რეფორმა, რეფორმა ჩქარა !
''და შეიცნობთ სიმართლეს და სიმართლე გაგათავისუფლებთ''
იოანე, 8.32
თავიდანვე ვფიქრობდი ამ წერილისთვის თუ როგორი სახე მიმეცა. მინდოდა ის ღია წერილის სახით დამეწერა, მაგრამ ცოტა არ იყოს, პომპეზურად მომეჩვენა და გადავწყვიტე ისევ თავისუფალი პუბლიციკაციის სტილით გადმომეცა ჩემი სათქმელი.
ყურადღებით ვაკვირდები სახელმწიფოში დღეს მიმდინარე მოვლენებს, რეფორმებს და ჩემს განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს რეფორმების მოლოდინი, რომელიც სამართლის სფეროში უნდა განხორციელდეს. არ დავმალავ და ვთვლი, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პირველად ეღირსა ნამდვილად დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროში გაზრდილი, ჩამოყალიბებული და განათლებამიღებული ხელმძღვანელი, რომელიც როგორც იურისტი და როგორც მოქალაქე, გამოირჩევა დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებითა და მაღალი კვალიფიკაციით. ამიტომაც, თავს უფლება მივეცი და ღიად გამოვხატავ ჩემს ზოგიერთ მოსაზრებას კონკრეტულ სამართლებრივ საკითხზე იმ ფორმით, რაც მისაღებია დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
მინდა მივესალმო ქ-ნ თეა წულუკიანს, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო იმ დიდ და შრომატევად საქმეში, რისთვისაც ქართველმა ხალხმა მას და მის თანაგუნდელებს მანდატი მოანიჭათ, რათა სრულყოფილებაში მოიყვანონ ქვეყნის სამართლის სისტემა, რომელიც ჩემი აზრით უნდა ემსახურებოდეს სამართლებრივი და ჰუმანური სახელმწიფოს შექმნის იდეას, რაც თავისთავად და ბუნებრივად გულისხმობს მოქალაქეთა უპირატესი ადამიანურ ინსტრესებისადმი სამსახურს და არა რეპრესიულ მანაქანას, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო. მე მტკიცედ მწამს, რომ ქ-ნ თეას ხელმძღვანელობით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მთავრობისა და პარლამენტის მხარდაჭერით გაატარებს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლებრივად და სოციალურად სოლიდარული, დემოკრატიული და სამოქალაქო პასუხისმგებლობით აღსავსე საზოგადოების ჩამოყალიბება. აქვე ავღნიშნავ, რომ ასეთი ხარისხის საზოგადოების თვითორგანიზება სოციალურ ფენებში ვერ მოხერხდება და კრახისთვისაა განწირული, თუკი არ შეიქმნება ეკომომიკურად შეძლებული, ფართო გავლენის საშუალო კლასი. თავისთავად ეს კლასიც ვერ შეიქმნება, თუკი ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის არ იქნება უზრუნველყოფილი სამართლებრივად თანასწორი და ჰუმანური გარემო პიროვნების, მომავალი თაობების განვითარებისთვის.
ამრიგად, დღევანდელ იუსტიციის მინისტრს, ჩვენი სამშობლოს ამ მეტად მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებში უნიშვნელოვანესი როლი აკისრია და მე მჯერა, რომ მომავალი თაობები სათანადოდო დააფასებენ თითოეულ სწორად გადადგმულ ნაბიჯს სახელმწიფოს ძლიერების მშენებლობის საქმეში ისევე, როგორც თითოეულ შეცდომასა და სამართლებრივ გადაცდომას დაარქმევენ თავის სამართლიან სახელს.
