ჩვენ ყველაფერი გვახსოვს !
ამას წინათ ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემაში ერთი ინტერვიუ შემხვდა სათაურით:
ვასილ რუხაძე: ერებს ხშირად ემართებათ ამნეზია ...
წყარო: http://www.newposts.ge/politika/10905-2013-04-12-14-58-32.html (12.04.2013წ.)
ეს არ არის ერთი კონკრეტული პირის ინტერვიუ ერთ კონკრეტულ, განყენებულ საკითხზე. ეს არის ინტერვიუ, რომელიც კრებითი ფორმით გამოხატავს იმ აკუმულირებულ ''არგუმენტაციას'' და უკვე ლამის შელოცვებად ქცეულ ნაცმოძრაობის ''ლოზუნგებს'', რომელსაც ჯერ არჩევნებამდე ხმისჩახლეჩამდე გაჰკიოდა აწ უკვე ვადაგასული მათი ბელადი, მოუწოდებდა რა საზოგადოებასა და ხალხს მტრული კლასის (მაშინდელი ოპოზიციის და ახლანდელი ხელისუფლების) ფიზიკური განადგურებისკენ. ამ ყველაფრის მტკიცებულებებიც არსებობს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოსიუჟეტებში, რასაც ევროპიდან გამოგზავნილმა კომისარმა ლენინიზმიც კი უწოდა, ალბათ ყველას ახსოვს ეს ამბავი.
სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ამ ფაქტზე, ექსტრემისტული, ბოლშევიკურ-ნაცისტური იდეოლოგიის გამომხატველი მოწოდებების გამო შეიძლება მთელი ნაცმოძრაობის აკრძალვა და გასამართლება. აღნიშნული ფაქტი, რომ სადმე ცივილიზებულ, მყარი დემოკრატიის მქონე ევროპული ან ევროპული ტიპის ქვეყანაში მომხდარიყო, მსგავსი ექსტრემიზმის მეთაურები და შემსრულებლები უკვე გასამართლებულიც კი იქნებოდნენ თავის ბელადიან-მსახურებიანად. მავანი მეტყვის, აბა კურტანიძე და ჯაჭვლიანი რომ გვემუქრებოდნენ, მაშინო ... ბატონებო, ჯერ ერთი, მე რომ მკითხო, ბევრი, ვინც ახლა პარლამენტშია, საერთოდ არ უნდა იყვნენ პარლამენტში, ხოლო კურტანიძისთვის პასუხი უნდა მოეთხოვათ, მართალია გაემიჯნენ მის მოსაზრებებს, მაგრამ მარტო გამიჯვნა არ კმარა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამართლებრივი წონასწორობის დასაცავად და მეორეც, თუ თქვენვე ვერ ანსხვავებთ იმას, რომ სად თქვენივე ქსენოფობი და რასისტი ბელადის სახელმწიფო თანამდებობიდან გამოსროლილი სიტყვის სიმძიმე და სად კურტანიძის კანტორა, მაშინ გამიჭირდება იმის ახსნა, რომ როდესაც ბელადი, ფიურერი, ''გენსეკი'' და სახელმწიფოს პირველი პირი, რომელსაც ემორჩილება შეიარაღებული ძალები დ პოლიცია (!), საკუთარ მოქალაქეებს, საზოგადოებას ყოფს ''ჩვენიანებად და მტრებად'', მოუწოდებს ხალხს კაცისკვლისკენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი გააჩნია, აქ არა მარტო წამქეზებელი ბელადია დასასჯელი, არამედ მთელი მისი სექტა-პარტიაც, რომელიც ბელადის ყველა ოხვრაზე მართლა უკანა თათებზე დგას და პირნათლად ასრულებს მის ყველაზე საზარელ და საზიზღარ დავალებასაც კი, იქნება ეს კაცის კვლა, გაუპატიურება, დარბევა, დაჩეხვა, გადაგდება, წართმევა, უკანონოდ მითვისება და ა.შ.
ჩემი აზრით დემაგოგიურ სიცრუეს, რომელსაც ასე კულტივირებს ყოფილი ხელისუფლების, ნაცმოძრაობის აქა-იქ შემორჩენილი იდელოგიური კამიკაძეები, შეიარაღებულნი მაღალ-მაღალი საპატიო ტიტულებით, მთელს ქვეყანაში ერთი ავტორი ყავთ, ერთი ხელწერისაა და ამიტომაც, განვიხილავ რა ამ სტატიას, პასუხი გაეცემა ერთიანად რამდენიმე საკითხს, რომელიც ე.წ. ''არგუმენტად'' მოყავთ ყოფილი რეჟიმის თანამედროვე იდეურ მექისეებს.
ანალიტიკოსი, რომელიც სტატიას წერს ან პასუხს სცემს კითხვებზე, ალბათ უნდა იყოს ის, ვისაც არა მარტო ანალიზის უნარი მოეთხოვება, არამედ ობიექტური ანალიზის უნარი და ამასთანავე ისტორიის და ზოგჯერ ელემენტარული მათემატიკის ცოდნაც კი. მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ინტევიუს რესპოდენტი ფლობს საკმარის ცოდნას, იმისათვის, რომ ობიექტურად აფასებდეს მოვლენებს, მთავარია ამ ცოდნას რა კუთხით წარმოაჩენს, ან საერთოდ წარმოაჩენს თუ არა.
მართალია ზემოთხსენებული სტატიის იმპროვიზირებული სათაური პირდაპირ მიანიშნებს მკითხველს, რომ მისმა გამჟღერებელმა ცოტათი მაინც უნდა იცოდეს ისტორია. ისტორიული მეცნიერება კი თუ კაცობრიობის საერთო ისტორიის და ბუნებისმეტყველების სხვა საგნების ერთობლივი კომპლექსიდან და კონტექსტიდან ამოგლეჯილია, ის უკვე ისტორიის მეცნიერება კი არა, ის არის ადამიანთა ერთი ჯგუფის აგრესიული პროპაგანდის ინფორმაციული ინსტრუმენტი ადამიანთა მეორე ჯგუფის გასანადგურებლად.
სანამ უშუალოდ სტატიაში მოყვანილი არგუმენტების მოკლე განხილვაზე გადავალ, უცებ გამახსენდა და ამნეზიაზე ერთი-ორი სიტყვა უნდა მოგახსენოთ.
ერებს, ისევე, როგორც კარგად ნაცემ და დაჟეჟილ ადამიანს, იშვიათად ან საერთოდ არ ემართებათ ამნეზია და დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომებისა, ქართველები ამ სამწუხარო იშვიათობას არ წარმოადგენენ. ხალხი შეიძლება პატიობს გარკვეულ მომენტამდე, ითმენს და კონკრეტულ ეპოქაში უმოძრაოდ ტოვებს ისტორიულ ტკივილს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მაგალითად ბერძნებმა და კაცობრიობამ დაივიწყოს, რომ სტამბული, ანუ ძველი კონსტანტინოპოლი ბერძნული ქალაქი იყო დაარსებიდან და თურქებმა დაიპყრეს 1453 წელს ?! ებრაელებს მუდამ ახსოვდათ 2000 წელი, რომ იერუსალიმი იყო ისრაელის დედაქალაქი და როდესაც დადგა ჟამი, დაიბრუნეს კიდეც. ქართველებსაც 400 წელი ახსოვდათ, რომ თბილისი იყო დასაბრუნებელი და ბოლოს დაიბრუნეს კიდეც, როდესაც ამის შესაფერისი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება შეიქმნა.
