ლაბორატორია
მოკლედ მოყოლილი ნახევრად ნამდვილი ზღაპარი
(სპონტანური შავი ვერსია... )
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ძალიან ჭკვიანი, ცოტა მახინჯი, მაგრამ ამბიციური ბიოლოგი, რომელსაც ჰქონდა მუდამ ოცნება, გაეკეთებინა რაღაც არაჩვეულებრივი და ამით საკუთარი არსებობისთვის აზრი შეეძინა.
რადონზე ყველაზე სანუკვარი ოცნება უკვდავებაა. ასორმოცდაოთხი წლის წინ ყველა ასე არ ფიქრობდა, რადგან არ სჭირდებოდათ. მაგრამ უცაბედად გაჩენილმა დაავადებამ, რომელსაც "ინგურების წყევლა" შეარქვეს, რადონის მოსახლეობის ნახევარი გაწყვიტა. ოცდაათი წელიწადი მძვინვარებდა ჭირი და შემდეგ ძალა იკლო, ას ათი წლის წინ შენელდა ახალი მსხვერპლი. პლანეტის საუკეთესო მეცნიერები, აღჭურვილნი საუკეთესო საშუალებებით, ცოდნით და გამოცდილებით, ცდილობდნენ აეხსნათ ეს მოვლენა, მისი წარმოშობა, პრევენციის და მკურნალობის ხერხები მოეძებნათ, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ ის დაადგინეს, რომ "ინგურების წყევლის" ბიოლოგიური კვალი რადონზე არ იძებნებოდა. სახელიც კი უძველესი მითოლოგიიდან ჩარჩენილი მეხსიერებიდან შეურჩიეს.
ინგურები მალსეტების წინაპრების ღმერთებად ითვლებოდნენ, ყოველშემთხვევაში ასე თვლიდა მალსეტების ლეგენდარული ბელადი - რედმალტი, რომლის დანატოვარ "წმინდა წერილში", - "მალტერიადაში" აღწერილია, რომ ინგურები ჯერ რადონის თანამგზავრ აკორდეონზე დასახლდნენ და შემდეგ თვით რადონზე გადმოვიდნენ. დროთა განმავლობაში კი გაწყდნენ აქამდე უცნობი მიზეზების გამო და კვალად დატოვეს უზარმაზარი პირამიდა მალრედის ნახევარკუნძულზე, რომლის ირგვლივ შეიქმნა მალსეტების პირველი დასახლებები.
სწორედ ინგურების პირამიდის ახლომდებარე ქალაქებში გაჩნდა დაავადების პირველი მსხვერპლი, რომელიც მეტად უცნაური სიმპტომებით ხასიათდებოდა. ვისაც ის შეხვდებოდა, ნელ-ნელა ეწყებოდა ყელის შეშუპება, პირის დახშობა, პირის ღრუს აუტანელი ტკივილი ისე, რომ ავადმყოფს ყვირილიც კი უძნელდებოდა, თვალების შრეები უშრებოდა, შემდეგ ისევ ყელის უსაშველოდ გასიება მოსდევდა, გაცხელება და ბოლოს კისრის დამსკდარი კუნთებისგან დამსხვრეული ფუძის ძვლით პრაქტიკულად თავის მოწყვეტით მთავრდებოდა მსხვერპლის ერთკვირიანი ავადმყოფობა.
ერთი სიტყვით, "ინგურების წყევლის" გამო, ყველა რადონელი, ჩრდილოეთის ქარების ყურედან, სამხრეთით სმილების კუნძულების და თანამგზავრ აკორდეონზე ახალმოსახლეების ჩათვლით, ცდილობს სიცოცხლის ახალ-ახალი ფორმები მოძებნოს.
რასებს შორის სხვადასხვაობები არსებობს, მაგრამ რადონელებს ერთი დამახასიათებელი რაც აერთიანებთ, ცნობისმოყვარეობა და ცოდნის მიღების დაუოკებელი სურვილია. კიდევ ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, "ინგურების წყევლის" საიდუმლო, თვით ინგურების არსებობა, არარსებობა და მათ დანატოვარ კვალში ჯერ კიდევ ბევრი რამ ვერ გაურკვევიათ და ესოდენ განვითარებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიუხედავად, ბევრი რამ რადონზე დღემდე ამოუხსნელია.
