ზოდიაქოსოფია. თავი IX. მშვილდოსანი - შერეკილი ფილოსოფოსი
შესავალი
აღნიშნული პუბლიკაციების კრებული არის კონკრეტული პერსონაჟების
შესახებ მოკლედ გადმოცემული დახასიათებები, რომლებიც ძალიან სუბიექტური თვალთახედვაა,
გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და შესაბამისად არ გამაჩნია არავითარი პრეტენზია
ასტროლოგიის ზუსტ ცოდნაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგიური ალეგორიები უფრო ლიტერატურულ
ხერხადაა გადმოყენებული. უფრო მეტიც, ასტროლოგიას იმ სახით, რა სახითაც ის მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება საზოგადოებაში, ცრუ მეცნიერებად მივიჩნევ. რა თქმა
უნდა არსებობს პლანეტებს შორის უერთიერთზეგავლენის სრულიად ცხადი კანონზომიერება, ეს
აშკარაა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებით და თუნდაც პირადი ასტროლოგიური რუქებით ადამიანის
შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცედ მწამს, ყოველშემთხვევაში ჩემი
ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.
... ასევე, არ მაქვს პრეტენზია ლიტერატორობაზე, ამიტომაც აქ ბევრია
სლენგი და ჟარგონი. უბრალოდ დრომ მოიტანა და მინდა რაც სათქმელი მაქვს კონკრეტული პიროვნებების
მიმართ, ზოგის მიმართ დადებითი და ზოგიც უარყოფითი, ვთქვა თავისუფლად და ყოველგვარი
ფილოლოგიური ფორმალობების გარეშე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი გნსაკუთრებული პრეტენზიული
ლიტერატურული გემოვნების მქონე მკითხველს. თავიდან არც ვაპირებდი ეს ყველაფერი რაიმე
კანონზომიერი ფორმით შემეკრიბა და სისტემატიზაცია მიმეცა. ასე გამოვიდა, რომ ერთ სათქმელს
მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა ერთიანი დასახელებაც და სხვადასხვა თავებიც.
კ. კოლხი
თავი IX. მშვილდოსანი - შერეკილი ფილოსოფოსი
არის ასეთი სადღეგრძელო,
რომელიც ლუდით შეისმება:
ეს იმ კაცს გაუმარჯოს, სიდედრის კალთაში თავს რომ ჩარგავს და დილამდე ქვითინებს
თავის უბედურ ბავშვობაზე ... საკუთარ დედას სიკვდილამდე რომ გაებუტება და სიდედრს დედიკოს
დაუძახებს ... გამზრდელ დედას, ცოლის შიშით შვილებს რომ არ ანახებს ... ცოლთან საკუთარი
დედის სახელის ხსენების ეშინია და შვილს სიდედრის სახელს არქმევს !
J ...
ყოველ სადღეგრძელოს და
ანეგდოტს თავის რეალური პროტოტიპი ყავს პიროვნების, ცხოვრებისეული მოვლენის თუ კურიოზის
სახით. საქართველოში ლუდით დასალევი სადღეგრძელოების მთელი ენციკლოპედია არსებობს.
ბევრს კითხვა გაუჩნდება, რა შუაშია სალუდე სადღეგრძელოები თემის სათაურთან და უშუალოდ
მშვილდოსნებთან. საქმე იმაშია, რომ ამ სადღეგრძელოს შთაგონების წყარო ერთი ექსტრაორდინალური
მშვილდოსანია, მხიარული ბიჭი, რომელიც იუმორის მიღმა გულში დანატოვარ ღრმა ჭრილობებს
ფარავს, თავში ოთხივე მხრიდან ქარი უქრის და კიდევ კარგი, რომ კეთილია, თორემ ხომ წარმოგიდგენიათ
თავქარიანი და თანაც ბოროტი რამდენ რამეს დააზიანებს ირგვლივ. სამწუხაროდ მსოფლიო ისტორიამ
შემოგვინახა სისხლიანი მშვილდოსნის ტვინის შემოქმედების ნაყოფი სსრკ-ს სახით, რომელსაც
მე წითელ კონცლაგერს, ხოლო მასში გაზრდილ თაობებს წითელ ზეკებს ვეძახი. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ ...
