იდეალიზმი, ისტორია და ბანალური რეალობა
საქართველოში, ამ რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა.
სადღაც შორს, სადაც ალექსანდრე მაკედონელს და გიორგი XI-ს ხმალი უქნევიათ, მიწურების და ოპიუმის ქვეყანაში ქართველი ჯარისკაცები აღსრულდნენ ბრძოლის ველზე. კი არ ''დაიღუპნენ'', არამედ აღსრულდნენ მიწიერ ყოფაში.
3000 წელია თითქმის, ქართველები, ისევე როგორც სხვა ერები, ომობენ, კლავენ და კვდებიან ომებში, რადგან ომი და კაცის კვლა ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია, ჩრდილში მოქცეული დემონი, რომელიც ოდესრაც იფეთქებს, შესაბამის ვითარებაში. ადამიანის ადამიანად ყოფნა და ცხოვრებაც, ამ დემონთან ბრძოლაა ძირითადად.
ომს არ აქვს ზნეობა, არ აქვს მორალი. ომი ამაზრზენად პრაგმატული, პრაქტიკული და ბანალურია, რომელიც ემსახურება დედამიწაზე საკუთარი საცხოვრებელი ადგილის გაფართოების, კვების და სიმდიდრის საკითხების მოგვარებას, მეტი და მეტი მატერიალური ნადავლის მოხვეჭას, ძლაუფლების მოპოვებას და გამდიდრებას სხვების სიკვდილის, დათრგუნვისა და დამორჩილების ხარჯზე. ადრეც დამიწერია და ახლაც იგივეს ვიტყვი, ომში მოხვედრილი კაცისგან სხვას რას უნდა ელოდე, გარდა იმისა, რომ სიცოცხლე გადაირჩინოს. ეს არაა საზარელი, საზარელია ის, რომ ომების არსს ისეთ ამაღლებული ფასეულობებით ფუთავენ, როგორიცაა ''მშიდობისთვის იძულება'' ან ''მშვიდობისმყოფელთა მისია'', ''სიწმინდეების დაცვა'', ''დემოკრატიული ფასეულობებისთვის'' და ა.შ.
რანაირად უნდა ერქვას ადამიანს ''მშვიდობისმყოფელი'' თუკი მას უჭირავს იარაღი, რომელსაც ერთი დანიშნულება აქვს: ფიზიკურად მოსპოს მოწინააღმდეგე, ადამიანმა მოკლას ადამიანი?! ... ან რანაირად უნდა დაარქვა ომს, კაცის კვლას, მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ომი, როდესაც იარაღით თესავ სიძულვილს, ნგრევას, გაპარტახებას?!
არ არსებობს ამაღლებული იდეალები, რომლისთვისაც ღირს კაცის მკვლელობა. არც იდეალური ადამიანები არსებობენ, იდეალური აზრები კი თიტქმის ყველა საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს აწუხებს. ბუნებრივია, ამავდროულად არ არსებობს იდეალური სამყაროც და ისე არ არის ყველგან ყველაფერი მოწესრიგებული, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს.
ოპიუმით გაჟღენთილ მიწურებში გაჩენილ და გამოზრდილ ხალხს, რბილად რომ ვთქვათ, ბომბებით და სუპერთანამედროვედ შეიარაღებული ჯარებით ვერ ასწავლი არათუ დემოკრატიას, არამედ ელემენტარულ ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს. ის რაც ჩვენთვის ჩვეულებრივია, ვიღაცისთვის შეიძლება ''ეშმაკეული'' იყოს ან პირიქით - ''ღვთაებრივი''. მე პირადად მინახავს აფრიკელები, რომლებიც სამზარეულოს გაზქურაზე ცეცხლს სულის შებერვით ცდილობდნენ ჩაექროთ, ახლა მიდი და უხსენი მას დემოკრატიის ანა-ბანა, თანაც ავტომატით ხელში.
ოფიციალურად ISAF-ის მისია იმისთვისაა, რომ ავღანეთის რესპუბლიკა და მისი ხალხი დაიცვას თალიბების ძალმომრეობისგან მანამ, სანამ თავად ავღანეთის მთავრობა შეძლებს საკუთარი მოსახლეობის დაცვას. მაგრამ ბრჭყვიალა ფარდის უკან გაცილებით პრაქტიკული და ანგარიშიანი მიზნები ჩანს. როგორც წესი, ყოველი ომი ტექნოლოგიური ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალაა, სადაც უამრავი, მილიარდობით ფულადი თანხები მოიპოვება და ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, რამდენიმე სუბიექტის, კონკრეტული პიროვნებების, სახელმწიფოების ან მსოფლიო ფინანსური ჯგუფების ჯიბეებში მიდის. თუ ვინ არიან ეს სუბიექტები, ეს სხვა, გაცილებით დიდი თემაა. ერთი სიტყვით, ომი დიდი შემოსავლის წყაროა.