ჩვენი ბიოლოგი ასაკით ასოცდაათი წლისაა. ბავშობაში მშობლები ადრე დაეხოცა, მალსეტების შემოსევების დროს სახლში შემოვარდნილმა აფეთქებულმა ყუმბარამ იმსხვერპლა. დედამისი ზედ გადაფარებული დააკვდა. თავად ბიოლოგს კი მეხსიერებაში ლურსმანივით ჩარჭობილი დიაფილმივით გასდევდა გადატანილი კადრები. უტყვი გახდა, სტრესისგან ისეთ ფობიებს დაემორჩილა, რომ დღემდე სარკეში ვერ იხედება, საკუთარი თავის ეშინია, რცხვენია საკუთარი სიმახინჯის, უფრო სწორად ეშინია იმის, რასაც გარშემომყოფები ფიქრობენ, რაც სოციუმს არ მოსწონს, რადგან სოციუმმ ასე ჩათვალა, რომ მისი დიდი თვალები, თხელი წარბები, მოკუმული ტუჩები და უსწორო ჩაზნექილი ცხვირი არ შეესაბამება შრაებისა და ზოგადად რადონელების ე.წ. სილამაზის "დამდგენი" სტანდარტებს. მაგრამ ვინ დაადგინა ეს საერთო სტანდარტები?... ან რატომ უნდა იყოს სტანდარტები იმაში, რაც ერთისთვის ლამაზია, მეორისთვის - მახინჯი?..რაც ერთს მოსწონს, მეორეს - არა?... აი, მაგალითად ლოკოკინა, ზურგზე მოგდებული "სახლით", პატარა კუზიანი არსება, რომელსაც ვჭამთ... მაგრამ ხომ შეიძლება ეს ლოკოკინა სალოკოკინეთში სილამაზის განთქმული დედოფალი იყოს, ან ვთქვათ ლოკოკინების სათაყვანებელი ესთეტიკის ქალღმერთი?!
სწორედ ასე იყო ბიოლოგის შემთხვევაშიც. ვინ იცის, იქნებ ოდესმე ეს პირმოკუმული, და ცხვირჩაზნექილი შრაი, დიდი და გულუბრყვილო თვალებით, ლოკოკინებისთვის გახდეს უზენაესი არსება, რომელსაც საკულტო შენობის კედლებზე გამოსახავენ, შუსწორებენ ცხვირს, ტუჩებს, თვალებს, როგორც არამიწიერი მშვენიერების უმაღლეს ეტალონს?! ... და რომელი იქნება ღმერთი ამ დროს? ცხვირჩაზნექილი ბიოლოგი, რომელსაც შეუძლია კოსმიური მტვრის მასალისგან, იგივე დანაწევრებული ატომებისგან ლოკოკინების შექმნა ბიოლოგიურ 3D პრინტერზე, შემდეგ მათი შეჭმა, თუ ლოკოკინა, რომელმაც ეს 130 წლის რადონელი ბიოლოგი უზენაესად აქცია, თუ ლოკოკინების მხატვარი, რომელმაც მისი ცხვირი, ტუჩ-პირი და თვალები უზენაესობის იდეას შეუსაბამა და ტაძრის კედელზე გამოსახა შთამომავლების ტვინში ჩასაბეჭდად?!...
...ის გაზარდა დეიდამ, განათლება შრაების საუკეთესო სასწავლებლებში მიიღო და მთელი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა სიცოცხლის გახანგძლივების საკითხებს, მუდმივი ენერგიის აღმოჩენას და ბიოარსებებში ჩანერგვას.
თავის იდეებში არ ყოფილა მარტო. ჩანაფიქრი გაანდო რამდენიმე თავისნაირად განათლებულ და არანაკლებ ძლიერ სპეციალისტებს. სულ ოთხი იყვნენ :
ერთი ეს თვითონ ბიოლოგი, რომელსაც ერქვა ადონი.
მეორე იყო ქიმიკოსი, რომელსაც ერქვა ელლოხი.
მესამე იყო ასტროფიზიკოსი - საბათი.
მეოთხე იყო ჰიბრიდი - უსქესო არსება, გენეტიკური ინჟინერი.
ამ უსქესოს ერქვა - ალუმ.
