თავი IV. ჩახლეჩილი ხმა უდაბნოსა შიგან

იქ, სადაც ახლოსაა ღმერთი

სურეალისტური საუბრების კრებული

ნაწილი I.  რწმენა და რელიგია


 თავი IV. ჩახლეჩილი ხმა უდაბნოსა შიგან


მიმართვა ე.წ. ,,ხმისჩახლეჩამდე მორწმუნე  საზოგადოებას,,!


ერთი პიროვნება იძახდა ,  ხმისჩახლეჩამდე ვიყვირებ რომ ,,მართლმადიებელი,, ვარო, რომ ,,ქართველი,, ვარო და ა.შ. .... პირდაპირ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ვინმე რწმენას უშლიდეს, ან აძალებდეს ამ გაგანია XXI საუკუნეში.

მისი სახით მათ მთელ კოლექტიურ სახეს ვცემ პასუხს:


დავიწყოთ იქედან, რომ  რწმენას ყვირილი კი არა დუმილი უხდება ;) ვინ გართმევთ? ან როგორ შეიძლება რწმენის წართმევა? რწმენა ან გაქვს, ან  არ გაქვს, პირადი კატეგორიაა...რწმენა მიღმა დგას ყოველგვარი პოლიტიკისგან, ყოველგვარი ლოზუნგებისგანდ აპრიმიტიული ჰორორისგან, რომლითაც საუკუნეების მანძილზე ატყუებდნენ ადამიანებს. თუმცა ეტყობა თქვენთვის და თქვენი სახით, თქვენი თანამოაზრეებისთვის, რწმენის წართმევა, XXI საუკუნეში, საკმაოდ ვერბალური ფორმით წარმოგისახავთ, მაგალითად უხილავი თუ ხილული ჩიპებით, ჩაქუჩით თუ ხელკეტებით. რწმენას ვერავინ წაგართმევთ, რისი მოწმეცაა ქრისტიანული რელიგიის დამფუძნებლის და ეკლესიის ნამდვილი მეთაურის - ქრისტეს, მისი უდიდესი წმინდანების, მოწაფეების, მოციქულების საქმიანობა, რომლებიც თქვენგან განსხვავებით ცოდვილებს ხელკეტებით.

... კათოლიკე რომ საყოველთაოს ნიშნავს, ეგ ვიცი, მაგრამ რატომ  გამოეყო ამ საყოველთაო ეკლესიას კონსტანტინოპოლის ეკლესია, თუ გქონიათ ამის გამოკვლევის სურვილი?:) იცით კიდევ რა მაინტერსებს, ეგვიპტელი კოპტები არ არიან მართლმადიდებლები, თუმცა ყველამ ვიცით, როგორ იცავენ ისინი ცოცხალი ჯაჭვით მუსლიმ თანამოქალაქეებს მათი ლოცვის დროს. ამ შემთხვევაში რა ვქნათ, არ ვაღიაროთ რომ სიკეთეს აკეთებენ? ე.ი. თურმე შეიძლება არამართლმადიდებელიც ატარებდეს სიკეთის სულს და სადაც სიკეთეა, იქაა ჭეშმარიტებაც ...რა ''უცნაურია'', არა? :):)) ... მაგრამ ეგ ხდებოდა ეგვიპტეში და საქართველოში რა ''სიკეთეს'' აკეთებენ ე.წ. ,,ქართველი ხმამაღლა და ხმის ჩახლეჩამდე მოყვირალი ე.წ. მართლმადიდებლები (მე მათ არც ქართულ ყბადაღებულ ტოლერანტულ კულტურას  და არც მითუმეტეს მათ ქრისტიანობის პროფანაციას არ ვიღებ ჩემად!) , იმედია ყველა ადექვატურად შეაფასებს ამ სრულიად არაქრისტიანულ და მეტიც, არასახელმწიფოებრივ ბარბაროსობას!..... 