სამაგიეროდ, ზოგიერთ კონკრეტულ ინდივიდს ხშირად არათუ ამნეზია, არამედ ტვინის და სინდისის ატროფია მართლა ემართება და მადლობა ღმერთს, რომ მთელი ერი არ არის ერთი კონკრეტული, ტვინატროფირებული და სინდისმოკვეთილი მშიშარა ჩია-კაცი, რომელიც სულის და გულისყურის შეგნებული დაბრმავებით მის თვალწინ ჩადენილ ბოროტებას კვებავს და ასაზრდოებს, თუმცა კი ავიწყდება, რომ ადამიანს არათუ ოხრად ნაშოვნი და ნაგროვები ოქრო-ბრილიანტი, არამედ ის ორი კვადრატული მიწაც კი არ ეკუთვნის სიკვდილის შემდეგ, სადაც ყველას ნეშომპალად ქცევისთვის განწირულ გვამს ერთნაირად ჩაფლავენ. უტვინოს, ბრძენს, კომფორმისტს, გმირსაც და ლაჩარსაც გვერდიგვერდ გაეთხრებათ პირქუში სამარე ... ერთად-ერთი რაც ადამიანს საუკუნეებს მიღმა აცოცხლებს, ესაა მისი დიდი სახელი, მოპოვებული სიბრძნით, ბრძოლით ან პატიოსნებით ! ... ამიტომაც გულწრფელად მეცოდებიან ჩია-კაცუნები, თვითაღიარებული ექსპერტები, ალქიმიის დილეტანტი მქექავები, რომლებიც ათასგვარ ნეხვში ეძებენ ოქროს, რომელსაც ვერასდროს ვერ იპოვნიან ... სამაგიეროდ თვით ნეხვის სროლაში ოსტატურად არიან გაწაფულნი.
არავის დავიწყებია ის, რომ ოსმალეთის იმპერიის დღევანდელ მემკვიდრეს, თურქეთის რესპუბლიკას ჯერ კიდევ წართმეული აქვს სამხრეთ საქართველო, სადაც ბრძოლა გვიწევს იმაზე, რომ ჩვენი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა მაინც დავიცვათ და გადავარჩინოთ დანგრევას ეკლესია-მონასტრები. საქართველოს სამხრეთული მიწები კი უკვე დაივიწყეს კიდეც, რადგან გულში მჯიღდაცემულ ურა-პატრიოტებისთვის ისტორიული მიწის ჩვენს მეხსიერებაში სიცოცხლე თურმე დაკარგვიდან გასული წლების ხანგძლივობაზე ყოფილა დამოკიდებული.
შარშან, რუსთავი 2-ის დილის გადაცემაში ბ-ნი დ. ტურაშვილიც კი იყო გამოსული და გაოგნებული ვუყურებდი, როდესაც ეს მართლა პატრიოტი კაცი, განათლებული ადამიანი, თითქოსდა ვიღაცის იძულებით ცდილობდა გაემართლებინა რაღაც ისტორიული მეცნიერების ცოდნისმაგვარი უცოდინრობით, რომ თურმე ტაო-კლარჯეთის ნაწილი (ალბათ გულისხმობდა ტაოს სამხრეთში, ე.წ. დავით კურაპალატისეულ მიწებს) თავის დროზე ბიზანტიას ეკუთვნოდა, ჩვენ კი გვისარგებლია ერთ დროს ბიზანტიის სისუსტით და უტიფრად წაგვირთმევია (!), მერე თურქებს დე-იურე მემკვიდრეობით მიუღიათ ამ მიწების ისტორიულად ფლობის უფლება, როცა ბიზანტია დაუპყრიათ და ისე გამოვიდა ტურაშვილის ლოგიკიდან, რომ ჩვენ რაღას ვთხოვთ თურქეთსო ! ... რაღა გვაქვს მათთან სათქმელი, რაღას ვესარჩლებითო !... თუმცა, მისი საუბრის კონტექტსიდან გამომდინარე, აქ არ იყო საუბარი მხოლოდ იმ ცნობილ თემებზე, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა მოკავშირეობისთვის და ერთგულებისთვის დავით კურაპალატს დაუმტკიცა, არამედ მთლიანად ტაო-კლარჯეთზე საუბრობდნენ იმ გადაცემაში და მახსოვს ქ-ნ ბაია დვალიშვილის გაოცებული სახე, როდესაც ტურაშვილის ამ ისტორიულ-სამართლებრივ ''ნოუ-ჰაუს'' უსმენდა, მაგრამ რა უნდა ექნათ მაშინ პირდაპირ ეტერში ? ასეთი იყო ალბათ დირექტივა იმისგან (პირველისგან), რომ მაქსიმალურად უნდა ეამებინათ თურქებისთვის ... მაშ, რა მაგარი ნაგლი ''ფრაერები'' ყოფილან დავით კურაპალატი, გიორგი I, ბაგრატ IV, დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე და სხვები, რომ თურმე უსირცხვილოდ ეპოტინებოდნენ ამ ''ვითომდა'' ქართულ მიწაწყალს, თურმე თურქების არ ყოფილა ოდითგანვე და რაღას ვერჩით ?! ...
ამას წინათ ერთი ვაი-ვიში, რომ ატყდა მოსკოვში ცეკვის ანსამბლების ჩასვლაზე, მერე ვაშაძის წერილი რომ ამოტივტივდა ... ე.ი. ამ ''ვაი-ვიშისტების'' ლოგიკით, თურქეთში ქართველების ტაშ-ფანდური, სერნობა, კონცერტები, მუშაობა და ჩაის კრეფა ''მოსული პონტია'' და რუსეთში ჯერ არ შეიძლება, დრო უნდა გავიდეს და აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავები რომ ''გაცივდება'', მერე შეიძლება?... კი, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი უცხოეურ კურორტებზე რომ ''გულაობდა'' ომიდან რამდენიმე თვეში, მერე ლისაბონში ქართველების ნაცსამთავრობო დელეგაციამ ბოზების და მეძავების რაზმეულის ''პონტი რომ ააგდეს'' სასტუმროში NATO-ს სამიტის დღეებში, მაშინ არ გახსენებია დღევანდელ მოწიკვინე ''პატრიოტ'' ელემენტებს ქართველი ბიჭების ჯერ კიდევ ცხელი საფლავები ?! ...
ისევ იმ ინტერვიუს დავუბრუნდები და მსმენელს დავამშვიდებ, რომ ჩვენ, მშვენივრად გვახსოვს, რომ აზერბაიჯანს - საინგილო, სომხეთს - ლორეს მხარე, რუსეთს - ჯიქეთი, აფხაზეთი, დვალეთი და ჩრდილო ქართლი (სამაჩაბლო) რომ აქვს მიტაცებული თუ ისევ ბოლშევიკი ქართველების დანაშაულებრივი მოღვაწეობით ჩუქებით მიღებული. ასე, რომ ამნეზია, თუ არ ვცდები იმ ხალხს ემართება, ვისაც დაავიწყდა ჩურჩულით მოლაპრაკე საქართველო, ე.წ. ''ზედმეტი'' სიტყვებისთვის უკეთეს შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნილი ათასეულობით ადამიანი და უარეს შემთხვევაში ციხეში გამწესებული ნაცმოძრაობისთვის არასანდო ელემენტები.