კითხვაზე, თუ რატომ მიდიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, ძალიან მარტივია პასუხის გაცემა, ისინი იბრძვიან საკუთარი შვილების, ოჯახების გადარჩენისთვის, საკუთარ უნიათო, სულიერ და ფიზიკურ დეკადენსში მყოფ სახელმწიფოში, მათივე ოჯახი რომ არ გახდეს კიდევ ერთი მსხვერპლი იმ მრავალ მსხვერპლთაგან, რომლებიც საზარელ სიღარიბეს და სიღატაკეს ეწირებიან საქართველოში. ამას გარდა, ავღანეთში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობით ია, ამიტომაც, ვინც იმ ლოზუნგით გამოდის, რომ რა ესაქმება ქართველ სამხედროებს ავღანეთში, ვინმემ თავად ამ ჯარისკაცებს თუ ჰკითხა, უნდათ თუ არა მათ წამოსვლა და კონტრაქტის შეწყვეტა, რომლითაც ისინი აქ, საქართველოში ოჯახებს არჩენენ?
ის ლამაზი შეფუთვა, რომ თითქოსდა ქართველები სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად ავღანეთში დემოკრატიას იცავე, ცოტა არ იყოს სასცილოა. ქართველმა დემოკრატია ვის რა უნდა ასწავლოს, თუნდაც მიწურებში შემძვრალ ოპიუმის ხალხს, როდესაც თავად 200 წლოვანი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კულტურის უქონელმა, ეროვნული კომიდან ახლადგამოღვიძებულმა (1801 წლიდან) და ჯერ კიდევ რეფლექსურად ფეოდალური ეპოქისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების მქონემ (რაც 21-ე საუკუნეში სრულიად გაუგონარი ანარქრონიზმია იმ ერისგან, ვინც ევროპულ ოჯახში საცხოვრებლად მიისწრაფის), სულ ახლახანს ისწავლა, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეიძლება. ამიტომაც არ მგონია, ქართველი ჯარისკაცი ზე-მატერიალური იდეებით შთაგონებული მიდიოდეს ცხრა მთას იქეთ დემოკრატიის დასაცავად, საკუთარ სამშობლოში ვერ დაუცავთ წესიერად დემოკრატიული ფასეულობები.
ქართველების ასეთი იძულებით ვოლუნტარიზმს, რომელიც უმეტესწილად სოციალური მოტივებითაა ნაკარნახევი და არამც და არამც ამას რაღაც ზეაღმატებულ იდეალებისთვის ბრძოლას ვერ დავარქმევთ, თავად სახელმწიფოსაც აწყობს მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და სწორედ აქ იკვრება ურთიერთსარგებლიანობის ჯაჭვი.
მათ გმირებს ეძახიან. დიახ, ისინი არიან გმირები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ავღანეთში თალიბებთან უთანასწორო ბრძოლაში ზეადამიანური ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობებით გაუმკლავდნენ ბრძოლის ველზე შეხვედრილ მტერს, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის 23 წლიან მუდმივ კრიზისს უძლებენ, იმიტომ, რომ საკუთარ ფსიქოლოგიურ ბარიერს გადააბიჯეს და შვილების გამო უცხო ქვეყანაში საკუთარ შიმშილთან საომრად წავიდნენ! ... რა თქმა უნდა, ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკური პრაგმატიზმი, იდეალისტის პატრიოტიზმი და ყოფაცხოვრების პრაქტიციზმი ერთმანეთს ემთხვევა.
ტელევიზიით და სოციალური ქსელებით გამოდიან პოლიტიკოსები, დაღვრემილი სახეებით უსამძიმრებენ საქართველოს ჯარისკაცების გარდაცვალებას, ქება-დიდების სიტყვებს არ იშურებენ, რომ ჭირისუფალთა გული მოაკეთონ, მაგრამ ამ ჰალსტუხიანი პერსონებიდან ერთს არავის გახსენებია სინანულით ეხსენებინა, რომ ამ ტრაგედიაში, რომელშიც არა მარტო ჯარისკაცები, არამედ მთელი მოსახლეობაა ჩართული და რასაც ჰქვია ისევ და ისევ, ბევრისთვის უკვე ჩვეულებრივ ბანალობად და გაცვეთილ სიტყვებად ქცეული, სიღატაკე, გაუნათლებლობა, შიშნეული იზოლაცია საკუთარი ინდივიდუალობის და ეროვნული შესაძლებლობების მუდმივი შებოჭვა, ამ ყველაფერში პირველი დამნაშავეები თვითონ არიან, ყოველი უკანონოდ გადადგმული ნაბიჯით, ბოტოქსებისთვის თუ სიძვის დიაცებისთვის გადაყრილი სახალხო ფულით, იმ ფულით, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეიძლებოდა მოხმარებოდა, თუნდაც იგივე ჯარისკაცების ოჯახებს და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვინძლო ვინმე მართლა ისტორიული ჯავრის საყრელად წასულიყო და ცოლ-შვილიც უზრუნველად ჰყოლოდა საკუთარ სახლში. ...
ამ სოციალურ-პატრიოტულ დრამაში კი მთავარი დამნაშავე მაინც სამოქალაქო საზოგადოებაა, ვინც რამდენიმე ავადმყოფის მანიაკალური ხუშტურების დაკმაყოფილებას უდრტვინველად იტანდა და იტანს. ამ მოვლენების თმენაში თუ ვერმოთმენაში განვითარებული საერთო ეროვნული ისტერიული ფონის შემხედვარე, ილიას ''ბედნიერი ერი'' უფრო აპოკალიპტურად ჟღერს.
