უმბერტო ეკოს ლაბირინთებში
"ევროპის ორი უდიდესი ნარკოტიკი:
ალკოჰოლი და ქრისტიანობა".
უმბერტო ეკო
ერთმა ჩემმა კარგმა და ჭკვიანმა მეგობარმა მითხრა, სიკვდილამდე ერთი საოცარი წიგნი უნდა წაიკითხოსო ადამიანმა - უმბერტო ეკოს "პრაღის სასაფლაო". ისე აღმიწერა, რომ უკვე საინტერესო გახდა. როგორც მივხვდი, ის თემები, გლობალური სოციოლოგია, რასოლოგია, სახელმწიფოლოგია და ისტორია, ეთნოლოგიური ფსიქოლოგიაც კი, ერთ წიგნში უნდა ყოფილიყო მოქცეული და ბუნებრივია ჩემი ინტერესის სფეროს ეხებოდა.
მხატვრული ლიტერატურის მიმართ მანიაკალური და მანიაკალური დამოკიდებულება არასოდეს მჭირდა. ენციკლოპედიურ და ზოგიერთ ე.წ. "სპეციალური დანიშნულების" ლიტერატურას (დიახ, ასეთიც არსებობს, რომელსაც აქ არ და ვერ დავასახელებ... სიტყვით მინიშნებას მივცემ მკითხველს: პლუტონი. რა შუაშია? ვინც ცოტა ასტროლოგიურ სიმბოლიზმთან ახლოსაა, მიხვდება...) თუ არ ჩავთვლით, რჩეული ქალების უჩვეულოდ ნატიფი სილამაზესავით მაინტერსებდა მხატვრული ლიტერატურაც, მხოლოდ იმ ნაწარმოებებს ვუღრმავდებოდი, რომელიც გამორჩეული იყო მასისგან და კიდევ იმ შინაარსის, რომელიც ზოგად საკაცობრიო პრობლემებს ეხებოდა, ზე-ადამიანურს, ზე-ეროვნულს. მართლაც გემოვნების საქმეა და ასე შემიყვარდა ვაჟა-ფშაველა, ბულგაკოვი, ჰიუგო, ედგარ პო, შტეფან ცვაიგი, გრიგოლ რობაქიძე (რობაქიძის ნაწარმოებების ეროვნულ-რასიული ხაზი პარადოქსალურად ზე-ეროვნულად და გლობალურად მეჩვენება... შეიძლება ვაჭარბებ და ვცდები?) და ა.შ.
რაც შეეხება უმბერტო ეკოს. მისი ნაწარმოებების მშობლიურ ენაზე ან თუნდაც რუსულად ხელმიუწვდომლობის გამო, ამ წლის (ჯერ კიდევ 2014 წლის) ზაფხულამდე არ მქონია ბედნიერება გავცნობოდი. პირველი იყო "ვარდის სახელი", რომლითაც მწერლის ლიტერატურული სტილი გავიცანი ფაქტიურად, თუმცა თვითონ სიუჟეტი, მაინცდამაინც ჩამთრევად არ მომეჩვენა, ალბათ იმიტომ, რომ უკვე ნანახი მქონდა ჟან-ჟაკ ანოს რეჟისორული ნამუშევარი, შესანიშნავი ფილმი იგივე სახელწოდებით, შონ კონერის, კრისტიან სლეიტერის, რონ პელრმანის და სხვათა ბრწყინვალე სამსახიობო შესრულებით.
ერთი სიტყვით, მეგობრის რჩევას ყური ვუგდე, თბილისი მოლში წიგნის ბაზრობაზე სულ რაღაც 10 ლარად "პრაღის სასაფლაო" შევიძინე და იმ დღესვე გადავეშვი XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის ევროპის იდელოგიურ, ფასეულობათა და სტერეოტიპების მორევში, იმ სამყაროში, სადაც ჯერ კიდევ მაშინ (მე-19-20ს.) დაბადებული იდეები დღემდე საზღვრავს ევროპელი ხალხების ყოველდღიურ ცხოვრებას, ევროპის, როგორც მსოფლიო პოლიტიკის გლობალური მოთამაშის განვითარების ვექტორებს, ცივილიზაციათა და რასების კონფლიქტების ღრმა მიზეზებს, წარსულის ლაბირინთებში ჩაკარგულებს, სადაც მწერალი ანთებული ლამპრით, პრომეთესეული ცეცხლით იკვლევს გზას და მკითხველამდე მოაქვს საოცარი საიდუმლოებებით სავსე სამყარო, სავსე კითხვებით და პასუხებით, რომელიც ჩვენს წინ დევს და ვერ ვბედავთ სიმართლის აღიარებას. არადა, ეთნო-რასიული და რელიგიური და სტერეოტიპული კვანძების გახსნა ფრიად წაადგებოდა ჩვენს თვითგვემულ, საცოდავ ქვეყანას! ...