გვახსოვს, ბოლო 9 წელიწადში 300 000-დე დაპატიმრებული და პირობით გამოშვებული ადამიანი ერთ პატარა, 4 მილიონიან რესპუბლიკაში, მსოფლიოში ლამის პირველი ადგილი პატიმრების რაოდენობით ( 50 000-დე ტუსაღი), ციხეებში ათასამდე გაურკევეველ ვითარებაში გარდაცვლილი პატიმარი, სახელმწიფო აპარატის სისტემში დანერგილი და აპრობირებული ადამიანის წამება, გაუპატიურება, დაინვალიდება, დასახიჩრება და ახალგაზრდა პატიმრებისთვის გამრავლების და შემდგომი რესოციალიზაციის პესრპექტივის განადგურება, უამრავი უკანონოდ ჩამორთმეული კერძო საკუთრება, დატერორებული ტელევიზიები, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები, აშენებული კორპუსებიდან ნახირივით გამოყრილი ბინის მესაკუთრეები და ლტოლვილები, უამრავი უცნობი ქართველი ჯარისკაცის გვამი 5 დღიან ომში (ამდენი უცნობი ჯარისკაცის გვამი მეორე მსოფლიო ომიდან არ ჩამოუტანიათ საქართველოში, სადაც 300 000-ზე მეტი ჩვენი თანამემულე დაიღუპა) და ''უსაზმოდ შეწყვეტილი სპა'', უთავბოლო არაორგაზებულობა მტრის შემოჭრისას და წინასწარ ზომების არმიღება მოსახლეობის ევაკუაციისთვის, მაშინ, როცა დღეს ერთხმად და უტიფრად აცხადებენ, რომ თურმე იცოდნენ ომის დაწყების რეალური საშიშროების შესახებ, რომლის გამოც არც ერთი ნაცმოძრაობის და მაშინდელი მთავრობის ლიდერის არათუ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც კი არ დამდგარა ! ... ამის მაგივრად კი რუსთაველზე გამართული ტაშ-ფანდური, ფაქტიურად ხალხის ფარად ამოყენება გარკვეული ჯგუფის მიერ და ე.წ. ''მოგებული ომის'' დაანონსება ... იმის მაგივრად, რომ დედაქალაქის და მთლიანად ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებზე ეფიქრათ და განეხორციელებინათ საჭირო ღონისძიებები, ტელევიზიით სამარცხვინოდ გამოსული ნაცმოძრაობის ლიდერები და მოწოდებები ''ყველა საშუალებებით'' (დანა-ჩანგლით ალბათ...) თავის დაცვისკენ ან თავის შველისკენ, მაშინ როცა თვითონ ბევრი ჩინოვნიკი, ნაცვლად ბრძოლისა, ცდილობდა გაქცეულიყო ქვეყნიდან, გაქცევის მაგალითი ხომ უკვე ჰქონდათ მიცემული მათი ''მშიშარა, ვითარცა ხორციანი'' ლიდერისგან და ა.შ. ... აი, ესაა მათი პასუხისმგებლობა და საუკუნოდ საზიდი ჯვარი, რომელიც ყველას ახსოვს და ყველაფერი ჩაიწერება ისტორიის ფურცლებში.
მოკლედ, რომელი ერთი ჩამოვთვალო, როგორც დავით გურამიშვილი იტყოდა, ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლისო, ასეა, ვერვინ მოსთვლის იმ სიმახინჯეებს და სახელმწიფო დანაშაულებს, რაც ბოლო წლებში დაგროვდა საქართველოში, განსხვავებით იმისგან რაც გაკეთდა, რომლის ჩამოთვლას ცალი ხელის თითებიც ეყოფა. ამ მართლა ამნეზირებულთა ლოგიკით, მკვლელი და ფსიქიკურად შერყეული ფობიატიკი და პარანოიდი უნდა ითმინო, იმიტომ რომ სახლის ეზო ასე თუ ისე დაასუფთავა და უნიჭო მალიარივით ქვეყნის მთავარი ქუჩები უშნოდ და უნიათოდ გადაღება, ბრჭყვიალა პოლიციის შენობები დადგა, რომელშიც მხოლოდ შუშები იყო გამჭვირვალე, სხვა შინაგანი შინაარსიდან განსხვავებით და აქა-იქ ფანტანი ააჩუხჩუხა? ამ ე.წ. ''ინტელექტუალთა'' ამნეზიურ ლოგიკით, წარსული სიბნელის მონატრება და მოწოდება შიშის და ზაფრის უკუნეთში დასაბრუნებლად იგივეა, რაც 1946-47 წლებში ''მყისიერად'' (მოდაშია ახლა ეს სიტყვა) ჯერ კიდევ ვერ დალაგებულ და ვერაშენებულ გერმანიაში ფაშიზმგამოვლილ გერმანელებს ისევ ნაცისტური პარტიის დაბრუნება რომ მოენდომებინათ. გერმანელთა საბედნიეროდ, ფაშისტური იდეოლოგიის პარტია ვერ დაბრუნდებოდა, რადგან გერმანელებს ეყოთ სიამაყე, ღირსება, კეთილგონიერება და საკუთარ წიაღში ნაშობი სიმახინჯის, საქვეყნოდ გასამართლებული და დაგმობილი ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის 13 წლიანი საშინელი მოღვაწეობის გამო დღემდე ბოდიშს იხდიან, ხოლო სამაგიეროდ, პარალელურად ააშენეს სახელმწიფო, რომელიც მაგალითია სიძლიერის, დემოკრატიის და სიმდიდრის.
ან კიდევ, 1991 წელს რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა და მის მერე 22 წელი ვერ აუშენებიათ და ვერ დაულაგებიათ ქვეყანა ისე, როგორც ევროპას ეკადრება, რა ვქნათ ახლა, დავანებოთ თავი დამოუკიდებლობას და ვინატროთ დალაგებული და აშენებული დიდი წითელი კონცლაგერი, რომელსაც სსრკ ერქვა ? ...
სამწუხარო ისაა, რომ იგივე მიმართულების, არანაკლები სისასტიკისა და ანტიჰუმანური იდეოლოგიის მქონე, კაენის ნიშნით დადაღული ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგია და ნეო-ბოლშევიკური ნაცმოძრაობა ჯერ არ გასამართლებულა და საქვეყნოდ არ დაგმობილა საქართველოში, ამიტომაც არის, რომ ჯერ კიდევ გვესმის ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დარჩენილი ე.წ. ექსპერთა (ნეტავი გამაგებინა, ვინ და სად ანიჭებს ყოველ გამვლელს ''ექსპერტის'' მათთვის სანუკვარ და საპატიო წოდებას! ) და მათი მიმყოლების ტურების კივილის მსგავსი უტიფარი მოწოდებები, შეფასებები და ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებული ურცხვი ტყუილი ახალი მთავრობის მისამართით, მათ ე.წ. ინტელექტუალურ წიაღსვლებში ადვილად იკითხება ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული და კანონიერი ხელისუფლების დამხობის, მოშორების, ჩარეცხვის, განადგურებისა და გაქრობის სურვილი.

ბუნებრივია, როდესაც ექსპერტის სხელსა და გვარს ქვემოთ მიწერილი აქვს გრძელი სამეცნიერო ტიტულატურა, ასეთი რეგალიები მისი მფლობელის ინტელექტის და კეთილგონირების, ზოგჯერ კი კეთილსინდისიერების მიმართ პოზიტიურად განგაწყობს და ეს ასეც უნდა იყოს ყოველ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც განათლებას თავისი მორალური ფასი გააჩნია. თუმცა ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ასეთი მაღალინტელექტუალური ტიტულების მქონე ადამიანი ასეთი პრიმიტიული და ალი-ბაბას ზღაპრების დონის ანალიზს ამჟღავნებს ზოგიერთ საკითხებზე. მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში ფაქტების მიზანმიმართულ დამახინჯებასთან, ანუ ჩვეულებრივ, ბანალურ და მარტივ სიცრუესთან გვაქვს საქმე, დემაგოგიაზე აღარ ვსაუბრობ.
ზემოაღნიშნული ინტერვიუ კიდევ იმითაა საინტერესო, რომ მასში, როგორც უკვე მოგახსენეთ, აკუმულირებულია ყოფილი ხელისუფლებისა და ნაცმოძრაობის ფან-კლუბის ყველაზე გადამკვდარი გულშემატკივრების სათქმელი და ''სატკივარი'', მათი ე.წ. არგუმენტები, რომლებიც სამწუხაროდ მშრალ და მრავალჯერ დაღეჭილ უტიფარ დემაგოგიას ვერ გასცდა და თანდათანობით დაემსგავსა ოკულტური სექტის შაბაშებზე ცეცხლის ირგვლივ მროკველთა შელოცვებს და მაგიურ სლოგანებს. ამ ე.წ. მაგიური სლოგანების ზემოქმედება უფრო ძლიერდება იმათზე ვინც საქართველოს რეალობას ცხრა მთას იქიდან უყურებს სარეკლამო კლიპებში და მისალოცი ბარათებივით ინტერნეტში აფრიალებული ბრჭყვიალა ფოტოებში. ასეთი კატეგორიის ქართველისთვის, რომელიც სადღაც ზის კომფორტაბელურ კაბინეტში, სახლში თუ რომელიღაც დასავლური ცივილიზაციის ქალაქის დაწკრიალებულ კოპწია ტყე-პარკში, ძნელი დასაჯერებელი და მისახვედრია აქაური ყოველდღიური ყოფა.
დამიჯერეთ, მეც მიცხოვრია იქ, სადღაც შორს და ვიცი რასაც ვამბობ.
