თავისუფლება - პრომეთეიზმი
"სიმართლე გაგათავისუფლებთ"
(VERITAS VOS LIBERABIT)
იოანე 8:32
პირველად, 10 წლის ასაკში მოვიწამლე კაპიტალისტური სამყაროს თავისუფლების შხამით.
1986 წელი იყო, ზაფხული. მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა და მარადონა დიდების ზენიტში იყო. მთელს ზაფხულის არდადეგებს სოფელში ვატარებდი, ფერადი ტელევიზორი ''RUBIN''-ის ეკრანიდან გაისმოდა თუ არა საკრალური სიტყვები: Bienvenidos a México!... - იმ წუთიდან იწყებოდა ჩემი გადასახლება აკრძალულ სამყაროზე ფიქრებში, სადაც არ იყო პიონერთა ყელსახვევის ჭაჭანება, ოქტომბრელის ვარსკვლავის, მავზოლეუმის ''უხრწნელი'' მუმია-ღვთაების და სადაც, ჩემი მოკლე ჭკუით, ბედნიერი ხალხი ''კოკა-კოლითა'' და ''ფირმა'' საღეჭი რეზინებით ტკბებოდა მთელი ცხოვრება. ვუყურებდი მეხიკოს და გვადალახარას უზარმაზარ სტადიონებზე შეკრებილ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან და ვხედავდი უზარმაზარ განსხვავებას ''ჩვენიანებსა'' და ''მტრებს'' შორის.
''ძირგამომპალ'' კაპიტალისტებს, ლაღი და თავისუფალი ერების შვილებს, რატომღაც
მაშინ ნამდვილად ვიგრძენი, რომ ''ჩვენიანების'' რიგებში არ ვეწერე ნამდვილად, შინაგანად მეც ისეთივე ''ძირგამომპალი'' კაპიტალისტი, მემარჯვენე, მესაკუთრე და ბურჟუა ვიყავი.
მარადონას ''ღვთაებრივმა ხელმა'' კი საერთოდ საფეხბურთო რომანტიზმით აღმავსო და მას შემდეგ მაისურზე ჩემი ხელით, ემალის საღებავით და ქაღალდზე ამოჭრილი თარგის გამოყენებით, ვაწერდი 10-ანს და ფეხბურთს ვთამაშობდი. ფაქტიურად, ფეხბურთი და თავისუფლება გაიგივდა ჩემთვის. ფეხბურთი გახდა სივრცე, სადაც მსოფლიო ერთიანდება, ადამიანები ხდებიან მსოფლიო მოქალაქეები...
ვოცნებობდი, რომ მეცხოვრა ისეთ თავისუფალების სამყაროში უბრალო, გალაღებული ხალხის გვერდით, სადაც ეყვარებოდათ ფეხბურთი, გიტარა, ზღვა და მზე... იქ, სადაც ბავშვებს მოეპყრობოდნენ ისე, როგორც სრულუფლებიან პიროვნებებს, სადაც მოხუცებს არ მოუწევდათ სიცოცხლის ბოლოს უღიმღამო და დამცირებულ ყოფაში სიცოცხლის დასრულება, სადაც ადამიანს დააფასებდნენ ნიჭით, მონდომებით, შრომის მიხედვით და არა გვარიშვილობით, პარტიულობით, ფსევდორელიგიურობით, ბიძაშვილობითა და გავლენიანი ნათესაობის მიხედვით...მინდოდა მეცხოვრა თავისუფალი ინდივიდუალისტების, თავმდაბალი და პატიოსანი ადამიანების გვერდით, ყოველგვარი ცენზურის, აკრძალვების, შავი ფერის, დაბღვერილი შუბლისა და ქელეხების გარეშე...
ამ ოცნებებიდან ჯერ არაფერი ამსრულებია. 1986 წლიდან დღემდე ჩვენს სამშობლოს 37 წელიწადმა გადაუარა გრიგალივით, მიწისძვრასავით მძვინვარედ და მთელი ეს წლები გამოცხადებული თავისუფლების ლოზუნგებით ვაფრიალებდით დროშებს, თუმცა კი დღემდე ყველა ხერხით ვებრძვით ინდივიდუალისტებსაც და ზოგადად თავისუფლებასაც, უფრო სწორად "თავისუფლება" კი გვინდა, მაგრამ პასუხისმგებლობის გარეშე. ბევრ ჩვენგანს, ჩემს თაობაში და ჩემს წინაში, ზოგეჯრ ჩემს შემდეგ თაობაშიც, თავისუფლება ქაოსში ეშლება, რომ "რასაც უნდა გააკეთებს" სხვისი ზიანის ხარჯზე.
ჩვენ ვცხოვრობ იქ, სადაც თამაშის მაგივრად, ფეხბურთელად დროებით მუშაობენ, მერე რომ ,,პაეზდკებში'' იარონ და პერსპექტივაში სარფიანად გაიყიდონ საკუთარი თავი, რომელიმე ''ფირმა'' ქვეყნის მესამე ლიგის უკანასკნელ გუნდში მაინც.
იქ ვცხოვრობთ, სადაც რესპექტაბელურობა სჭირდებათ ქვეცნობიერი ფობიების დასამალად და თავდაცვის ინსტიქტი, მიმბაძველობა და საკუთარი ინდივიდუალობის შიში მოითხოვს, რომ მზესაც და წვიმასაც ერთნაირად შავი სათვალით დაემალონ. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უფასო ფულის არსებობა დაიჯერა ტოტალიტარული, კომუნისტური რეჟიმის მიერ სოციალურ პარაზიტად ქცეულმა კერპთაყვანისმცემელმა ხალხმა...