ოპიუმით გაჟღენთილ მიწურებში გაჩენილ და გამოზრდილ ხალხს, რბილად რომ ვთქვათ, ბომბებით და სუპერთანამედროვედ შეიარაღებული ჯარებით ვერ ასწავლი არათუ დემოკრატიას, არამედ ელემენტარულ ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს. ის რაც ჩვენთვის ჩვეულებრივია, ვიღაცისთვის შეიძლება ''ეშმაკეული'' იყოს ან პირიქით - ''ღვთაებრივი''. მე პირადად მინახავს აფრიკელები, რომლებიც სამზარეულოს გაზქურაზე ცეცხლს სულის შებერვით ცდილობდნენ ჩაექროთ, ახლა მიდი და უხსენი მას დემოკრატიის ანა-ბანა, თანაც ავტომატით ხელში.
ოფიციალურად ISAF-ის მისია იმისთვისაა, რომ ავღანეთის რესპუბლიკა და მისი ხალხი დაიცვას თალიბების ძალმომრეობისგან მანამ, სანამ თავად ავღანეთის მთავრობა შეძლებს საკუთარი მოსახლეობის დაცვას. მაგრამ ბრჭყვიალა ფარდის უკან გაცილებით პრაქტიკული და ანგარიშიანი მიზნები ჩანს. როგორც წესი, ყოველი ომი ტექნოლოგიური ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალაა, სადაც უამრავი, მილიარდობით ფულადი თანხები მოიპოვება და ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, რამდენიმე სუბიექტის, კონკრეტული პიროვნებების, სახელმწიფოების ან მსოფლიო ფინანსური ჯგუფების ჯიბეებში მიდის. თუ ვინ არიან ეს სუბიექტები, ეს სხვა, გაცილებით დიდი თემაა. ერთი სიტყვით, ომი დიდი შემოსავლის წყაროა.
კითხვაზე, თუ რატომ მიდიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, ძალიან მარტივია პასუხის გაცემა, ისინი იბრძვიან საკუთარი შვილების, ოჯახების გადარჩენისთვის, საკუთარ უნიათო, სულიერ და ფიზიკურ დეკადენსში მყოფ სახელმწიფოში, მათივე ოჯახი რომ არ გახდეს კიდევ ერთი მსხვერპლი იმ მრავალ მსხვერპლთაგან, რომლებიც საზარელ სიღარიბეს და სიღატაკეს ეწირებიან საქართველოში. ამას გარდა, ავღანეთში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობით ია, ამიტომაც, ვინც იმ ლოზუნგით გამოდის, რომ რა ესაქმება ქართველ სამხედროებს ავღანეთში, ვინმემ თავად ამ ჯარისკაცებს თუ ჰკითხა, უნდათ თუ არა მათ წამოსვლა და კონტრაქტის შეწყვეტა, რომლითაც ისინი აქ, საქართველოში ოჯახებს არჩენენ?
ის ლამაზი შეფუთვა, რომ თითქოსდა ქართველები სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად ავღანეთში დემოკრატიას იცავე, ცოტა არ იყოს სასცილოა. ქართველმა დემოკრატია ვის რა უნდა ასწავლოს, თუნდაც მიწურებში შემძვრალ ოპიუმის ხალხს, როდესაც თავად 200 წლოვანი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კულტურის უქონელმა, ეროვნული კომიდან ახლადგამოღვიძებულმა (1801 წლიდან) და ჯერ კიდევ რეფლექსურად ფეოდალური ეპოქისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების მქონემ (რაც 21-ე საუკუნეში სრულიად გაუგონარი ანარქრონიზმია იმ ერისგან, ვინც ევროპულ ოჯახში საცხოვრებლად მიისწრაფის), სულ ახლახანს ისწავლა, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეიძლება. ამიტომაც არ მგონია, ქართველი ჯარისკაცი ზე-მატერიალური იდეებით შთაგონებული მიდიოდეს ცხრა მთას იქეთ დემოკრატიის დასაცავად, საკუთარ სამშობლოში ვერ დაუცავთ წესიერად დემოკრატიული ფასეულობები.
ქართველების ასეთი იძულებით ვოლუნტარიზმს, რომელიც უმეტესწილად სოციალური მოტივებითაა ნაკარნახევი და არამც და არამც ამას რაღაც ზეაღმატებულ იდეალებისთვის ბრძოლას ვერ დავარქმევთ, თავად სახელმწიფოსაც აწყობს მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და სწორედ აქ იკვრება ურთიერთსარგებლიანობის ჯაჭვი.
მათ გმირებს ეძახიან. დიახ, ისინი არიან გმირები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ავღანეთში თალიბებთან უთანასწორო ბრძოლაში ზეადამიანური ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობებით გაუმკლავდნენ ბრძოლის ველზე შეხვედრილ მტერს, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის 23 წლიან მუდმივ კრიზისს უძლებენ, იმიტომ, რომ საკუთარ ფსიქოლოგიურ ბარიერს გადააბიჯეს და შვილების გამო უცხო ქვეყანაში საკუთარ შიმშილთან საომრად წავიდნენ! ... რა თქმა უნდა, ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკური პრაგმატიზმი, იდეალისტის პატრიოტიზმი და ყოფაცხოვრების პრაქტიციზმი ერთმანეთს ემთხვევა.