ეს წიგნი კიდევ იმითაა ფასეული, რომ აღწერილია ფრანგის, გერმანელის, ავსტრიელის, იტალიელის თუ სხვა ევროპელი ხალხის ეთნოფსიქოლოგია, მათი ქცევის გარკვეული მიზეზები და ეს ცოდნა, მწერლის მიერ დეტალურად განხილული, პრაქტიკულად გამოადგებათ ევროპა-ამერიკის სივრცეებში ჩაკარგულ უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს, მიგრანტებს, ვისაც ურთიერთობა უწევს ლოკალურ სოციალურ წრეებთან, ადგილობრივ კულტურასთან და დაეხმარება მათი ისტორიის, მათი ქცევის მიზეზების უკეთ გაგებაში.
მინდა რამდენიმე ამონარიდი გამოვამზეურო უმბერტო ეკოს "პრაღის სასაფლაო"-დან, ვფიქრობ, ზოგიერთი მათგანი რაღაც შემხებლობაშია ჩვენი, საქართველოს დღევანდელ ეთნიკურ, რელიგიურ, სოციალურ და სახელმწიფოებრივ ყოფასთან.
ფრანგებზე:
"ცრუპენტელები, ბოღმიანები, ეჭვიანები, იმდენად ამპარტავნები, რომ ფრანგის გარდა ყველა ველური ჰგონიათ, საყვედურის მოსმენაც არ შეუძლიათ. თუ გინდა ფრანგს საკუთარ თავზე ცუდი ათქმევინო, სხვა ერი უნდა მოიხსენიო ცუდად. მაგალითად თქვა, ჩვენ, პოლონელები, ესა და ეს ნაკლი გვაქვსო; და რადგანარ შეუძლიათ, ვინმეს რამეში ჩამორჩნენ, თუნდაც ცუდში, მაშინ მაშინვე გეცემიან, უჰ, ჩვენ, ფრანგები, უარესები ვართო! მაშინ კი იცოცხლე, მოაღებენ პირს, გალანძღავენ ფრანგებს და ვერც კი ხვდებიან, რომ ხაფანგი დაუგე".
ფრანგების ეს თვისება მეც თვალში მომხვედრია, ჩემი პირადი "ფრანგული ცხოვრების" და წარსულის გათვალისწინებით, ვადასტურებ, ასეა!
კიდევ: "არავინ უყვართ თავისი მსგავსი, თუნდაც მისგან სარგებელი ჰქონდეთ".
"ერთადერთი ერია, რომელიც საკუთარ თანამოქალაქეებს ათწლეულებით ალპობდა დილეგებში და თანამოძმეებს თავებს აყრევინებდა. გაუმართლათ, როცა ნაპოლეონმა მათ სიძულვილის გეზი უცვალა და სხვა ერებისკენ მიმართა ის, ევროპის გასანადგურებლად".
საოცარია, ფრანგები თუ ერთად-ერთი ერია იმაში, რასაც უმბერტო ეკო აღწერს, მაშინ ჩვენც ერთად-ერთი ერი ვართ ალბათ, რომლებიც ფრანგებს ვგავართ რაღაცით, ჩვენს თანამოძმეებს საუკუნის მანძილზე ვიტაცებდით და მონებად ვყიდდით ისლამურ სამყაროში, ჰარამხანებში, იანიჩარების და მამლუქების ჯარების შესავსებად და ჩვენი მოძმეების სისხლიც უხვად გვიღვრია. მხოლოდ ერთია, რომ ფრანგებივით არ გაგვიმართლა და ნაპოლეონის ნაცვლად ტაკიმასხარა კურდღლები შეგვრჩნენ დღესაც, მთავრობაში, პარლამენტში, ოპოზიციაში და ყველგან, სადაც ადამიანს სახელმწიფო ძალაუფლების სადავეები უპყრია ხელთ.