სახელმწიფოს სიძლიერე კი თავიუფალ მოქალაქეთა პიროვნულ, ინდივიდუალურ სიძლიერეს ეფუძნება, რომელთაც სამართლებრივად ექნებათ გარანტია იცხოვრონ და განვითარდნენ თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში, სადაც არავის შეეშინდება არამარტო ჩველებრივი ქურდის, ყაჩაღის თუ მკვლელის ძალმომრების, არამედ უპირველეს ყოვლისა არც თავზეხელაღებული, აშკარა კრიმინალური მენტალიტეტის სახელმწიფო ჩინოვნიკისა, რომელიც იურიდიულად სრულად არის შეიარაღებული იმ უფლებებითა და გავლენით, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ამა თუ იმ მოქალაქის სიცოცხლის , ჯანმრთელობისა და უბრალოდ მშვიდი ცხოვრების გასანადგურებლად, ნაცვლად ამ ღირებულებების დაცვის მოვალეობისა.
ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო უპირველესად ბუნებრივად წარმოშობილი სოციალური ხელშეკრულებაა ადამიანთა, ინდივიდსა და სოციუმს შორის დადებული. თუმცა ამით არ შემოიფარგლება სახელმწიფოს არსისა და რაობის ცნება და არც სამართლის თეორიების განხილვისთვის მოგაცდენთ. მე, როგორც ჩემი მთავრობის ერთ-ერთმა დამქირავებელმა, მოქალაქემ, მსურს გამოვხატო აზრი, იდეა, რომელიც ეხება სამართლებრივად და სოციალურად სწორად გადანაწილებულ პიროვნულ პასუხისმგებლობებს საზოგადოებაში. კერძოდ მიმაჩნია, რომ თუკი სამართლებრივი უფლებამოსილებანი პიროვნებას ანიჭებს ამა თუ იმ პრივილეგიებს, მას ასევე უნდა გააჩნდეს მომეტებული პასუხისმგებლობა არაპრივილეგირებულ და ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით არა მარტო მორალისა და ეთიკის, არამედ სამართლებრივ დონეზეც.
მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ცალკეული პიროვნებების უსაფუძვლო ამბიციები, რომელბიც აშკარა ზიანს აყენებდნენ მთელს საზოგადოებას, უნდა დაბალანსდეს და უფრო მეტი ფიქრისა და განსჯის საგანი გახდეს მათი განხორციელება, სანამ ესა თუ ის კონკრეტული მსურველი მოინდომებს საჯარო სამსახურში მოღვაწეობას ქვეყნის სამსახურისთვის თუ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ჩემი აზრით საჭიროა გაკეთდეს სისხლის სამართლის სასჯელთა დიფერენციაცია დამნაშავის სოციალური და თანამდებობრივი სტატუსის მიხედვით. დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ აკეთებს განსხვავებას ჩვეულებრივ მოქალაქესა და საჯარო მოხელეს შორის ერთი და იგივე, იდენტური შინაარსისა და ფორმის დანაშაულის ჩადენისას. ავიღოთ მაგალითად ქურდობა, რომლისთვისაც სასჯელი ყველსათვის ერთია, ჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ. მე კი მიმაჩნია, რომ რადგან საზოგადოებაში არსებობს ე.წ. მომეტებული ნდობის ხარისხი, რომელსაც საზოგადოება უცხადებს მის ამა თუ იმ წევრს მაშინ, როცა ჯერ კიდევ ის რომელიმე თანამდებობის დაკავებისთვის კანდიდატად მოიაზრება და ანდობს მას მთელი საზოდოების, ან მისი ნაწილის, ან თუნდაც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის ბედის წარმართვას კონკრეტულ დროსა და სივრცეში, მაშინ სამართლიანობა მოითხვს, რომ ზოგადადამიანური ყოველგვარი ეთიკისა და მორალური პრინციპებიდან გამომდინარე უნდა არსებობდეს ასევე მომეტებული პასუხისმგებლობაც ამ პირის მხრიდან, თუკი იგი ფეხქვეშ გათელავს მისი თანამოქალაქეების ლეგიტიმურ ნდობას, სამართლიანობის, ჰუმანურობისა და ადამიანურობის ელემენტარულ ნორმებსაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომლითაც ფაქტობრივად დისკრედიტაციას ახდენს მოქალაქეთა რწმენისა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
აქედან გამომდინარე, საჭიროა სისხლის სამართლის რეფორმით შემოღებულ იქნას სასჯელთა ე.წ. აღმატებული პასუხისმგებლობის სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუკი საჯარო მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი ჩაიდენს დანაშაულს, მის მიმართ სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა თუ სხვა ღონისძიება, გაორმაგებულ იქნას, განსხვავებით ჩვეულებრივ მოქალაქეთა მიერ ჩადენილი დანაშაულებებისგან, რომელნიც არ არიან საჯარო სამსახურში. მაგალითად, თუ ქურდობისთის ჩვეულებრივ მოქალაქეს მიუსჯიდნენ 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, საჯარო მოხელის მიმართ აღნიშნული სანქცია უნდა გაორმაგდეს და შეადგინოს 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. რაც უფრო მაღალი თანამდებობის პირის მიერ იქნება ჩადენილი დანაშაული, შესაბამისად სასჯელებიც უნდა განიცდიდნენ ზრდას.