ამ სოციალურ-პატრიოტულ დრამაში კი მთავარი დამნაშავე მაინც სამოქალაქო საზოგადოებაა, ვინც რამდენიმე ავადმყოფის მანიაკალური ხუშტურების დაკმაყოფილებას უდრტვინველად იტანდა და იტანს. ამ მოვლენების თმენაში თუ ვერმოთმენაში განვითარებული საერთო ეროვნული ისტერიული ფონის შემხედვარე, ილიას ''ბედნიერი ერი'' უფრო აპოკალიპტურად ჟღერს.
ბავშური სიბრიყვეა იმაზე ფიქრიც, კი რომ ქრისტიანობა ან ისლამი ომებს და მაშასადამე კაცთა მასობრივ ჟლეტას ამართლებს ღმერთის სახელით. განა ღმერთი, თუკი იგი არსებობს, ისეთი უსუსურია, რომ კაცის დახმარება დასჭირდეს თავისივე ქმნილების ფიზიკურად მოსასპობად, რომ შემდეგ ისევ მისგანვე გაბრიყვებული და წაქეზებული მკვლელი სამუდამო ჯოჯოხეთში აწამოს და თვითონ კი საკუთარი უძლეველობით თვითკმაყოფილების ნარცისულ-ჰედონისტურ ტკბობას მიეცეს?! ... თუ ეს ასეა, მაშინ არ არსებულა ღმერთი ან არსებულა არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს, ყოვლადმოწყალე და ყოვლადკეთილი, არამედ სასტიკი, შურისმაძიებელი და გულგრილი ჯალათი.
ის ფაქტი, რომ ავღანეთში, ან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჯარისკაცი იღუპება, ქართველი თუ ამერიკელი, ეს ვისაც როგორ უნდა ამორალურად და საზარლად მოეჩვენოს, არც პირველია და არც უკანასკნელი. ესაა რეალობა, რომელიც გარდაუვალია, აქ სიკეთისა და ბოროტების დადგენილი ნორმები, რომლებსაც დიასახლისები სამზარეულოში აყალიბებენ, ან სავარძელში მოკალათებული ფეხბურთის მოყვარულები კათხა ლუდით აჭაშნიკებენ, უბრალოდ არ არსებობს.
რაც შეეხება ისტორიას, ამაზე შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო სათქმელი.

ქართველი ბიჭების ავღანეთში დაღუპვამ, განსაკუთრებით ინტერნეტში გავრცელებული სკანდალური ვიდეორგოლების შემდეგ, სადაც ქართველები ახალ ჯვაროსნებად არიან მოხსენიებულნი, ღრმა ემოციურ ფონზე ახალი ლოზუნგები ააფრიალა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რომელიც მოუწოდებს მთავრობას გამოიყვანოს ჯარები ავღანეთიდან და მეტიც, საერთოდ უარი ვთქვათ NATO-ში გაწევრიანებაზე. ეს ერთი მხარეა იმ ეიფორიული რადიკალიზმისა, რაც ამ დღეებში საქართველო მოიცვა.
ვიდეოკლიპებში ქართველების NEW-CRUSADER-ებად დახატვამ კი, საზოგადოების მეორე რადიკალურ, ყველაზე უფრო ნაციონალისტურ ნაწილში ერთგვარი სიამაყის გრძნობაც კი გააჩინა, მათ თვალში თანამედროვებაში გაცოცხლდა ძველი მითები, ირიბი მინიშნებები, გაზვიადებული ისტორიული ცნობები, არაპრაგმატული მსჯელობები იმის შესახებ, რომ ოდესღაც ქართველები აქტიური სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეები იყვნენ დასავლელი ჯვაროსნების და მათთან ერთად იერუსალიმის კედლებს ეხეთქებოდა ქართველების სახმედრო რაზმები, როგორც ''სპანი ახლისა დავითისანი წყობათა დავითისათა იერუსალიმს ერთობოდეს''-ო, მემატიანე რომ ამბობს.
ცალსახა და ნათელი ისტორიული ცნობების ფაქტიურად არარსებობამ და არსებულის ბუნდოვანებამ, რომელთაც ვერც უარყოფ და ვერც დაადასტურებ, ნოყიერი საფუძველი მისცა ყველა რომანტიკულ იდეალისტს კიდევ უფრო ლამაზად მოგონილი ზღაპრების კულტივირებისთვის, რომელთაც ალალად სჯერათ, რომ ქართველების ე.წ. ჯვაროსნობით გარდასულ დღეთა ისტორია ცოცხლდება ამჟამად ავღანეთის მიწაზე, თანამედროვებაში ხორციელდება მარადიული ბრძოლა ისლამსა და ქრისტიანობას შორის, ქრისტესა და ალლაჰის არმიებს შორის და მსგავსი აბდაუბდა პოლიტიკანური თეორიები, რომელთაც რეალურ პოლიტიკასთან, მრუმე და პირქუშ პრაგმატიზმთან, რაც ამ რეალობის ბუნებრივი მხასიათებელია, არაფერი აქვს საერთო. ეგ კი არადა, არსებობს ჯგუფი, რომელთაც ალალად სწამთ, რომ თურმე ხერთვისის ციხე ტამპლიერების რეზიდენცია ყოფილა საქართველოში (!) და ა.შ., რის შესახებაც არანაირი ისტორიული ცნობები არ მოიპოვება ბუნებაში, ესაა უბრალოდ კერძო პირების ფანტაზიები, თუმცაღა ჩვენებური, ''სამამულო წარმოების'' ამპარტავნობით გაჯერებული.