"დაამყნეთ, როგორც მცენარეებს ვამყნობთ, ფრანგი ებრაელზე (სასურველია, გერმანული წარმოშობის ებრაელზე) და მიიღებთ იმას, რაც გვაქვს: მესამე რესპუბლიკას.... "
და საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელ ყოფას თუ გავითვალისწინებთ, ადვილი წარმოსადგენია თუ რა არსებებზე დაგვამყნეს რუსებმა ბოლო 200 წლის მანძილზე...
იტალიელებზე:
"იტალიელი ვერაგია, მატყუარა, ლაჩარი, მოღალატე, ხმალს ხანჯალი ურჩევნია, წამალს - სამსალა, საქმეში ფლიდია, ქარის მიმართულების ოდნავ ცვლილებაზეც კი დროშის შეცვლას ვერავინ დაასწრებს".
"საქმე ისაა, რომ იტალიელებს მღდლები ყავთ ნიმუშად - ერთადერთი ნამდვილი მთავრობა, რაც კი ოდესმე ჰყოლიათ მას შემდეგ, რაც რომის უკანასკნელი, გარყვნილი იმპერატორი ბარბაროსებთან ჩაერთო უწმინდურებისა და ცოდვის ფერხულში, რადგან ქრისტიანობამ უძველესი რასის სიამაყე შეასუსტა."
ვინ იტყვის, რომ იტალიელების ეს აღწერა ასე უცნაურად არ გავს ქართველებისას (ხმალ-ხანჯლის და წამალი-სამსალას დეტალის გამოკლებით მაინც)? ...და მთავრობა? განა ჩვენს ჩამორჩენილ და გაუნათლებელ სახელმწიფოს ვინ ყავს ნამდვილ მთავრობად, თუ არა გლობალურ ბოროტებაზე - რუსეთის ჭაობზე მეოცნებე რეაქციონერი ანაფორიანი ფეოდალ-კლერიკალები? კლერიკალები არიან და იყვნენ ის ძალა, რომელიც მუდამ ამუხრუჭებდა ქართული სახელმწიფოს განვითარებას და მის სიძლიერეს წყალს უყენებდა, მუდამ კომფორმისტულ შეთანხმებაში იყო ჩვენი ქვეყნის დამპყრობელთან (იშვიათი გამონაკლისების გარდა!), უწინ ბიზანტიასთან, მერე მონღოლებთანაც კი და ახლა კი, მონღოლების იდეურ მემკვიდრესთან - რუსეთთან. რომელი ერთი გავიხსენოთ? მელქისედეკ კათალიკოსს ბიზანტიის კეისარ ბასილისგან (იმ ბასილისგან, რომელიც გიორგი I-ს ტაო-კლარჯეთის და ბასიანის მიწებისთვის ეომებოდა) საბერძნეთში ათეულობით სოფელი ჰქონდა ნაჩუქარი. მონღოლების დროს, დავით ულუს დროს, მონღოლებისგან სრულად გათავისუფლებული იყო გადასახადებისგან ეკლესია, რომელსაც უზარმაზარი მიწები ჰქონდა მფლობელობაში, ყმები (ჯერ იმ რელიგიურ ორგანიზაციას რა მორალური საფუძველი უნდა ჰქონდეს სხვისთვის მორალის საკითხავად, რომელიც ადამიანისგან ადამიანის ყმობას და გონებრივ მონობას ამართლებს?!) ჰყავდა სამსახურში და სიმდიდრეში იხრჩობოდა მუდამ, ხოლო მონღოლების ბეგარა სამეფო-საერო მიწებს და შესაბამისად ერს აწვა ხარკად და უღლად!... დღეს რა შეიცვალა ამ კუთხით, XXI საუკუნეში, როდესაც მსოფლიოს განვითარებული ხალხები ლამის კოსმოსის ათვისებას იწყებენ, ჩვენი კლერიკალები (სოციალ-პოლიტიკური სასულიერო ფენა, სახელმწიფოს სოციალური პარაზიტები...) შუასაკუნეების წყვდიადისკენ და ჩრდილოურ ჭაობში ცხოვრებისკენ აქეზებენ ხალხს, რომ არაფერი ვთქვათ მათ დაუბეგრავ მილიონებზე.
