ოპერის მომღერალს რაც შეეხება, მოდით სიმართლე ვთქვათ, ჯაჭვი, რომელიც ტყუილიდან იწყება და ტყუილით გრძელდება, ვერ მიაღწევს პოზიტიურ შედეგებს ვერც ხალხისთვის და ვერც ქვეყნისთვის. საქართველოს კი მარტო რიგითი პოზიტიური შედეგები არ ყოფნის, მას სჭირდება ისტორიულად გარდამტეხი შედეგები, ე.წ. შემობრუნების წერტილი (ე.წ. Turn Point), რომელიც ქვეყანას მუდმივ "გადარჩენის" რეჟიმიდან ამოიყვანს და მყარად დააყენებს მაღალი დონის განვითარების გზას. ქართულ პოლიტიკას სჭირდება არა ვიღაცეების "პოლიტიკაში წასვლა", რომელიც რეალური პოლიტიკის და საქმის კეთების ნაცვლად, სინამდვილეში საკუთარი კეთილდღეობისთვის და პირადი ძალაუფლებისთვის ზრუნვას ნიშნავს, არამედ უკვე მრავლად წასულის "პოლიტიკიდან წამოსვლა", რომ ძუძუც თავის ადგილზე უცაბედად ამოვარდეს ხოლმე, მკლავჭიდს, ჭიდაობას, ავტობაზრობას, უბნის ბირჟას თუ თეატრს კვლავ პროფესიონალები დაუბრუნდეს, მომღერლებმაც სადმე სხვა სცენებზე იმღერონ, პოლიტიკურმა სცენამაც დაისვენოს და ისედაც 25 წელი მუდმივ დეპრესიაში მყოფმა ამომრჩევლის ყურთასმენამ და თვალთახედვამაც. 


კ. კოლხი

15.05.2016

Comments