ზუსტად ვიცი, რომ ამ თავქარიანს
სერიოზულად ვერ დაელაპარაკები, მეგობრებთან მუდამ უწმაწურად ოხუნჯობს, მხიარულობს,
ამით შეხუმრებულობის და უშუალო ურთიერთობის გამოხატვას ცდილობს, პირში ენა არ უჩერდებაო,
მასზეა ნათქვამი. სენტიმენტალობის ზვირთებიც მოაწვება დრო და დრო, შეუძლია იყოს უხეში,
სასტიკი და ამავე დროს გულში დაჭრილი ბეღურასავით უსუსურიც. მისი უშუალობის და ორიგინალურობის
დემონსტრირება საჯარო ადგილებში ცოლთან სასიყვარულო, ინტიმურ თამაშებში გამოიხატება. მისთვის არ არსებობს მორალური
ჩარჩოები და ცხოვრების რეალიზება დაკავშირებულია ბავშბობაში მიღებული ფსიქოტრავმების
ამოქოლვაში. ადვილად ექცევა ქალების გავლენის ქვეშ, ადრე განსაკუთრებით დედის გავლენას
განიცდიდა და ახლა კი - ცოლის. ნელ-ნელა ამ მშვილდოსანმა დაკარგა დამოუკიდებელი და
პირდაპირ რომ ვთქვათ, მამაკაცური აზროვნების უნარი, ერთბაშად სახე ეცვალა, მოტყდა,
რადგან დიდი ფსიქოლოგიური არჩევანის პირას დგას, მასში იბრძვის ინდივიდუალური სახის
შენარჩუნების სურვილი და სხვისი გავლენა. არ მეგონა, თუ ასეთი სუსტი ნებისყოფის იყო
... ვწუხვარ.
მე პატივს არ ვცემ მამაკაცს,
რომელიც ქალის დაკრულზე ხმაჩაკმენდილი წკუტუნებს, ან კიდევ, ცოლის გავლენით, საკუთარი
დედის დამცირებისა და უპატიებლობის ხარჯზე, სიდედრის კალთაში რომ პოულობს შვებას. ასეთი
სუბიექტი ჩემთვის, რა გითხრათ, როგორც ფრანგები იტყვიან - misérable-ია ...
... თუმცა მჯერა, რომ
იპოვის თავის თავს, მშვილდოსნები ყოველთვის პოულობენ გამოსავალს ურთულესი სიტუაციებიდანაც
კი. ბრძოლა, რომელიც სულის სიღრმეში მიმდინარეობს მიმალული პიროვნულ ღირსებასა და ნახევრად
მონურ მდგომარეობას შორის, ერთხელაც იქნება ვულკანის ამოხეთქვით დასრულდება მშვილდოსნის
მამაკაცურობის ღირსების სასარგებლოდ.
ხანდახან ჩავფიქრებულვარ,
არის კი კეთილი ადამიანი, რომელსაც პატიება არ შეუძლია, თუნდაც უხეში სიტყვების, თუნდაც
საკუთარი დედისთვის ? მე ვფიქრობ, რომ ეს ბოროტება - სისასტიკეში გადასული სიამაყე
ადამიანის ბედში დიდ უფსკრულებს აჩენს და ისევ საკუთარ თავს იტანჯავს.