ამიტომაც, საჭიროდ ვცანი, შეძლებისდაგვარად ერთხელ და სამუდამოდ გამეცა პასუხი იმ აბსურდზე, რომელიც გასაგები იქნება ყველასთვის, ''სექტანტებისთვის'' და იმათთვის, ვინც კიდევ მრავალჯერ მივა საარჩევნო ყუთთან და დაფიქრდება, კიდევ მისცეს თუ არა ხმა ადამიანთა კვლავ ჩაძირვას განვლილი ტოტალიტარიზმის გაუნათლებელ, ბნელი ყოფის ჭაობში, რომლის არენა დრო და დრო ნათდებოდა მაშინ, როცა სცენაზე გამორეკილ გლადიატორთა სისხლითა და ხორცის ნაფლებლებით ირწყვებოდა ქართული მიწა, ტრიბუნიდან კი მარადიულ დესპოტად და ე.წ. ჰალსტუხიან ქურდად მომჯდარი ვიღაც არაჯანსაღი არსება წყვეტდა ცერა თითის მოძრაობით, ვინ უნდა მომკვდარიყო და ვის უნდა ეცოცხლა.
პირველი აბსურდი:
საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის დაწესებით უპირობოდ და ფაქტობრივად აღადგინა მოსკოვთან დიპლომატიურ ურთიერთობა, ეს მაშინ როდესაც რუსეთს საელჩოები აქვს სოხუმსა და ცხინვალში, რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით საოკუპაციო ჯარზე აფხაზეთსა და შიდა ქართლში; ''
არავის აღუდგენია დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და ეს არის ფაქტი, მაგრამ რა არის ეს, რაც მოყვანილ ციტატაშია ? მიზანმიმართული ტყუილი თუ უბრალოდ აზროვნების ჩარჩო, რომლის საზღვარი ვერ გასცდა პროვინციული და ჭუჭყიანი, უწყლო ქალაქის ორღობეს ?
ცუდია, როცა ავტორი არ იცნობს და ალბათ არც უნდა, რომ იცოდეს მსოფლიო ქვეყნების, დიპლომატიის ისტორია, თუნდაც საკუთარი ქვეყნის - საქართველოსი. მისი ლოგიკით დემეტრე II ბაგრატიონი, თავდადებულად წოდებული, მეფე, რომელსაც მონღოლი ცოლი ჰყავდა, საქართველოს მოღალატე და ე.წ. ''მონღოლთუმე'' ყოფილა, ხოლო ვახტანგ გორგასალი ბიზანტიელების და სპარსელების ყურმოჭრილი მონა.
ე.წ. ქართველ პატრიოტთა ''ელიტის'' ლოგიკით, ბაგრატ IV-ს შვილი და გიორგი II-ს და, დავით აღმაშენებლის მამიდა, მარიამ-მართა ბიზანტიის დედოფალი და ცნობილი ''ბიზანტოფილი'' ყოფილა, ბოლოს და ბოლოს გაუბედავს და ორ ბიზანტიის იმპერატორზე ყოფილა გათხოვილი.
ცნობილი ბიზანტიელი სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველი გრიგოლ ბაკურიანისძე კი აღიარებული ''ოლიგარქი'' ყოფილა მაშინდელ ბიზანტიის იმპერიაში, რომელმაც ნაშოვნი ფული იმით გაუთეთრებია, რომ მაშინდელი ბიზანტიის საზღვრებში, კერძოდ ბულგარეთში პეტრიწონის მონასტერი ააშენა. მაგრამ ჰოი, ურწმუნო მავანნო და სილერად ბეცებო ! ... ბაკურიანისძე სად დაემალება ჩიორისტების (ახლა მოდაშია ''ჩიორისტობა'', რადგან მიშისტობა გაბანძდა უკვე და აღარაა აქტუალური) მსახვრალ თვალსა და უგამჭრიახეს გონებას, რომელიც უმალ გააშიშვლებს ''ბიზანტოთუმე'' ბაკურიანისძის და მისი მსგავსი სხვა ქართველი მოღვაწეების ანტინაციონალურ თვისებებს, მათ არსებაში მიმალულ ''ხალხის ფარულ მტრებს'' (замаскированный враг народа - სტალინის საყვარელი ტერმინი).

რატომ არ ესმის ამ ხალხს, რომ როგორც ადამიანი არის ცოცხალი არსება და მუდამ იცვლება, ისე არის ერი და მისი ისტორია, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის და ამ ბრძოლაში ხანდახან შენს მტერს შეიძლება გაუღიმო კიდეც, თუკი ეს ღიმილი მტრისთვის უკანასკნელი იქნება, რასაც სიცოცხლეში დაინახავს.
შემდეგ, სიცრუე მეორე:
მთავრობამ შეარბილა ოკუპაცის კანონი და მოახდინა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საზღვრის გადაკვეთის დეკრიმინალიზაცია, რაც რუსეთის მოთხოვნას წარმოადგენდა; ''
თუ არ ვცდები, ექსპერტები უნდა ერკვეოდნენ ტერმინებში, თუ არა, მაშინ მათ განცხადებებს ჩალის ფასი აქვს ! .... ამ კანონის არანაირი დეკრიმინალიზაცია არ მომხდარა, არამედ მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდა, სხვა არაფერი. სისხლის სამართლებრივი სასჯელი კლავ ძალაშია, მხოლოდ იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, პირველ ჯერზე სახელმწიფო იფარგელბა ადმინისტრაციული ჯარიმით და ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენ, განსხვავებით ჩვენი ველური მტრისგან, უნდა ვგავდეთ სამართლებრივ სახელმწიფოს, კანონმდებლობა უნდა იყოს გამართული და ყველა ემორჩილებოდეს კანონს.
მესამე აბსურდი:
საქართველოს მთავრობამ წინ წამოსწია რუსეთ-სომხეთის რკინიგზის გახსნის საკითხი აფხაზეთის გავლით, რაც რუსეთისთვის უდიდესი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო სარგებლის მომტანია, ხოლო საქართველოსთვის უდიდეს იურიდიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის; ''
ეს იგივეა, რომ თითი გაიშვირო ვირაცისკენ და თქვა, შენ ხარ ცუდი და ხიხია, მაგრამ რა კონკრეტული მიზეზ-შედეგის გამო ხარ ასეთი, არ ან ვერ ახსნა, რაც თავისთავად პრიმიტივიზმია.
დავუშვათ, ჩვენ, არაექსპერტებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა არ ვიცით თუ რატომ ვერ ისარგებლებს საქართველო ამ რკინიგზით, მაშინ რისთვისაა ექსპერტი, მარტო იმისთვის, რომ საჯაროდ გამოვიდეს და თქვას, ეს ცუდია და მორჩა, ასეა საჭირო! მაგრამ, მე პირადად მიმაჩნია, რომ თუ სარგებლობ და აკონტროლებ რაღაცა, ნივთს ან მოვლენას, პროცესებს, ეს უკვე პოზიტიური შედეგია, მაშინ როცა ამ რაღაცის უდიდესი ნაწილი შენს ტერიტორიაზე გადის. თანაც სხვა იმავე სახის, პარალელურად არსებული პროექტები არ უქმდება და მუშაობას განაგრძობს. გარდა ამისა, შეუძლებელია მეორე მხარემ არ გაითვალისწინოს შენი ინტერესი, როდესაც ერთობლივად აკონტროლებთ ერთ ნივთს და რომლის ფუნქციონირება ორივეს სასიცოცხლო ინტერესებშია. ეკონომიკურ სარგელებელზე კი ჯობია ეკონომიკის ექსპერტებმა გასცეს პასუხი.