ახლა რომ რომელიმე კონფესიას გამოვექომაგო, დამაბრალებენ რომელიმეს წევრობას, რაც სასაცილოა , რელიგია რომ იყოს ასეთი ''მშრალი სიმართლე'' , მე მისი წევრი ვიქნებოდი, თუ გაინტერესებთ, მითუმეტეს რომ ადამიანთ ნახელავი რელიგიური ორგანიზაციები, თავის ბიუჯეტით და ატრიბუტებით, დამსჯელი რაზმებით და ფანატიკოსთა ბრბოებით, ანაქრონიზმად და  ადამიანთა მონობის ინსტრუმენტი მგონია მაინც და რაც მთავარია არავითარი რეალური კავშირი ღმერთთან არ გააჩნიათ!...  თუ კიდევ ვინმეს აინტერესებს, აგნოსტიკოსი ვარ , არ მწამს მე თქვენი ხმის ჩახლეჩამდე ნაყვირალი არც მართლმადიდებლობის უცილობელი ჭეშმარიტების, არც კათოლიკობის საყოველთაობის, არც იეღოვეთა ფრენა-ფრენის, არც  ბუდიზმის ბუნდოვანი ნირვანის და არც ისლამის უნიკალურობის, შეიძლება ყველანი ცდებიან და ან ყველა ერთად მართალია, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ რელიგიის გამო ადამიანებს ჯვრები არ უნდა ურტყა დუბინკასავით თავში და არ უნდა დაალურჯო, ყველამ თავის სულის აბლაბუდას მიხედოს, ვურჩევდი ;) 

ავანტიურისტმა ვასილ მკალავიშვილმა რაც ჯვრები ურტყა თავში იეღოველებს , იმიტომ ვერ ააშენეს ''სამეფო დარბაზი'' გლდანში, სუპერთანამედროვე რეზიდენცია.  ვითომ რა მოიტანა ამ მფრინავი ,,სასტავის,, შარშანდელმა გამართულმა 17 მაისის მუშტი-კრივმა ადამიანთა სულებისთვის, უფრო წმინდანები გახდით პატივცემულო ორთოდოქსებო? დაიფერთხეთ არა ცოდვები ზედმეტი წონასავით, წელზევით შიშვლები რომ დასდევდა ეს გამოქლიავებული 50 000 ,,კაცი,, 20 ცისფერს და მათ დამცველებს? რა, ამით ცისფერობა ამოძირკვეთ თუ ცისფერები გააქრეთ? ან რა შემატეთ ამით თქვენს სარწმუნოებას, რა შემატეთ ქრისტეს მისტიურ სხეულს - ეკელსიას, თქვენივე პირადი სირცხვილის გარდა? განა ქრისტე კეტით დასდევდა ცოდვილებს?... თუ მათთან ერთად ტრაპეზობდა, გაიხსენეთ სახარება მაინც! ამიტომ, გეუბნებით:

 თქვენი მოძღვარი ქრისტე კი არა, სატანაა, პუტინი, დუგინი და რუსეთის ,,კგბ,,-ა თქვენი მოძღვარი, ბოლშევიკურ ,,კგბ,,-ში გამოზრდილი ანაფორაგადაცმული ავაზაკებია თქვენი მოძღვრები, სიშავე, დასჯა, დაწყევლა და სიკვდილი გგონიათ თქვენი ამ ქვეყნად მოვლენის მიზანი და მაგიტომაც გძულთ ქრისტეც, ადამიანიც, სიხარულიც (და შესაბამისად ,,სახარებაც,,) და სიცოცხლეც (გვამებს ეთაყვანებით და გახრწნილი გვამის ძვლებს კოცნით, მეტი სიბილწე რაღა უნდა იყოს?!) ... არ აქვს თქვენს ვიშვიშს მომავალი, სიმართლე, სიყვარული და სიკეთე არაა თქვენს მხარეს და მაგიტომ!... მაგრამ არაუშავს, იმედია თვალებს გაახელთ და სიყვარული  შემოაღწევს თქვენს შავ აზრებშიც, თქვენ ხომ ასე არ დაბადებულხართ, ასეთებად გაგზარდეს, მაგრამ მე მაინც მწამს სავლეს პავლედ გახდომის თქმულებისა. ამიტომაც, შეიყვარებთ ადამიანებს ისეთებად, როგორიც ისინი უფალს უყვარდა და ითმენდა, პატიობდა....