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რელიგიური აფერისტები ძარცვავენ ხალხს, ცხოვრობენ ფუფუნებაში, უშრომელად, პარაზიტულად 3,7 მილიონიან ქვეყანაში, სადაც 77 ათასი ბავშვი შიმშილობს (სტატისტიკის მიხედვით) და 230 ათასზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველია.
ჩვენ ვცხოვრობთ, ქვეყანაში, სადაც ბავშვებს სისტემა კლავს, საბჭოური, მოსკოვის ლენინისა და ლენინიზმის მავზოლეუმის კადავერინის სუნით გაჟღენთილი ძირმომპალი, შხამიანი სისტემა!
ჩვენ ვცხოვრობთ და არც ვიმჩნევთ, ისეთ ქვეყანაში, სადაც ძლივს დაბაჯბაჯებენ მსუქანი მღვდლები და შიმშილით გალეული ბავშვები!
გამეფებული სოციალური ცენზურა და ტოტალიტარული ინტერესი სხვისი პირადი ცხოვრების მიმართ ''ეროვნულ ტრადიციად'' ვაქციეთ, ძირითადად გვიყვარს შავი ფერის პერანგი, პიჯაკი, შარვალი, ქუდი და ავტომობილი, როგორც ''დასტოინი სერიოზულობის'' მაჩვენებელი.
ქუჩაში მუდამ დაბღვერილები და კაცისმკვლელის გრიმასებით დავდივართ, რითაც თითქოსდა საკუთარ სიმხდალეს ვმალავთ, რომელიც უმალ იჩენს თავს, როცა რეალური მტრის ''ჟანგიანი'' ტანკების ლულების წინაშე აღმოვჩნდებით.
ქელეხური განწყობის საესტრადო თუ ქალაქური მელოდიებით მივემგზავრებით საერთაშორისო ფესტივალებზე და კონკურსებზე და შემდეგ უკვირთ, რატომ სძინავს უცხოელ ჟიურის წევრს ჩვენი რჩეულის შესრულებელ მძიმე ნოტებზე. სამაგიეროდ, უეცრად შოკში ვაგდებთ სხვადასხვა ქვეყნების აეროპორტებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უცხოეთის მოქალაქეებს ეთნოგრაფიული ზოოპარკიდან გამოქცეული, ატაშფანდურებული ქაჯებივით, ფაფახიანი და ფანდურმომარვებული ჩაკვანწულ-გადაკვანწული საცეკვაო პერფორმანსებით.
უცნაური ხალხი ვართ ღმერთმანი, ცოცხალ ადამიანს ცოცხლად ვმარხავთ სანამ ცოცხალია და სამაგიეროდ მკვდარს ვაღმერთებთ. საქართველო არც ქრისტიანულია და არც მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, ის არის გვამთმადიდებლური ქვეყანა, როგორც რუსეთი - გვამთმადიდებლობის, ნეკრომანტიის, ნეკროფილიის ფუძე და სამშობლო. ამ კუთხით, საქართელოსა და რუსეთს მხოლოდ მასშტაბები განასხვავებს, ხოლო მსგავსება ის არის, რომ აზრობრივად, მენტალურად ორივეს ორგანიზმი ცოცხლად ყარს და ლპება იმ თაობების ხელში, რომელთათვის კრიმინალი ცხოვრების ნორმაა, სიყალბე და სიცრუე - მორალური ფესვი, ხოლო ხელისუფლება 21-ე საუკუნეში ეს არის ბატონყმობა სმარტფონებით ხელში.
უკუღმართი ასინეთასავით მორალური ფესეულობები ამოტრიალებული გვაქვს, ქურდობას სიკეთედ ვთვლიდით, შრომას - ''გრეხად'', ანუ ცოდვად, შედეგად მივიღეთ ''უცოდველების'', ანუ უშრომელი შემოსავლების მოყვარული, პარაზიტული საზოგადოება, რომელთა 70% ფსევდორელიგიური ინსტიქტებით ცხოვრობს, ამათგან ნახევარს შავჯიპიანი (ისევ შავი!) ''მამაოობის'' კარიერის იქეთ ფანტაზია არ ჰყოფნის საკუთარი საზოგადოებრივი აქტიურობისთვისმ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ვისაც შრომა ''ეგრეხებოდა'', მათი ნახევარი დღეს ხალხს მოძღვრავს... როგორც მახსოვს, ქრისტეს მოციქულები პირიქით, მშრომელი, მუყაითი, გამრჯე ხალხი იყო, იხდიდნენ სახელმწიფო (რომაულ) გადასახადებს, მათში მწიგნობარი და მებაჟეც ერია, მაგრამ ვერ ვიხსენებ, რომ რომელიმეს კრიმანული წარსული ჰქონოდეს.
ერთი სიტყვით, ზოგს თავისუფლება კი გვიყვარს, მაგრამ მარტო ჩვენი, პირადი, დანარჩენი კი წყალსაც წაუღია... ზოგს, მათ შორის ჩემს ბევრ ნაცნობს, "თავისუფლება" ის ჰგონია, როცა სხვებს დაიმონებს და თავად გახდება ბატონი. ესაა თავისუფლების ცნების დეგრადაცია, ადამიანის ჭეშმარიტი თავისუფლება ფაქტიურად "პრომეთეობა" და "ქრისტეობაა", სხვისი თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლა, სინათლისა და სიმართლის გავრცელება.

თავისუფლება სიკეთის და პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე სხვა არაფერია თუ არა ქაოსი, სითავხედე, ტირანია და უსამართლობა!
Comments
Post a Comment