რა თქმა უნდა, ამ მართლაც სპეტაკ იდეალისტურ-რომანტიკულ იდეებს, შიდა პოლიტიკაში საკუთარი სისაძაგლის და ნატურალური სადიზმის გასამართლებლად, აქტიურად იყენებდა და იყენებს მემარჯვენე იდეოლოგიის იდეალისტებს შორის ყველაზე უფრო რადიკალური და მოფაშისტო ჯგუფი, ლატენტური თუ აშკარა მიშმადიდებელები, დაწყებული უმაღლესი რანგის პოლიტიკური ქურუმებით, დამთავრებული ''ალისტრახოს'' დონის მოჟურნალისტო ელემენტებით და ყურმოჭრილი მონა-მხევალი ზომბებით.
რეალურ ისტორიას კი, რომ გადავხედოთ და გამოვრიცხოთ ყოველგვარი მისტიფიკაციის დონემდე ასული აბსურდი, რომელსაც ისტორიულ მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს, დავინახავთ, რომ ქართველების სამხედრო აქტიურობა საქართველოს ფარგლებს გარეთ მეტად ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არ ყოფილა თითქმის არც ერთი მსოფლიო მასშტაბის სამხედრო ისტორიული მოვლენა (მსოფლიო და რეგინალური ომები მახლობელ აღმოსავლეთსა და ევროპაშიც კი), ომი, რომელშიც ქართველებს, სწორედ რომ საკუთარი სამშობლოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად, ვასალური დამოკიდებულების გამო თუ სამხედრო მოკავშირეობის, ან ინდივიდუალური მოქირავნეობის პრინციპით, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეომრული თვისებების მქონე მებრძოლებს, არ მიეღოთ მონაწილეობა, დაწყებული კოლხა-დიაოხის ეპოქიდან, ტიგრანოკერტის ბრძოლიდან ჩვ.წ.აღ-დე I საუკუნეში სომხებსა და რომაელებს შორის და დამთავრებული დღევანდელ ავღანეთში მიმდინარე სამხედრო თუ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით.
ჩვენი ქვეყნის ყოველი ამდაგვარი აქტიურობა აღნიშნულ კონფლიქტებში განპირობებული იყო არა რაღაც რომანტიკული იდეალიზმით ან ''ძმობით, ერთობით და სიყვარულით'' (როგორც ეს ბევრ ვითომდა სიბრძნის ''ოსტატსა'' და ''ე.წ. ''ყოლფერჩიკ ექსპერტს'' წარმოუდგენია), არამედ რეალური პოლიტიკით და მშრალი პრაქტიციზმით, იქნებოდა ეს ქვეყნისთვის უფრო დიდი საფრთხეების არიდება თუ ისევ და ისევ ცალკეული მოქირავნეების სარჩოს ძიებისთვის ბრძოლა სამშობლოს გარეთ უცხო ქვეყნის არმიებში. მაგალითად იბერიელი შუბოსნები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოქირავნე სამხედრო ძალა იყო მახლობელ აღმოსავლეთში ანტიკურ ეპოქაში, განსაკუთრებით აქტიურად იყენებდნენ მათ ძალას საქართველოს მეზობლად გაძლიერებული სახელმწიფოები, იგივე სომხეთის სამეფო ტიგრან დიდის დროს და ა.შ.
ქართველების უმაღლეს საბრძოლო თვისებებზე საუბარია მრავალ ევროპულ და ისლამურ, ახლო აღმოსავლურ ისტორიულ წყაროებში. აღნიშნულის დასადასტურებლად, რომ არაფერი ვთქვათ ისტორიის სტანდარტულ, ქრესთომატიულ ლიტერატურაზე და ივ. ჯავახიშვილის ტომეულებზე, რეკომენდაციას გაძლევთ წაიკითხოთ ა. თვარაძის ,,საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში'' (თბილისი, 2004 წ.), ასევე შესანიშნავი, თანამედროვე სამხედრო ისტორიკოსის ს. მარგიშვილის ნაშრომები ,,მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ'' (თბილისი, 2006 წ.) და მისივე ,,შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში'' (თბილისი, 2013 წ.).
რეალური (და არა ზღაპრულ-მისტიური) ისტორიის ცოდნა განაპირობებს ეროვნული სულისა და სხეულის ჰარმონიულ აზროვნებას და ჯანსაღ გადაწყვეტილებებს პოლტიკაში, რაც გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კარდინალური პრინციპებიდან.