აბსურდი მეოთხე:

''სამაგიეროდ მთავრობამ უპირობოდ განაახლა საქართველოში რუსული პროსამთავრობო ტელეარხების საკაბელო ტრანსლიაცია, .... ''
სად რა განაახლა არ ვიცი, ჩემთან არაფერი მსგავსი არ უჩვენებს, superTV-ს აბონენტი ვარ და თუნდაც უჩვენებდეს, ამით რა მერე ? ... ან სად გინახავათ, მთავრობა საკუთარი დადგენილებით მითითებებს აძლევდეს კერძო საკაბელო არხს, რა უჩვენოს და რა არა ?! ალბათ ამ ამის მთქმელს უნახავს მსგავსი მახინჯი პრაქტიკა მიშას დროს და ეს ნორმალური ჰგონია. მიუხედავად 1700 წლოვანი ქრისტიანული ტრადიციებისა საქართველოში, ბევრი ისევ გულში წარმართად დარჩა და ბევრი წარმართული ტრადიცია დღემდე მოქმედებს საქართველოში, ამიტომაც, არ მიკვირს, რომ 10-15-20 წელი ცხოვრობდეს საბჭოთა წყობილებაში დაბადებულ-გაზრდილი ადამიანი მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიულ ქვეყნაში და გულში ისევ სსრკ-ს, ლენინიზმისა და სტალინიზმის იდეალების ქვეცნობიერ მოტრფიალედ და აპოლოგეტად დარჩეს.
ეს ტელეიზოლაციონალისტური პოლიტიკა, საშინლად გავს ჩრდილო კორეის შიდა პოლიტიკას, სადაც ხალხს დღემდე სჯერა, კორეული ერთადერთი სამთავრობო არხის მეშვეობით, რომ ჩრდილო კორეამ ამ ბოლო საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში ბრაზილია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა ! ... ნუთუ თქვენ სთავაზობთ საზოგადოებას მსგავს მარაზმში ცხოვრებას, მითუმეტეს ამ გაგანია XXI საუკუნეში, სადაც ლამის ინტერნეტი ატრიალებს დედამიწას ? მაშინ რა გითხრათ, რით გაგახაროთ, მე თქვენს ადგილას მაგ დიპლომებს საკუთარ ჰალსტუხთან ერთად აუტადაფეს მოვუწყობდი ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ და დანარჩენი, თქვენი საქმისა თქვენ იცით.
სოციალური და პოლიტიკური ტირანია მაშინ იწყება, როდესაც პრიმიტიული ინსტრიქტებით ნაკარნახევი და ვიწროპარტიულ ობსკურიზმს ზიარებული ძალები, საკუთარი პროპაგანდისტული ძალაუფლების გასამყარებლად ერთ დღეს აიკრძალავენ რომელიღაც ''მტრული'' არხს, საჯაროდ დაგმობენ და დაწვავენ მტერთან ეთნიკურად ასოცირებული ავტორის ლიტერატურას, მეორე დღეს უკვე შინაურ მასმედიასაც სრულ გენოციდს მოუწყობენ და მოვა იდიოტიზმის მწვერვალის წუთიც, როდესაც მოსახლეობას გამოუცხადებენ, რომ საქართველოს ნებაყოფლობით შეუერთდა ევროპის კავშირი, გამოაცხადებენ, რომ ვიღაც შარლატანი ''ნათელმხილველის'' წინასწარმეტყველება (ბოდვები) ახდა და საქართველომ ეკონომიკის განვითარებით ჩამოიტოვა შვეიცარია, რომ ქართულმა ჯარმა მუსრი გაავლო მოსკოვს და ა.შ. ... და ხალხიც დაიჯერებს ამას, რადგან თავის დროზე ნებაყოფლობით, ნიჰილისტურად დამუნჯდა იმ მოტივით, რომ არაფერს აზრი არ აქვს თურმე. მოქალაქე დამუნჯდა მაშინ, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი გამოდის და საქართველოს ლამის ''ქსერქსეს მილიოანიანი'' არმიის ნახევარი შემოესია ჩრდილოეთიდანო და ა.შ., მოქალაქე გაჩუმდა მაშინ, როცა ნაცმოძრაობის მიერ დარბეულმა და მიტაცებულმა ''ტელე-იმედმა'' , აგვისტოს ომის შემდეგ ისედაც დაზაფრულ და გულგახეთქილ მოსახლეობას ამცნო რუსების ახალი შემოსევის შესახებ დაზაფრულ მოსახლეობას. როგორც ამბობენ ამ მოვლენას, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აღნიშნული დეზინფორმაციით გამოწვეული ფსიქოლოგიური შოკის გამო და ამ დროს, პრეზიდენტი და მისი ერთ-ერთი მინისტრი ტელეფონში მშვიდად და ქირქილით განიხილავენ, თუ როგორი ფორმით ჯობდა ამ დეზინფორმაციის გაშვება ტელეეკრანებზე მიფეთებული მოსახლეობისთვის და როგორი ''სირები'' ყოფილან ტელევიზიის მაშინდელი მესვეურები, რომ ისე ვერ გამოუვიდათ, როგორც ''სტანდარტი'' მოითხოვდა. თუმცა ამ ე.წ. ცხოვრებისა და დემოკრატიის სტანდარტებს ვინც ადგენდა ამ ბოლო 9 წელიწადში, ყველასთვის ცნობილია.
ამ და ყველა ამისთანა სიმახინჯესა და ბოროტებაზე თუ გაჩუმდება ხალხი, იმიტომ, რომ ნიჰილისტური განწყობა აქვს და აზრს ვერ ხედავს ბოროტების გაპროტესტებაში, მაშინ რაღა აზრი აქვს დაბადებას, ხომ არ ჯობია ჰეროდესავით თავიდანვე მოვსრათ თოთო ბავშვები, რადგან ხომ შეიძლება მომავალში ''მტრულ'' არხს უკანონოდ უყუროს, ვაითუ შეიძლება იგი მკვლელი გახდეს და ა.შ.
ღმერთო ჩემო, რა აბსურდია ! რა უკიდეგანოდ ჩანს ეჭვიანი ადამიანების სულის ბნელი უფსკრული ! ...
მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ სადაც სიბნელეა, იქ უთუოდ არის სინათლეც, რადგან სიბნელე სინათლისგან განათებული საგნის ჩრდილია და მეტი არაფერი, რომელიც სულაც არ არის უკიდეგანო, მთავარია თავი მოატრიალო ხანდახან, გვერდით ან უკან გაიხედო, იქნებ რამე გეტაკება ბოლოს და ბოლოს და ამ თავის ტრიალში ტვინიც ამოძრავდება ცოტა და უთუოდ გამოჩნდება სიბნელის საზღვრებიც.
ფაქტია და მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა, ადამიანებს, ქართველებს სინათლე უფრო სწყურიათ, ვიდრე სიბნელე, განათლება სწყურიათ და არა ექსტრემისტული ობსკურიზმი, მეტი და მეტი ინფორმაცია სჭირდებათ, რომელსაც ნაცმოძრაობის იდელოგები დღემდე ასე გამალებით ცდილობენ დააამახინჯონ და წაართვან ადამიანებს ყველაზე სანუკვარი, რომელიც პურზეც კი ძვირფასია, სიმართლე და უტყუარი ფაქტები ! ... რადგან მათ არ აწყობდათ და არ აწყობთ განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც ყოველ მათ ბნელ ნაბიჯზე მოახდენს რეაგირებას და ყოველი დანაშაულისთვის მოსთხოვს პასუხს.
ამიტომაც, მე არ მიკვირს თუ რატომ ატეხეს განგაში ამ ვითომდა ადამიანის უფლებების დამცველებმა გამომცემლების უფლებების ე.წ. ''დარღვევაზე'', როდესაც სახელმწიფომ გადაწყვიტა სკოლის მოსწავლეები, რომელთა 80% ღარიბია, უზრუნველყო უფასო სახელმძღვანელოებით და ამით შეესრულებინა თავის პირდაპირი კონსტიტუციური მოვალეობა, ეზრუნა მოქალაქეების განათლებაზე. მათი გნიასი შიშის ხროტინს გავს, რადგან როგორც ვამპირები შიშობენ სინათლეზე გამოსვლისას ფერფლად არ იქცნენ. მაგრამ ამ პროცესს ვეღარ შეაჩერებენ, სინათლე მოფენილია უკვე და კიდევ უფრო ფართოდ მოეფინება დროტა განმავლობაში, ფერფლად ქცევის პროცესიც უკვე დაწყებულია ნაცმოძრაობის ანტიჰუმანურ, ანტიადამიანურ არსებობაშიც, რადგან სინათლემ და ბნელ კუნჭულში მიჩქმალულის გამოაშკარავებამ დაანგრია ისინი. დღეს კი, მათივე რიგებში, უკვე ყველა ერთმანეთს ასწრებს ერთმანეთის გამოაშაკარავებას და ერთმანეთისკენ იშვერს ბრალდების ხელს.