გნამარტება თქვენთვის: მე რომ უფალს ვაღიარებ, არ ნიშნავს, რომ თქვენს ,,რწმენას,, ვიზიარებ, რადგან უფალი ყველასთვის ერთია, მისი სიყვარული ყველას ეყოფა, ყველა ერს, ყველა რწმენის ადამიანს, ისევე როგორც მზე ყველას უნაწილებს სითბოს და სინათლეს, განურჩევლად ადამიანთა განმასხვავებელი ნიშნებისა და რაც მთავარია არავის არ ემადლება უფლისგან სიყვარული და პატიება. მაშ, ვინხ არ შენ, ადამიანო, როცა ამბობ, რომ უფლის სახელით მოქმედებ, თუკი უფლის არც სიყვარული გაქვს და არც პატიება? ვისგან ხარ ამ შემთხევაში, უფლისგან თუ სატანისგან? დაფიქრდი და მიაგნებ სიმართლეს თუ სურვილი გაქვს... 

 აქ ჯდომას და იდიოტობების წერას, ხმისჩახლეჩამდე ყვირილს, ვითომ თქვენს ,,მორწმუნეობაზე,, და თავის მობეზრებას, მაგ ფარისევლობას, გერჩივნოთ გამორთოთ კომპი, რელიგიური ფოტოების მომაბეზრებელ და უკვე მარაზმამდე მისულ ,,დაშეარებას,, და ,,დალაიქებას,, , დაანთოთ სანთელი და ილოცოთ თქვენი სულების გადასარჩენად.... ჩემთვის ლოცვისთვის  კი ნუ შეწუხდებით , არ მგონია თქვენს ლოცვები  ღმერთამდე აღწევდეს, ჯერ თქვენი რეალური ლოცვა მაინც დამანახეთ სოციალურ ქსელებში ,,რა თბილი ფოტოას,, გაზიარების რიტუალების ჩატარების გარდა ... 

მე, მონათლული ვარ მართლმადიებლურად, აღმოსავლური ქრისტიანული წესით, მყავს ნათლულებიც, მაგრამ არასოდეს ვიტყოდი, რომ მე ვარ ,,მართლმადიდებელი'', რადგან ამაზე დიდი მკრეხელობა მორწმუნისათვის არ მიმაჩნია, როცა ფიქრობ რომ შენ ხარ მხოლოდ გამორჩეული ღვთის თვალში, აი მანდ იწყება სწორედ სულის დეგრადაცია და ჟარგონულად რომ ვთქვა: მაშინ გერხევა გონებრივადაც და სულიერეადაც! .... არც იმაზე წავიღებდი ტვინს მუდმივად იმის აღნიშვნით სამსახურში თუ სხვებთან, სოციალურ წრეებში, რომ მე ,,მარხვაზე ვარ,,  და მითუმეტეს სხვას არ გავუბურღავდი ტვინს , რატომ არაა ის მარხვაზე და ა.შ. , რომ მამაომ იმის კურთხევა მომცა, ამის კურთხევა მომცა და ა.შ. ...  ...ხაარ მარხვაზე? მაშინ მოკეტე და იყავი მდუმარედ! ეს იქნება შენი ყველაზე დიდი მარხვა შენს ცხოვრებაში! 

მაგ ე.წ. გამორჩეულობამ და მესიანისტურმა ფანატიზმმა დაღუპა ისრაელი, რომის იმპერია, ბიზანტია და ღუპავს რუსეთსაც, თქვენს იდეურ სამშობლოსაც, და ღუპავს საქართველოსაც! .... ვინ არის გამორჩეული? ყველას სიკვდილი ეწვევა, ყველას წითელი სისხლი აქვს! ყველას შია, ყველა სექსით კავდება, ყველა ჭამს, ყველა სუნთქავს იმავე ატმოსფეროდან, რომელიც შემოქმედმა დედამიწას შემოაფარა და საკმარისია ეს ატმოსფერო გაქრეს, ადამიანთა სიკვდილი ტრაგედია კი არა, სტალინისა არ იყოს, სტატისტიკურ ციოფრად იქცევა სამყაროსთვის და ეგ იქნება სულ თქვენი გამორჩეულობა, ვარდისფერ , 80% წყლისა და სისხლის შემცველობის ტომარაში, რომელსაც საკმარისია წვეტიანი საგნით უჩხვლიტო, რომ წამსვე დაიჩუტება მისი გაბერილი ,,გამორჩეულობაც,,! მაშ, რა ჯანდაბით ხარ, გამორჩეული, ადამიანო სხვა ადამიანზე? ... არ დაგავიწყდეთ, ლუციფერიც ფიქრობდა და ფიქრობს, რომ გამორჩეულია, მაშინ იმდენი მაინც ჰქენით, რომ ლუციფერისგან განსხვავდებოდეთ! 

