ჩემს დემონებს















 





ჩემს "დემონებს"

როცა მადარებენ დემონებს პირქუშებს,
ვიღაცა ბავშვობის ჭრილობებს იშუშებს.
ხშირად ასეც ხდება -  უსისხლო ვამპირებს!...
"ბედნიერების" ეძებენ ნაპირებს....?

არადა, კაცი ვარ უბრალო, მარტივი
იმათთვის, ვინაც სიყვარულს აპირებს.

რთული ვარ, "ტირანიც", "დემონიც", "ვამპირი",
ვისთვისაც შორია გონების ნაპირი. 

არ ვეძებ გენიას, არც ვეძებ უზადოს,
სიმშვიდეს, სიწრფელეს ვეძებდი, სიყვარულს 
საკურას ბაღებში, მოლბერტს და მუსიკას...
არ ვეძებ უკვალოდ მიწაზე სიარულს! 

ქვეყნიერების ბოლოში წარმავალ
ქარებს არ დავსდევდი, არასდროს მიყვარდა!
მდუმარედ ვიტანდი ისრებს და საწამლავს,
როგორც მითრიდატეს შხამები ვერ მწამლავს. 

დამთავრდა! არ ვებრძვი საკუთარ "დემონებს",
რომელთაც ჰყვარობდა საკურა აპრილის...,
არ ვუსმენ ლუციფერს და არც მის ჩივილებს,
ანგელოზს მივანდობ ნაბრალებ ტკივილებს. 

----------------
კ.კ. 

Comments