ისევ იმ სტატიის რესპოდენტი აცხადებს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკური მართვის მოდელი საქართველოსთვის დამღუპველია, კერძოდ:
''... შედეგად ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მივიღებთ დაახლოებით ხუთ-ექვს პოლიტიკურ დაჯგუფებას და მუდმივ პოლიტიკურ და სამთავრობო კრიზისებსა და თანამდევ ქაოსს. ამას ხელს საქართველოს ახალი კონსტიტუციაც შეუწყობს, რომელიც ძალაში 2013 წლის ოქტომბერში შედის. ამ კონსტიტუციის მიხედვით საქართველო ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება. კონსტიტუცია ფაქტობრივად ხლეჩს აღმასრულებელ ძალაუფლებას პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის და მათ შორის მუდმივი და ძლიერი კონფლიქტის საფუძველს ქმნის.
მმართველობის საპარლამენტო სისტემა ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის უმთავრესი მიზეზია. საქართველოსთვისაც ახალი კონსტიტუცია პოლიტიკური ქაოსის პირდაპირი რეცეპტი იქნება.''
აქაც ვერ დავეთანხმები მის მოსაზრებას, მასე მგლის შიშით ცხვარს არავინ გაწყვეტს.
ე.ი. ისრაელის ან გერმანიის, თუნდაც იტალიის სახელისუფლებო შტოები გახლეჩილია და დღემდე ვერშემდგარი სახელმწიფოები არიან? შევახსენებ მსმენელს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება თუ საპრეზიდენტო, კონსტიტუციური მონაქრია თუ არჩევითი სახელმწიფოს მეთაური კონფედერალური რესპუბლიკაში, გადამწყვეტი აქ არის არა ფორმა, არამედ პოლიტიკური და სახელმწფოებრივი კულტურა. ჩვენ ახლა სწორედ ამ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო კულტურის ცოდნის ინტენსიურ კურსს გავდივართ, რადგან 200 წელიწადია თითქმის სახელმწიფოებრივ კომაში ვიმყოფებით. ერთხელ ცოტა ხანს გავიღვიძეთ 1918-21 წლებში და სისხლიანმა წითელმა ბოლშევიზმმა ისევ კომაში მიგვაძინა. ასე, რომ კომიდან ახლადგამოღვიძებულ ადამიანივით ახლა ვსწავლობთ სიარულს, საზოგადოებაში (მსოფლიო თანამეგობრობაში) თანაარსებობისა და შინაგანი წონასწორობის დაცვის კულტურასაც. ასეთ პროცესებში, ჩემი აზრით, საპარლამენტო მმართველობის მოდელი გაცილებით ეფექტური იქნება ხალხისთვის დემოკრატიიული თანაარსებობის, ხელისუფლების შტოების ურთიერთკონტროლის წესების სასწავლებლად და ხალხის მხრიდან დაქირავებული სახელმწიფო აპარატის კონტროლის მექანიზმის პროფესინალურ დონეზე ასათვისებლად.
ფაქტია, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მმართველობის მოდელმა ჩვენთან კრახი განიცადა, ამაზე დიდხანს არ გავჩერდები, ამას მწყობრი და ლოგიკური მიზეზები გააჩნია და ფართოდ განხილვის საგანია, რასაც შეიძლება მიეძღვნას ცალკე სტატია.
ზემოხსენებული ე.წ. ''არგუმენტი'', პრინციპში არც მიკვირს იმათგან, ვისაც გულწრფელად სწამდა, რომ საქართველოში სახელმწიფოს მართვის კონკრეტულ სფეროებში (კერძოდ პენიტენციალური სისტემაში) ადმინისტრირების მეთოდების შესასწავლად თურმე საფრანგეთიდანაც კი ჩამოდიოდნენ, რათა ე.წ. ''ქართული სასწაულის'' გამოცდილება სამშობლოში წაეღოთ და დაენერგათ. ან კიდევ, ზოგს იმისაც ალალად სწამდა, რომ საქართველოს ეკონოკის განვითარებას შვეიცარიულ ეტალონამდე ცოტაღა აკლდა და რაღა შესადარებელი იყო იტალია ან გერმანია საქართველოს ''სასწაულებთან'' მათ თვალში ... ხოლო ზოგს დღემდე სწამს, რომ არა ეს ხელისფლებაში მოსული ''ქვეყნის მნგრეველთა ბრიგადა'', შვეიცარიასაც ჩამოვიტოვებდით, რუსეთი ხომ უკვე ''დავანგრიეთ'' და და ნიღაბი ჩამოვხსენით ...
ერთი სიუჟეტი გამახსენდა ტელევიზიით, რომელიღაც პრო-ნაცმოძელურმა მცირე ჯგუფმა გააპროტესტა, თუ არ ვცდები, რომელიღაც მაღალჩნინოსნის დაკავება და ჟურნალისტი ეკითხება აქციის მონაწილე ქალბატონს, რატომ უჭერთ მხარს ნაცმოძრაობასო და პასუხი იყო შემდეგი:
- ავტობუსებში რომ ავდივართ და ბილეთის აპარატები რომ დგას, ბილეთი რომ უნდა გაატარო, ეს ცოტააო ! ...
ნუ, რა გითხრათ, ასეთი ღრმა და ჩვენთვის, ანუ მათთვის მდაბიო ''არაგანდობილებისთვის'' გაუგებარი იდელოგია და არგუმენტები აქვთ, როდესაც მხარს უჭერენ ბუკვალურად ადამიანების წამებას, მკვლელობებს და ათასგვარ სიბინძურეს, რომელსაც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან იოტისოდენა საერთო არაფერი გააჩნია. მათი ყველაზე მძიმე ''არგუმენტი'' კი ისაა, რომ ''რაღაც'' ხომ გააკეთა-ო ...
აი, ეს მითიური ''რაღაც'' არის მათთვის და მათი მოტრფიალე, სოციალურ-სამეცნიერო ტიტულებით დახუნძლული ''ექსპერტებისთვის'' სახელმწიფოს, სმართლიანობისა და დემოკრატიის ცნებაც, მეცნიერული არგუმენტებიც, ღმერთიცა და სამოთხეც, ჰოდა ღმერთმა მრავალი წლის შემდეგ ტკბილად შეარგოთ მსგავსი ''რაღაც სასუფეველი'', ყოველს მისივე რწმენის შესაბამისად.
და ბოლოს სტატიის რესპოდენტი ასკვნის:
რაც შეეხება გამოსავალს, ეს ძალიან დიდი კითხვაა. პასუხს ალბათ ინტერვიუს ფორმატი არ ეყოფა. აქ მოკლედ მხოლოდ იმას გეტყოდით, რომ საქართველო უნდა იყოს საპრეზიდენტო მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანა, ოღონდ ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით, რომელიც პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების მონოპოლიას მთლიანად გამორიცხავს.
რას ვიტყვით ? რას და ისევ ზოგადი და ზედაპირული დეკლარაციაა, რომელიც სხვა პლანეტიდან გამოგზავნილი უსტარის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე საქართველოს ისტორიაში ჩახედული და ქართულ რეალობაში მცხოვრები ადამიანის, ექსპერტისა და ანალიტიკოსის აზრს.
განვმეორდები და ვიტყვი, რომ თუ ერს ელემენტარულად რიგში მის წინ მდგომის მოთმენის კულტურა არ აქვს, მას ვერც უკვე პრაქტიკაში გაუმართლებელი საპრეზიდენტო მმართველობის და ვერც საპარლამენტო მოდელი ვერ უშველის.