ვწუხვარ, მაგრამ თქვენ ისიც არ იცით, რატომ უწოდებთ თქვესს თავს ასე და სხვა რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს ,,მართლმადიდებელი'',  ალბათ წარმოუდგენელია, მარტო  თქვენ უნდა გადარჩეთ ალბათ, სხვა ერები თუ დაისჯებიან და უფალი თურმე ქართულად განსჯის კაცობრიობას, აი ეს სხვისი დასჯა გიხარიათ თქვენ და არა სხვისი გადარჩენა, მაგიტომ ხართ წაგებულები და საცოდავ სექტანტურ  ხიბლში, თან ისე, რომ ამის აზრზე არ ხართ, როგორც ფსიქიურად შეშლილს ჰგონია რომ სრულებით ჯანმრთელია და საშინლად ბრაზდება, როცა მკურნალობას ურჩევენ!    ... ე.ი. ვინც მართლმადიდებლურ წიაღში არააა გაჩენილი და გაზრდილი, ის მეორეხარისხოვანი ადამიანია და შესაბამისად მან რომ სიმართლე და ჭკვიანური თქვას, წარმოუდგენელია არა? :))) კი მაგრამ მართლა მაინტერსებს, ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ, აღიარებთ თუ არა თქვენ გრავიტაციის კანონს? თუ თქვენ გრავიტაციის კანონს აღიარებთ, ის აღმოაჩინა ანგლიკანური ეკლესიის წიაღში გაჩენილმა და გაზრდილმა ისააკ ნიუტონმა , მაშინ რომელ ჩიხში ხართ შესული თქვენი უსულგულო ფანატიზმით, თუ გრძნობთ ამას? თქვენ ელემენატრული და საყოველთაოდ აღიარებული უბრალო ჭეშმარიტებები კი არა, თქვენი განდიდების შესახებ ზღაპრები გაინტესებთ... კი ბატონო, ნუ აღირებთ ფიზიკის მიღწევებს, მაშინ თქვენსა და იეღოვას მოწმეებს შორის განსხვავებას ვერ ხედავთ, იმათ უბრალოდ ალალი გამბედაობა ეყოთ და გორის ციხიდან ფრენის მოლოდინში ზეწრებით ხელში გადმოხტნენ მაინც და თქვენ რისი გამბედაობაა გაქვთ, ფანატიკოსებო, 50 000 კაცი რომ დასდევდით 20 ქათამს? მანდ მტავრდება თქვენი სიმამაცეც, თორემ ეგ 50 000 კაცი ისეთივე გამბედავი იქნებოდა 100 პროფესიონალ და  შეირაღებულ მტრის  ასეულთან, როგორც ვეფხვად ქცეული წრუწუნა კატასთან ცნობილი მულტფილმიდან!  

თუ გნებავთ კიდევ შოკს მიგაღებინებთ, ისედაც ალბათ მასონი გგონივართ და რატომ უფრო არ გავამძაფროთ ეს კლიშე?! :))) .... იცოდით, რომ მე საერთოდ ილუმინატების იდეებზე და მეცნიერებაზე შემტკივა გული და თქვენივე  საკუთარი მატერიალური კომფორტისთვის თქვენივე მოგონილ კვაზი-რელიგიურ დოგმებს, რომელთაც არანაირი საერთო ქრისტიანობასთან არ აქვთ (სიყვარულისგან დაცლილია და მაგიტომ!) ჩემთვის კაპიკის ფასი არ აქვთ, არც გონებრივი, არც სულიერი და არც არანაირი :)) ....

ასე, რომ თუ იშვიათად დაღლით ტვინს, მადლობას გეტყვით და თუ საერთოდ არ დამიღლით ტვინს თქვენი ,,ხმისჩახლეჩამდე ნაყვირალი,, რწმენით,  დიდ მადლობას გეტყვით და საერთოდ, კარგად იყავით რა .... წადით ქალაქების, ქუჩების, გარემოს ნაგავში ყოფნა გააპროტესტეთ მაინც, ტრანსპორტში საშუალო სტატისტიკური მორწმუნის აყროლებული და დაუბანელი სიარული გააპროტესტეთ მაინც, სიბინძურეში იხრჩობით და სამოთხეში და გაბრწყინების გზაზე ვართო, რომ გაიძახით ყოველ ფეხის ნაბიჯზე!


კ. კოლხი

20.04.2014წ.


Comments