პირველად დავით აღმაშენებელმა ამოსდო სამართლიანი ლაგამი სასულიერო ფეოდალიზმს და საგადასახადო ბეგარა დაუწესა მათ შემოსავლებს. რატომ? იმიტომ, რომ ის სახელმწიფოებრივად აზროვნებდა, საერო ძლიერი სახელმწიფოს ქმნიდა. გავიდა დრო და მოხდა პარადოქსი, იგივე რელიგიურმა კლერიკალებმა საუკუნეების შემდეგ შერაცხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი, ყველაზე საღად მოაზროვნე, ყველაზე სეკულარული სახელმწიფო მმართველი, აბსოლუტური ძალაუფლების მქონე მონარქი, დავით IV ბაგრატიონი, "აღმაშენებლად" წოდებული, რომელიც უსასტიკესად უსწორდებოდა (და სავსებით არაქრისტიანულად) მის პოლიტიკურ და სახელმწიფოს მტრებს, მათ შორის სასულიერო ფენიდანაც. რაა რის ეს, თუ არა კიდევ ერთი დადასტურება ადამიანთა რელიგიური ორგანიზაციის ყალბი შიგთავსისა, რომელსაც ღმერთთან (აბსოლუტურ პოზიტიურ იდეალთან) და რელიგიის ისტორიაში ყველაზე დი მეამბოხე, რევოლუციონერ და თავისუფალ პიროვნებასთან - ქრისტესთან და მის ზოგადსაკაცობრიო, ზე-ეროვნულ, ზე-რასობრივ და თუ გნებავთ ზე-რელიგიურ იდეებთან არავითარი სულიერი კავშირი არ გააჩნია?!
დავით აღმაშენებლის შემდეგ, უკვე გიორგი III-ის დროს, შიდა ოპოზიციური სასულიერო წრეების ზეწოლით აღადგინა ეკლესიის შეუვალობა, რაც ნიშნავდა მათი უზარმაზარი სიმდიდრის და შემოსავლების სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლებას.
როგორც ვხედავთ და ამის უარყოფა წმინდაწყლის უსინდისობა თუ არა, სიბრმავე და უტიფრობაა, რომ ადამიანთა რელიგიური ორგანიზაციების ერტად-ერთი საზრუნავი და საქმიანობის რეალური მიზანი იყო და არის საკუთარი ძალაუფლების და სიმდიდრის გამრავლება, ზრუნვა საკუთარ ყოვლად ადამიანურ ბიოლოგიურ და ყოფით პრობლემებზე, ადამიანთა შიშების და უვიცობის ოსტატურად გამოყენებით და მასსების ფსიქო-მანიპულირებით.
პირველად დავით აღმაშენებელმა ამოსდო სამართლიანი ლაგამი სასულიერო ფეოდალიზმს და საგადასახადო ბეგარა დაუწესა მათ შემოსავლებს. რატომ? იმიტომ, რომ ის სახელმწიფოებრივად აზროვნებდა, საერო ძლიერი სახელმწიფოს ქმნიდა. გავიდა დრო და მოხდა პარადოქსი, იგივე რელიგიურმა კლერიკალებმა საუკუნეების შემდეგ შერაცხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი, ყველაზე საღად მოაზროვნე, ყველაზე სეკულარული სახელმწიფო მმართველი, აბსოლუტური ძალაუფლების მქონე მონარქი, დავით IV ბაგრატიონი, "აღმაშენებლად" წოდებული, რომელიც უსასტიკესად უსწორდებოდა (და სავსებით არაქრისტიანულად) მის პოლიტიკურ და სახელმწიფოს მტრებს, მათ შორის სასულიერო ფენიდანაც. რაა რის ეს, თუ არა კიდევ ერთი დადასტურება ადამიანთა რელიგიური ორგანიზაციის ყალბი შიგთავსისა, რომელსაც ღმერთთან (აბსოლუტურ პოზიტიურ იდეალთან) და რელიგიის ისტორიაში ყველაზე დი მეამბოხე, რევოლუციონერ და თავისუფალ პიროვნებასთან - ქრისტესთან და მის ზოგადსაკაცობრიო, ზე-ეროვნულ, ზე-რასობრივ და თუ გნებავთ ზე-რელიგიურ იდეებთან არავითარი სულიერი კავშირი არ გააჩნია?!