ბევრი ამ იდეას ფანტასტიკის და არაკომპეტენტურობის მაგალითად მონათლავს, ალბათ იქნება ბევრი დაცინვა, კრიტიკა და შეიძლება უბრალო უყურადღებობა და იგნორირება ამ კონკრეტული ინიციატივის მიმართ, მაგრამ მე ამ იდეაში უჩვეულოს და უთანასწოროს ვერაფერს ვხედავ, რადგან თუკი ჩვეულებრივი ადამიანი დანაშაულის ჩადენისას ავნებს კონკრეტულად სხვა ადამიანის ან სახელმწიფოს მხოლოდ მატერიალურ მდგომარეობას, საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი ბანალური საყოფაცხოვრებო, თუ სხვა სახის განსაკუთრებულად საშიში დანაშაული ხელყოფს თავად სამართლებრივი სახელმწიფოს მარადიულ იდეას და ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოქალაქეთა ნდობის ნიველირებასა და გაუფასურებას, რაც ძირშივე უფრო საშიში შედეგია მთლიანად ერის არსებობისთვის, ვიდრე ბანალური მოვლენა, როდესაც ვინმე ჩვეულებრივი მოქალაქე სხვისი ბინიდან თუ სხვისი ჯიბიდან ფარულად ითვისებს ფულს, ძვირფასეულობას ან სხვის გამოცვალ ტანსაცმელს.
ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო რეჟიმში ჩადენილი კრიმინალით ერები და სახელმწიფოები არ დანგრეულა და არ დაინგრევა, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც იგივე დანაშაულს სჩადის ნებისმიერი თანანმდებობის პირი, რომელსაც მისი თანამდებობიდან გამომდინარე აქვს გავლენა მოქალაქეტა ცხოვრებაზე და თავად რომელიც განასახირებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო თავისთავად აბსტრაქტულ ცნებად დარჩებოდა, რომ არა ის ადამიანები, კონკრეტული პიროვნებები, რომელთანაც შრომით ხელშეკრულებას დებს ამომრჩეველი და რომლებიც თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ცხოვრების წესითა და აზროვნებით გამოსახავენ და ხელშესახებს ხდიან ზოგადად სახელმწიფოს იდეასა და ცნებას, მის მონაწილეობას, არსებობასა და განვითარებას მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი პროექტის იდეა ამყარებს დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოების წევრების ჭეშმარიტ თანაწორობასა და თანაზომიერი ვალდებულბების სისიტემას უფრო შესატყვისს ხდის არსებულ რეალობასთან მიმართებაში. მითუმეტეს, რომ წლების მანძილზე ვნახეთ თუ რამხელა ზარალი შეიძლება მიაყენოს სახელმწიფოსა და ხალხს ჩინოვნიკთა უპასუხისმგებლო და კრიმინალურმა მოღვაწეობამ. უფლებები შეიძლება იყოს დაა არის კიდეც ქაღალდზე ყველასთვის თანასწორი, მაგრამ პასუხისმგებლობა ბუნებრივად ვერ იქნება თანასწორი კონკრეტულ დროსა და სივრცეში კონკრეტული თანამდებობის პირსა და ჩვეულებრივ მოქალაქის მიერ განხორციელებულ ერთი და იმავე დანაშაულზე, ისევე, როგორც არ არის თანასწორი ამ ორ კატეგორიას შორის არსებული სამოქალაქო, ეკონომიკური თუ იურიდიული პრივილეგიებიც.