დემეტრე II, დავითVII ,,ულუ'', ვახტანგ გორგასალი, თორნიკე ერისთავი (დავით III კურაპალატის დავალებით), ლიპარიტ ბაღვაში (ბაგრატ IV-ს თანამედროვე), ერეკლე II, თეიმურაზ II, გიორგი X, გიორგი სააკაძე, შალვა მაღლაკელიძე და ვერმახტის ქართული ლეგიონი, ასევე ქართველი სამხედროები და ოფიცერები პოლონურ, რუსულ, სპარსულ თურქულ და ევროპულ არმიებში სახელგამოჩენილნი, იგივე ის 700 000 საქართველოდან გაწვეული მეომარი სსრკ-ს ე.წ. დიდ სამამულო ომში, ყველა ეს სამხედრო მოღვაწე და უსახელო გმირი, ომობდნენ საქართველოს, საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისთვის და უსაფრთხოებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში, სამშობლოდან შორს. ავღანეთისა თუ ერაყის თანამედროვე მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა არც ძველი და არც ახალი ხელისუფლების ახირება არ არის, უბრალოდ სტანდარტული აუცილებლობაა, რომელიც ჩვენს სამშობლოს, სამწუხაროდ, ბევრჯერ გამოუცდია ისტორიის მანძილზე და ალბათ ბევრჯერ გამოცდის დამოუკიდებლად, ან მოკავშირეებთან ერთად მანამ, სანამ ქართველებს საკუთარი ეროვნული სახელმწიფო ექნებათ.
ქართველებს, მეფეებს, ფეოდალებსა თუ უბრალო, უსახელო გლეხებს, სამეფოს სპასა და ცალკეულ მოქირავნეებს, პოლიტიკური აუცილებლობით ან საკუთარი პროფესიის გამო, ქართველთა სამხედრო დიდების სახელი გაჰქონდათ საქართველოდან შორს, ჰინდუსტანში მდინარე განგის ნაპირებიდან დაწყებული ნესტიან ჰოლანდიაში კუნძულ ტექსელამდე გადაჭიმულ უზარმაზარ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ეპოქებში და სხვადასხვა ქვეყნების დროშების ქვეშ. რა თქმა უნდა, ქართველებს უმეტესი ბრძოლები და ომები საკუთარი ქვეყნაში უწარმოებიათ, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ფორმალურად სხვა ქვეყნების მიერ დაწყებულ ომებში მონაწილეობდნენ, რეალურად საქართველოს უსაფრთხოებას იცავდნენ.
საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდა დემეტრე II და ქართველთა სპა ეგვიპტესა და სირიაში, დავით VII ''ულუ'' და ქართველთა სამხედრო კორპუსი ერაყსა და ირანში, ბაღდადისა და ალამუთის ციხე-სიმაგრის აღების დროს, ერეკლე II და თეიმურაზ II - ირანსა და ინდოეთში ნადირ შაჰის სამხედრო კამპანიებში მონაწილეობით, დავით III კურაპალატი - ბიზანტიის იმპერიაში მიმდინარე სამოქალაქო ომებში ჩარევით, ვახტანგ გორგასალი - ინდოეთსა თუ პალესტინაში, როგორც ხან ირანის, ხან კი ბიზანტიის მოკავშირე ...
ახლა რა უნდა ვთქვათ, რომ დემეტრე II-სა თუ დავით ''ულუს'' მაშინდელი მონაწილეობა უცხო ქვეყნის სამხედრო კამპანიებში, ან გორგასლის, ერეკლესი და თეიმურაზის ხმლის ქნევა უცხოთა მიწებზე, ჩვენი ომი არ იყო და სასწრაფოდ უნდა გამოეწვია ჯარები ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს ?! ...
თქვენ წარმოიდგინეთ, დემეტრე II-ს რომ უარი ეთქვა მონღოლების სამხედრო კამპანიებში მონაწილეობაზე ეგვიპტესა და პალესტინაში, რა სამხედრო-პოლიტიკური შედეგი მოჰყვებოდა ამ უარს მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში? ... ამიტომაც, პოლიტიკური აუცილებლობა შემდგომი შედეგების გათვლებზეა ორიენტირებული, ასეა ისტორია, ხან გვკარნახობდნენ, ხან კი ჩვენც ვკარნახობდით.
1226 წელს, როცა ხორეზმელმა ჯალალ ედ'დინმა თბილისი აიღო და ააოხრა, ქრისტიანული მოქალაქეების მასიური ჟლეტა მოაწყო მეტეხის ხიდზე, ამ ამბიდან ზუსტად 52 წლის შემდეგ, 1258 წელს ქართველებმა ფაქტიურად შური იძიეს მუსლიმებზე ბაღდადში, როდესაც დავით ულუ და მისი ქართული რაზმები, პირველები ეკვეთნენ ბაღდადის კედლებს, ქალაქი აიღეს, მონღოლებთან ერთად გაძარცვეს და ბაღადადის ხალიფა სიკვდილით დასაჯეს! ... ასეთი მოვლენები აბსოლუტურად ჩვეულებრივი რამ იყო მაშინდელ მსოფლიოში. უარის ან თანხმობის თქმა ადვილია, მთავარია სწორად იყოს გათვლილი ის სამხედრო-პოლიტიკური შედეგი, რაც გადაწყვეტილებებს მოსდევს. ასე, რომ ავღანეთის მისიაში ან მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში ჩვენი მონაწილეობა არც პირველია და არც უკანასკნელი, ეს სამწუხარო რეალობაა, ის რეალობა, რომელმაც ასე თუ ისე, დღეანდლამდე ფიზიკურად მოგვიყვანა იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ქართველურ ტომებს ოდითგანვე უცხოვრიათ.
დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე გულისხმობს სწორედ სამხედრო აქტიურობასაც, ზოგზე მეტად თუ ზოგზე ნაკლებად, მაგრამ ჩვენს პირობებში შვეიცარიული ნეიტრალიტეტი რომ არ გამოვა, ეს აქსიომაა და ამაზე მსჯელობაც კი, სრულ ინფანტილიზმად მიმაჩნია.
სახელმწიფოს არსებობას რომ გამართლება ჰქონდეს, უხეშად რომ ვთქვათ, მან მსოფლიოს უნდა მისცეს ის სამაგიერო საზღაური, უნდა შეასრულოს გარკვეული მისია, რის გამოც მსოფლიო გიგანტები შენს დამოუკიდებლად არსებობას ითმენენ და ეგუებიან. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ საქართველო არ ქმნის არანაირ პროდუქციას, არც ეკონომიკაში, არც ინტელექტუალურ სფეროში, რომ მისი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა რუსეთის გვერდით გამართლებული იყოს, ამიტომაც ის (საქართველო) ან უნდა გახდეს ძლიერი და აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა, როგორც ისრაელმა მაგალითად, ან ამ ეტაპზე იძულებულია შეეკედლოს ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და დამოუკიდებელ, მშვიდობიან განვითარებას. მუდმივად მომხმარებლის პოზიციაში ყოფნით საქართველო არავის სჭირდება, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა საკმაოდ შეზღუდული პოლიტიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობებით, ამიტომაც იძულებულები ვართ ვიმოქმედოთ შეთანხმებით იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის ამინდს ქმნიან.
რეალურად დამოუკიდებელ პოლიტიკას მსოფლიოში რამდენიმე სახელმწიფო ახორციელებს. დანარჩენები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის ფორმალური ატრიბუტიკა გააჩნიათ, ასევე იძულებულები არიან ამა თუ იმ ძლიერი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში ამოჰყონ თავი, რათა შეინარჩუნონ საკუთარ ტერიტორიებზე ავტონომიური მართვის უფლება.
მსოფლიო პოლიტიკა და ურთიერთობები, ისევე, როგორც ადამიანის ბუნება, მშნიშვნელოვნად არც არასდროს შეცვლილა, სენიორულ-ვასალური დამოკიდებულება, როგორც არსბეობდა ადრე, ისევე არსებობს ახლაც, უფრო თანამედროვე და ცივილიზებულ ფორმებში, რა თქმა უნდა. დრო გადის და ერთი ძლიერი მუხლებზე დგება, ეცემა, იმსხვრევა და სხვა ახალი ძლიერი მოდის და ასე ყალიბდება მსოფლიო რუქაც, რომელიც მუდმივ ცვლილებებს განიცდის.
ისტორიისთვის 50, 100, 150 ან 200 წელი არაფერია, ადამიანური სიცოცხლის მანძილისთვის კი ეს ციფრები უსასრულო ეპოქებია, ამიტომაც გვგონია, რომ დღეს არსებული საერთაშორისო პოლიტიკური სტრუქტურები მუდმივად იარსებებენ. სახელმწიფო კი, ამ ყოველივეს გათვალისწინებით, უნდა იქცეოდეს ცოცხალი არსებასავით და არა გაქვავებული ლოდივით, მუდმივად მზად უნდა იყოს მოძრაობისთვის, ლავირებისთვის, რადგან მოძრაობა არის სიცოცხლე, ვინც უძრავად დგას, ის ადგილზევე იმსხვრევა.
ეს ქვეყანა კი, პარადოქსალური ილუზიაა, რომელიც არის და თან არც არის, მერე რა იქნება ძნელი სათქმელია, მაგრამ დღეს ყველას 10-დან 9-ს ''უმფროსობა'' უნდა და ლამის 10-ვე მიიჩნევს, რომ ''საწყალი კაცითვინა არავინ არალი'' , ''ბიზმესმენობა'' უნდათ, ბევრი ფული და ''ბნვ''-თი ''გულავი'', ''დილას ხაში - ზედ ლავაში'' - ''ხაშლამა ველზე გაშლილი და ვერტალიოტიდან მარილის ყრა'' ... წიგნი ეჯავრებათ, ან თუ ხელში აიღებენ, იმიტომ, რომ რამე ტესტი ჩააბრონ, ან ინსტუტში თავი შეყონ სადმე.
წიგნი ''ფეისბუკმა'' შეცვალა, ადამიანთა შორის ურთიერთობის ლამის ყველა ასპექტი ვირტუალურ სამყაროშია გადატანილი, ინფორმაციის გაცნობა-მიღებით, ვირტუალურად ''სუფრის გაშლებით'' და სქესობრივი ინსტიქტების მიყუჩებით დამთავრებული ... კიდევ სჯერათ, რომ ''ივერია გაბრწყინდება'', რომ საქართველო და ქართველები განსაკუთრებული ერია და ღვთისმშობლის წილხვედრია, ამიტომაც ის (ღვთისმშობელი) დაგვიფარავს, გვაჭმევს და თავსაც არავის დააჩაგრინებს.