დანარჩენები "მამრები" იყვნენ თავ-თავიანთ რასებში. ადონი და ელოხი შრაები იყვნენ, საბათი - დელფი, ხოლო ალუმი გლიფების რასიდან იყო.
როგორც ავღნიშნე, პლანეტას, რომელზეც ისინი ცხოვრობდნენ, ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი რასის, შრაების ენაზე ერქვა ერქვა - რადონი.
რადონზე სულ ათი რასა ცხოვრობდა:
შრაები, მერკატები, ვორქები, დელფები, ბადრები, კერკეტები, მალსეტები, გლიფები, ტეტუბები და სმილები.
ყველა რასა ბილოგიურ სქესებად იყოფოდა, მამრებად და მდედრებად, გარდა გლიფებისა, ისინი იყვნენ ჰიბრიდები და მრავლდებოდნენ საკუთარ ორგანიზმის ავტორეპროდუქციული ფუქნციით, როგორც ყვავილები, მცენარეები. მაგრამ ერთი შეზღუდვა ჰქონდათ, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეეძლოთ ავტორეპოდუქცია. ერთი შვილის მეტს ვერ აჩენდნენ. ამიტომ, ყოველი გლიფი დიდხანს ემზადება ხოლმე ამ პროცესისთვის, რომ ჯანმრთელი ნაყოფი გამოიღოს, შემდეგ უსაფრთხოდ გაზარდოს და ქვეყნიერებაზე სასიარულოდ გაუშვას. სწორედ გლიფი იყო ალუმიც, გენეტიკური ინჟინერი, რომელსაც თმა არ ჰქონდა სხეულზე, არც რქოვანები, ჰქონდა მხოლოდ პატარა კუდი და ქარვისფერი, ზურმუხტისფერი ან ვარდისფერი თვალები. სხვა ფერები გლიფების თვალებში არარსებობდა.
ჰოდა, ერთი სიტყვით ამათმა ააშენეს კოსმოსური ხომალდი, სახელად დაარქვეს ყველა რასის წინაპრის - გეორის, სახელი - "გეორი 2.0".
გეორი იყო რადონის გრუნტის ნიადაგისგან შექმნილი მოაზროვნე ორგანიზმი, რომელიც არავინ იცოდა ვინ შექმნა, როგორ, როდის და რაც მთავარია რატომ შექმნეს... და ამის მერე, მთელს სამყაროში, კითხვა "რატომ" იქნება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე როგორ!
პირველი გეორი ითვლებოდა ყველა რასის და ყველა ცოცხალი არსების პირველსაწყის მატერიად რადონზე. მისი ხორცისგან, სხეულისგან ყველაფერი აღმოცენდა, მათ შორის პირველსაწყისი რასა გეორები, რომელთა ბიოლოგიური ინდივიდებიდან მხოლოდ ორიღა შემორჩა და ორივე დაკონსერვებულ მდგომარეობაში ინახება მდინარეების, შრაესა და ლემს შორის მდებარე, შრაების დედაქალაქის - ნათალიუმის უდიდეს სამედიცინო მუზეუმში, რომელსაც გეორის ფუძე დაარქვეს.
კოსმოსური ხომალდი იტევდა სამუშაო ლაბორატორიას, მგზავრთა ოთახებს და სამართავ პუნქტს. ასე გაემართნენ პლანეტა რადონიდან უკიდეგანო გალაქტიკაში, რათა წყნარად, არავინ ხელს რომ არ უშლიდათ ისე, დაეწყოთ მუშაობა ისეთი ბიოლოგიური არსებების შემქნაზე, რომლებიც მათ არსებობას შესძენდა აზრს და მშობლიურ რადონზე გაჩენილი ულმობელობის ვირუსისგან დასუსტებულ რასებს შესაძლებლობას მისცემდა სხვა პლანეტებზე კოლონიები დაეარსებინათ თვითგადარჩენის მიზნით.
კოსმოსურ სივრცეში ბევრი თუ ცოტა ხეტიალის შემდეგ რადონელების ხომალდი მაიდგა შედარებითა ხალგზარდა პლანეტის - დედამიწის ატმოსფეროს ნაპირებს.
... მოეწონათ რადონელებს დედამიწის ლურჯი აურა და დაეშვნენ.