იქნებ იმ დედას უფრო ღრმა
ჭრილობა აქვს შვილისგან, რომელიც ყოველ დღე, საკუთარი ამპარტავნული ქედმაღლობით, შეუნდობლობით
მრავალჯერ კლავს გამზრდელი დედის გულს ? ნუთუ ამაზე არ დაფიქრებულა ჩვენი ძალად მხიარული
მშვილდოსანი ?! ... რა თქმა უნდა დაფიქრებულა, მაგრამ რა ქნას, მეორე მხარეს ხომ მრისხანე
ქალები ელოდებიან წკეპლით ხელში ... დასჯის ეშინია, ქალის ეშინია, საკუთარი ჩრდილის
ეშინია უკვე ... შიში ოხერია და მშვილდოსნებს ერთი თუ დაუცდათ ფეხი ფობოსის ყინულიან
ჭაობზე ... ფატალურ შედეგებამდე შეიძლება მივიდნენ შიშის ფაქტორის გამო.
არადა, ეს ახალგაზრდა
კაცი (ჯერ კიდევ მამრული ჰაბიტუსის მქონე, რომლის ფიზიკურ გადაქალებასაც აღარაფერი
უკლია ... ), არის რა ჰიპერ ემოციური ხასიათის, ძალიან უყვარს ბავშვები და მზადაა მათი
მოვლის მთელი ვალდებულება საკუთარ თავზე აიღოს, უცვალოს პამპერსები, აჭამოს, გაართოს,
დაბანოს, დააძინოს და ა.შ. ... ბრწყინვალე გონება აქვს, უფრო ფილოსოფიური და სხარტი,თუმცა
ბიზნესში არა გაეგება რა. ძალიან მწარე იუმორი აქვს, რომელიც სარკაზმშიც გადასდის ხანდახან.
მისგან კარგი კლოუნი დადგებოდა, საკმაოდ უწყინარი და კეთილშობილი პროფესიაა, ადამიანებს
პოზიტიურ განწყობას ჩუქნის, მისი თანაჰოროსკოპელისა და სსრკ-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი
ხუმარას - იური ნიკულინის მსგავსად. შეუძლია ბომჟს დაემსგავსოს, ჰიპების ბელადს ან
დონ კიხოტივით იწანწალოს მთელი მსოფლიოს გარშემო, ებრძოლოს ქარის წისქვილებს, ანდაც
კეთილშობილ რაინდად იქცეს და მჩაგვრელ ტირანიასთან მებრძოლი დათა თუთაშხიას ბედიც გაიზიაროს,
რომელიც ასევე ნოემბრის მშვილდოსანი ყოფილა, თუკი მის შემქნელ ავტორს და თანამედროვე
საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს მაღალსულიერებით გამორჩეულ ღრიანკალს - ჭაბუა ამირეჯიბს
დავუჯერებთ.
მშვილდოსნებს იმდენად
უყვართ ბავშვები და გამოგონილი ვირტუალური სამყარო, რომ ამ ფასეულობებს შეუძლიათ მთელი
ცხოვრება მიუძღვნას. უოლტ დისნეი ერთ-ერთი ასეთი პოზიტიური ტიპის მშვილდოსანია, რომელმაც
მსოფლიოს პატარებს დაუვიწყარი სამყარო შეუქმნა.
დიდებული მექალთანეებიც
არიან მოისარნი ! ერთ ცნობილ მექალთანეს მთელი მსოფლიო იცნობს - ფრენკ სინატრას, ხოლო
მეორე ქართველია და მის შესახებ მისივე შვილისგან გადმოცემით ვიცი, რომ ცხოვრებაში
ოთხი ოფიციალური ცოლი ყავს გამოცვლილი და ახლა მეხუთე მოჰყავს, არაოფიციალურებს თვლა
არ აქვს J.
ერთხელ ერთი შემეკამათა
ერთ ცნობილ მშვილდოსანზე, გინდა თუ არა, არ იქნება ეგ მექალთანეო, მაგას როგორ იკადრებსო,
როგორ შეირცხვენს თავსო ... ეეჰ, მექალთანეობა ჯანდაბას, რაც უნდა ის უქნია ვისაც სულიერი
ჯანმრთელობა ამისთვის ხელს უწყობს, მაგრამ მშვილდოსნის მწარე ფანტაზიების ამბავი რომ
ვიცი, ხშირად ერთი კონკრეტული სექსუალური სუბიექტი შეიძლება ხალხის მასებში აერიოს
და აი აქ იწყება სისხლიანი აჯაფსანდალის ეპოქალური მოვლენები.