რეზიუმე რომ გავაკეთოთ, იმას ვიტყვი, რომ ადამიანები, რომლებიც ეთანხმებიან და მხარს უჭერენ იმას, რომ პრეზიდენტის შვილების სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა იხადოს, რომ პრეზიდენტის გახდომის პროცედურებში ხალხის ფული უნდა იხარჯებოდეს, პრეზიდენტის მიერ გაცემული პირადი საჩუქრებიც ბიუჯეტით უნდა ფინანსდებოდეს და ა.შ. , ვერ გაიგებენ, რომ ნებისმიერი ღირსების მქონე და საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებელი სახელმწიფო ვალდებულია, რომ 650 000 სკოლის მოსაწავლეს დიახაც ბიუჯეტის დაფინანსებით გადასცეს სასწავლო სახელმძღვანელოები და ბევრი სხვა სოციუალური პროგრამა განახორციელოს, სიღატაკაში ჩავარდნილი მოსახლეობის ცხოვრების შესამსუბუქებლად. ამიტომაც, ასეთი ტიპის ''ექსპერტებთან'' დიალოგი და დისკუსია არის ცერცვის შეყრა კედელზე, მგლის თავზე სახარების კითხვა და დროის ფუჭი ხარჯვა.
ეს შეკამათებაც მე მაგ ''ექსპერტ-ანალიტიკოსებისთვის'' არ დამიწერია, ეს ეკუთვნის მსმენელს, რომელსაც ჯანსაღი აზროვნების უნარი გააჩნია და სინდისიც არ აქვს დეფორმირებული, ასე, რომ გამგები გაიგებს.
საქართველოს მოქალაქე,
კ. კოლხი
(კა.ც-ი.)
18.04.2013 წ.
ეს ტელეიზოლაციონალისტური პოლიტიკა, საშინლად გავს ჩრდილო კორეის შიდა პოლიტიკას, სადაც ხალხს დღემდე სჯერა, კორეული ერთადერთი სამთავრობო არხის მეშვეობით, რომ ჩრდილო კორეამ ამ ბოლო საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში ბრაზილია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა ! ... ნუთუ თქვენ სთავაზობთ საზოგადოებას მსგავს მარაზმში ცხოვრებას, მითუმეტეს ამ გაგანია XXI საუკუნეში, სადაც ლამის ინტერნეტი ატრიალებს დედამიწას ? მაშინ რა გითხრათ, რით გაგახაროთ, მე თქვენს ადგილას მაგ დიპლომებს საკუთარ ჰალსტუხთან ერთად აუტადაფეს მოვუწყობდი ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ და დანარჩენი, თქვენი საქმისა თქვენ იცით.
სოციალური და პოლიტიკური ტირანია მაშინ იწყება, როდესაც პრიმიტიული ინსტრიქტებით ნაკარნახევი და ვიწროპარტიულ ობსკურიზმს ზიარებული ძალები, საკუთარი პროპაგანდისტული ძალაუფლების გასამყარებლად ერთ დღეს აიკრძალავენ რომელიღაც ''მტრული'' არხს, საჯაროდ დაგმობენ და დაწვავენ მტერთან ეთნიკურად ასოცირებული ავტორის ლიტერატურას, მეორე დღეს უკვე შინაურ მასმედიასაც სრულ გენოციდს მოუწყობენ და მოვა იდიოტიზმის მწვერვალის წუთიც, როდესაც მოსახლეობას გამოუცხადებენ, რომ საქართველოს ნებაყოფლობით შეუერთდა ევროპის კავშირი, გამოაცხადებენ, რომ ვიღაც შარლატანი ''ნათელმხილველის'' წინასწარმეტყველება (ბოდვები) ახდა და საქართველომ ეკონომიკის განვითარებით ჩამოიტოვა შვეიცარია, რომ ქართულმა ჯარმა მუსრი გაავლო მოსკოვს და ა.შ. ... და ხალხიც დაიჯერებს ამას, რადგან თავის დროზე ნებაყოფლობით, ნიჰილისტურად დამუნჯდა იმ მოტივით, რომ არაფერს აზრი არ აქვს თურმე. მოქალაქე დამუნჯდა მაშინ, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი გამოდის და საქართველოს ლამის ''ქსერქსეს მილიოანიანი'' არმიის ნახევარი შემოესია ჩრდილოეთიდანო და ა.შ., მოქალაქე გაჩუმდა მაშინ, როცა ნაცმოძრაობის მიერ დარბეულმა და მიტაცებულმა ''ტელე-იმედმა'' , აგვისტოს ომის შემდეგ ისედაც დაზაფრულ და გულგახეთქილ მოსახლეობას ამცნო რუსების ახალი შემოსევის შესახებ დაზაფრულ მოსახლეობას. როგორც ამბობენ ამ მოვლენას, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აღნიშნული დეზინფორმაციით გამოწვეული ფსიქოლოგიური შოკის გამო და ამ დროს, პრეზიდენტი და მისი ერთ-ერთი მინისტრი ტელეფონში მშვიდად და ქირქილით განიხილავენ, თუ როგორი ფორმით ჯობდა ამ დეზინფორმაციის გაშვება ტელეეკრანებზე მიფეთებული მოსახლეობისთვის და როგორი ''სირები'' ყოფილან ტელევიზიის მაშინდელი მესვეურები, რომ ისე ვერ გამოუვიდათ, როგორც ''სტანდარტი'' მოითხოვდა. თუმცა ამ ე.წ. ცხოვრებისა და დემოკრატიის სტანდარტებს ვინც ადგენდა ამ ბოლო 9 წელიწადში, ყველასთვის ცნობილია.
ამ და ყველა ამისთანა სიმახინჯესა და ბოროტებაზე თუ გაჩუმდება ხალხი, იმიტომ, რომ ნიჰილისტური განწყობა აქვს და აზრს ვერ ხედავს ბოროტების გაპროტესტებაში, მაშინ რაღა აზრი აქვს დაბადებას, ხომ არ ჯობია ჰეროდესავით თავიდანვე მოვსრათ თოთო ბავშვები, რადგან ხომ შეიძლება მომავალში ''მტრულ'' არხს უკანონოდ უყუროს, ვაითუ შეიძლება იგი მკვლელი გახდეს და ა.შ.
ღმერთო ჩემო, რა აბსურდია ! რა უკიდეგანოდ ჩანს ეჭვიანი ადამიანების სულის ბნელი უფსკრული ! ...
მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ სადაც სიბნელეა, იქ უთუოდ არის სინათლეც, რადგან სიბნელე სინათლისგან განათებული საგნის ჩრდილია და მეტი არაფერი, რომელიც სულაც არ არის უკიდეგანო, მთავარია თავი მოატრიალო ხანდახან, გვერდით ან უკან გაიხედო, იქნებ რამე გეტაკება ბოლოს და ბოლოს და ამ თავის ტრიალში ტვინიც ამოძრავდება ცოტა და უთუოდ გამოჩნდება სიბნელის საზღვრებიც.
ფაქტია და მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა, ადამიანებს, ქართველებს სინათლე უფრო სწყურიათ, ვიდრე სიბნელე, განათლება სწყურიათ და არა ექსტრემისტული ობსკურიზმი, მეტი და მეტი ინფორმაცია სჭირდებათ, რომელსაც ნაცმოძრაობის იდელოგები დღემდე ასე გამალებით ცდილობენ დააამახინჯონ და წაართვან ადამიანებს ყველაზე სანუკვარი, რომელიც პურზეც კი ძვირფასია, სიმართლე და უტყუარი ფაქტები ! ... რადგან მათ არ აწყობდათ და არ აწყობთ განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც ყოველ მათ ბნელ ნაბიჯზე მოახდენს რეაგირებას და ყოველი დანაშაულისთვის მოსთხოვს პასუხს.
ისევ იმ სტატიის რესპოდენტი აცხადებს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკური მართვის მოდელი საქართველოსთვის დამღუპველია, კერძოდ:
''... შედეგად ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მივიღებთ დაახლოებით ხუთ-ექვს პოლიტიკურ დაჯგუფებას და მუდმივ პოლიტიკურ და სამთავრობო კრიზისებსა და თანამდევ ქაოსს. ამას ხელს საქართველოს ახალი კონსტიტუციაც შეუწყობს, რომელიც ძალაში 2013 წლის ოქტომბერში შედის. ამ კონსტიტუციის მიხედვით საქართველო ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება. კონსტიტუცია ფაქტობრივად ხლეჩს აღმასრულებელ ძალაუფლებას პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის და მათ შორის მუდმივი და ძლიერი კონფლიქტის საფუძველს ქმნის.