დავით აღმაშენებლის შემდეგ, უკვე გიორგი III-ის დროს, შიდა ოპოზიციური სასულიერო წრეების ზეწოლით აღადგინა ეკლესიის შეუვალობა, რაც ნიშნავდა მათი უზარმაზარი სიმდიდრის და შემოსავლების სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლებას.
როგორც ვხედავთ და ამის უარყოფა წმინდაწყლის უსინდისობა თუ არა, სიბრმავე და უტიფრობაა, რომ ადამიანთა რელიგიური ორგანიზაციების ერტად-ერთი საზრუნავი და საქმიანობის რეალური მიზანი იყო და არის საკუთარი ძალაუფლების და სიმდიდრის გამრავლება, ზრუნვა საკუთარ ყოვლად ადამიანურ ბიოლოგიურ და ყოფით პრობლემებზე, ადამიანთა შიშების და უვიცობის ოსტატურად გამოყენებით და მასსების ფსიქო-მანიპულირებით.
და კვლავ წიგნს დავუბრუნდეთ.
მღვდლები:
"....... საკუთარ ქორწილშიც მღდელი გადგას თავზე და გარიგებს კიდეც, საწოლში როგორ მოიქცე, მეორე დღეს კი აღსარებას ჩამოგართმევს და წვრილად გამოგკითხავს, აბა, რამდენჯერ მოახერხეო, რომ თავის ბინძურ ფანტაზიას სააღმსარებლოშიც ლუკმა წაუგდოს. შეძრწუნებულები გელაპარაკებიან სექსზე, თავად კი ყოველ დილით ინცესტით წაბილწული ლოგინიდან გამოძვრებიან და ხელებსაც არ იბანენ, ისე ეზიარებიან უფლის სისხლსა და ხორცს...." .... "გიკიჟინებენ არაამქვეყნიურ საუფლოზე, თუმცა თავად, თუ რამეს დასწვდნენ, ხელიდან ვეღარ გააგდებინებ. ცივილიზაცია სრულყოფას ვერ ეღირსება, ვიდრე უკანასკნელი ეკლესიიის უკანასკნელი ლოდი ქვეშ არ მოიყოლებს უკანასკნელ მღდელს და დედამიწა ამ მანკიერი ხროვისგან არ გათავისუფლდება" ...
არ გეგონოთ, რომ ეს ჩემი სიტყვებია, ეს არის უმბერტო ეკოს სიტყვები მისივე პერსონაჟის პირით ნათქვამი.
ეს არის ჩემი პირველი ჩთაბეჭდილება იმ დიდი ლაბირინთის კარიბჭესთან, რომელსაც უმბერტო ეკოს კალამი ქსოვს და ხლართავს. კიდევ ბევრია დასაწერი, ბევრია სათქმელი, თუმცა სჯობს "პრაღის სასაფლაო"-ს გრანდიოზულ ლაბირინთებში თავად გაიკვიოთ გზა, სადაც, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენს გაფიქრებულს და ნაფიქრალს შეხვდებით და გაგიკვირდებათ. ასეა გენიალური მწერლის ნიჭი, რომლის გონებრივი მზერა წვდება მილიონობით მკითხველის დაფარულ ვნებებს, ფიქრებს, გრძნობებს და მისწრაფებებს.
არ ვიცი, მისტიკაა თუ რა, მენტალურ სიახლოვეს და მსოფლმხედველობითი სივრცეების მსგავსებას თუ რამე ახსნა აქვს, მაგრამ მე და უმბერტო ეკო 5 იანვარს ვყოფილვართ დაბადებულები. ასე რომ, არ მიკვირს, როცა "საკუთარი თავი" აღმოვაჩინე მის ნაწარმოებებში, მის ხედვებში და მის ინტერესებში. ერთი სიტყვით, გირჩევთ, წაიკითხოთ, თქვენც აღმოაჩენთ საკუთარ თავს ამ უზარმაზარი მსოფლიოს ოკეანეში, მიუხედავად იმისა, როდის გაქვთ დაბადების დღე.
კ.კოლხი
28.12.2014წ.
Comments
Post a Comment