ასეა, ჩემო კეთილო მშვილოდსანო,
იმედია სადღეგრძელოს არ მიწყენ და არჩევანი შენზეა, გახდე კეთილშობილი რაინდი, მხიარული
და კეთილი კლოუნი, თუ ფანტაზიებარეული პარანოიდულ-შიზოიდური ტირანი, როგორც მაგალითად
სტალინი იყო, დიქტატორული ,,ზამაშკებით,, დახუნძლული.
საერთოდ ყველა ადამიანის
დაჩაგვრა საშიშია ბავშვობაში და განსაკუთრებით
მშვილდოსნების, მითუმეტეს, როცა ის განგების რჩეულია, რადგან მშვილდოსნების სენტიმენტალური
სული ადვილად იჭრება და იკაწრება და ძალიან ძნელად ხორცდება მასში დატოვებული შრამები
... სულში ჩაბუდებულმა პარანოიამ შეიძლება მილიონობით ადამიანის სიცოხლე შეიწიროს,
თუკი ეს მშვილდოსანი ძალაუფლებითაა აღჭურვილი.
ადამიანთა ისტორია სავსეა
მაგალითებით, როდესაც ვიღაცას სასტიკად ექცეოდნენ და ამ ძალადობის შედეგმა კაცობრიობის
სისხლიან მორევში ჰპოვა თავისი ფინალი. მითუმეტეს, თუკი ასეთი ადამიანის ფსიქოტიპში
ცეცხლის სტიქია უხვად ურევია, არ ღირს მათ თავმოყვარეობაზე თამაში, მაშინ როცა ის უსუსურია,
თორემ უმალ წრფელი და კეთილი რომანტიკოს-ფილოსოფოსისგან სისხლისმსმელი სადო-მაზოხისტი
გაიზრდება. იგივე ჩინგიზ ხანი, ცნობილია რომ ლექსებსაც წერდა და უძღვნიდა ღმერთ ტენგრის,
ანკარა ცისფერ ცას, უყვარდა ფილოსოფია და ამ დროს მთელი შუა აზია, ჩინეთი და რუსეთი
სისხლის ზღვაში აბანავა. ბავშვობაში მონობაში მყოფს სასტიკად ექცეოდნენ მტრები და რა
იცოდნენ რა დრაკონს ზრდიდნენ თავისი სისასტიკით.
ჩინგიზ ხანის ლაშქრობების
დროს ხორეზმის წინააღმდეგ, სავარაუდოდ მილიონამდე ადამიანი იქნა გაწყვეტილი, ქალაქები
ბუხარა და მერვი ძირის-ძირამდე განადგურდა. რა თქმა უნდა, ჩინგიზ ხანის დაბადების თარიღი
ცნობილი არ არის, მაგრამ მე მას მაინც ყველაზე უდიდეს მშვილდოსნად ვთვლი, ხოლო სტალინს
ჩინგიზ ხანის რეინკარნირებულ ავატარად ... და შემთხვევითი არ იყო, რომ თემუჩინმა და
მისმა ურდოებმა მშვილდით და სწრაფი ცხენებით დაიპყრეს მსოფლიო.
