SAMSUNG Galaxy

სანამ ქართველი ციციკორეს შუასაუკებრივი ფანტასმაგორიების სამყაროში ნეკროფილიის და სტომაქის ე.წ. ''ტრადიციებით'' ხალხს სიცოცხლის ხალისს უკლავენ, სანამ მარადმწვანე ინფანტილიზმის დროშებით შეიარაღებული გულშიმჯიღდაცემული პატრიოტები მარადმწვანედ წარსულში იხედებიან წინსვლის ნაცვლად და ლამის მთელი დედამიწის ე.წ. ,,კულტურის ძეგლად,, გამოცხადებას ითხოვენ და არარსებულ ქარის წისქვილებს ებრძვიან, სიმართლის გაგება არ უნდათ და მუდმივად ცილისწამების, ლაფის სვრისა და ღრიანცელის რეჟიმში ამყოფებენ ქართულ ტელესივრცეს, მანამდე სამყაროს ბრუნვა გრძელდება, ისევ იმ კანონებით, რაც ოდესმე დედამიწას აბრუნებდა და არც წინასწარ დაანონსებული აპოკალიფსი ხდება ,,ზეციური ცეცხლის,, მომლოდინე მრევლის, სხვადასხვა სექტებისა თუ ინდიელთა კალენდრებზე, მჩხიბავებზე და შარლატან-ასტროლოგ-მარჩიელებზე ჩაციკლული ხალხის თვალსასეიროდ და რაც მთავარია, რეალობაში და მიწაზე დარჩენილი განათლებული კაცობრიობა აგრძელებს ტექნოლოგიურ საოცრებების შექმნას, რომელიც ეფუძნება ფიზიკის, ელექტროენერგეტიკის, კვანტურ თუ მექანიკურ სამყაროს კანონებს, ზუსტ მეცნიერებებს, თავისუფალს ყოველგვარი ფსიქონერვული ფობიებისგან და მოლანდებებისგან. 

ტექნოლოგიური გარღვევა, რასაც SAMSUNG-ი, GOOGLE, APPLE და სხვა სამეცნიერო აზრის შემქნელი და მომხმარებელი გიგანტები კაცობრიობას სთავაზობენ, ფაქტიურად ტოლფასია იმ უკვე გამოვლილი ისტორიული ე.წ. Checkpoint-ბისა, საიდანაც დედამიწის მოსახლეობის გლობალური ისტორია შეცვლილა, მაგალითად ისეთების, როგორცაა ამერიკის აღმოჩენა, ჰელიოცენტრული სისტემის და დედამიწის წრიულობის აღმოჩენის, ვაქცინაციის გამოგონების, პასტერიზაციის, ნიკოლა ტესლას მიღწევებისა თუ ნიუტონის კანონებისა. 

ვფიქრობ, მალე ისტორიას ჩაბარდება დრო, როდესაც SAMSUNG-ის ტექნოლოგიების წყალობით ნაკლები მატერიალური რესურსები დაიხარჯება მხატვრობაში და ციფრული მიღწევების გამოყენებით შესაძლებელი გახდება გამოსახულების ვიზუალიზაციის გადმოცემა მხატვრის იდეების გადმოსაცემად. 

მინდა, თვალსაჩინოებისთვის ნათელი გახდეს SAMSUNG galaxy Note 3-ის აპლიკაციის SKETCHBOOK for Galaxy-ის ციფრული ფუნჯების, საღებავებისა და მოლბერტის მეშვეობით შექმნილი ნიმუშების ვიზუალური მხარე. აქ წარმოდგენილი ჩანახატები სწორედ ამ აპლიკაციაშია შესრულებული. 

ეს თავად აპლიკაციის ლოგოა, მსურველთათვის ადვილად მოსაძებნი:




ეს კი ესკიზები და ჩანახატები:

 

 

 


ასე, რომ ჩქარი ხატვის მოყვარულებს, გირჩევთ SAMSUNG Galaxy Note 3-ს :) 

Comments