გაზომეს ჟანგბადი, ჰაერის შემცველობა. ჩათვალეს რომ, შეიძლებოდა აქ გაჩერება, მაგრამ სკაფანდრების გარეშე მაინც წარმოუდგენელი იყო თავისუფლად სეირნობა დედამიწაზე. მათი ორგანიზმი არ იყო შეჩვეული ზედმეტ ნახშირორჟანგს. შეიძლებოდა იმაზე უარესი ვირუსი შეჭრილიყო მათ ნესტოებში, ვიდრე რადონზე ჰქონდათ გამოცდილი "იმგურების წყევლით".
მოკლედ გაშალეს ლაბორატორია, რომლის ირგვლივ მრავალ კილომეტრზე გადაჭიმული უზარმაზარი, დაცული გამჭვირვალე "სახლი" ააშენეს, რომელშიც ყველაფერი ისე მოაწყვეს, როგორც საკუთარ პლანეტაზე და საუკეთესო ხარისხის ბიოორგანიზმების მოშენებას შეუდგნენ... მიკროორგანიზმებით დაწყებული მრავალუჯრედიანი გიგანტებით დამთავრებული.
ეს დიდი "სახლი" საკმაოდ დიდი იყო, დედამიწის ოთხი მდინარე ეტეოდა მის სივრცეში. რაც კი რამ საუკეთესო ჯიშის ხე ნახეს დედამიწაზე, ფესვიანად მოთხარეს და "სახლში" გადმორგეს, გააშენეს მოიწყვეს საუკეთსო ბაღი, რომელსაც დაარქვეს ედემი - ელლოხის ცხონეული ბებიის საპატივცემულოდ, რომელსაც ძალიან უყვარდა ყვავილების მოვლა თავის სიცოცხლეში და მათგან ახალ-ახალი ყვავილების გამოყვანა...ელლოხის ბებია ორას ორმოცდაერთი წლისა გარდაიცვალა იმგურის წყევლით, ყელი გაუსივდა საწყალს და ბიოლოს თავი მოსძვრა, ავადმყოფობის ერთი კვირის თავზე, როგორც ყველას, განურჩევლად რასისა და გემოვნებისა.
ერთი სიტყვით, ოთხმა რადონელმა ასე ააფუთფუთეს დედამიწის "ედემში" ამფიბიები, თევზები, ცხოველები, ფრინველები... და დატკბნენ საკუთარი ქმნილებებით.
ყველა ბიოარსება ძალიან მშვიდობიანი შექმნეს, ყველა მათგანი ბალახისმჭამელი იყო, გლუვი კბილებით და გაუშვეს ყველა სასეირნოდ.
წარმოიდგინეთ, ამ კომფორტული სახლის იქეთ პრაქტიკულად უნაყოფო და ჯერ კიდევ აქა-იქ ვულკანებით მდუღარე დედამიწაა, სადაც საცხოვრებლად ჯერ კიდევ ცუდი პირობებია, ზოგ ადგილას კლიმატურად საშიშიც კი.
ჰოდა, ამ დიდ სახლშივე, რომელსაც პარნავი (შრაების ენაზე - "ადგილი, სადაც არაფერზე ზრუნავ") დაარქვეს, მოაწყვეს თავისი ლაბორატორია და დაიწყეს აგენეტიკური ექსპერიმენტები.
ბევრი ცდის შემდეგ, შექმნეს ბიოლოგიური "რობოტი", რომელსაც არც სქესი გააჩნდა, არც ინტელექტი. უბრალოდ დამხმარედ იყო ლაბორატორიაში და მხოლოდ ინსტიქტები ჰქონდა.
დანარჩენში, გარეგნულად ძალიან ჰგავდა ცალკეული ნაწილებით თითოეულ ავტორს.
გადახედეს ერთმანეთს მეცნიერებმა და თქვეს "აჰა, როგორც ვთქვით, შევქმენით არსება, ჩვენი მსგავსი".
ჰოდა, ეს არსება, მაშინ არც იყო "კაცი", არც "ქალი", ეგ კი არა, არ გააჩნდა გამრავლების ფუნქციაც კი, განსხვავებით გლიფი ალუმისგან.
დაავალეს, რომ მხოლოდ სახელები დაერქმია მეცნიერების მიერ შექმნილი ბიოარსებებისთვის და ესეც არქმევდა, სხვა რა საქმე ჰქონდა?!