მარტივად რომ ვთქვათ, დანაშაული ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ აპრიორი უნდა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარეომოებად და როგორც ავღნიშნე, სასჯელები უნდა იყოს ზრდადი მოცულობის, შესაბამისად სამოხელეო თანამდებობების იერარქიისა. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის კოდექსის სამოხელეო დანაშაულებათა თავში მოცემული მუხლები თითქოსდა უშუალოდ ეხება აღნიშნულ პრობლემატიკას, მაგრამ მე ვსაუბრობ სულ სხვა პრინციპზე, თვისობრივად განსხვავებულ თემაზე.
გარდა ამისა, ვფიქრობ უშაულოდ ქართველებისთვის სოციალური და ინდივიდუალური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე აღნიშნული ღონისძიება ბევრ ავანტიურისტს და არაკეთილსინდისიერი მიზნების, უპასუხისმგებლო, მოუმწიფებელი აზროვნების მქონე ადამიანს ბევრჯერ დააფიქრებს თუ რა პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევს მას, თუკი ის დაარღვევს საზოგადოების აღმატებულ ნდობას მისდამი და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რომელსაც ის აპირებს, რომ წარმოადგინოს კონკრეტული დროის განმავლობაში. ვფიქრობ, ამით ბევრი სახელმწიფო თანამდებობზე ოცნებას ბევრი არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური და ამორალური პიროვნება ჩამოსცილდება, რაც წაადგება ისევ და ისევ მოქალაქეთა უსაფრთხოებას, მართლწესრიგსა და სახელმწიფოს ძლიერებას.
ბოლოს და ბოლოს, თუკი არსებობს მომეტებული რისკის მქონე პროფესიის ან სიტუაციის ცნება,
რომელთა არეალში მოხვედრის დროს ადამიანსაც განსხვავებულად მოეთხოვება კონკრეტული ქმედების ჩადენა ან უმოქმედობა, რატომ არ უნდა არსებობდეს მომეტებული, ან აღმატებული ნდობის მქონე სისხლის სამართლის სუბიექტების ცნება, რომელთაც ასევე აღმატებული ხარისხით მოეთხოვებათ პასუხი ჩადენილ თითოეულ დანაშაულზე, ვიდრე ასეთი ნდობის არმქონე პირებს ?! ...
დროა საზოგადოება და მეორეს მხრივ საზოგადოების მიერ დაქირავებული ჩინოვნიკი მიეჩვიოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მუდმივი განცდის არსებობას.
მოკლედ, ბევრ საჭირო და რადიკალურ რეფორმაზე შეიძლება აზრის გამოხატვა და იდეების განხილვა, თუმცა მხოლოდღა წერილის ფორმატით შეუძლებელია ყველა დეტალის განხილვა, თუკი ამის ინტერესი იქნა საერთოდ.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ პირადად იუსტიციის მინისტრისადმი ღრმა პატივისცემას და გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოს სახელმწიფო მოკლე დროში მიუახლოვდება იმ სტანდარტს, რომელიც ეკადრება XXI საუკუნის კაცობრიობის ჰუმანურ და სამართლებრივ მისწრაფებებს.
პატივისცემით,
კ,კოლხი
30.11.2012 წ.
თბილისი, საქართველო
Comments
Post a Comment