Salvatore Adamo - Tombe la neige
Salvatore Adamo - Tombe la neige
ახლა გაზაფხულია, აღდგომა დგება და სალვატორე ადამოს ეს სიმღერა - "თოვს" ავიჩემე. არის ამ მელოდიაში რაღაც ისეთი, სიცოცხლის ძალებს რომ აღადგენს, მიუხედავად მისი შინაარსში ზამთრის თეთრი სილუეტებისა. :)
... ვიცი, ცუდად ვთარგმნე, მაგრამ სიმღერის შინაარსი დაახლოებით ამგვარი:
... ვიცი, ცუდად ვთარგმნე, მაგრამ სიმღერის შინაარსი დაახლოებით ამგვარი:
თოვს
თოვს, ამ საღამოს ვეღარ გიხილავ,
თოვს, ამ საღამოს ვეღარ გიხილავ,
თოვს და გულს ჩემსას შავში იხილავ.
ჩიტი ხის ტოტზე აფრქვევს შელოცვებს
და აბრეშუმის ფითქინა ცრემლებს.
თოვს, ამ საღამოს ვეღარ გიხილავ,
გაჰყვირის ჩემი სასოწარკვეთა!
მაგრამ ეს თოვლი, უჩუმრად, წყნარად,
კვლავ ეფინება მიწას მწყაზარად.
თოვს, ამ საღამოს ვეღარ გიხილავ,
გამეფებულა სითეთრე ყველგან!
კვლავაც თოვს სევდა, სიცივე და უშენობა.
მკვლელი სიჩუმე, თეთრი მარტოსულობა.
თოვს, ამ საღამოს ვეღარ გიხილავ,
გაჰყვირის ჩემი სასოწარკვეთა!
მაგრამ ეს თოვლი, უჩუმრად, წყნარად,
კვლავ ეფინება მიწას მწყაზარად.
Comments
Post a Comment