გამომთვლელი სერვერი ედგა თავში, კომპიუტერი ფაქტიურად, რომელშიც მხოლოდ ერთი პროგრამა იყო ჩაწერილი, შეზღუდული ფუქნციებით, რომ სახელები ერქმია ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის და აღერიცხა ყველა, რასაც მეცნიერები ქმნიდნენ და თან მათვე ეხმარებოდა, ხან რას მიუტანდა, ხან - რას, იქ გამეგზავნე, აქ გამეგზავნე, ოფლი მომწმინდე ...ყავა მომიტანე და ა.შ.
ერთხელად კითხვა დასვა ამ "კაცმა", რომელსაც იდეის ავტორი მეცნიერის, სულ პირველის, ვინც დანარჩენი სამი აიყოლია, ადონის სახელის სახეცვლილი სახელი დაარქვეს - ადამი, რადგან მისი სხეულის ქსოვილები თავდაპირველად თიხის გარსში მოათავსეს, გამოსაშრობად, ადამი ხომ თიხას ნიშნავს შრაების ენაზე.
და ეს ადამი ამ პარნავში ხეტიალისას რამდენჯერმე მისთვის ძალიან უცნაურ სცენას შეესწრო, რამაც ბევრი კითხვები გაუჩინა და დაუგროვა.
მაგალითად ხედავს, როგორ ესიყვარულებოდა რქიანი ირემი დედალ ფურს და მამალი ლომი - დედალ ლომს.
და ვერ გაიგო რა იყო ეს.
მას ხომ არ გააჩნდა შესაბამისი რეცეპტორები?!
ჰოდა, ერთხელ, როცა ამ მეცნიერებს თათბირი ჰქონდათ და ადამი მათ ემსახურებოდა, მოუყვა მათ რაც ნახა.
და თან კითხვაც დაუსვა: ეს დალოცვილი, ყველა რომ 2-2 გააკეთეთ, მე რატომ არ მყავს ჩემნაირი მეორეო...
აი, მაშინ გაახსენდათ მეცნიერებს, რომ ყველაფერი წამოიყოლეს რადონიდან, გარდა უნივერსალური მდედრისა, რომელიც ყოველ რასას მოერგებოდა და შეუმსუბუქებდა რუტინული შრომის სიმძიმეს, სიმყუდროვეს და სითბოს აჩუქებდა.
ასეთი რამ მხოლოდ სმილებს შეეძლოთ. ეს იყო უნივერსალურად გამძლე, დრეკადი, წელვადი, თბილი, მოქნილი, მაგრამ ძალიან მცირერიცხოვანი, ულამაზეს არსებათა რასა, რომელიც ყველა სხვა რასას ეწყობოდა და რომლის შემადგენლობის 99% მხოლოდ მდედრებისგან შედგებოდა, მამრი იშვიათად იბადებოდა და თუ იბადებოდა, ისე უფრთხილდებოდა მთელი სმილების მოდგმა, როგორც ნატვრისთვალს, რადგან მხოლოდ მამრი სმილისგან მრავლდებოდნენ. და ეს მამრი სმილიც ძალიან სუსტი იყო, არ ქჰონდა ისეთი მოქნილი და დრეკადი ორგანიზმი, როგორც მდედრებს, მისი სხეული ადვილად იწვებოდა, ორმოცდამეათე შეჯვარების შემდეგ სრულიად გამოუსედაგარი ხდებოდა სმილების სოციალურ ცხოვრებაში. შეეძლოთ 369 წელი ეცოცხლათ მამრ სმილებს, მაგრამ სოციალური ფუქნციის - გამრავლების შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, უმეტესობა თავს იკლავდა. ზოგი კი ემიგრაციაში გარბოდა შრაების ქვეყანაში, სადაც უფრო ლმობიერად ექცეოდნენ ნებისმიერი რასის წარმმადგენელს...შრაების ფილოსოფია ხომ გეორის უძველეს კულტს უკავშირდებოდა... თუმცა ეს სხვა ისტორიაა და შემდეგ იყოს.