ყველას გვახსოვს სოსელოს
უწყინარი და სიყვარულით სავსე ,,ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,, , როგორ ნათელ აურას ატარებს
მისი თითოეული სტროფი. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ ნიჭიერი და კეთილი ბიჭუნასგან მსოფლიოს
უდიდესი დესპოტი და დიქტატორი ჩამოყალიბდებოდა, რომლის აჩრდილი დღესაც ბევრს კანკალს
ჰგვრის, ბევრისთვის ჯერ კიდევ მისაბაძია მისი მმართველობის სტილი. ეტყობა, როგორც იტყვიან,
ბავშვობაში თავი რაღაცას ძლირად მიარტყა ან მიარტყმევინეს ... არა, არც მთლად ასეა
საქმე, განგება ადამიანებს ბადებს კონკრეტული მიზნებისათვის. სოსელოს ბედი თავიდანვე
დაწერილი იყო. მე არ ვქადაგებ ფატალიზმს, რადგან ფატალიზმი რომ არსებობდეს, მაშინ მთელი
სამყარო და თავისუფლების ცნება აზრს კარგავს, ამიტომ ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი
და ალბათ სოსელოსაც ჰქონდა. ფაქტია, რომ ამხელა პოტენციალის ადამიანს ნებისმიერ სარბიელზე
შეეძლო უმაღლესი მწვერვალების მიღწევა. ისიც ფაქტია, რომ მიზანს, რომელიც მან დაისახა,
ძალაუფლების მოხვეჭასა და შემდეგ დიდი სახელმწიფოს შექმნას, სისასტიკისა და დაუნდობლობის
გარეშე ვერ მიაღწევდა. პატარა გორელმა სოსელომ გუთნისა და კავის რუსეთი ჩაიბარა და მის
მემკვიდრეებს ატომური ზესახელმწიფო დაუტოვა სამართავად.
დიახ, სტალინი იყო გენიოსი,
ოკულტური ძალების ადეპტი, მაგრამ კონკრეტულად ჩემთვის, ჩემი იდეალებიდან გამომდინარე,
ის იყო კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი კრიმინალი, ჩვეულებრივი მკვლელი, ჯალათი, რომლის
მმართველობის მშვიდობიან, არასაომარ პერიოდში
18 000 000 000-დე ადამიანი იქნა რეპრესირებული, დახვრეტილი და გადასახლებული,
ხოლო მის გასვენებასა და პანაშვიდებზე დამატებით 1500-მდე კაცი გარდაიცვალა მასობრივი
ჭყლეტისგან. სოსელო იყო ადამიანი, რომლის სული ითხოვდა სისხლს, როგორც მსხვერპლს, შესაწირს,
კაცი, რომელმაც საკუთარი მსოფლმხედველობა ერთი ფრაზით დაახასიათა: არ არის ადამიანი
- არ არის პრობლემა.
ან კიდევ: ერთი კაცის
სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონების კი - სტატისტიკა ...
სოსელომ, ფენომენალური
მეხსიერებისა და პარანოიდულ-შიზოიდური შურისმგებლური ხასიათის მქონემ, მაინც აჯობა
თავის ყველაზე საშიშ იდეურ მტერს პარტიაში, უღმერთო ღრიანკალ ლევ ტროცკის და შორეულ
მექსიკაში დაასხმევინა ტვინი ბლაგვ საგანზე. თუმცა აქვე აღსანიშნია, რომ ტროცკი და
სტალინი თანაბარი ძალის იარაღს არ ფლობდნენ, სტალინს აშკარა ფორა ჰქონდა, მაგრამ ტროცკისაც
ჰქონდა შანსი მათი პარტიული კონკურენციის მანძილზე ხელში ჩაეგდო ის იარაღი სახელმწიფო
აპარატის სახით, რაც სტალინმა მოახერხა.
ნიშანდობლივია, რომ სტალინის
ყველაზე დიდი ფარული კონკურენტი და შეიძლება ითქვას, თაყვანისმცემელიც მშვილდოსანი
იყო, ასევე მაშინდელი მსოფლიოს უდიდესი იმპერიის - ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი პრემიერ-მინისტრი
- უინსტონ ჩერჩილი. ჩერჩილი იყო მშვილდოსნის მეორე ტიპი, მართლაც იუმორით სავსე ფილოსოფოსი,
თანაც ლოთი ... სხვათაშორის ხატავდა კიდეც.