რომანტიკულ იდეალისტებს, რომლებიც არც თუ ისე ცოტაა ირგვლივ, ვირტუალურად ისევ ჯვაროსნების ეპოქის ქართველობა ჰგონიათ დღესაც, ერთ დროს ჟაკ დე ვიტრი რომ წერდა XIII საუკუნის 10-იან წლებში:
“აღმოსავლეთში არის აგრეთვე კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, ეს ერი არის მეტად მებრძოლი ომში, მამაცი, ძლავრი აღნაგობის და ძლევამოსილი. [ამ ერს] ჰყავს ურიცხვი მეომარი, [ეს ერი] შიშის ზარს სცემს სარკინოზებს, თავისი თავდასხმებით ხშირად დიდ ზიანს აყენებს სპარსელებს, მიდიელებს და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრე მხარეებშიც სახლობს ურწმუნო ხალხებით გარშემორტყმული.
ამ ხალხს ქართველებს უწოდებენ, რადგან [ისინი] განსაკუთრებით მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოალში და ყველა სხვა წმინდანზე მეტად სცემენ პატივს. [ქართველები] საღვთო წერილს წერილს ბერძნულად კითხულობენ და საეკლესიო საიდუმლეოებებსაც ბერძნული წესით (იგულისხმება მართლმადიდებლობა – კოლხი) ასრულებენ. მათ სამღვდელოებას მრგვალი ტონზურები აქვს, ხოლო საერო პირებს – ოთხკუთხედი.
უფლის საფლავის მოსალოცად მომავალნი დროშებგაშლილნი შემოდიან წმინდა ქალაქში და ბაჟს არავის უხდიან. სარკინოზები წყენინებას ვერ უბედავენ, რადგან სახლში დაბრუნებულებს შეუძლიათ შური იძიონ თავიანთ მეზობელ სხვა სარკინოზებზე. ქართველ წარჩინებულ ქალებს ამორძალთა მსგავსად ომში რაინდებივით იარაღი აქვთ ასხმული. ქართველები მეტად აღშფოდნენ და დაემუქრნენ დამასკოს მმართველ კორადინს, რომელმაც არად ჩააგდო მათი სურვილი და იერუსალიმის კედლები დაანგრია იმ დროს, როდესაც ლათინებს დამიეტასთვის ალყა ჰქონდათ შემორტყმული. [ქართველებს] თმა და წვერი ერთ წყრთამდე აქვთ მოზრდილი და თავზე ქუდები ახურავთ.”
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ნეკროფილობას რომ მოეშვებოდეს ქართველობა და თანამედროვებაში რამე ღირებული შეექმნათ მსოფლიო ცივილიზაციისთვის, გარდა იმისა, რომ სადღაც მიყრუებულ ავღანეთში, მრავალ სხვა სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ ფაქტორებთან ერთად, სამწუხაროდ ქართველი ჯარისკაცების გვამებზეც გადის საქართველოს ევროპული მომავალის, უსაფრთხოების და მშვიდობის პერსპექტივა, უკეთესი იქნებოდა და იქნებ ივერიაც გაბრწყინებულიყო, თორემ თავმომწონედ გაშლილ ქართულ სუფრებზე დიდი ხანია გაბრწყინებული და გადაბრწყინებულია უკვე, ტანჯულად, მაგრამ მაინც წინ მავალი ჩვენი საქართველო.
სანამ ქართველები აზიაში იღუპებიან და მსოფლიო რუქაზე ეროვნული სახელმწიფოს არსებობას ამართლებენ, იქნებ აქაურ მოფუსფუსე ქართველებს ქუჩები და ტყე-პარკები დაგვეწკრიალებინა, ნაგავი აღარ დაგვეყარა, წიგნი გვესწავლა, თავისუფლება დაგვეფასებინა და მონური, პატრონ-ყმური, ფეოდალური უნარ-ჩვევები წარსულისთვის დაგვეტოვებინა და მომავლისკენ გვევლო ახალი იდეებით, შრომით და მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარებით, ქართული მიწა აღარ გაგვეყიდა უცხოელ ფერმერზე და მერე აღარ გვეწუწუნა, არიქა, ქართულ მიწებს უცხოელი დაეპატრონა, იყიდება საქართველოო და ა.შ., თბილისში ტაქსაობის მაგივრად, იქნებ ისევ სოფლად მიგდებული მიწებისთვის მიგვეხედა, ვინ იცის, იქნებ მიწისა და ღვთის მადლმა იხაროს, სარგებელი ნახოს და ნაყოფი გამოიღოს ... ან ბოლოს და ბოლოს, რიგში დგომის, მოსმენის და სოლიდარობის კულტურა გვესწავლა, თორემ გულზე ყაყაჩოების დაბნევით და მხოლოდ ქართველი სამხედროების პანაშვიდებზე დაღვრემილი სახეებით, საქვეყნოდ ნიანგის ცრემლების ღვრით, შორს ვერ გაფრინდება ეს ქვეყანა.
კ.კოლხი
13.06.2013 წ.

Comments
Post a Comment