მმართველობის საპარლამენტო სისტემა ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის უმთავრესი მიზეზია. საქართველოსთვისაც ახალი კონსტიტუცია პოლიტიკური ქაოსის პირდაპირი რეცეპტი იქნება.''
ე.ი. ისრაელის ან გერმანიის, თუნდაც იტალიის სახელისუფლებო შტოები გახლეჩილია და დღემდე ვერშემდგარი სახელმწიფოები არიან? შევახსენებ მსმენელს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება თუ საპრეზიდენტო, კონსტიტუციური მონაქრია თუ არჩევითი სახელმწიფოს მეთაური კონფედერალური რესპუბლიკაში, გადამწყვეტი აქ არის არა ფორმა, არამედ პოლიტიკური და სახელმწფოებრივი კულტურა. ჩვენ ახლა სწორედ ამ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო კულტურის ცოდნის ინტენსიურ კურსს გავდივართ, რადგან 200 წელიწადია თითქმის სახელმწიფოებრივ კომაში ვიმყოფებით. ერთხელ ცოტა ხანს გავიღვიძეთ 1918-21 წლებში და სისხლიანმა წითელმა ბოლშევიზმმა ისევ კომაში მიგვაძინა. ასე, რომ კომიდან ახლადგამოღვიძებულ ადამიანივით ახლა ვსწავლობთ სიარულს, საზოგადოებაში (მსოფლიო თანამეგობრობაში) თანაარსებობისა და შინაგანი წონასწორობის დაცვის კულტურასაც. ასეთ პროცესებში, ჩემი აზრით, საპარლამენტო მმართველობის მოდელი გაცილებით ეფექტური იქნება ხალხისთვის დემოკრატიიული თანაარსებობის, ხელისუფლების შტოების ურთიერთკონტროლის წესების სასწავლებლად და ხალხის მხრიდან დაქირავებული სახელმწიფო აპარატის კონტროლის მექანიზმის პროფესინალურ დონეზე ასათვისებლად.
ფაქტია, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მმართველობის მოდელმა ჩვენთან კრახი განიცადა, ამაზე დიდხანს არ გავჩერდები, ამას მწყობრი და ლოგიკური მიზეზები გააჩნია და ფართოდ განხილვის საგანია, რასაც შეიძლება მიეძღვნას ცალკე სტატია.
ზემოხსენებული ე.წ. ''არგუმენტი'', პრინციპში არც მიკვირს იმათგან, ვისაც გულწრფელად სწამდა, რომ საქართველოში სახელმწიფოს მართვის კონკრეტულ სფეროებში (კერძოდ პენიტენციალური სისტემაში) ადმინისტრირების მეთოდების შესასწავლად თურმე საფრანგეთიდანაც კი ჩამოდიოდნენ, რათა ე.წ. ''ქართული სასწაულის'' გამოცდილება სამშობლოში წაეღოთ და დაენერგათ. ან კიდევ, ზოგს იმისაც ალალად სწამდა, რომ საქართველოს ეკონოკის განვითარებას შვეიცარიულ ეტალონამდე ცოტაღა აკლდა და რაღა შესადარებელი იყო იტალია ან გერმანია საქართველოს ''სასწაულებთან'' მათ თვალში ... ხოლო ზოგს დღემდე სწამს, რომ არა ეს ხელისფლებაში მოსული ''ქვეყნის მნგრეველთა ბრიგადა'', შვეიცარიასაც ჩამოვიტოვებდით, რუსეთი ხომ უკვე ''დავანგრიეთ'' და და ნიღაბი ჩამოვხსენით ...
ერთი სიუჟეტი გამახსენდა ტელევიზიით, რომელიღაც პრო-ნაცმოძელურმა მცირე ჯგუფმა გააპროტესტა, თუ არ ვცდები, რომელიღაც მაღალჩნინოსნის დაკავება და ჟურნალისტი ეკითხება აქციის მონაწილე ქალბატონს, რატომ უჭერთ მხარს ნაცმოძრაობასო და პასუხი იყო შემდეგი:
- ავტობუსებში რომ ავდივართ და ბილეთის აპარატები რომ დგას, ბილეთი რომ უნდა გაატარო, ეს ცოტააო ! ...
ნუ, რა გითხრათ, ასეთი ღრმა და ჩვენთვის, ანუ მათთვის მდაბიო ''არაგანდობილებისთვის'' გაუგებარი იდელოგია და არგუმენტები აქვთ, როდესაც მხარს უჭერენ ბუკვალურად ადამიანების წამებას, მკვლელობებს და ათასგვარ სიბინძურეს, რომელსაც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან იოტისოდენა საერთო არაფერი გააჩნია. მათი ყველაზე მძიმე ''არგუმენტი'' კი ისაა, რომ ''რაღაც'' ხომ გააკეთა-ო ...
აი, ეს მითიური ''რაღაც'' არის მათთვის და მათი მოტრფიალე, სოციალურ-სამეცნიერო ტიტულებით დახუნძლული ''ექსპერტებისთვის'' სახელმწიფოს, სმართლიანობისა და დემოკრატიის ცნებაც, მეცნიერული არგუმენტებიც, ღმერთიცა და სამოთხეც, ჰოდა ღმერთმა მრავალი წლის შემდეგ ტკბილად შეარგოთ მსგავსი ''რაღაც სასუფეველი'', ყოველს მისივე რწმენის შესაბამისად.
და ბოლოს სტატიის რესპოდენტი ასკვნის:
რას ვიტყვით ? რას და ისევ ზოგადი და ზედაპირული დეკლარაციაა, რომელიც სხვა პლანეტიდან გამოგზავნილი უსტარის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე საქართველოს ისტორიაში ჩახედული და ქართულ რეალობაში მცხოვრები ადამიანის, ექსპერტისა და ანალიტიკოსის აზრს.
განვმეორდები და ვიტყვი, რომ თუ ერს ელემენტარულად რიგში მის წინ მდგომის მოთმენის კულტურა არ აქვს, მას ვერც უკვე პრაქტიკაში გაუმართლებელი საპრეზიდენტო მმართველობის და ვერც საპარლამენტო მოდელი ვერ უშველის.
რეზიუმე რომ გავაკეთოთ, იმას ვიტყვი, რომ ადამიანები, რომლებიც ეთანხმებიან და მხარს უჭერენ იმას, რომ პრეზიდენტის შვილების სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა იხადოს, რომ პრეზიდენტის გახდომის პროცედურებში ხალხის ფული უნდა იხარჯებოდეს, პრეზიდენტის მიერ გაცემული პირადი საჩუქრებიც ბიუჯეტით უნდა ფინანსდებოდეს და ა.შ. , ვერ გაიგებენ, რომ ნებისმიერი ღირსების მქონე და საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებელი სახელმწიფო ვალდებულია, რომ 650 000 სკოლის მოსაწავლეს დიახაც ბიუჯეტის დაფინანსებით გადასცეს სასწავლო სახელმძღვანელოები და ბევრი სხვა სოციუალური პროგრამა განახორციელოს, სიღატაკაში ჩავარდნილი მოსახლეობის ცხოვრების შესამსუბუქებლად. ამიტომაც, ასეთი ტიპის ''ექსპერტებთან'' დიალოგი და დისკუსია არის ცერცვის შეყრა კედელზე, მგლის თავზე სახარების კითხვა და დროის ფუჭი ხარჯვა.
ეს შეკამათებაც მე მაგ ''ექსპერტ-ანალიტიკოსებისთვის'' არ დამიწერია, ეს ეკუთვნის მსმენელს, რომელსაც ჯანსაღი აზროვნების უნარი გააჩნია და სინდისიც არ აქვს დეფორმირებული, ასე, რომ გამგები გაიგებს.
საქართველოს მოქალაქე,
კ. კოლხი
(კა.ც-ი.)
18.04.2013 წ.
Comments
Post a Comment