ცნობილია ერთი ოკულტური
ისტორია ჩერჩილსა და სტალინს შორის. ჩერჩილმა სტალინს სამახსოვრო ფოტოს გამოგზავნა
სთხოვა. ოხერი იყო ჩერჩილიც, მაგრამ სტალინი არანაკლები. იცოდა სოსელომ, რატომაც სთხოვდა
ჩერჩილი ფოტოს და გაუგზავნა ცნობილი სურათი, რომელზეც სტალინს თვალები დახრილად აქვს,
პირში ჩიბუხი უდევს და მეორე ხელით ჩიბუხს ცეცხლს უკიდებს. ეს ყოველივე ნიშნავს იმას,
რომ მოწინააღმდეგე, ამ შემთხვევაში ჩერჩილი სტალინზე ფოტოს მეშვეობით ზემოქმედებას
ვერ მოახდენდა, რადგან ძნელი და თითქმის შეუძლებელი იყო თვალების მეშვეობით სტალინის
აურაში შეჭრა. ენერგეტიკულ თავდასხმას აბრკოლებდა ჩიბუხზე მოსაკიდებლად გამზადებული
ცეცხლის ალიც, რომელიც სივრცობრივ პერსპექტივაში, ფოტოზე ყველაზე წინა პლანზე იყო წამოწეული.
ცეცხლის ენერგეტიკა თავდამსხმელის მენტალური ველიდან წამოსული მავნე ენერგეტიკის განმწმენდი
და გასანაიტრალებელად ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ჩერჩილიც და სტალინიც, ორივე დიდი
ოკულტისტები იყვნენ, როგორც მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთი მთავარი ფიგურა - ადოლფ
ჰიტლერიც. საერთოდ ამ ომს მე ოკულტური სამყაროების ან უფრო სწორად, სტიქიების ომს ვუწოდებდი,
ორი ოკულტური ძალის დაპირისპირებას მსოფლიო ძალაუფლების მოსაპოვებლად. ამ მაგიურ აპოკალიფსში
სტალინი გამოვიდოდა სრულიად გამარჯვებული, რომ არა ისევ მეორე მშვილდოსნის - ჩერჩილის
აქტივობა, რომლის ცნობილმა, ეპოქალური მნიშვნელობის სიტყვამ აშშ-ს პატარა ქალაქ ფულტონში,
1946 წლის 5 მარტს, დასავლეთს მისი ახალი კონკურენტი და მტერი დაანახა სსრკ-ს სახით,
რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ს და ბრიტანეთის პარტნიიორი იყო ომში. სწორედ ჩერჩილის
ამ ისტორიულ სიტყვას მიიჩნევენ ახალი, ცივი ომის ეპოქის დასაწყისად ...