და აი, ბედად კონსერვების საყინულე ყუთში შემთხვევით აღმოაჩინეს შავი ფერის თმის ღერი... საქმე იმაშია, რომ როცა ხომალდზე მოსამარაგებელ პროდუქტებს უკვეთავდნენ, საკმაოდ წარმატებულ სმილების კომპანიას, საერთოდ ვერც მოიფიქრებდნენ მაშინ, რა კავშირი უნდა ყოფილიყო სმილების კონსერვების პროდუქტებსა და ალუმის იდეებს შორის და ვერც იმას, რომ სმილების სექსუალური, თმაგაწეწილი კურიერი, მისდა უნებლიედ გახდებოდა ახალი, უზარმაზარი ისტორიის მიზეზი.
ის, უსქესო მეცნიერი რომ იყო, სახელად ალუმ, სწორედ მან შესთავაზა დანარჩენებს, რომ კონსერვების ყუთში ნაპოვნი შავი თმის ღერისგან შეექმნათ ახალი უჯრედი, ხელოვნური მდედრი სმილი და შემდეგ ადამის გენური უჯრედზე დაემყნოთ.
გულის სიღრმეში ალუმსაც აინტერსებდა რას ნიშნავდა იყო კაცი, ან ქალი, მაგრამ უფრო ქალურობა უნდოდა.
და დაიწყეს მუშაობა.
დაააძინეს ეს ადამი და ბევრი ექსპერიმენტის შემდეგ ალუმმა, საკუთარი დიზაინით შექმნა სმილების ანალოგი მდედრი, სმილების საკონსერვო ფირმის კურიერის თმის ღერისა და ადამის ნეკნის ქვეშ მდებარე კანის უჯრედისგან.
და დაარქვა მას ლილიტი, საკუთარი გაზმრდელის სახელი, რომელიც პლანეტა რადონზე დატოვა. აქვე, ავღნიშნოთ, რომ ალუმის გამზრდელი იყო მდედრი შრა, რომელმაც ნაშვილები ალუმის გადასარჩენად თავი გასწირა მალსეტელების შემოსევის დროს... მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა.
ჰოდა ერთი სიტყვით, ასე გაჩნდა ლილიტი, რომელსაც თვალები სვადასხვა ფერის გაუკეთა ალუმმა. თმის ფერიც ცვალებადი ჰქონდა, სიბრაზის დროს შავი ხდებოდა, სიმშვიდის დროს წაბლისფერი.
ეს ლილიტი გამოდგა ჭკვიანი, რადგან ექსპერიმენტის სახით, მის ტვინში - სერვერში იმაზე ფართო პროგრამა ჩააყენეს, ვიდრე ადამს ჰქონდა. ერთი სიტყვით, ლილიტი და ადამი ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ. ლილიტის ფანტაზიებს ადამი ვერ იგებდა და მუდამ ეძინებოდა, ეტყობა სქესის განცალკევების ოპერაციის დროს დამაძინებელი სითხე ზედმეტი მოუვიდათ და ბოლომდე ვერ გამოვიდა.
ერთი სიტყვით, ლილიტი გაბრაზდა და რომანი გააბა ლუციუსთან.
ვინ იყო ლუციუსი? ხომალდ "გეორი"-ს კაპიტანი, მალსეტელი სიმპათიური, ჯანღონით სავსე ახალგაზრდა მამრი...
თავი II. ლუციუსი
"ინგურების წყევლა" როდესაც დაიწყო, ბევრი მალსეტი გეორების კონტინენტზე გაიქცა, უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში. ბევრმა თან წაიყოლა უჩინარი ავადმყოფობაც და ასე დაავადდა გეორის და დელ'ატონის კონტინენტების მცხოვრებთა უმრავლესობა.
ლუციუსი სულ რაღაც ოთხმოცი წლისაა. მართალია მშობლები "ინგურების წყევლას" არ შეუწირავს, მაგრამ საერთო ტალღას აყვა და ისიც გეორზე გადასახლდა უკეთესი ცხოვრების ძიებაში.
გადასახლებიდან ზუსტად ორი წლის თავზე, ანუ ზუსტად ათასორმოცდამეათე დღეს, ლუციუსი გეორის ფუძის კოსმოდრომზე სამგზავრო-სანავიგაციო კოსმოსური ხომალდის კაპიტნად აირჩიეს და რამდენიმე კაპიტნების გილდიის წევრად აკურთხეს. კურთხევის

Comments
Post a Comment