სსრკ-ში, მრავალმილიონიან
გულაგის სისტემას მართვა სჭირდებოდა და დღეს საერთოდ უდავო აღარ არის ის ფაქტი, რომ
საბჭოთა ე.წ. ქურდული კრიმინალური სისტემის თანადამფუძნებელი და თანაავტორი სტალინი
და მისი რეჟიმი იყო. კობამ, იგივე ყოფილმა სოსელომ და შემდგომში სტალინად გარდაქმნილმა,
თავად თავისი პარტიული კარიერა კრიმინალით დაიწყო ბანკების ძარცვითა და ყაჩაღობით. საერთოდ, სტატისტიკის მიხედვით მშვილდოსნებს გამოსდით
კრიმინალური ავტორიტეტობა, მაგალითად ლაკი ლუჩიანოს, ჯო ადონისის (კოზა-ნოსტრას ერთ-ერთი დამაარსებლის) და ვიტო ჯენოვეზეს სახელებიც კმარა ... დონ ვიტო ანდოლინი-კორლეონეც კი მარიო პიუზოს ნაწარმოების
მიხედვით მშვილდოსანი იყო, 7 დეკემბერს დაბადებული, თუ არ ვცდები. მე არ ვიცი კორლეონეს
მშვილდოსნობა მარიო პიუზოს რა ძალებმა შთააგონეს, მაგრამ მე პირადად კორლეონე უფრო
კირჩხიბი მგონია, მეოჯახე, ტრადიციების მოყვარული, კარგი დიპლომატი, მშვიდი, ფლეგმატური
ხასიათის, შარმიანი კაცი, რომელსაც უყვარს თავის მოვლა, გულუხვია, იცის მეგობრობის
ფასი. სამაგიეროდ მაიკლი - თხის რქა, ხოლო სანტინო ტიპიური ვერძია ... საწყალი ფრედო
კი - სასწორი ან ტყუპები ... უფრო სასწორი. შემთხვევითი არაა, რომ მაიკლი და ვიტო საპირისპირო
ზოდიაქოების მქონენი, მენტალურად უფრო წააგვანან და თითქოს ავსებენ კიდეც ერთურთს,
ერთმანეთთან ძალიან კარგი მამა-შვილობა აქვთ. მაიკლი, თხის რქა, რომელიც პატივს სცემს
ასაკიან ხალხის გამოცდილებას და უადვილდება მათთან მეგობრობა, ხშირად ეკითხება რჩევას
მამამისს, მამა და დედა მისთვის ავტორიტეტები არიან და სამაგიეროდ ვერძთან, თავის უფროს
ძმა - სანტინოსთან მუდმივი კონფლიქტი აქვს. აქაც ვლინდება ვერძისა და თხის რქის სრულიად
საპირისპირო სამყარო. ცეცხლოვანი და უკიდურესად იმპულსური სანტინო საკუთარი ხასიათის
მსხვერპლი ხდება, ხოლო გაქნილი, ძლიერი ნებისყოფისა და ცივი გონების მაიკლი მორალური
პრინციპებისა და ოჯახის ღალატს საკუთარ ძმასაც არ პატიობს ... ფრედო, ეს ცხოვრებაში
დაკარგული ტყუპები ან სასწორია, რომელიც ეწირება საკუთარ კომპლექსებს.
ძალიან შორს გავიჭერი
ძირითადი თემიდან, იმედია არ დამცხრილავენ მოუსვენარი კენტავრები J ...
ხშირ შემთხვევაში, მშვილდოსნებს
ღრიანკლებისგან აღებული აქვთ საგნებში წვდომის დიდი ფილოსოფიური ნიჭი და შურისმგებლური
თვისებები, ეჭვიანი ხასიათი, ხოლო თხის რქებისგან დიქტატორული ამბიციები და ავტორიტარიზმი.
საერთო ჯამში კი საკმაოდ პიზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებენ ერთი შეხედვით, თუმცა ვინ
იცის, გარეგნობა მაცდურია ... მთავარია მათგან შეშლილი არტისტი არ გამოითალოს და თუ
მაინც გამოითალა, მაშინ არ ჩაუგდოთ ხელში ძალაუფლება !
არტისტებზე გამახსენდა,
ბრედ პიტი ერთ-ერთი გამორჩეული მშვილდოსნია.
მშვილდოსნებთან, სიმართლე
გითხრათ, ბევრი მოგონებები არ მაკავშირებს. ის რაც იყო, სიდედრის მხარზე აქვითინებულ
ტიპზე, ეგაა მხოლოდ და ამიტომ აღარ გავაგრძელებ
... რაღა უნდა გავაგრძელო, რაც არ ვიცი და არ მინახავს.
მშვიდობიან ღამეს გისურვებთ
თევზისკუდიან რქიანებამდე ... შემდეგ თავში საკუთარი ზოდიაქოზე მექნება სჯა-ბაასი J ...
კ. კოლხი
28.07.2012 წ.
ფრანჯისტანი, დუჟმორეული
მზის დღეები.
Comments
Post a Comment